საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017305
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.09.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№120
2022 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №731 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, 140130000.22.034.016468).
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. დეპარტამენტი არის სამინისტროს საბალანსო ერთეული (საბიუჯეტო ორგანიზაცია), რომელსაც მინიჭებული აქვს სახაზინო კოდი.
4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ემბლემა, აგრეთვე ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.
5. დეპარტამენტს და მასში შემავალ დანაყოფს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბისა და დეპარტამენტის სახელწოდების აღნიშვნით.
6. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
გ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;
დ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;
ე) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დაგეგმვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ზ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ადმინისტრაციული რეაგირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტის უფლებამოსილებებია, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე;
გ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
დ) დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ინფორმაციის ანალიზი;
ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადისთვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველყოფა; ასევე, დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა; ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელება;
ვ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და განთავსების ადგილას მიყვანა;
ზ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
თ) დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე გასამართი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიების გეგმის მომზადება, აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართული ძალების ორგანიზება და კონტროლი;
ი) საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო ან საომარი მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ასევე, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
კ) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
ლ) დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება, ასევე, დაკავებულ/დაპატიმრებულ პირთა შესაბამის დაწესებულებაში/ადგილზე გადაყვანა (ბადრაგირება);
მ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი, არსებული კრიმინოგენური ვითარების შეფასება და ეფექტიანი რეაგირების სისტემის ჩამოყალიბება;
ნ) სამეზობლო კონფლიქტებზე რეაგირება, მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ო) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სოციალურ სამსახურებთან, სკოლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
პ) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა უმეთვალყურეობის თავიდან აცილების, არასრულწლოვანთა დანაშაულის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
ჟ) სამედიცინო, ფარმაცევტულ, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, ლაბორატორიებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება;
რ) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესების დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება;
ს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. დეპარტამენტი და მასში შემავალი დანაყოფები ახორციელებენ პატრულირებას იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 6🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საგამოძიებო სამმართველო;
ბ) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო;
გ) საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება.
2. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფებია:
ა) ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველო;
ბ) ქედის რაიონული სამმართველო;
გ) ქობულეთის რაიონული სამმართველო;
დ) შუახევის რაიონული სამმართველო;
ე) ხელვაჩაურის რაიონული სამმართველო;
ვ) ხულოს რაიონული სამმართველო.
3. დეპარტამენტში ფუნქციონირებს ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის დირექტორს.
მუხლი 7🔗
საგამოძიებო სამმართველოს უფლებამოსილებაა, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაშაულზე რეაგირება და გამოძიების უზრუნველყოფა;
ბ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება;
გ) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად სასამართლოდან განჩინების მიღების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურორისთვის მიმართვა;
დ) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებსა და განხილულ განცხადებებზე/საჩივრებზე;
ვ) სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსთვის მიმართვა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების მიზნით;
ზ) პროკურორისთვის მიმართვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად დავალების/შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით;
თ) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსთვის მიმართვა თარჯიმანთა და გარეშე პირთა მოძიებისა და მოყვანის, ამოსაცნობი პირის/ნივთის ანალოგების მოძიების, გამოსაკითხ პირთა/მოწმეთა ადგილსამყოფლის დადგენისა და მოწმეთა იძულებით მიყვანის უზრუნველყოფის მიზნით;
ი) დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული საგამოძიებო დანაყოფების საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
კ) სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების განხილვა;
ლ) დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის განხორციელება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 8🔗
1. დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება;
ბ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება;
გ) ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება;
დ) კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება.
2. დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფლებამოსილებაა, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, კონფიდენტებთან და სხვა ხელშემწყობ პირებთან ურთიერთობა;
გ) ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
დ) პროკურორისთვის მიმართვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად დავალების მიღების მიზნით;
ე) დეპარტამენტსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დანაყოფებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და მისი ფორმებისა და მეთოდების სრულყოფისათვის სათანადო რეკომენდაციების შემუშავება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ვ) ძებნილ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე, სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება;
ზ) ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
თ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ი) საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;
კ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ლ) დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე გასამართი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;
მ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
ნ) პატრულირების განხორციელება იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები, აგრეთვე, საგზაო უსაფრთხოების დაცვა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) ნარკოტიკული დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა, აღნიშნული ფაქტების გამოვლენა და რეაგირება, აგრეთვე პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
პ) სამედიცინო, ფარმაცევტულ, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, ლაბორატორიებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება;
ჟ) დანაშაულზე წასწრებისას, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების (შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა) განხორციელება;
რ) დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება, ასევე დაკავებულ/დაპატიმრებულ პირთა შესაბამის დაწესებულებაში/ადგილზე გადაყვანა (ბადრაგირება);
ს) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და განთავსების ადგილას მიყვანა;
ტ) მოპარული ნივთებისა და მათი გასაღების სავარაუდო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
უ) გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე:
უ.ა) თარჯიმანთა, გარეშე პირთა მოძიება და მოყვანა;
უ.ბ) ამოსაცნობი პირის/ნივთის ანალოგების მოძიება;
უ.გ) გამოსაკითხ პირთა/მოწმეთა ადგილსამყოფლის დადგენა;
უ.დ) მოწმეთა იძულებით მიყვანის უზრუნველყოფა;
ფ) დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამომძიებლის მიერ მითითებულ ადგილზე მიყვანა;
ქ) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით დეპარტამენტის დანაყოფების ინფორმირება; დანაყოფებში სამოქმედო ოპერატიულ გეგმებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების სწორად წარმართვის კონტროლი;
ღ) საგანგებო სიტუაციის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთა დახმარება, საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობა;
ყ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
შ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რანგის პირთა გადაადგილების პერიოდში უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფა;
ჩ) სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირთა საქმის წარმოება და კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;
ც) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების გარე პერიმეტრზე ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსების/დამონტაჟების ვალდებულების შესრულების კონტროლი;
ძ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
წ) დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილის საქმიანობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება, ასევე დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფების სამორიგეო ნაწილების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
ჭ) დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის განხორციელება;
ხ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 9🔗
საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფლებამოსილებაა, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) უზრუნველყოფა, დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო სამმართველოების საქმისწარმოების საერთო კოორდინაცია და კონტროლი, ასევე კორესპონდენციის წარმოება, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით);
ბ) დეპარტამენტის გერბიანი ბლანკების, ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი, აგრეთვე, ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა;
გ) დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო სამმართველოების კანცელარიების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
დ) დეპარტამენტის საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა სამინისტროს ადმინისტრაციასთან კოორდინაციით;
ე) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, აგრეთვე სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) შესაბამისი შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისათვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება;
ი) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, მათთვის სპეციალური წოდების მინიჭების ან მათი წახალისების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
კ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება და აღნიშნული მასალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის შესაბამისად დეპარტამენტის დირექტორისთვის ან სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის (დეპარტამენტი) წარდგენა;
ლ) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურის სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;
მ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გადაგზავნა;
ნ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება და კონტროლი;
ო) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვა და გაცემა;
პ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტისათვის გამოყოფილი სახსრების მართვა და მიზნობრივი გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ჟ) ყოველი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დადგენილ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის წარდგენა;
რ) სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან შეთანხმებით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დამტკიცებული გეგმის სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;
ს) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პროცედურების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგის განხორციელება, ასევე შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოების მიღება;
ტ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმოება, ასევე, მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების უზრუნველყოფა;
უ) ფინანსური ანგარიშგების შედგენა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენა (პასუხისმგებელია წარდგენილი ბუღალტრული ნაშთების რელობაზე, სისრულესა და, სისწორეზე);
ფ) დადგენილი წესის შესაბამისად სალაროს ოპერაციების წარმოება, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა;
ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნა-ვალდებულებებისა და არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარება, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ღ) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციისა და დაცვის კონტროლი, აგრეთვე ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ყ) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
შ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და ტექნიკური მომსახურების, კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე, სატრანსპორტო, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ასევე, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
ჩ) მშენებლობის, მიმდინარე ან/და კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;
ც) შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, თანამშრომელთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდების ორგანიზება;
ძ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10🔗
1. ანალიტიკური ჯგუფის უფლებამოსილებაა, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სისხლის სამართლის საქმის გამოძიების, ოპერატიული და საპოლიციო საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკური მხარდაჭერა;
ბ) დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული კრიმინოგენური ვითარების შეფასება და ანალიზი;
გ) დეპარტამენტის/შესაბამისი სამმართველოს საინფორმაციო ბაზის ფორმირება;
დ) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ე) დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღრიცხვა, დამუშავება-ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტაციის წარმოება;
ვ) დეპარტამენტის დანაყოფებიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირება, ანალიზი და პერიოდული ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
ზ) პენიტენციური დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პირთა აღრიცხვა და საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, დეპარტამენტის შესაბამისი რაიონული და საქალაქო დანაყოფების ინფორმირება;
თ) დანაყოფის ტერიტორიაზე დაგეგმილი მასობრივი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რისკების შეფასება და ხელმძღვანელი პირის ინფორმირება;
ი) დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე გასამართი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიების გეგმის მომზადება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ანალიტიკური ჯგუფი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) პოლიციის I განყოფილება;
ბ) პოლიციის II განყოფილება;
გ) პოლიციის III განყოფილება;
დ) პოლიციის IV განყოფილება;
ე) პოლიციის V განყოფილება;
ვ) პოლიციის VI განყოფილება;
ზ) პოლიციის VII განყოფილება;
თ) პოლიციის VIII განყოფილება.
