სხავასხვა სიმძლავრის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №233/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.121
გამოქვეყნების წყარო სსმ, 119, 16/10/2003
matsne.gov.ge 4,205 სიტყვა · ~21 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (12)
სათავსი ფართობის ნორმა მ​2-ში
კაბინეტი სამუშაო ზედაპირების განათებულობის კოეფიციენტი ლქ
დეზინფექციის მეთოდი სადეზინფექციო მასალა
ტემპერატურა კონცენტ-რაცია %
ნომინალური მნიშვნელობა ზღვრული მნიშვნელობა
დუღილის 1. დისტილირე-ბული წყალი; 2. დისტილი-რებული ორნახშირმჟავა ნატრიუმი
ორთქლის წყალნაჯერი ორთქლი მაღა-ლი წნევის ქვეშ   P = 0,5 კგ/ სმ
ჰაეროვანი მშრალი ცხელი ჰაერი
ქიმიური დიქლორ-1
სულფოქლო-რანტინი
ქლორცინი
დეზამი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სხავასხვა სიმძლავრის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:34.0pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 37.9pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:63.8pt 89.85pt 56.7pt 28.35pt;} div.Section2 {page:Section2;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.121 საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება № 233/ნ 2003 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი სხვადასხვა სიმძლავრის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ სხვადასხვა სიმძლავრის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული “სხვადასხვა სიმძლავრის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესები”; 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.        ა. გამყრელიძე სხვადასხვა სიმძლავრის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესები სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.1.3.004-03 თავი I გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სხვადასხვა სიმძლავრის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში ავადმყოფთა მიღება-მკურნალობისა და მომსახურე პერსონალის შრომის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფის მიზნით. 2. წინამდებარე წესების ამოქმედებამდე არსებული ყველა შესაბამისი დაწესებულება, რომელიც არ აკმაყოფილებს მოცემულ მოთხოვნებს ვალდებულია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ტერიტორიულ ორგანოებთან შეთანხმებით შეიმუშაოს ღონისძიებათა გეგმა (ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა), რომელიც უზრუნველყოფს ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესაძლებელ მიღწევას. 3. წინამდებარე წესების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უშუალოდ ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების ხელმძღვანელებს, აგრეთვე იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, უწყებების ხელმძღვანელებს, რომელთა დაქვემდებარებაშიც იმყოფება აღნიშნული სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება. თავი II ჰიგიენური მოთხოვნები ტერიტორიისადმი     მუხლი 2🔗 1. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებები უნდა განთავსდეს სელიტებურ, გამწვანებულ ზონებში. 2. მიწის ნაკვეთის შერჩევისას საჭიროა გარემოს სანიტარიული მდგომარეობისა და გაბატონებული ქარების მიმართულების გათვალისწინება. 3. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულების შენობის განთავსება აკრძალულია მიწის იმ ნაკვეთზე, რომელიც ადრე გამოყენებული იყო ნაგვის საყრელად, ასენიზაციის მოედნად, საქონლის სამარხად, სასაფლაოდ და ა.შ., აგრეთვე, იმ ნაკვეთებზე, რომელთა ნიადაგი დაბინძურებული იყო ორგანული, ქიმიური და სხვა სახის დამაბინძურებლებით. 4. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების ტერიტორია უნდა იყოს დაშორებული რკინიგზიდან და ფიზიკური ფაქტორების ზეგავლენის სხვა მძლავრი წყაროებიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” დადგენილი ხმაურის დასაშვები ნორმები. 5. დასახლებული პუნქტების სელიტებურ ზონაში აშენებული ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებები უნდა განთავსდეს მშენებლობის წითელი ხაზიდან არა უახლოეს 30 მეტრისა. 6. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების ტერიტორიაზე დაუშვებელია სხვა სახის დაწესებულების, საცხოვრებელი სახლის, აგრეთვე, რაიმე სხვა ნაგებობის ან მოწყობილობის განთავსება, რომელიც ფუნქციურად არ უკავშირდება ზემოაღნიშნული დაწესებულების საქმიანობას. 7. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულების ტერიტორია ყოველდღიურად უნდა დასუფთავდეს. ნაგვისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაგროვებელი ურნები მჭიდროდ დახურული სახურავებით იდგმება მოასფალტებულ ან მობეტონებულ სპეციალურად მოწყობილ მოედანზე. მოედნები სისტემატურად უნდა ირეცხებოდეს და უტარდებოდეს დეზინფექცია. 8. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულების ტერიტორიაზე შენობის შესასვლელებსა და დასასვენებელ ადგილებში უნდა დაიდგას ნაგვის ურნები, რომლებიც ყოველდღიურად დაიცლება და ჩაუტარდება დეზინფექცია. 9. ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებაში ნარჩენების შეგროვება და გატანა უნდა წარმოებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №300/ნ ბრძანების “სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად. თავი III მოთხოვნები შენობა-ნაგებობებისა და ცალკეული სათავსების განლაგებისა და დაგეგმარებისადმი     მუხლი 3🔗 1. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების შენობისა და ცალკეული სათავსების არქიტექტურული დაგეგმარება და კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ავადმყოფთა მიღება-მკურნალობის, მომსახურე პერსონალის შრომისა და დასვენების პირობებს, აგრეთვე ოპტიმალურ სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმს. 2. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებები უნდა განთავსდეს ცალკე მდგარ ტიპურ შენობაში ან როგორც გამონაკლისი, წინამდებარე წესების დაცვის პირობით, საცხოვრებელ ან საზოგადოებრივ შენობაში. 3. ახალი ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების განთავსება საცხოვრებელი კორპუსების დაბალ სართულებზე, თუ ამ დაწესებულებების შემადგენლობაში შედის რენტგენისა და ფიზიოთერაპიული კაბინეტები, დაუშვებელია. 4. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების ძირითადი და დამხმარე სათავსების რაოდენობა და ფართი უნდა განისაზღვროს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით. 5. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების დაგეგმარება, სათავსების განლაგება და ფართი უნდა უზრუნველყოფდეს სპეციალიზებულ კაბინეტებში ავადმყოფთა მიღებისა და მკურნალობის ოპტიმალურ პირობებს წინამდებარე წესის დანართი 1-ში მითითებული სარეკომენდაციო ნორმების შესაბამისად. 6. ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში ცალკე უნდა იქნეს გამოყოფილი სათავსები, სადაც განთავსდება: რეგისტრატურა, თერაპიული, ქირურგიული, ნევროლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური, ინფექციური, სხვა სპეციალიზებული კაბინეტები, ან განყოფილებები და სამკურნალო დიაგნოსტიკური სამსახურები (რენტგენის კაბინეტი, დიაგნოსტიკური ლაბორატორია, ფუნქციონალური დიაგნოსტიკა და სხვა). 7. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სტრუქტურამ და სათავსების დაგეგმარება-განლაგებამ უნდა გამორიცხოს ,,სუფთა“ და ,,ინფიცირებული“ ნაკადების გადაკვეთა ან შეხება. ამ მიზნით ინფექციური დაავადებების კაბინეტი განთავსებულ უნდა იქნეს პირველ სართულზე ცალკე შესასვლელით, ხოლო დერეფანი და მოსაცდელი უნდა იყოს გაუვალი. 8. პოლიკლინიკის პედიატრიული განყოფილება უნდა იყოს იზოლირებული მოზრდილთა განყოფილებისაგან და უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი შესასვლელი. 9. ბავშვთა პოლიკლინიკებსა და მოზრდილთა პოლიკლინიკების ბავშვთა განყოფილებაში ინფექციურ დაავადებაზე საეჭვო და სიცხიანი ბავშვები არ დაიშვებიან საერთო განყოფილებაში. 10. ყველა მომსვლელი ბავშვის წინასწარი დათვალიერება უნდა განხორციელდეს მედდის მიერ ე.წ. “ფილტრში”, რომელიც უნდა განთავსდეს პოლიკლინიკის (ან ბავშვთა განყოფილების) შესასვლელში. ავადმყოფი ბავშვები ფილტრიდან იგზავნებიან ბოქსირებულ სათავსებში, ხოლო “ჯანმრთელები” კი – საერთო განყოფილებაში, სადაც მათ მიიღებენ უბნის პედიატრები და ექიმ-სპეციალისტები. თითოეულ განყოფილებას (საერთოსა და ბოქსირებულს) უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი გასასვლელი. 11. ბავშვთა პოლიკლინიკების ან ბავშვთა განყოფილების მქონე მოზრდილთა პოლიკლინიკების ტერიტორიაზე გამოყოფილ უნდა იქნეს სპეციალური მოედნები საბავშვო ეტლების განსათავსებლად. 12. პოლიკლინიკის, ან სამშობიარო სახლის, შემადგენლობაში შემავალი ქალთა კონსულტაციის სათავსები იზოლირებული უნდა იყოს პოლიკლინიკის ან სამშობიარო სახლის სხვა სათავსებისაგან დამოუკიდებელი შესასვლელით – ვესტიბიული, სადაც პაციენტებისა და პერსონალისათვის დადგმულია გარდერობი, სპეციალური მისაღები კაბინეტები (მეან-გინეკოლოგის, საპროცედურო, იურისტის და სხვ.). 13. მეან-გინეკოლოგის ისევე, როგორც დერმატო-ვენეროლოგის, ფთიზიატრის, ფსიქიატრისა და ინფექციონისტის კაბინეტები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ პაციენტთა მოსაცდელი კორიდორები არ იყოს გამჭოლი. 14. რენტგენის კაბინეტები, მაიონებელ გამოსხივებასთან დაკავშირებული სხვა სათავსები უნდა განთავსდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 4 მარტის №41/ნ ბრძანების “სამედიცინო რენტგენურ-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად. 15. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სარდაფებსა და ცოკოლის სართულებში დასაშვებია საწყობის (სამეურნეო ინვენტარის საკუჭნაო), პერსონალის სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო (გარდერობი, საშხაპე), მაგარი და რბილი ინვენტარის შესანახი, დაბინძურებული თეთრეულის შესაგროვებელ-დამხარისხებელი სათავსების მოწყობა. დაუშვებელია სახელოსნოების, ძლიერმოქმედი, ადვილადაალებადი და საწვავი სითხეების სათავსებში განთავსება. 16. მრავალპროფილიანი საავადმყოფოს შემადგენლობაში შემავალი ამბულატორიულ-პოლიკლინიკური კორპუსები, განლაგებულ უნდა იქნეს საავადმყოფოს ტერიტორიის პერიფერიულ ნაწილში, მოსახლეობისათვის ჰქონდეს მოხერხებული, ადვილად მისადგომი და დამოუკიდებელი შესასვლელი. თავი IV მოთხოვნები შენობის შიდა მოპირკეთებისადმი     მუხლი 4🔗 1. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სპეციალიზებული კაბინეტების სათავსების ჭერი, იატაკი და კედლები მოპირკეთებული უნდა იყოს მათი ფუნქციის შესაბამისად. კედლების ზედაპირი, ტიხრები, ჭერი და იატაკი უნდა იყოს გლუვი და მოხერხებული დეზინფექციისა და სველი წესით დამუშავებისათვის. 2. სპეციალიზებული კაბინეტების, ჰოლების, ვესტიბიულების, დერეფნების, ფიზიოთერაპიული და მშრალი რეჟიმის სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური კაბინეტების კედლები რეკომენებულია შეიღებოს სილიკატური საღებავებით (აუცილებლობის შემთხვევაში ზეთის საღებავებთან შერევით). ამ სათავსების ჭერის შესათეთრებლად გამოიყენება კირი ან წყალ-ემულსია, იატაკს უნდა ჰქონდეს მაღალი თერმოიზოლაციური თვისებები (ზეთის საღებავით შეღებილი ხის იატაკი, პარკეტი, პარკეტის ფიცარი). ვესტიბიულის იატაკის მოსაპირკეთებლად გამოიყენება მექანიკური ზემოქმედებისადმი მდგრადი მასალები (მარმარილო, მარმარილოს ნაფხვენი, მოზაიკური ფილები და სხვა). 3. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების მუშაობის სველი რეჟიმის სათავსებში, ასევე სათავსებში, რომლებიც საჭიროებენ სველი წესით დეზინფექციას (საოპერაციო, შესახვევი, საპროცედურო, ოყნის გასაკეთებელი ოთახი და სხვა), კედლები მთელ სიმაღლეზე უნდა მოპირკეთდეს მოჭიქული ფილებითა და სხვა ტენმედეგი მასალით. იატაკის საფარად გამოიყენება წყალგაუმტარი მასალა. საოპერაციოს, შესახვევის, დიაგნოსტიკური ლაბორატორიისა და სხვა ანალოგიური სათავსების იატაკი უნდა იყოს ცეცხლგამძლე, ანტისტატიკური. მუშაობის სველი რეჟიმის სათავსები უნდა შეიღებოს წყალგამძლე (ზეთისა და სხვა) საღებავით. ლინოლეუმის ნაჭრების ნაწიბურები ერთმანეთთან საგულდაგულოდ უნდა იყოს მირჩილული და მტკიცედ ჩამაგრებული პლინტუსების ქვეშ, რომლებიც თავის მხრივ მჭიდროდ იქნება დამაგრებული (ნაპრალის გარეშე) კედლებსა და იატაკს შორის. 4. ნიჟარებისა და სხვა სანტექნიკური ხელსაწყოების, აგრეთვე იმ მოწყობილობების ექსპლუატაცია, რომლებიც დაკავშირებულია კედლებისა და ტიხრების შესაძლო დანესტიანებასთან, საჭიროა მოპირკეთდეს მოჭიქული ფილებით ან წყალმედეგი მასალით იატაკიდან 1,6 მ სიმაღლეზე და მოწყობილობებისა და ხელსაწყოების ყოველ მხარეს 20 სმ სიგანეზე. 5. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რენტგენის, ფიზიოთერაპიული, ოფთალმოლოგიური კაბინეტების, კლინიკური ლაბორატორიების, აგრეთვე სხვა ფუნქციური სათავსების მოპირკეთება, რომელთა მუშაობის სპეციფიკა საჭიროებს სპეციალურ პირობებს, უნდა შეესაბამებოდეს ასეთი სათავსებისადმი წაყენებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც წარმოდგენილია სანიტარიულ წესებში, ინსტრუქციებში, აგრეთვე მოქმედ ეროვნულ სტანდარტებში. 6. სხვადასხვა კონსტრუქციის შეკიდული ჭერის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ისეთ სათავსებში, რომლებიც არ მოითხოვენ ეპიდსაწინააღმდეგო, სადეზინფექციო რეჟიმს, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის დაცვას. შეკიდული ჭერი შესაძლებელია გაკეთდეს: ვესტიბიულებში, დერეფნებში, ჰოლებსა და სხვა დამხმარე სათავსებში, რომლებიც უშუალოდ არ ემიჯნებიან ქირურგიული კაბინეტს, საპროცედუროსა და სხვა ანალოგიურ სათავსებს. ამასთან, შეკიდული ჭერის კონსტრუქციები და მასალები უნდა უზრუნველყოფდეს მათ მოხერხებულ გაწმენდას, დასუფთავებასა და დეზინფექციას. 7. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სპეციალიზებულ კაბინეტებში პაციენტების ობიექტური გასინჯვისას კანის პათოლოგიების ნორმალური აღქმისათვის საჭიროა სათავსების კედლები შეიღებოს ნეიტრალურ ტონებში (მაგალითად; ღია რუხი), ჭერი – თეთრ ფერში, იატაკი – მუქ ტონალობაში. ფარდები სასურველია იყოს ყვითელი შეფერილობის. თავი V ჰიგიენური მოთხოვნები აღჭურვილობის (სამედიცინო, სანიტარიულ-ტექნიკური, საინჟინრო და სხვა დანადგარ-მოწყობილობების), ავეჯისა და ინვენტარისადმი     მუხლი 5🔗 1. ყველა ახალმშენებარე და მოქმედი ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წყალსადენით, კანალიზაციით, ცხელი წყალმომარაგებით, გათბობით, ვენტილაციით (საჭიროების შემთხვევაში ჰაერის კონდიციონერებით), ჩართულ იქნეს დასახლებული პუნქტის მოქმედ ელექტრო და სატელეფონო ქსელში, აგრეთვე სხვა საინჟინრო კომუნიკაციებში. მრავალსართულიანი მაღალი შენობები აღჭურვილ უნდა იქნეს ლიფტებით, ნაგავგამტარებით, ნაგავსაყრელებით. 2. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სპეციალიზებული კაბინეტების, დიაგნოსტიკური ლაბორატორიების, მათ შორის ინფექციური კაბინეტის ნახმარი წყლების გაწმენდა და გაუვნებლობა უნდა მოხდეს საერთო – საქალაქო და სხვა საკანალიზაციო გამწმენდ ნაგებობებზე, ჩამდინარე წყლების გაწმენდისა და გაუვნებლობის გარანტირებული ეფექტური გაწმენდით. 3. ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებაში არსებული სამედიცინო, ტექნოლოგიური, სანიტარიულ-ტექნიკური, საინჟინრო და სხვა მოწყობილობები, ავეჯი, აგრეთვე ინვენტარი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ ტექნიკურ პირობებსა და სტანდარტებს, იყოს გამართულ მდგომარეობაში, ჰქონდეს ჰიგიენური საფარი (შეღებვა, მოპირკეთება), რაც უზრუნველყოფს სველი წესით დალაგებასა და დეზინფექციას. მწყობრიდან გამოსული, გაუმართავი მოწყობილობა, ავეჯი, ინვენტარი საჭიროებს დაუყოვნებლივ შეცვლას ან შეკეთებას, ხოლო უვარგისი კი - დროულ ჩამოწერას. გაუმართავი ან დეფექტიანი მოწყობილობის, ავეჯის, ან ინვენტარის გამოყენება დაუშვებელია. 