,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
300.280.010.14.011.006.129
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 15/10/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.14.011.006.129

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №21

2003 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” 2003 წლის 23 სექტემბრის №38/70-3 განაცხადის საფუძველზე, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 და 43-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1.

“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებას (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №88 15.08.2003 წ. მუხლი 759) დაემატოს შემდეგი შინაარსის 14IIმუხლი:

    “მუხლი 14II

1. 2004 წლის 1 მაისამდე:

ა) სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის”  მომხმარებლებისთვის ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ ქვესადგურებიდან “ახალქალაქი” და “ნინოწმინდა” ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფები:

ცხრილი №1

ძაბვა

თეთრი/კვტსთ

1

2

3

1

220-380 ვოლტი

9.516

2

6-10კილოვოლტი

7.766

 

ბ) სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” მიერ სომხეთიდან (ე.გ.ხ. “აშოცკი-ნინოწმინდა”) იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი, ამ ელექტროენერგიის იმპორტირებისას ტექნიკური დანაკარგების გათვალისწინებით 5.38 თეთრი/კვტსთ;

გ) ამ პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ გაწეული გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების ტარიფები:

გ.ა) გადაცემა – 0.7 თეთრი/კვტსთ;

გ.ბ) დისპეტჩერიზაცია – 0.15 თეთრი/კვტსთ.

დ) იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორების კომპონენტის ანაზღაურება განხორციელდეს ამ დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად;

ე) ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომხმარებლებზე  მიწოდებული ელექტროენერგიის განაწილებისთვის სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი:

 

 

ცხრილი №2

ძაბვა

თეთრი/კვტსთ

1

2

3

1

220-380 ვოლტი

3.186

2

6-10კილოვოლტი

1.436

 

არა უგვიანეს 2004 წლის 1 ივნისისა, განხორციელდეს 2003-2004 წწ. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” მიერ სომხეთიდან (ე.გ.ხ. “აშოცკი-ნინოწმინდა”), ფაქტობრივად იმპორტირებული და საქართველოს ენერგოსისტემიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულებისა და შესაბამისი ტარიფების გადაანგარიშება.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე    დ. მირცხულავა