2. ქედის რაიონული სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) საგამოძიებო განყოფილება;
ბ) დეტექტივების (ოპერატიული) განყოფილება.
3. ქობულეთის რაიონული სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ქობულეთის პოლიციის განყოფილება;
ბ) ჩაქვის პოლიციის განყოფილება;
გ) მუხაესტატეს პოლიციის განყოფილება;
დ) ხუცუბნის პოლიციის განყოფილება.
4. შუახევის რაიონული სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) საგამოძიებო განყოფილება;
ბ) დეტექტივების (ოპერატიული) განყოფილება.
5. ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ხელვაჩაურის პოლიციის განყოფილება;
ბ) ჩაისუბნის პოლიციის განყოფილება;
გ) კახაბრის პოლიციის განყოფილება;
დ) მახინჯაურის პოლიციის განყოფილება;
ე) ახალშენის პოლიციის განყოფილება;
ვ) გონიოს პოლიციის განყოფილება;
ზ) ურეხის პოლიციის განყოფილება.
6. ხულოს რაიონული სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ხულოს პოლიციის განყოფილება;
ბ) ხიხაძირის პოლიციის განყოფილება.
7. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფები ამ დებულების მე-7 მუხლით, მე-8 მუხლების მე-2 პუნქტითა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) უზრუნველყოფენ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადისთვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვას, ასევე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას; ზედამხედველობენ დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას; უზრუნველყოფენ ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოფენ პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ;
გ) უზრუნველყოფენ არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ბავშვთა უმეთვალყურეობის, აგრეთვე დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას;
დ) უზრუნველყოფენ დანაშაულისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად, პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას;
ე) აწარმოებენ უბნის პასპორტს;
ვ) ახორციელებენ ქვეითად პატრულირებას;
ზ) უზრუნველყოფენ მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღებას, მათ რეგისტრაციას და განხილვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) უზრუნველყოფენ უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას;
ი) უზრუნველყოფენ იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლს;
კ) უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კონტროლს;
ლ) ახორციელებენ შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
მ) ახორციელებენ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირისთვის დაკისრებული შეზღუდვების შესრულების კონტროლს;
ნ) მონაწილეობენ იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას;
ო) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფების გამომძიებლები ასრულებენ ამ დებულების მე-7 მუხლით, დეტექტივები − მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, ხოლო დეტექტივები (ანალიტიკოსები) − მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
9. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფების უბნის ინსპექტორები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 12🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს შორის ანაწილებს საკურატორო სფეროებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, აგრეთვე დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფებს შორის სისხლის სამართლის საქმეთა განაწილების წესს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას ან ხელმოწერას;
ზ) ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
თ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, სამინისტროში სამსახურის გავლის წესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ი) ზედამხედველობს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან/და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებას ან/და მათ წახალისებას;
ლ) ეცნობა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ანგარიშებს, აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობასა და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) გადაუდებელი აუცილებლობის, აგრეთვე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიების გამოყენების შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, ქმნის სატენდერო, საინვენტარიზაციო და სხვა კომისიებს;
პ) დამოუკიდებლად განკარგავს დეპარტამენტისათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში;
ჟ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) სხვა დავალებებს;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) გადაწყვეტილებით ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
4. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, მათ შორის, საგამოძიებო და დეტექტივების (ოპერატიული) მიმართულებით, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ხელმძღვანელობს მის საკურატოროში შემავალ დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს, ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს ან/და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, სამინისტროში სამსახურის გავლის წესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების, აგრეთვე, დეპარტამენტის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისებისა ან/და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს დეპარტამენტის დირექტორთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ი) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის სხვა დავალებებს;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებსა და მითითებებს;
გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, სამინისტროში სამსახურის გავლის წესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) ზედამხედველობს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების, აგრეთვე, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის კურატორი მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებების შესრულებას;
ვ) დეპარტამენტის დირექტორსა და კურატორ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს სამმართველოს საქმიანობის პერიოდულ ანგარიშს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების ან/და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ;
თ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;
ი) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორისა და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) სხვა დავალებებს;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.