ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის ჰიგიენური შეფასების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 09.10.2003
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №244
სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.1272
გამოქვეყნების წყარო სსმ, 119, 16/10/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის ჰიგიენური შეფასების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:35.45pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:40.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.1272
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №244
2003
წლის 9
ოქტომბერი
ქ.
თბილისი
ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის ჰიგიენური შეფასების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სანიტარიული კოდექსის” (გაზეთი ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” №14, 2003 წელი, მუხ.91) 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის ჰიგიენური შეფასების ჩატარების წესი”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის ჰიგიენური შეფასების ჩატარების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს სანიტარიული კოდექსის საფუძველზე და განსაზღვრავს ,,სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შემუშავებული სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტის (შემდგომ – სტანდარტი) ჰიგიენური შეფასების პროცედურას და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗
,,საქართველოს სანიტარიული კოდექსის” მე-11 მუხლის, ,,სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი საქართველოს ეროვნული სტანდარტების მიხედვით რეგლამენტირებულია სტანდარტის პროექტის ჰიგიენური შეფასება და შეთანხმება.
მუხლი 3🔗
1. სტანდარტის პროექტის ჰიგიენურ შეფასებასა და შეთანხმებას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური ინსპექცია. საჭიროების შემთხვევაში სტანდარტის პროექტები ჰიგიენური შეფასებისათვის ეგზავნება პროფილურ ს/კ ინსტიტუტებს, კათედრებსა და სხვა.
2. სტანდარტის პროექტის ჰიგიენური შეფასებისა და შეთანხმებისათვის იურიდიული ან/და ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) სტანდარტის პროექტი, რომლის აგება, შინაარსის გადმოცემა და გაფორმება ხდება ,,სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი საქართველოს ეროვნული სტანდარტების მიხედვით;
გ) ტექნოლოგიური ინსტრუქცია (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ახალი სახის პროდუქციის, ტექნოლოგიური პროცესის, მოწყობილობის, ხელსაწყოების და სამუშაო ინსტრუმენტების საცდელი პარტიის ნიმუშების ჰიგიენური შეფასების (ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით) შედეგებზე ინფორმაცია ან/და სხვა მონაცემები ამ მასალებისა თუ ნაკეთობების ადამიანის ორგანიზმზე შესაძლო ზემოქმედების შეფასებისათვის (საჭიროების მიხედვით).
3. სტანდარტის შეთანხმება მოხდება ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებებში სანიტარიულ-პროფილაქტიკური სამუშაოებისა და ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის ტარიფებით განსაზღვრული ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.
4. იურიდიული ან ფიზიკური პირი პასუხისმგებელია სტანდარტის პროექტის ჰიგიენური შეფასებისა და შეთანხმებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულესა და ობიექტურობაზე.
5. სტანდარტების მოქმედების ვადა დგინდება შესაბამისი საქართველოს ეროვნული სტანდარტის მიხედვით.
6. სტანდარტის შეთანხმება დასტურდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური ინსპექციის უფროსის ხელის მოწერითა და მოწმდება ინსპექციის ბეჭდით.
7. სტანდარტის პროექტის შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებაში ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და დადებითი ჰიგიენური შეფასება.
8. სტანდარტის პროექტი თანხმდება ან არ თანხმდება განცხადების წარდგენიდან 15 დღეში, ხოლო ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენების საჭიროების შემთხვევაში – 30 დღეში.
9. სტანდარტის პროექტის ჰიგიენური შეფასების ობიექტურობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალურ ინსპექციას.
მუხლი 4🔗
1. იურიდიული ან/და ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას სტანდარტში მითითებული სანიტარიული წესების მიხედვით დადგენილი მოთხოვნები.
2. იურიდიული ან/და ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სტანდარტის პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური ინსპექცია ვალდებულია იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირს წერილობით აცნობოს:
ა) სანიტარიული ნორმებითა და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებსაც არ აკმაყოფილებს სტანდარტის პროექტი;
ბ) სანიტარიული ნორმებითა და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემდეგ შესაძლებელია, განმეორებით დადგეს სტანდარტის პროექტის შეთანხმების საკითხი.
4. სტანდარტის პროექტი განმეორებით თანხმდება, თუ:
ა) გასულია სტანდარტის მოქმედების ვადა;
ბ) სტანდარტში შეტანილია ცვლილებები საქართველოს ეროვნული სტანდარტის მიხედვით დადგენილი წესის შესაბამისად.