„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამა - ქვეპროგრამა 2)
მიღების თარიღი 21.11.2022
ძალაში შესვლა 20.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №15 მარტი 2026
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016706
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2022
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 718 | 718.7 |
| 728 | 728.43 |
| 897 | 897.3 |
| 15 მარტი 2026 | 4.166667 |
| 15 სექტებერი 2026 | 4.166667 |
| 15 მარტი 2027 | 4.166667 |
| 15 სექტებერი 2027 | 4.166667 |
| 15 მარტი2028 | 4.166667 |
| 15 სექტემბერი 2028 | 4.166667 |
| 15 მარტი 2029 | 4.166667 |
| 15 სექტებერი 2029 | 4.166667 |
| 15 მარტი 2030 | 4.166667 |
| 15 სექტემბერი 2030 | 4.166667 |
| 15 მარტი 2031 | 4.166667 |
| 15 სექტებერი 2031 | 4.166667 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა – ქვეპროგრამა 1)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ელექტროენერგიის გადაცემის სექტორის რეფორმის პროგრამა)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 2)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - სწრაფი რეაგირების კომპონენტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამა - ქვეპროგრამა 2)
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამა – ქვეპროგრამა 2)
სესხის ნომერი 4246-GEO
სასესხო შეთანხმება
(ჩვეულებრივი ოპერაციები)
(ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამა – ქვეპროგრამა 2)
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის
დათარიღებული 2022 წლის 21 ნოემბრით
GEO 54271
სასესხო შეთანხმება
(ჩვეულებრივი ოპერაციები)
სასესხო შეთანხმება დათარიღებული____________ საქართველოს (შემდგომში „მსესხებელი“) და აზიის განვითარების ბანკს (შემდგომში „ADB“) შორის.
ვინაიდან,
(ა) ADB-მ მსესხებლისგან მიიღო წერილი განვითარების პოლიტიკის შესახებ დათარიღებული 2022 წლის 5 აგვისტოთი (შემდგომში „პოლიტიკის წერილი“), რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიზნებს, პოლიტიკასა და ღონისძიებებს, რომელიც შემუშავდა მსესხებლის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაში დაბრუნების მხარდასაჭერად, სოციალური დაცვის, ფისკალური და ვალის მართვის გრძელვადიანი ინსტიტუციური სისუსტეების დაძლევის მიზნით, რომლებიც გამწვავდა კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული კრიზისის გამო, რაც წინამდებარე სასესხო შეთანხმების 1-ლ განრიგში არის აღწერილი (შემდგომში „პროგრამა“).
(ბ) პროგრამა მოიცავს პროგრამული მიდგომის მეორე ქვეპროგრამას, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე სასესხო შეთანხმების 1-ლი განრიგის 1-ლ პუნქტში („პროგრამული მიდგომა“) და მსესხებელმა მიმართა ADB-ს სესხის მისაღებად პროგრამის მიზნებისთვის; და
(გ) ADB დათანახმდა მსესხებელზე გასცეს სესხი ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან წინამდებარე დოკუმენტში მოყვანილი ვადებისა და პირობების შესაბამისად;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I
სასესხო რეგულაციები; განმარტებები
პუნქტი 1.01. ADB-ის 2022 წლის 1-ლი იანვრით დათარიღებული ჩვეულებრივი საკრედიტო წესების ყველა დებულება („სესხის გაცემის რეგულაციები“) სრულად ვრცელდება წინამდებარე სასესხო შეთანხმებაზე იგივე ძალითა და ეფექტით, როგორიც მათ ექნებოდათ წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენის შემთხვევაში. ამასთანავე, ექვემდებარება შემდეგ ცვლილებას:
(ა) პუნქტი 2.01 (qq) ამოღებულ იქნა და შესაბამისად ჩანაცვლდა შემდეგით:
ტერმინი „პროგრამა“ აღნიშნავს პროგრამას, რომლისთვისაც ADB დათანხმდა სესხის გაცემას, სასესხო შეთანხმების შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ აღწერილობაში შეიძლება დროდადრო ცვლილებების შეტანა ADB-სა და მსესხებელს შორის შეთანხმების საფუძველზე;
(ბ) ტერმინი „პროექტი“, სადაც არ უნდა იყოს იგი გამოყენებული სასესხო რეგულაციების ფარგლებში, უნდა შეიცვალოს ტერმინით „პროგრამა“;
(გ) პუნქტი 2.01(ss) ამოღებულ იქნა და შესაბამისად ჩანაცვლდა შემდეგით:
ტერმინი „პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია“ აღნიშნავს უწყებას ან უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროგრამის განხორციელებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო შეთანხმებაში;
(დ) ტერმინი „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია“, სადაც არ უნდა იყოს გამოყენებული სასესხო რეგულაციებში, უნდა ჩანაცვლდეს ტერმინით „პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია“;
(ე) პუნქტი 6.01(b) ამოღებულ იქნა.
პუნქტი 1.02. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ რამდენიმე ტერმინს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია სასესხო რეგულაციებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი წინამდებარე დოკუმენტში სხვაგვარად არის განმარტებული ან მათი სხვაგვარი ინტერპრეტაცია კონტექსტიდან გამომდინარეობს. ქვემოთ მოცემულ დამატებით ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
(ა) „თანამონაწილეობის თანხები“ ნიშნავს ეროვნულ ვალუტას, რომელიც მიღებულია პროგრამის ფარგლებში სესხის თანხებიდან და რომელიც აღნიშნულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-4 განრიგის მე-4 პუნქტში;
(ბ) „სადეპოზიტო ანგარიში“ ნიშნავს ანგარიშს მითითებულს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 განრიგის მე-3 პუნქტში;
(გ) „სესხის გაცემის სახელმძღვანელო“ ნიშნავს ADB-ის სესხის გაცემის სახელმძღვანელოს (2017, რომელშიც დროდადრო ხორციელდება ცვლილებები);
(დ) „MOESD“ გულისხმობს მსესხებლის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს;
(ე) „MOF“ ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს;
ვ) „NBG“ ნიშნავს საქართველოს ეროვნულ ბანკს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს;
(ზ)„PDMF“ ნიშნავს პოლიტიკის შემუშავებისა და მონიტორინგის ჩარჩოს, რომელიც აერთიანებს განვითარებისა და მონიტორინგის ჩარჩოს და პოლიტიკის მატრიცას და რომელიც ასახავს მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმებულ პოლიტიკის ღონისძიებებს;(თ) „პოლიტიკის ღონისძიებები“ ნიშნავს პოლიტიკის ღონისძიებებს, როგორც ეს შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის, რომელიც შესრულებულია ან უნდა განხორციელდეს მსესხებლის მიერ პროგრამის ფარგლებში, როგორც ეს მითითებულია PDMF-ში;
(ი) „პროგრამის აღმასრულებელი ორგანიზაცია“ სესხის გაცემის რეგულაციების თანახმად და მათი განხორციელების მიზნით ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს, რომელიც მისაღებია ADB-ისთვის და რომელიც არის პასუხისმგებელი პროგრამის განხორციელებაზე; და
(კ) „პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები“ ნიშნავს MOF, MOESD, NBG ან ADB-სთვის მისაღებ ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროგრამის შესაბამისი კომპონენტების განხორციელებაზე.
მუხლი II
სესხი
პუნქტი 2.01. (ა) ADB თანახმაა ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან გასცეს სესხი მსესხებელზე ასი მილიონ, ასოთხმოცდაათი ათასი ევროს ოდენობით (€ 100,190,000) იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული თანხა შესაძლოა დროდადრო კონვერტირებულ იქნეს ვალუტის კურსის მიხედვით წინამდებარე შეთანხმების პუნქტ 2.06-ში მოცემული დებულებების შესაბამისად;
(ბ) სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა შეადგენს 12 წელს, ხოლო საშეღავათო პერიოდი განსაზღვრულია ქვემოთ მოცემულ (გ) ქვეპუნქტში;
(გ) ტერმინი „საშეღავათო პერიოდი“, რომელიც გამოყენებულია ამ პუნქტის (ბ) ქვეპუნქტში, გულისხმობს პერიოდს ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე, წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-2 განრიგში განსაზღვრული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად.
