⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2023)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2022
ძალის დაკარგვა 01.03.2023
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016406
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 858 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2022 მიღება
01.03.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერეები, არქივები
2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები,
3 ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
4 კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები
5 მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები, უმწეოთათვის უფასო სასადილოები
6 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
7 სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები
8 საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები
9 პოლიკლინიკები, სამედიცინო- დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები
10 სტადიონები, სპორტულ- გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, კორტები, საცურაო აუზები
11 სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)
12 სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი),ვეტერინარული ცენტრები
13 აგრარული ბაზრები, ყვავილების დახურული მაღაზიები
14 შერეული საქონლის ბაზრობები და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები
15 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2022 წლის 29 დეკემბერი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. ადგილობრივი მოსაკრებლები ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის. ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)  ნებართვისათვის მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის განისაზღვრება 1 (ერთი) ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის  დასუფთავებისთვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება: ა) ქალაქში ერთ სულ მოსახლეზე - თვეში 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით, არაუმეტეს  3 (სამი) ლარი; ბ) სოფლად კომლზე - 1 (ერთი) ლარი; გ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის  დანართის შესაბამისად. მუხლი 4🔗. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე - კვარტალში 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით; ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%-ის ოდენობით; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №28 დადგენილება. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე დანართი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა № დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური  მეწარმეები ზომის  ერთეული წლიური დაგროვების ნორმა მ​3 მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) 1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერეები, არქივები საერთო ფართის 1 მ​2 0,022 0,027 2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0,1 3 ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0,1 4 კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები მაყურებლის ერთი სავარძელი 0,331 0,41 5 მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები, უმწეოთათვის უფასო სასადილოები მომსახურების ერთეული ადგილი 0,128 0,16 6 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთ მოსწავლეზე 0,198 0,25 7 სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 0.92 1.15 8 საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები ერთი საწოლი 0.64 0.8 9 პოლიკლინიკები, სამედიცინო- დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები საერთო ფართის 1 მ​2 0,16 0,2 10 სტადიონები, სპორტულ- გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, კორტები, საცურაო აუზები ღია ფართის 1 მ​2 0,02 0,025 დახურული ფართის 1 მ​2 0,08 0,1 11 სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართის 1 მ​2 0,76 0,95 12 სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი),ვეტერინარული ცენტრები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,25 0,31 13 აგრარული ბაზრები, ყვავილების დახურული მაღაზიები საერთო ფართის 1 მ​2 0,3 0,37 14 შერეული საქონლის ბაზრობები და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები საერთო ფართის 1 მ​2 0,21 0,26 15 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე ღია ფართის 1 მ​2 0,02 0,025 დახურული ფართის 1 მ​2 0,08 0,1 16 ავტოგასამართი სადგურები საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0,1 17 სატრანსპორტო საშუალებების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები, სათბურები და ფერმები ღია საერთო ფართის 1 მ 0,04 0,05 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0.08 0.1 18 ა/მანქანების სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ მომსახურების ადგილები ღია საერთო ფართის 1 მ 0,02 0,025 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0.14. 0.17 19 აბანოები, საუნები საერთო ფართის 1 მ​2 0,18 0,22 20 სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები საერთო ფართის 1 მ​2 0,35 0,43 21 სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1 მ​2 0,25 0,31 22 რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე 1,28 1,6 23 სარიტუალო დარბაზები ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,48 0.6 24 საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე) სამუშაო ფართის 1 მ​2 0,26 0,32 25 დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები საერთო ფართის 1 მ​2 0,36 0,45 26 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები ღია ფართის 1 მ​2 0,008 0,005 დახურული ფართის 1 მ​2 0,08 0,01 27 ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები საერთო ფართის 1 მ​2 0,008 0,01 28 სამხედრო ნაწილები და პენიტენციური სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) ერთი ადგილი 0,6 0,75 29 საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი საერთო ფართის 1 მ​2 0,008 0,01 30 საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა) საერთო ფართის 1 მ​2 0.04 0.05 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მ = გ X რ მ – ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).