4. სანიტარიულ-ტექნიკური ხელსაწყოები და მოწყობილობები (ონკანები, ნიჟარები, აბაზანები, უნიტაზები და სხვა) გამართული უნდა იყოს, გაიწმინდოს ჟანგისა და სხვა ნადებისაგან, არ უნდა ჰქონდეს ბზარები და სხვა დეფექტები. გაუმართავი ხელსაწყოები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, საპირფარეშოები უნდა აღიჭურვოს კაბინებით, საკიდებით, ხელის ელექტროსაშრობი მოწყობილობით. 5. საექიმო კაბინეტებსა და საპროცედუროებში უნდა იყოს შემრევიანი პირსაბანები ცივი და ცხელი წყლით. სხვა სათავსებში, სადაც საჭიროა განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა, უნდა იყოს შემრევიანი ხელსაბანები მოხრილი ონკანებით. 6. სათავსები, რომლებშიც დაცულ უნდა იქნეს განსაკუთრებული რეჟიმი მომსახურე მედპერსონალის ხელების სისუფთავის თვალსაზრისით, აღჭურვილ უნდა იქნეს შემრევიანი ხელსაბანებითა და მოხრილი ონკანებით. 7. საპირფარეშო მოწყობილი უნდა იყოს კაბინებით, საკიდებით, სარკეებით, ხელის საშრობი საშუალებებით. პერსონალისათვის სასურველია მოწყობილ იქნეს კაბინა ქალთა ჰიგიენისათვის საშხაპეთი (10 სულზე ერთი საშხაპე კაბინა). 8. ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში გამოყენებული ინვენტარის დეზინფექციისათვის საჭიროა დაცულ იქნეს შემდეგი წესები: ა) დეზინფექციისათვის გამოყენებული ჭურჭელი უნდა იქნეს ნიშანდებული. ბ) დეზინფექცია უნდა ხდებოდეს ინვენტარის ბოლომდე ჩაყურსვით, გაწმენდითა და შესხურებით. გ) პერსონალი, რომელიც ასრულებს სადეზინფექციო სამუშაოებს, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საპონით, პირსახოცითა და კანის დამარბილებელი საშუალებებით. დ) ყველა სადეზინფექციო ხსნარი, დამზადების თარიღისა და კონცენტრაციის აღნიშვნით, ბნელ ადგილას უნდა ინახებოდეს. 9. სამედიცინო დანიშნულების ინსტრუმენტების, ხელსაწყოებისა და მოწყობილობების დასუფთავება და დეზინფექცია უნდა ჩატარდეს დადგენილი წესის შესაბამისად თავი VI მოთხოვნები გათბობის, ვენტილაციის, მიკროკლიმატისა და სათავსების ჰაერისადმი     მუხლი 6🔗 1. გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სათავსების მიკროკლიმატისა და ჰაერის გარემოს ოპტიმალურ პირობებს. 2. გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების დაპროექტების, მშენებლობისა (რეკონსტრუქციის) და ექსპლუატაციისას საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე, სხვა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები. 3. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სათავსების გათბობის სისტემები გათბობის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა უზრუნველყოფდეს შენობის ჰაერის თანაბარ გათბობას, გამორიცხავდეს ჰაერის დაბინძურებას ექსპლუატაციის პროცესში გამოყოფილი სუნითა და მავნე ნივთიერებებით, არ იწვევდეს ხმაურის დასაშვები დონის მომატებას, აგრეთვე, უზრუნველყოფილ იქნეს მომსახურებისა და მიმდინარე რემონტისათვის მოსახერხებელი მარეგულირებელი მოწყობილობით. 4. გამათბობელი ხელსაწყოები საჭიროა განთავსდეს ფანჯრების ქვეშ, გისოსების გარეშე. ადმინისტრაციულ-სამეურნეო შენობებსა და ზოგიერთ სპეციალიზებულ კაბინეტებში შესაძლებელია გამთბობი ხელსაწყოების შემოღობვა დეკორაციული გისოსებით, ბადეებით ან პერფორირებული კედლებით. ამასთან, ექსპლუატაციისა და მიმდინარე დასუფთავებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ხელსაწყოსთან თავისუფალი მიდგომა. ხელსაწყოს ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, შეღებილი და ადვილად სუფთავდებოდეს სველი წესით. 5. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სათავსების გათბობის სისტემაში თბომატარებლად გამოიყენება წყალი, რომლის ტემპერატურა გამათბობელ ხელსაწყოში 85(ჩ-ია. გათბობის ღია სისტემაში სხვა სითხეებისა და ხსნარების (ანტიფრიზი და სხვა) გამოყენება აკრძალულია. 6. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების შენობებში შემწოვი და გამწოვი ვენტილაციის გარდა უნდა მოეწყოს ბუნებრივი ვენტილაცია სარკმელების, გადასახსნელი ფრამუგების, საგდულებისა და სხვა მოწყობილობების საშუალებით ფანჯრების ალათებში, გარე კედლებში, აგრეთვე სავენტილაციო არხებში ჰაერის მექანიკური იძულების გარეშე. სარკმელების, ფრამუგების და ბუნებრივი ვეტილაციის სხვა მოწყობილობების გასაღებ-დასახრელი სამარჯვეები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. 7. დიაგნოსტიკური ლაბორატორიების, სასტერილიზაციო, სადეზინფექციო, საპროცედურო და სხვა სათავსებში, სადაც სამედიცინო-ტექნოლოგიურ პროცესს თან ახლავს ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფა, უნდა მოეწყოს ადგილობრივი გამწოვები ან გამწოვი კარადები. 8. მაღალი სისუფთავის მოთხოვნის სპეციალიზებულ სათავსებში ჰაერის ბაქტერიული მოთესვიანობის მაჩვენებლები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ შესაბამის მაჩვენებლებს. 9. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სპეციალიზებული კაბინეტების სათავსებში ცივ და გარდამავალ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 20-23(ჩ ფარგლებში, ხოლო წლის თბილ პერიოდში – 20-25​0C, ფარდობითი ტენიანობა – 60-40% და ჰაერის მოძრაობის სიჩქარე – 0.2მ/წმ. თავი VII ჰიგიენური მოთხოვნები ბუნებრივი და ხელოვნური განათებისადმი     მუხლი 7🔗 1. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სპეციალიზებულ კაბინეტებსა და დამხმარე სათავსებს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება. მეორადი ან ხელოვნური განათება დასაშვებია: საწყობებში, რენტგენის ფოტოლაბორატორიაში, პერსონალისთვის განკუთვნილ გასახდელებში, სანიტარიულ კვანძებსა და ზოგიერთ სხვა სათავსში, რომელთა ტექნოლოგიური და ექსპლუატაციის წესები ბუნებრივ განათებას არ მოითხოვს. 2. სპეციალიზებული კაბინეტების დერეფნებს უნდა ჰქონდეთ ბუნებრივი განათება, შენობის ტორცულ კედელსა და რეკრიაციებში არსებული ფანჯრებით. 3. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სპეციალიზებული კაბინეტების სათავსებში, სადაც ხდება ავადმყოფთა გასინჯვა, სინათლის კოეფიციენტი (ფანჯრების შემინული ზედაპირის ფართის შეფარდება იატაკის ფართთან) უნდა შეადგენდეს 1:4 – 1:5, ხოლო დამხმარე სათავსებში – არანაკლებ 1:8. 4. ყველა სპეციალიზებული კაბინეტის სათავსების სამუშაო ადგილებზე ბუნებრივი განათების კოეფიციენტი (სამუშაო ადგილზე ბუნებრივი განათების დონის პროცენტული შეფარდება ერთდროულ გარე განათებასთან) უნდა იყოს არანაკლები 1,5%-ისა. 5. ზაფხულის პერიოდში მზის სხივების თვალისმომჭრელი მოქმედებისა და გადახურებისგან დასაცავად სპეციალიზებული კაბინეტების სათავსები უნდა აღიჭურვოს მზისგან დამცავი საშუალებებით (ჟალუზები, ფარდები, საჩრდილობლები და სხვა). 6. საერთო ხელოვნური განათება უნდა არსებობდეს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების ყველა შენობაში, გამონაკლისის გარეშე. ცალკეული ფუნქციური ზონებისა და სამუშაო ადგილების გასანათებლად, ზემოთ აღნიშნული საერთო განათების გარდა, საჭიროა ადგილობრივი განათებაც. სათავსების განათებულობის ნორმები მოცემულია დანართი 2-ში. 7. ხელოვნური განათება უნდა შეესაბამებოდეს სათავსის დანიშნულებას, იყოს საკმარისი, უსაფრთხო, რეგულირებადი, არ იწვევდეს თვალისმომჭრელ მოქმედებასა და არასასურველ ზემოქმედებას შიდა გარემოზე. 8. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სპეციალიზებული კაბინეტების სათავსების ხელოვნური განათება უნდა ხორციელდებოდეს ლუმინესცენტური და ვარვარა ნათურებით. საექსპლუატაციოდ განკუთვნილი ლუმინესცენტური ნათურები უნდა იყოს დაკომპლექტებული განსაკუთრებით დაბალხმაურიანი გამშვები რეგულირებადი აპარატებით. 9. ჭერზე განთავსებული შენობის საერთო განათების სანათები აღჭურვილ უნდა იქნეს ერთიანი (დახურული) გამფანტველით. 10. ექიმის კაბინეტები, სადაც ავადმყოფი ისინჯება, დამატებითი კედლის განათებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თავი VIII ჰიგიენური მოთხოვნები სამედიცინო პერსონალის სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობებისადმი     მუხლი 8🔗 1. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სამედიცინო და სხვა პერსონალის ძირითადი ფუნქციური და სამუშაო ადგილები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ჰაერცვლისა და მიკროკლიმატის (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური შემადგენლობა) ნორმატიული პარამეტრებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №256/ნ ბრძანების “საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად. 2. აღჭურვილობის განლაგება და მისი ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესებს. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებში უნდა იყოს გათვალისწინებული სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსების მოწყობა მომსახურე სამედიცინო პერსონალისა და სხვა მუშაკებისათვის. 3. მაღალაქტიური მედიკამენტებით მანიპულაციების შესრულებისათვის საოპერაციოებში, აეროზოლურ-ინჰალაციურ კაბინეტებში, შესახვევსა და სასტერილიზაციო სათავსებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამწოვი კარადები ნიჟარითა და კანალიზაციაში ჩამშვებით. 4. სამედიცინო პერსონალმა, რომელიც განიცდის საწარმოო ფაქტორების არახელსაყრელ ზემოქმედებას, უნდა გაიაროს პერიოდული სამედიცინო შემოწმება. 5. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სპეციალიზებულ კაბინეტებში (კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, ფიზიოთერაპიული და რენტგენის კაბინეტები, სადეზინფექციო კამერები და სხვა) შრომის პირობებისადმი კონკრეტული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები განისაზღვრება ამ კაბინეტების მოწყობასა და ექსპლუატაციაზე არსებული სპეციალური წესებითა და ინსტრუქციებით. 6. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების პერსონალი უნდა იყოს სუფთა, სამუშაო ტანსაცმლის ბოლოები მთლიანად უნდა ფარავდეს პირად ტანსაცმელს. თმები მთლიანად უნდა იფარებოდეს ჩაჩით ან თავსაფრით. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი არ უნდა იყოს ნაჭრის ქსოვილის და შესაძლებელი უნდა იყოს მისი დეზინფექცია. თავი IX სათავსების, ავეჯისა და ინვენტარის ექსპლუატაციის ჰიგიენური რეჟიმი     მუხლი 9🔗 1. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სპეციალიზებული კაბინეტების ყველა სათავსი, დანადგარი, სამედიცინო და სხვა ინვენტარი უნდა ინახებოდეს სუფთად. შენობას სველი წესით ასუფთავებენ დღე-ღამეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირადაც. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ფანჯრის მინები შიდა მხრიდან უნდა იწმინდებოდეს ყოველდღიურად, გარე მხრიდან გაწმენდა კი წარმოებს გაჭუჭყიანების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ 4-6-ჯერ თვეში. 2. სათავსების სველი წესით დასუფთავებისას დაუშვებელია სინთეტიური სარეცხი საშუალებების გამოყენება. მთელ დასალაგებელ ინვენტარს (სათლი, იატაკის საწმენდი ჯოხი და სხვა) უნდა ჰქონდეს ნიშანდება სათავსისა და დასალაგებელი სამუშაოს სახეობის მიხედვით და ინახებოდეს განცალკევებით. 3. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სპეციალიზებული კაბინეტებისა და განყოფილებების ფუნქციონალური დანიშნულების შესაბამისად, სათავსების დასუფთავება სხვადასხვაგვარად ხდება: ა) პოლიკლინიკის ადმინისტრაციულ და დამხმარე სათავსებში (რეგისტრატურა, საგარდერობო, ექიმის გამოძახების სათავსი და სხვა) არსებულ მოწყობილობებს ასუფთავებენ მტვრისაგან და რეცხავენ იატაკს რომელიმე სარეცხი საშუალების 0.5%-იანი ხსნარით. ბ) სპეციალიზებულ კაბინეტებში (თერაპევტის, ნევროპათოლოგის, რევმატოლოგის, ალერგოლოგის და სხვა) ავადმყოფთა მიღების დამთავრების შემდეგ ტარდება სათავსების სველი წესით დასუფთავება 0.5%-იანი სარეცხი სითხის გამოყენებით. ამასთან, 10 ლ სარეცხი სითხე გამოყენებულ უნდა იქნეს არა უმეტეს 20 მ2 ფართის ზედაპირის დასამუშავებლად. აღნიშნულ სათავსებში კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს ავეჯისა და იატაკის დეზინფექცია. ავადმყოფთა გასასინჯი ტახტები უნდა დასუფთავდეს ყოველი პაციენტის შემდეგ. გ) უროლოგიურ, ოფთალმოლოგიურ, ოტორინოლარინგოლოგიურ კაბინეტებში, საპროცედუროებში, შესახვევებსა და სხვა სათავსებში დასუფთავება უნდა წარმოებდეს დეზინფექციასთან ერთად. დ) საოპერაციოში იატაკის, ავეჯისა და მოწყობილობების დეზინფექციას ატარებენ მუშაობის დაწყებამდე და მისი დამთავრების შემდეგ. გენერალური დასუფთავება ხდება კვირაში ერთხელ. ე) დეზინფექციისათვის რეკომენდირებულია შემდეგი საშუალებები: ჰალოიდშემცველები (ქლორშემცველები, მათ შორის ელექტროქიმიური აქტივირებული სითხეები), ჟანგბადშემცველები, ზედაპირულად აქტიური საშუალებები. 4. სპეციალიზებული კაბინეტებისა და სხვა ფუნქციური სათავსების გენერალური დასუფთავება უნდა ხდებოდეს დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, კედლების, იატაკის, მთელი დანადგარების სავალდებულო რეცხვით, აგრეთვე ავეჯის, ნათურების, დამცველი ჟალუზების და ა.შ. გაწმენდით. 5. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების სათავსებში, წელიწადში ერთხელ საჭიროების შემთხვევაში კი უფრო ხშირად, უნდა ტარდებოდეს შენობის კოსმეტიკური რემონტი. მიმდინარე დეფექტების აღკვეთა (ჭერსა და კედლებზე გამონაჟონის, ნესტის, ობის ლიკვიდაცია, ნაპრალების, ხვრელების ამოვსება, აცვენილი ფილებისა და იატაკის დაზიანებული საფრის აღდგენა) უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. 6. ყოველწლიურად, გათბობის სეზონის დაწყებამდე, უნდა მოხდეს შენობის ყველა სათავსის მომზადება ზამთრისათვის (გათბობის, ვენტილაციის სიტემების პროფილაქტიკური დათვალიერება და რემონტი, ფანჯრების შემინვა, დათბუნება და ა.შ.). მიმდინარე და კაპიტალური რემონტის და ასევე რეკონსტრუქციის პერიოდში უნდა შეწყდეს სათავსების ფუნქციონირება. 7. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს მწერებისა და მღრღნელების წინააღმდეგ შენობის პროფილაქტიკური დამუშავების ორგანიზაცია. დანართი 1 ცხრილი №1 სათავსი ფართობის ნორმა მ​2-ში 1. ვესტიბიულ-საგარდერობო მომსვლელთათვის 2. მოსაცდელი 3. რეგისტრატურა 4. სასათავსი ექიმის ბინაზე გამოსაძახებლად: ა) ოთახი ექიმის ბინაზე გამოსაძახებლად; ბ) ოთახი უბნის ექიმებისათვის გ) მედდების ოთახი 5. ექიმამდელი მიღების კაბინეტი 6. ბავშვების მისაღები ფილტრ-ბოქსები 7. ბავშვების მისაღები ფილტრი 8. ფილტრთან არსებული ბოქსი 9. მიმღებ-გასასინჯი ბოქსი 10. პედიატრის კაბინეტი 11. ალერგოლოგის, ჰემატოლოგის, ენდოკრინო-ლოგის, ფსიქიატრის, მოზარდთა კონსულტაციის კაბინეტები 12. ლოგოპედის კაბინეტი 13. ნემსთერაპიის საპროცედურო 14. კარდიორევმატოლოგიური კაბინეტი საპროცედუროთი 15. საპროცედურო ინტრამუსკულარული ინექციებისათვის 16. საპროცედურო ინტრავენური ინექციებისათვის 17. პედიატრიული საპროცედურო 18. ანთროპომეტრიის კაბინეტი 19. კაბინეტი აცრებისათვის: ა) სათავსი კართოთეკისათვის; ბ) აცრების კაბინეტი 20. სამასაჟორო ჩვილი ბავშვებისათვის 21. ოთახი ჩვილ ბავშვთა კვებისათვის 22. ქირურგის, ფთიზიატრის, დერმატოვე-ნეროლოგის, ონკოლოგის, ტრავმატოლოგ-ორთოპედის, უროლოგის, მეან-გინეკოლოგის კაბინეტები 23. საოპერაციო წინასაოპერაციოსთან ერთად 24. სასტერილიზაციო 25. შესახვევი 26. ქირურგის ან ტრავმატოლოგ-ორთოპედის კაბინეტთან არსებული სათაბაშირო-შესახვევი 27. თაბაშირის შესანახი 28. ოთახი ოპერაციის შემდეგ ავადმყოფთა დროებითი დაყოვნებისათვის 29. საპროცედურო ექიმ-სპეციალისტის კაბინეტთან 30. მეან-გინეკოლოგის კაბინეტი გინეკოლოგიური სავარძლით 31. ორსულთა ფსიქოპროფილაქტიკური მომზადების კაბინეტი 32 . ოტორინოლარინგოლოგიის კაბინეტი ბგერის საიზოლაციო კაბინით 33 . ვესტიბულარული აპარატის გამოსაკვლევი კაბინეტი 34 . აუდიომეტრული კაბინეტი ბგერის საიზოლაციო კაბინით 35. ოფთალმოლოგის კაბინეტი ბნელი კაბინით 36. კონტაქტური ლინზების ლაბორატორია: ა)მოსაცდელი; ბ)საპროცედურო; გ)სამასალე; დ)მასალისა და ინსტრუმენტების შესანახი ოთახი ე) ექიმის კაბინეტი; ვ) ლაბორატორიის გამგის კაბინეტი 37. თვალის საპროთეზო კაბინეტი: ა) მოსაცდელი; ბ) პროთეზების შერჩევის ოთახი; გ) სახელოსნო; დ)მასალისა და ინსტრუმენტების შესანახი ოთახი; ე) ლაბორატორიის გამგის ოთახი 38 ოფთალმოლოგიისა და ოტორინოლარინ-გოლოგის კაბინეტებთან არსებული საოპერაციო წინასაოპერაციო ბლოკით 39 ექიმ-ინფექციონისტის კაბინტი: ა) ექიმის ოთახი; ბ) რექტორომანოსკოპიის ოთახი; გ) ტუალეტი; დ) მედდის ოთახი; ე) საპროცედურო; ვ) სანიტარიული ოთახი 40. პარაზიტოლოგიური განყოფილება (შეიძლება იყოს ბავშვთა და მოზრდილთა ერთად) ა) ექიმ-პარაზიტოლოგ-ეპიდემიოლოგის კაბინეტი; ბ) სუფთა საპროცედურო; გ) ჭუჭყიანი საპროცედურო:  გ.ა) ჰელმინთების გამორეცხვის ოთახი;  გ.ბ) სათავსი ოყნის გასაკეთებლად;  გ.გ) სამრეცხაო და საშხაპე კაბინა;  გ.დ) სუფთა თეთრეულის საწყობი;  გ.ე) ჭუჭყიანი თეთრეულის საწყობი;  გ.ვ) პალატა;  გ.ზ) ტუალეტი 41. სტომატოლოგიური განყოფილება 42. რენტგენოლოგიური განყოფილება 43. ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტები 44. კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია 45. სამედიცინო სტატისტიკის კაბინეტი 47. საექიმო-შრომითი ექსპერტიზა: ა) მოსაცდელი; ბ) რეგისტრატურა; გ) არქივი; დ) ექიმ-ექსპერტების ოთახი 48. სათავსი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მორიგე მედ.პერსონალისათვის: ა) მორიგე ექიმის კაბინეტი; ბ) მოსაცდელი მომსვლელთათვის; გ) ტუალეტი; დ) მედდის ოთახი; ე) შესახვევი-საპროცედურო; ვ) ავადმყოფთა დროებით დასაყოვნებელი ოთახი; ზ) სადისპეჩერო და მძღოლთა ოთახი; თ) სამედიცინო დახმარების ყუთების შესანახი სათავსი; ი) ტუალეტი პერსონალისათვის. 49. სისხლის გადასხმის კაბინეტი 50. ტრავმატოლოგიური პუნქტის იზოლატორი 51.ალერგოლოგიური კაბინეტი: ა)ექიმის კაბინეტი; ბ)საპროცედურო; გ) ალერგენების მოსამზადებელი ოთახი. 0,38 – ერთ მომსვლელზე, მაგრამ არანაკლებ 10-ისა 1,2 – თითოეულ მომსვლელზე, მაგრამ არანაკლებ 10-ისა 8– ერთ რეგისტრატორზე, არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 12-ისა, 3-ზე მეტი ექიმისას კაბინეტის ფართობი უნდა გაიზარდოს 3,25 მ​2-ით თითოეულ ექიმზე არანაკლებ 12-ისა, 3-ზე მეტი ექიმისას კაბინეტის ფართობი უნდა გაიზარდოს 3,25 მ​2-ით თითოეულ ექიმზე არანაკლებ 5-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 15-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 15-ისა არანაკლებ 15-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 20-ისა არანაკლებ 16 + 12-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 15-ისა არანაკლებ 20-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 15-ისა არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 22 + 8-ისა არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 22-ისა არანაკლებ 22-ისა არანაკლებ 10-ისა 6 – 1 ტახტზე, არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 20-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 18 + 8-ისა არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 16 + 8-ისა არანაკლებ 18 + 8-ისა არანაკლებ 15-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 25-ისა არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 15-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 25-ისა არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 14 + 8-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 18-ისა 1,1 X 1,6 (კაბინა) არანაკლებ 8-ისა არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 8-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 8-ისა არანაკლებ 8-ისა 3 – ერთ ტახტზე, არანაკლებ 6-ისა არანაკლებ 2-ისა არანაკლებ 2-ისა არანაკლებ 6-ისა – 1 ტახტზე 1,1 X 1,6 (კაბინა) საქართვლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის № 309/ნ ბრძანების `სტომატო-ლოგიური პროფილის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ~ შესაბამისად საქართვლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 4 მარტის ბრძანების № 41/ნ `სამედიცინო-რენტგენურ-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის სანი-ტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ~ შესაბამისად იხ. ცხრილი № 2. იხ. ცხრილი № 3. 4–ერთ ადგილზე, არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 24-ისა არანაკლებ 24-ისა არანაკლებ 24-ისა არანაკლებ 30-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 10-ისა 1,1 X 1,6 (კაბინა) არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 22-ისა 6– ერთ ტახტზე, არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 6+10 არანაკლებ 6-ისა 1,1 X 1,6 (კაბინა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #305/ნ ბრძანების `საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის კაბინეტებისადმი წაყე-ნებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემი-ოლოგიური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ~ შესაბამისად. 6 – ერთ ტახტზე, არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 12-ისა ცხრილი № 2 ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტები სათავსი ფართობის ნორმა მ​2-ში 1. ელექტროკარდიოგრაფიის კაბინეტი 2. ფონოკარდიოგრაფიისა და ბალისტოკარ-დიოგრაფიის კაბინეტი 3. პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოკვლევის კაბინეტი 4. აიროვანი ცვლის განსაზღვრის კაბინეტი: ძირითადი ცვლის განსაზღვრა; სპიროგრაფია 5. ელექტროენცეფალოგრაფიის კაბინეტი 6. მიოგრაფიის კაბინეტი 7. ელექტროგასტროგრაფიის კაბინეტი 8. რადიოტელემეტრიის კაბინეტი 9 .ენდოსკოპიური კაბინეტი: ა). გასტროსკოპიის კაბინეტი ავადმყოფის მოსამზადებელი სათავსით ბ) ცისტოსკოპიის კაბინეტი; გ) რექტორომანოსკოპიის კაბინეტი; დ) სასტერილიზაციო. 11. ექოსკოპიის კაბინეტი 12. ლაპარასკოპიის კაბინეტი: ა) საპროცედურო (მცირე საოპერაციო); ბ) წინასაოპერაციო; გ) სასტერილიზაციო 13. ელექტროთერმოდიაგნოსტიკის კაბინეტი: ა) საპროცედურო; ბ) საფენების დასამუშავებელი სათავსი არანაკლებ 24-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 24-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 18+10-ისა არანაკლებ 24-ისა არანაკლებ 20-ისა არანაკლებ 8-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 24-ისა არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 6-ისა 6 – ერთ სავარძელზე, მაგრამ არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 6-ისა ცხრილი № 3 კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიები სათავსი ფართობის ნორმა მ​2-ში 1. ანალიზების მიღების განყოფილება: ა) სარეგისტრაციო და მისაღები; ბ) სისხლის ასაღები; გ) სინჯების მისაღები და დასახარისხებელი. 2. კლინიკური განყოფილება: ა) საპრეპარატო სისხლის შრატის, განავლის, ნახველისა და კუჭის წვენის გამოსაკვლევად; ბ) სათავსი ცენტრიფუგირებისათვის; გ) სალაბორანტო; დ) სამრეცხაო. 3. ჰემატოლოგიური განყოფილება: ა) სინჯების შესაღები; ბ) ექიმ-ლაბორანტების კაბინეტი; გ) სალაბორანტო. 4. ბიოქიმიური განყოფილება: ა) სალაბორანტო სისხლის ბიოქიმიური კვლევისათვის; ბ) ოთახი ჰორმონალური გამოკვლევებისათვის; გ) სალაბორანტო შარდის ბიოქიმიური კვლევისათვის; დ) სათავსი ცენტრიფუგირებისათვის; ე) სამრეცხაო; ვ) სათავსი აწონვებისათვის; ზ) სათავსი ფოტომეტრიისათვის; თ) კოაგულოგრაფიის კაბინეტი; ი) სათავსი აალებითი ფოტომეტრიისათვის; კ) ახალი მეთოდიკების დანერგვის კაბინეტი. 5. მიკრობიოლოგიური განყოფილება: ა) ანალიზების მისაღები და სარეგისტრაციო; ბ) საპრეპარატო; გ) ბოქსი პრებოქსთან ერთად; დ) თერმოსტატული კამერა; ე) სათავსი ავტოკლავირებისათვის; ვ) ექიმ-მიკრობიოლოგის კაბინეტი; ზ) ნიადაგების მოსამზადებელი; თ) სამრეცხაო. 6. ციტოლოგიური გამოკვლევების განყოფილება: ა) სალაბორანტო არანაკლებ 8-ისა არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 4+6-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 6-ისა არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 6-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 6-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 4-ისა არანაკლებ 15-ისა არანაკლებ 14-ისა არანაკლებ 8-ისა არანაკლებ 16-ისა არანაკლებ 5-ისა არანაკლებ 18-ისა არანაკლებ 4+2-ისა არანაკლებ 3-ისა არანაკლებ 10-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 8-ისა არანაკლებ 12-ისა არანაკლებ 12-ისა დანართი 2 განათებულობის სარეკომენდაციო სიდიდეები ამბულატორიულ-პოლიკლინიკური ტიპის დაწესებულების ცალკეულ კაბინეტებსა და სათავსებში კაბინეტი სამუშაო ზედაპირების განათებულობის კოეფიციენტი ლქ სინათლის წყარო მოსაცდელი კორიდორი პოლიკლინიკაში პედიატრის კაბინეტი მიმღებ-დასათვალიერებელი ბოქსით ქირურგის, ტრავმატოლოგის კაბინეტები: საოპერაციო, სათაბაშირე, შესახვევი წინასაოპერაციო მეან-გინეკოლოგის კაბინეტი ექიმ თერაპევტის კაბინეტი ექიმ-ლაბორანტის კაბინეტი 150 75 500 200 500 200 500 200  300 150 500 200 500 200 300 150 ლ.ნ​*. ე.ნ** ლ.ნ ე.ნ ლ.ნ. ე.ნ ლ.ნ. ე.ნ ლ.ნ. ე.ნ. ლ.ნ. ე.ნ. ლ.ნ. ე.ნ. ლ.ნ. ე.ნ. *ლ.ნ. – ლუმინესცენტური ნათურა **ე.ნ. – ელექტრული ნათურა დანართი 3. (სარეკომენდაციო) სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობების დეზინფექცია დეზინფექციის მეთოდი სადეზინფექციო მასალა დეზინფექციის რეჟიმი გამოყენება დეზინფე-ქციის ჩატარე-ბის პირობები გამოყენებული მოწყობილობა ტემპერატურა კონცენტ-რაცია % ექსპოზიცია წუთებში ნომინალური მნიშვნელობა ზღვრული მნიშვნელობა ნომინა - ლური მნიშვნე-ლობა ზღვრული მნიშვნე-ლობა დუღილის 1. დისტილირე-ბული წყალი; 2. დისტილი-რებული ორნახშირმჟავა ნატრიუმი 98  + 1 – 2.0 45 30 45 45 რეკომენდებულია მინის ნაკეთობებისათვის, მედეგი პოლიმერული მასალებისა და რეზინისათვის მთლიანი ჩაძირვა წყალში სადეზინფექციო მადუღარა ორთქლის წყალნაჯერი ორთქლი მაღა-ლი წნევის ქვეშ P = 0,5 კგ/ სმ 110  + 2 – 15 +5 რეკომენდებულია მინის, მეტალის, რეზინის, ლატექსის, თერმომდგრადი პოლიმერების ნაკეთობებისათვის კამერები ჰაეროვანი მშრალი ცხელი ჰაერი 120  + 4 – 20 +5 რეკომენდებულია მინის და მეტალის ნაკეთობებისათვის დეზინფექცია უნდა ჩატარდეს შეფუთვის გარეშე სტერილიზა - ტორი ქიმიური დიქლორ-1 არანაკლები 18 – 1,0 3,0 3,0 – – რეკომენდებულია მინის, კოროზიამედეგი მეტალის, პოლიმერული ნაკეთობებისათვის ორჯერადი გაწმენდა დოლბანდის ან ნარმის ქსოვილით გაწმენდებს შორის 10-15 ინტერვალით – სულფოქლო-რანტინი – 0,1 1,0 0,2 – – – ქლორცინი – 0,5 3,0 1,0 – – – დეზამი – 1,25 - 0,5 – – –