პუნქტი 2.02. მსესხებელი გადაუხდის ADB-ს პროცენტს ათვისებულ და დაუბრუნებელ სესხის თანხაზე დროდადრო თითოეულ საპროცენტო პერიოდში განაკვეთით, რომელიც უდრის:
(ა) EURIBOR; და
(ბ) 0.60%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 3.02 პუნქტში, კრედიტის 0.10%-ის გამოკლებით, როგორც ეს გათვალისწინებულია სესხის რეგულაციების 3.03 პუნქტში; და
(გ) დაფარვის ზედა ზღვარი 0.10%, როგორც ეს გათვალისწინებულია სესხის რეგულაციების 3.03 ნაწილით.
პუნქტი 2.03. მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ვალდებულების გადასახდელის 0.15% წელიწადში. ასეთი გადასახადი დაირიცხება სესხის მთლიან თანხაზე (გარდა დროდადრო ათვისებულ თანხებისა), დაწყებული წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 60 დღის შემდეგ.
პუნქტი 2.04 სესხზე დარიცხული პროცენტი და სხვა გადასახადები უნდა იყოს გადახდილი ნახევარ წელიწადში ერთხელ ყოველი წლის 15 მარტსა და 15 სექტემბერს.
პუნქტი 2.05. სასესხო ანგარიშიდან გამოტანილ სესხის ძირითად თანხას მსესხებელი დაფარავს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-2 განრიგში მოცემული დებულებების შესაბამისად.
პუნქტი 2.06. (ა) სესხის გონივრული მართვის ხელშესაწყობად მსესხებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს სესხის პირობებში ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ცვლილებების შეტანა:
სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი, სესხის ათვისებული ან აუთვისებელი ნაწილის ვალუტის შეცვლა სესხის დამტკიცებული ვალუტით;
ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით ან პირიქით, შეცვლა; და
ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დადგენის გზით.
(ბ) წინამდებარე პუნქტის (ა) ქვეპუნქტის თანახმად მოთხოვნილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ADB-ის მიერ უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერსია“, როგორც ეს განმარტებულია სასესხო ინსტრუქციების 2.01(ე) პუნქტში და ძალაში შევა სასესხო რეგულაციების V მუხლის და კონვერსიის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.
მუხლი III
სესხის სახსრების გამოყენება
პუნქტი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სესხის სახსრების გამოყენება პროგრამის ხარჯების დასაფინანსებლად, წინამდებარე სასესხო შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
პუნქტი 3.02. სესხის თანხა ათვისებული უნდა იქნას წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 განრიგის დებულებების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი განრიგი შეიძლება დროდადრო შეიცვალოს მსესხებლისა და ADB-ს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
პუნქტი 3.03. სესხის დახურვის თარიღად სესხის რეგულაციების 9.02 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის მიღებული უნდა იქნას 2022 წლის 31 დეკემბერი ან სხვა თარიღი, რომლის შესახებაც შესაძლოა პერიოდულად შეთანხმდნენ მსესხებელი და ADB.
მუხლი IV
განსაკუთრებული დებულებები
პუნქტი 4.01. ამ პროგრამის განხორციელებისას მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს ყველა იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-4 განრიგში.
პუნქტი 4.02. სასესხო რეგულაციების 7.01 და 7.04 პუნქტებში გათვალისწინებული ინფორმაციისა და ანგარიშების ფარგლებში, მსესხებელმა უნდა მიაწოდოს ADB-ს ყველა ის ანგარიში და ინფორმაცია, რომელსაც ADB ჯეროვნად მოითხოვს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიტიკის წერილში განსაზღვრული მიზნების მიღწევასა და პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
მუხლი V
ძალაში შესვლა
პუნქტი 5.01. სასესხო რეგულაციების 10.04 პუნქტის მიზნებისათვის წინამდებარე სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან 90 დღე.
მუხლი VI
სხვადასხვა
პუნქტი 6.01. მსესხებლის ფინანსთა მინისტრი განსაზღვრულია მსესხებლის წარმომადგენლად სასესხო რეგულაციების 12.02 პუნქტის მიზნებისათვის.
პუნქტი 6.02. სასესხო რეგულაციების პუნქტი 12.01-ის მიზნებისათვის განსაზღვრულია შემდეგი მისამართები:
მსესხებლისთვის:
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქ. 16,
თბილისი, 0114
საქართველო
ტელეფონის ნომერი: (99532) 2261420
ელ. ფოსტა:
publicdebt@mof.ge
ADB-თვის
აზიის განვითარების ბანკი
6 აზიის განვითარების ბანკის გამზირი
მანდალუონგი
1550 მეტრო მანილა
ფილიპინები
ფაქსი:
(632) 8636-2444
(632) 8636-2424.
რის დასტურადაც, მხარეები მოქმედებენ რა თავიანთი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას ზემოხსენებულ თარიღში და უზრუნველყოფენ შეთანხმების მიწოდებას აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისისთვის.
საქართველო ____________________________
ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრი
აზიის განვითარების ბანკი
______________________________
შეინ როზენტალი
საქართველოს ადგილობრივი მისიის რეგიონული ხელმძღვანელი
განრიგი 1
პროგრამის აღწერა
პროგრამული მიდგომის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მსესხებლს, რათა ის დაუბრუნდეს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას. პროგრამა მოიცავს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს: (i) ჯანმრთელობაზე, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების კეთილდღეობაზე COVID-19 პანდემიის მავნე ზემოქმედებასთან გამკლავება და (ii) მდგრადი გზის მომზადება-აღდგენისკენ.
პროგრამული მიდგომა მოიცავს ორ ქვეპროგრამას და ეს პროგრამა წარმოადგენს მეორე ქვეპროგრამას. პროგრამა უფრო დეტალურად არის აღწერილი პოლიტიკის წერილსა და PDMF-ში.
პროგრამის დასრულების სავარაუდო თარიღია 2022 წლის 30 ნოემბერი.
განრიგი 2
ამორტიზაციის გრაფიკი
ქვემოთ მოცემულ ცხრილში განსაზღვრულია სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღები და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტი, რომელიც გადახდილი უნდა იქნას ძირითადი თანხის ყოველ გადახდის თარიღისთვის (სესხზე შენატანი). თუ სესხის თანხები სრულად იქნება ათვისებული, სესხის ძირითადი თანხის დასაფარი პირველი გადახდის თარიღისათვის, სესხის ძირითადი თანხის ოდენობა, რომელიც მსესხებლის მიერ უნდა დაიფაროს სესხის ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის განისაზღვრება ADB-ის მიერ როგორც ნამრავლი: ა) სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისთვის მთლიანად ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი თანხა; ბ) სესხზე შენატანზე ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისთვის; აუცილებლობის შემთხვევაში ეს გადასახდელი თანხა შესაძლებელია ჩასწორდეს, რათა მოხდეს ამ განრიგის მე-4 პუნქტში შესული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.
გადახდის თარიღი სესხზე შენატანი
(გამოსახული პროცენტებში %)
15 მარტი 2026
4.166667
15 სექტებერი 2026
4.166667
15 მარტი 2027
4.166667
15 სექტებერი 2027
4.166667
15 მარტი2028
4.166667
15 სექტემბერი 2028
4.166667
15 მარტი 2029
4.166667
15 სექტებერი 2029
4.166667
15 მარტი 2030
4.166667
15 სექტემბერი 2030
4.166667
15 მარტი 2031
4.166667
15 სექტებერი 2031
4.166667
15 მარტი 2032
4.166667
15 სექტემბერი2032
4.166667
15 მარტი 2033
4.166667
15 სექტებერი 2033
4.166667
15 მარტი 2034
4.166667
15 სექტემბერი2034
4.166667
15 მარტი 2035
4.166667
15 სექტემბერი2035
4.166667
15 მარტი 2036
4.166667
15 სექტემბერი 2036
4.166667
15 მარტი 2037
4.166667
15 სექტემბერი 2037
4.166659
ჯამი
100.000000
განრიგი 2
2. იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად არ არის გამოთხოვილი ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის გადასახდელი თანხა დგინდება შემდეგნაირად:
ა) იმ შემთხევაში, თუ სესხის გარკვეული თანხა არის გამოტანილი ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისათვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს გამოთხოვილი და შესაბამისი თარიღისათვის გადაუხდელი თანხა ამ განრიგის პირველი პუნქტის შესაბამისად; და
ბ) ნებისმიერი თანხა, რომლის გამოთხოვა მოხდა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღის შემდეგ უნდა იქნეს გადახდილი ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული გამოთხოვის შემდეგ, იმ ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს ADB ყოველი ასეთი გამოთხოვილი თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება სესხზე თავდაპირველი შენატანი, რომელიც განსაზღვრულია მოცემული ცხრილის პირველ პუნქტში ძირითადი თანხის შესაბამისი გადახდის თარიღისათვის (თავდაპირველი შენატანი სესხზე), ხოლო მნიშვნელი იქნება ამ თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის თარიღების შესაბამისი თავდაპირველი შენატანების ჯამი, და ამ განრიგის ამგვარად დაანგარიშებული თანხა შეიძლება ჩასწორდეს, რათა მოხდეს მე-4 პუნქტში მითითებული ნებისმიერი თანხის გამოქვითვა, რომელზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.
3. თანხის გამოტანა, რომელიც გახორციელდა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე 2 თვის განმავლობაში, ძირითადი თანხის ნებისმიერი გადახდის თარიღისათვის ძირითადი თანხის დაფარვისთვის გადასახადი თანხის გამოთვლის მიზნით, იქნება ჩათვლილი როგორც ათვისებული და გადაუხდელი, გამოთხოვის თარიღიდან ძირითადი თანხის დაფარვის შემდეგი თარიღისათვის და იქნება გადასახდელი ძირითადი თანხის ყოველ გადახდის თარიღში, დაწყებული ათვისების თარიღის შემდეგ დამდგარი ძირითადი თანხის შემდგომი გადახდის თარიღიდან.
4. ამ განრიგის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ათვისებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნებისმიერი ნაწილის დამტკიცებულ ვალუტაში კონვერტირებისას, კონვერტირებული თანხა დამტკიცებულ ვალუტაში, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი რომელიმე ძირითადი თანხის გადახდის თარიღში, რომელიც დადგება კონვერტირების პერიოდის განმავლობაში, იქნება განსაზღვრული ADB-ის მიერ კონვერტაციამდე თავის ვალუტაში დენომინირებული აღნიშნული თანხის გამრავლებით ერთ-ერთზე, მომდევნო ორიდან: (i) გაცვლით კურსზე, რომელიც ასახავს ძირითად თანხას აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც ხდება ADB-ის მიერ ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, და რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტაციასთან; ან (ii), იმ შემთხვევაში თუ ADB ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს კონვერტაციის პრინციპების შესაბამისად გამოცხადებულ გაცვლით კურსზე (Screen Rate).
5. თუ სესხის ათვისებული და გადაუხდელი ძირითადი თანხა დროდადრო იქნება დენომინირებული ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, ამ განრიგში მოცემული დებულებები ცალ-ცალკე გამოიყენება სესხის ყოველ ვალუტაში განსაზღვრული თანხის მიმართ, ისე რომ მიღებული იქნება ცალკე ამორტიზაციის განრიგი ყოველი ასეთი თანხისათვის.
განრიგი 3
სესხის თანხების გამოთხოვა
1. გარდა ამ განრიგში გათვალისწინებული შემთხვევებისა ან ADB-ს სხვაგვარად შეთანხმების შემთხვევაში, სესხის თანხები გაიცემა სესხის გაცემის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
2. სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის მოთხოვნა მსესხებლის მიერ უნდა გაეგზავნოს ADB-ს და უნდა იყოს წარდგენილი ბანკისათვის მისაღები ფორმით.
3. (ა) ADB-სთვის სესხის ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის მოთხოვნის წარდგენამდე მსესხებელმა უნდა განსაზღვროს ანგარიში (სადეპოზიტო ანგარიში) საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც მოხდება სასესხო ანგარიშიდან გამოთხოვილი ყველა თანხის ჩარიცხვა. სადეპოზიტო ანგარიშის შექმნა, მართვა და ლიკვიდაცია უნდა მოხდეს მსესხებლისთვის მისაღები მოქმედი რეგულაციებისა და პროცედურების შესაბამისად.
(ბ) სადეპოზიტო ანგარიშთან დაკავშირებით ცალკე ანგარიშების მართვა და ჩანაწერები უნდა ხორციელდებოდეს ADB-ისთვის მისაღები ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად. ADB-ის მოთხოვნის შემთხვევაში, მსესხებელი უზრუნველყოფს სესხის თანხებთან მიმართებაში სადეპოზიტო ანგარიშის აუდიტორულ შემოწმებას დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და მუშაობის პრინციპები მისაღებია ADB-სთვის, არის აუდიტის საერთაშორისო პრინციპებთან ან ეროვნულ დონეზე არსებული აღნიშნულის ეკვივალენტური და მისაღებია ADB-სთვის. აღნიშნული აუდიტორული დასკვნის მომზადებისთანავე, მაგრამ ADB-ის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში, ADB-ს უნდა წარედგინოს შემოწმებული ფინანსური ანგარიშების შედეგების და აუდიტორთა მოსაზრებების საბუთების ასლები ინგლისურ ენაზე.
4. სესხის თანხების გამოთხოვა არ უნდა მოხდეს ამ განრიგის დანართში მითითებული რომელიმე პუნქტის დასაფინანსებლად.
5. მიუხედავად ამ სასესხო შეთანხმების სხვა დებულებისა და გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ADB-მ შესაძლოა გამოთქვას თანხმობა, სესხის ანგარიშიდან თანხის მიღება არ განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: (i) მსესხებელმა შეასრულა პოლიტიკის ღონისძიებები სესხის სახსრების გათავისუფლებისთვის, და (ii) პოლიტიკის ღონისძიებები კვლავ მოქმედებს.
განრიგი 3-ის დანართი
აკრძალვების ჩამონათვალი
სესხის თანხების გამოთხოვა არ უნდა მოხდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისთვის:
ხარჯები იმ საქონლისათვის, რომელიც შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული საერთაშორისო სავაჭრო კლასიფიკაციის მე-3 შესწორებული ვერსიის ჯგუფებში ან ქვეჯგუფებში (ცხრილი) ან ნებისმიერ ჯგუფში ან ქვეჯგუფში, რომელიც მომავალში შევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტული კლასიფიკაციის შესწორებულ რედაქციაში, რის შესახებაც ADB აცნობებს მსესხებელს:
ცხრილი: აკრძალული ნივთები
თავი
სათაური
საგნის დასახელება
112
ალკოჰოლური სასმელები
121
თამბაქო, დაუმუშავებელი; თამბაქოს ნარჩენები
122
თამბაქო, დამუშავებული (მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა თამბაქოს შემცვლელ მასალას)
525
რადიოაქტიური და მსგავსი მასალები
667
მარგალიტები, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვები, დაუმუშავებელი ან დამუშავებული
718
718.7
ბირთვული რეაქტორები და მათი ნაწილები, დაუსხივებელი საწვავის ელემენტები (კარტროჯები) ბირთვული რეაქტორებისთვის
728
728.43
თამბაქოს გადამამუშავებელი დანადგარები
897
897.3
ოქროს, ვერცხლის არ პლატინის ჯგუფის მეტალისგან დამზადებული ძვირფასი ნაკეთობები (გარდა საათებისა და საათის ქეისებისა) და ოქროს და ვერცხლის საიუველირო ნივთები (მათ შორის, ქვებით მორთული)
971
ოქრო, არამონეტარული (ოქროს მადნის და კონცენტრატების გამოკლებით)
წყარო: გაეროს საერთაშორისო სტანდარტული სავაჭრო კლასიფიკაცია, მე-3 რედაქცია:
ხარჯები იმ საქონლისთვის, რომლის შესყიდვის კონტრაქტი დააფინანსა ან რომლის დაფინანსებაზე დათანხმდა ნებისმიერი ეროვნული ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ან სააგენტო, მათ შორის, ნებისმიერი კონტრაქტი, რომელიც ფინანსდება ADB-ის რომელიმე სესხით ან გრანტით;
ხარჯები საქონლისათვის, რომელიც გამიზნულია სამხედრო ან ნახევრად სამხედრო მიზნებისათვის ან ფუფუნების მოხმარებისათვის;
ხარჯები ნარკოტიკებისათვის;
ხარჯები გარემოსთვის საშიში საქონლისთვის, რომლის წარმოება, გამოყენება ან იმპორტი აკრძალულია მსესხებლის კანონმდებლობით, ან იმ საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით, რომლის მხარეა მსესხებელი, და
ხარჯები ნებისმიერი გადახდის ანგარიშზე, რომელიც მსესხებლისთვის აკრძალულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით.
განრიგი 4
პროგრამის განხორციელება და სხვა საკითხები
განხორციელების ღონისძიებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს პროგრამის აღმასრულებელ ორგანიზაციას და პასუხისმგებელია საერთო პროგრამული მიდგომის განხორციელებაზე, მათ შორის პოლიტიკის ყველა ღონისძიების კოორდინაციაზე, თანხის გაცემაზე, მონიტორინგზე, ანგარიშგებასა და შეფასებაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენენ პროგრამული მიდგომის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი კომპონენტების განხორციელებაზე პროგრამული მიდგომის მიხედვით.
პოლიტიკის
ღონისძიებები
და
დიალოგი
2. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული პოლიტიკის ყველა ღონისძიება გაგრძელდეს და იმოქმედოს პროგრამის განხორციელების პერიოდში.
3. მსესხებელი უზრუნველყოფს ADB-ის ინფორმირებას სხვა მრავალმხრივ და ორმხრივ დონორ ორგანიზაციებთან გამართული დიალოგის შესახებ, რომელიც გავლენას იქონიებს პროგრამის განხორციელებაზე და მისცემს ბანკს შესაძლებლობას კომენტარი გააკეთოს აქედან გამომდინარე პოლიტიკის ნებისმიერ წინადადებაზე. მსესხებელმა უნდა გაითვალისწინოს ADB-ის მოსაზრება, სანამ მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება და მოხდება ასეთი შემოთავაზების განხორციელება.
თანამონაწილეობის სახსრების გამოყენება
4. მსესხებელი უზრუნველყოფს თანამონაწილეობის სახსრების გამოყენებას პროგრამული მიდგომის ამოცანების გარკვეული პროგრამებისა და საქმიანობების განხორციელების დაფინანსების შესაბამისი მხარდაჭერისათვის.
მმართველობა და ანტიკორუფციული პოლიტიკა
5. მსესხებელი, პროგრამის განმახორციელებელი სააგენტოები და პროგრამის აღმასრულებელი სააგენტო: ა) იცავენ ბანკის ანტიკორუფციულ პოლიტიკას (1998 წელს მიღებული დოკუმენტის ბოლო ვერსია) და აღიარებენ, რომ ADB იტოვებს უფლებას პირდაპირ ან მისი აგენტების მეშვეობით გამოიძიოს პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი კორუფციული, თაღლითური, საიდუმლო შეთანხმების ან იძულებითი პრაქტიკა; და (ბ) ითანამშრომლოს ნებისმიერ მსგავს გამოძიებასთან და გაუწიოს ყველა სახის საჭირო დახმარება ამგვარი გამოძიების დამაკმაყოფილებლად დასასრულებლად.
მონიტორინგი და მიმოხილვა
6. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში: (ა) პროგრამის განმახორციელებელმა სააგენტოებმა ჩაატარონ პროგრამის ფარგლებში რეფორმების განხორციელების განხილვა პროგრესის, მიღწევებისა და ზემოქმედების შესაფასებლად (მათ შორის, შეუზღუდავად, წინა პროგრამის ფარგლებში ADB-ის მხარდაჭერით დაარსებული
განრიგი 4
მონიტორინგის, შეფასების და სწავლის ლაბორატორიის დასკვნების გამოყენებით) და შესაბამისი ანგარიშები წარუდგინონ ADB-ს; და (ბ) პროგრამის აღმასრულებელი სააგენტო პასუხისმგებელი იქნება მონიტორინგის ყველა მონაცემის მართვაზე და პროგრამის სარგებლის შეფასებაზე.
7. სესხის დახურვის თარიღიდან 12 თვის ვადაში მსესხებელმა უნდა წარუდგინოს ADB-ს პროგრამის დასრულების ანგარიში.