1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ პროგრამით დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას.

2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით,  შესასწავლად და  დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.

3. უფასო სასადილოს მონიტორინგს აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი