ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016781
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,213 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2022 მიღება
01.01.2023 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი
პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში
მუხლი 2
სრულწლოვანი
ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი
მუხლი 2
შემფასებელი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი ან საჭიროების შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელი (ექიმი/ექთანი).
მუხლი 2
მიმწოდებელი
პირი/ორგანიზაცია, ქვეპროგრამაში ჩართვამდე საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის არანაკლებ 1 წლის რეგისტრაციით, რომელსაც აქვს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება
მუხლი 2
ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი
მუხლი 2
დაფინანსება
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „შინ მოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელებული დაფინანსება.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარი შეროზია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ლოლ№ 93% 26.12.2025 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.12.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 20.12.2019 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ ზონა 91% 19.12.2025 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 90% 29.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 2022 წლის 23 დეკემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და  მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია დანართი №1 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი: 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ბ) სრულწლოვანიფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი; გ) უძლურების შეფასების ბართელის კითხვარი - პირის ფიზიკური უძლურების შეფასების სპეციალური კითხვარი; დ) შემფასებელი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი ან საჭიროების შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელი (ექიმი/ექთანი). ე) მიმწოდებელი –  პირი/ორგანიზაცია, ქვეპროგრამაში ჩართვამდე საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის არანაკლებ 1 წლის რეგისტრაციით, რომელსაც აქვს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება; ვ) ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი; ზ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „შინ მოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელებული დაფინანსება. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეების შერჩევის წესი და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ, „უძლურების შეფასების ბართელის კითხვარი“-ს (შემდგომში - ბართელის ინდექსი) მიხედვით მინიჭებული ქულის მქონე პირები  (ქულა არ აღემატება 95 ერთეულს), რომლებიც არიან მწოლიარენი ან/და საჭიროებენ სამედიცინო/სოციალურ დახმარებას საცხოვრებელ ადგილზე. 2. ქვეპროგრამაში ჩართვა ამ წესით დადგენილი პირობებით შეუძლიათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ სრულწლოვან  მოქალაქეებს (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან პირებს, რომლებიც ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს. 3. გამონაკლისი ამ მუხლის 2 პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. 4. პროგრამით ვერ ისარგებლებენ ინკურაბელურ პაციენტთა პალიატური მზუნველობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეები, ასევე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ან ზრუნვით დაწესებულებაში მომსახურების მიმღები პირები. 5. მოსარგებლეთა კატეგორია განისაზღვრება ბართელის ინდექსის მიხედვით: ა) I კატეგორია: ბართელის ინდექსი ნაკლებია 70 ერთეულზე; ბ) II კატეგორია: ბართელის ინდექსი მეტია ან ტოლია 70 ერთეულისა და ნაკლებია 80 ერთეულზე; გ) III კატეგორია: ბართელის ინდექსი მეტია ან ტოლია 80 ერთეულისა და არ აღემატება 95 ერთეულს. 6. რეკომენდებული ვიზიტების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით: ა) I კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 13 ვიზიტი; ბ) II კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 8 ვიზიტი; გ) III კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 4 ვიზიტი. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურება და მისი განხორციელების პირობები 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს, მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის, პერსონალური მოვლის, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარების, მისი და მისი გარემოცვის ფსიქოსოციალური დახმარების გზით კომპლექსური მოვლის განხორციელებას მრავალდარგობრივი გუნდის მიერ ბინაზე მოვლით. 2. ბართელის კითხვარით შევსებას ახორციელებს შემფასებელი და ანიჭებს შესაბამის ბართელის ინდექსს. მოსარგებლის შეფასება ხდება არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ. 3. მიმწოდებელი ადგენს მოვლის ინდივიდუალურ გეგმას ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, სადაც გაწერილია: ა) მოსარგებლის შეფასება – გარემოს შეფასება, საჭიროებების გამოვლენა, სოციალური მუშაკის კონსულტაცია; ბ) საექიმო და საექთნო მომსახურება (დაავადებების გართულების პრევენცია): ნაწოლები, ქირურგიული გადახვევები, კონტრაქტურების პრევენცია შესაძლებლობის ფარგლებში (მედიკამენტების მიწოდება); გ) პერსონალური მოვლა – მოსარგებლის ჰიგიენური მოვლა, კვება და სხვა საჭირო აქტივობები; დ) საყოფაცხოვრებო დახმარება – ბინის დალაგება, ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა, ასევე სხვა საჭირო აქტივობები; ე) საჭიროების შესაბამისად დამატებითი სერვისების ორგანიზება და მიწოდება. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განხორციელების წესი 1. ქვპროგრამით სარგებლობის მსურველი პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); გ) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV-100ა; დ) საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (საჭიროების შემთხვევაში); ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი – იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირის შესახებ (არსებობის შემთხვევაში); ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (საჭიროების შემთხვევაში). 2. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას/სისწორეს ადგენს ქვეპროგამის განმახორციელებელი სამსახური. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია ბენეფიციართა მონაცემები ყოველთვიურად გადაამოწმოს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში  და  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზებში. 3. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, განცხადების რეგისტრაციიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტების ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე. ქვეპროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ეცნობება განმცხადებელს. 4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამასთან შესაბამისობის შემთხვევაში მოქალაქის მონაცემები გადაეცემა შემფასებელს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს ქვეროგრამით მოსარგებლის ბართელის კითხვარით შეფასებას და ადგენს შესაბამის  ბართელის ინდექსს (ქულას). 5. ბართელის კითხვარის შედეგები ეგზავნება მიმწოდებელს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური გეგმის შედგენის მიზნით. 6. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელს წარმოადგენს პირი/ორგანიზაცია, რომელიც ეთანხმება ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს და წერილობით უდასტურებს მუნიციპალიტეტს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს. 7. პირის/ორგანიზაციის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასებას, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებას და ქვეპროგრამის მიმწოდებლად ცნობას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური. 8. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ ინდივიდუალური გეგმის შეთანხმების შემდგომ, მიმწოდებლის სახელზე გაიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ხელმოწერილი მიმართვის წერილი, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება კალენდარული წლის 31 დეკემბერი. მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და ანგარიშგება 1. პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17)  ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში. 2. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 100 ბენეფიციარი. 3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება წლიური ღირებულების შესაბამისად, თვეში 1/12 - ის პრინციპით, შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) I კატეგორიას მიკუთვნებული პირისთვის: 660 ლარი; ბ) II კატეგორიას მიკუთვნებული პირისთვის: 540 ლარი: გ) III კატეგორიას მიკუთვნებული პირისთვის: 360 ლარი. 4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს საანგარიშო დოკუმენტაცია (მოსარგებლეთა რეესტრი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტი) არაუგვიანეს, შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.  5. შესრულებულ სამუშაოდ ჩაითვლება საანგარიშო თვის განმავლბაში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა და დადგენილი ვიზიტების სრული რაოდენობა. 6. შესრულებული სამუშაოს დადასტურების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელ სამსახურსა და მიმწოდებელს შორის ფორმდება მიღება–ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე რჩება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან. 7. გაწეული მომსახურება ანაზღაურდება  მუნიციპალიტეტის მიერ, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე. 8. ანგარიშსწორება ხორციელდება  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 9. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს. მუხლი 7🔗. საანგარიშო დოკუმენტაციის ინსპექტირება 1. საანგარიშო დოკუმენტაციის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განამხორციელებელი სამსახური. 2. ინსპექტირებისას საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარსადგენად. 3. საანგარიშო დოკუმენტში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში წარმოდგენის შემთხვევაში მომსახურება ანაზღაურდება მომხდევნო თვეში. მუხლი 8🔗. მოსარგებლეებისთვის მომსახურების მიწოდების შემოწმება ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური პერიოდულად ახორციელებს მიმწოდებლის შემოწმებას. შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან შესაბამისი უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, პირის კანონიერ წარმომადგენელთან და მიმწოდებლის მიერ დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება.