ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2022
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016407
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2022
matsne.gov.ge 1,793 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 2
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძირითადი საშუალე-ბების დასახე-ლება ექსპლუა-ტაციაში შესვლის წელი
% ლარი
ძირითადი საშუა-ლებების დასახელება ექსპლუა-ტაციაში შესვლის წელი
N ძირითადი აქტივების დასახელება
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 03.10.2022 ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.10.2022 ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.07.2018 ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალნსზე რიცხული ძირითადი საშუალებების, ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.11.2015 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის, შენობა - ნაგებობის დემონტაჟის ან/და ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.10.2021

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2022 წლის 29 დეკემბერი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ „ე.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე დანართი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  ეს წესი განსაზღვრავს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ქონება - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერ ნივთი; 2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება; 3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში - „დაწესებულება“) - ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; 4. ინვენტარიზაცია - ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული აქტივების და ვალდებულებების, ასევე, განმარტებით შენიშვნებში ან/და საცნობარო ანგარიშებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული არასაბალანსო კატეგორიების შემოწმება და მათი აღრიცხვის სისწორის დადგენა ბუღალტრული მონაცემებისა და ფაქტობრივი ნაშთების შედარების გზით. 5. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - „კომისია“) - ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებლი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის მიზანი ინვენტარიზაციის მიზანია: ა) ორგანიზაციის საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) ქონების შემოწმება;  ბ) ისეთი აქტივების გამოვლენა, რომელთაც ორგანიზაციისათვის არ მოაქვს  ეკონომიკური სარგებელი/ მომსახურების პოტენციალი;  გ) აქტივების შენახვის, ექსპლუატაციისა და დაცვის წესებისა და პირობების შემოწმება; დ) აქტივების დანაკლისის/დანაკარგის გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა; ე) აქტიური მოხმარებიდან გამოსული და გამოუყენებელი აქტივების გამოვლენა და შემდგომი პროცედურების განსაზღვრა: ვ) აღრიცხვასა და ანგარიშგებაში შეცდომით გამორჩენილი აქტივების/ ვალდებულებების გამოვლენა და აღიცხვა. მუხლი 4🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანების და „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს N12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით. 2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას. 3. იმ მცირეფასიანი აქტივების ინვენტარიზაცია, რომლებიც ხარჯებშია ჩამოწერილი და ექსპლუატაციიდანაა გასული, თუმცა არ არის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოწერილი, უნდა განხორციელდეს ცალკე, ექსპლუატაციიდან გასვლის მიზეზების ჩვენებით. ამასთან აღნიშნული მცირეფასიანი აქტივების ინვენტარიზაციის შედეგები არ აისახება ინვენტარიზაციის შედეგების აქტში.  მუხლი 5🔗. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობის წესი 1. კომისია იქმნება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული მიზნებისათვის და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. კომისიის შემადგენლობა: ა) კომისიის თავმჯდომარე - ხელმძღვანელობს კომისიას; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას; გ) კომისიის მდივანი - ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. დ) კომიის წევრები. 3. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის მოთხოვნით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტები (აუდიტორი, შესაბამისი სფეროს ექსპერტი ან სხვა კვალიფიციური პირი), რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 4. საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 (სამი) წევრისგან. 5. კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომებზე, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას-თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და დამსწრე ყველა წევრი. 6. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც, კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას. 8. დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ უზრუნველყოფდეს ინვენტარიზაციის ჩატარებას გონივრულ ვადაში და გონივრული ადამიანური რესურსებით და, რომ ინვენტარიზაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას. 9. მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის არსებობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს ყოველწლიურად შეიცვალოს კომისიის სიითი შემადგენლობა არანაკლებ 20%. 10. თუ საინვენტარიზაციო კომისიის წევრს საპატიო მიზეზით არ შეუძლია ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე ხდება მის შეცვლა. 11. საინვენტარიზაციო კომისიის წევრის შეცვლის დროს, ყოფილი წევრის ხელმოწერით დადასტურებული შუალედური საინვენტარიზაციო აღწერები და ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები რჩება ძალაში. 12. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით დატვირთული ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად. 13. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგების აქტით, რომელსაც ხელს აწერს საინვენტარიზაციო კომისიის ყველა წევრი. 14. საინვენტარიზაციო კომისია ინვენტარიზაციის დაწყებამდე უფლებამოსილია (თუ ინვენტარიზაციის ჩატარების წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) საჭიროების შემთხვევაში დალუქოს აქტივების შენახვის ადგილები. მუხლი 6🔗. ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი 1. 1. კომისია სწავლობს ამორტიზირებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერის) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის)  აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს (ფორმა 1-4 შესაბამისად).    ფორმა №1 ჩამოსაწერი ძირითადი  აქტივის (შენობა-ნაგებობისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 2022 წლის ------------------------- მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება ------------------------------------------------------------ ძირითადი საშუალე-ბების დასახე-ლება ექსპლუა-ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა-ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ-ლება გადაფა-სებამდე (ლარი) ბურალტ-რული ცვეთა გადაფა-სებამდე ფიზი-კური ცვეთა გადაფა-სებამდე ნარჩენი საბალანსო  ღირებულება  გადაფასებამ-  დე (ლარი)  გრ.5-გრ.9) გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997წ. N295 ბრძანებულების საფუძველზე ცვეთა გადაფა-სების შემდეგ (ლარი) ღირე-ბულება გადაფა-სების შემდეგ (ლარი) საამორ-ტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენების საბალანსო ღირე ბულება % ლარი % ლარი ბურალტ. ცვეთის % საბოლოო ფაქტობრივი მდგომა რეობით % საბოლოო ბუღალტ. მდომა რეობით % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 კომისიის წევრები: შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის პირველი იანვრის შემდეგ გრ. 5-დან გრ-11-ის ჩათვლით არ ივსება. ფორმა №2 ჩამოსაწერი ძირითადი  აქტივის (მანქანა დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 2022 წლის ------------------------- მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება --------------------------------------------------------------------------- ძირითადი საშუა-ლებების დასახელება ექსპლუა-ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა-ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ-ლება გადაფა-სებამდე (ლარი) ბურალ-ტრული ცვეთა გადაფა-სებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფა-სებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასე-ბამდე (ლარი)  გრ.5-გრ.9) გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997წ. N295 ბრძანებუ ლების საფუძველზე ცვეთა გადაფა-სების შემდეგ (ლარი) ღირებუ-ლება გადაფა-სების შემდეგ (ლარი) საამორტი-ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენების საბალანსო ღირებუ-ლება % ლარი % ლარი ბურალტ. ცვეთის % საბოლოო ფაქტობრივი მდგომა რეობით % საბოლოო ბუღალტ. მდომა-რეობით % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 კომისიის წევრები: შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის პირველი იანვრის შემდეგ გრ.5-დან გრ-11-ის ჩათვლით არ ივსება. ფორმა N3 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი 2022 წლის ------------------------- მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება --------------------------------------------------------------------------------------- N ძირითადი აქტივების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე ცვეთა გადაფასებამდე გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ /ლარი/ ცვეთა გადაფასების მერე /ლარი/ ნარჩენი საბალანსო ღირებულება /ლარი/ შენიშვნა % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა: --------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20---- წლის ---- ------N ---------- ბრძანების საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------------- და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: ექსპლუატაციაში შესვლის /გამოშვების/ წელი.---------------------- საწყისი საბალანსო ღირებულება -------------------------------------- ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი ფორმა №4 დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა ლარი დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდებობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგი ---------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------- 20--------წ---------------- ---------------------------- კომისიის თავმჯდომარე: თავმჯდომარის მოადგილე: ბუღალტერი: კომისიის წევრები: ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი: ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა ----------------- (----------------------------------------- ) 2. ხობის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, ჩამოწერასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წარუდგენს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თანხმობის მიღების შემთხვევაში, მერი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს. 3. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგბობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 4. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებეის განადგურება და განკარგვა 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებული ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. მუხლი 8🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზება ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად  ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ: საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 9🔗. ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი 1. ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული  (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ. 3. ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე. 4. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების შესაბამისად.