⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2026)
გაუქმებულია:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016554
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,300 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2022 მიღება
01.01.2023 ძალაში შესვლა
01.01.2026 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
ახალგაზრდული საბჭო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შექმნილი ,,თემის ახალგაზრდული საბჭო“ ან/და მერის სათათბირო ორგანო ,,ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო“
მუხლი 2
დაფინანსება/თანადაფინანსება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსება ან თანადაფინანსება ერთი ინიციატივის განხორციელებისთვის არაუმეტეს 3000 ლარისა, (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში 50 000 ლარის ფარგლებში
მუხლი 2
პროგრამა
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების ინიციატივების“   დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა (05 04).
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საქმიანობა პასუხისმგებელი პირი
ხარჯის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2022 წლის 27 დეკემბერი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და  61-ე მუხლის მე-2  პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები“, დანართი №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული „საპროექტო განაცხადის ფორმა“, დანართი №2 შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული  შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება 50 000 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული თანხის ფარგლებში დასაფინანსებელი ახალგაზრდული საბჭოს ინიცირებული პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებით დამტკიცებულ კრიტერიუმებს და წარდგენილი და განხილული უნდა იქნეს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1  იანვრიდან.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია დანართი №1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების  შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების ინიციატივების“   პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოსა“ და „თემის ახალგაზრდული საბჭოს“ მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფის წესს, პროცედურასა და კრიტერიუმებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალგაზრდული საბჭო – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შექმნილი ,,თემის ახალგაზრდული საბჭო“ ან/და მერის სათათბირო ორგანო ,,ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო“ ; ბ) ბიუჯეტი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი; გ) დაფინანსება/თანადაფინანსება – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსება ან თანადაფინანსება ერთი ინიციატივის განხორციელებისთვის არაუმეტეს 3000 ლარისა, (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში 50 000 ლარის ფარგლებში; დ) ერთობლივ პროექტი -    როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს ორ ან მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს. ე) ინდივიდუალურ  პროექტი - როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს მხოლოდ ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს.   ვ) კომისია - მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების  ამ წესთან შესაბამისობას და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას. ზ)  პროგრამა – ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების ინიციატივების“   დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა (05 04). თ) საპროექტო განაცხადი - ამ დადგენილების დანართი N2-ით  დამტკიცებული სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია, პროექტის განხორციელების მიზანი, მოსალოდნელი შედეგი, შესასრულებებლი სამუშაოს მოცულობა, შესრულების ვადა, საჭირო ფინანსური ხარჯები და სხვა. მუხლი 3🔗. ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი  ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების  შერჩევის პროცედურა 1. ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი   ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების  შესახებ საპროექტო განაცხადს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს -  თემის საბჭოს ლიდერი, ხოლო ერთობლივი პროექტების შესახებ  საპროექტო განაცხადს  – თემის ლიდერები .  2. დაფინანსების/თანადაფინანსების მოპოვების მიზნით, წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ინდივიდუალური პროექტის განხორციელების  შემთხვევაში: ა.ა) ,,თემის ახალგაზრდული საბჭოს“ არანაკლებ  50%+1 წევრის მიერ ხელმოწერილი საპროექტო განაცხადი; ა.ბ) დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია, ასეთის  არსებობის შემთხვევაში;  ბ)  ერთობლივი პროექტის განხორციელების  შემთხვევაში: ბ.ა)  მერის სათათბირო ორგანო ,,ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ ლიდერების ხელმოწერილი საპროექტო განაცხადი, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ადმინისტრაციულ ერთეულებს (თემებს) მოიცავს განსახორციელებელი პროექტი ; ბ.ბ) დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია, ასეთის  არსებობის შემთხვევაში;  3. კომისია ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან შესაბამისობას და ამ წესის პროცედურებსა და კრიტერიუმებთან თანხვედრას.  4. კომისია უფლებამოსილია საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმაში, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გასწორების მიზნით, საპროექტო განაცხადის წარმდგენ სუბიექტს განუსაზღვროს  ვადა - 5 სამუშაო დღის ოდენობით, მის გამოსასწორებლად. მუხლი 4🔗.   ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების შერჩევის კრიტერიუმები 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტები უნდა მოიცავდეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელ შემდეგი მიმართულების პროექტებს: ერთჯერადი ან მრავალჯერადი ახალგაზრდული ღონისძიებ(ებ)ის (განათლების, კულტურის, სპორტის, ბანაკების და სხვა) ორგანიზება,  არაფორმალური განათლება (ტრენინგი/სემინარი), საერთაშორისო და ადგილობრივი გაცვლითი ახალგაზრდული პროგრამების ორგანიზება და მათში მონაწილეობა,  ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერა,  ინოვაციური იდეის მხარდაჭერა, სოციალურ სფეროში განსახორციელებელი ისეთი აქტივობა, რომელიც არ ხორციელდება ადგილობრივი და სახელმწიფო სხვა პროგრამის ფარგლებში, ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, გენდერული საკითხები, ჯანდაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება რომელიც გამომდინარეობს ახალგაზრდების ინტერესებიდან, გარემოსდაცვითი საკითხები, აგრეთვე  მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო სხვა პროექტები. 2. ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების შერჩევა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) გამომდინარეობს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებიდან; ბ) შესაბამისობაშია ამ მუხლის პირველი  პუნქტით განსაზღვრულ  მიმართულებებთან; გ) თითოეული პროექტის განხორციელებისთვის დაფინანსების ან თანადაფინანსების  მინიმალური ღირებულება არ აღემატება -  3000 ლარს, გარდა ერთობრივი პროექტის განხორციელებისა, სადაც დაფინანსების ან თანადაფინანსების  მინიმალური ღირებულება არ აღემატება - 5000 ლარს. 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოებს შეუძლიათ პროექტი განახორციელონ ინდივიდუალურად ან ერთობლივად. 4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება იმ ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტებს  , რომლის: ა) თანადაფინანსება ხორციელდება საკუთარი სახსრებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით; ბ) ინიცირებული პროექტი წარმოადგენს, მუნიციპალიტეტის მიერ უკვე განხორციელებული მაშტაბური პროექტის ნაწილს; 5. ახალგაზრდულმა საბჭოებმა  პროექტების ინიცირება უნდა მოახდინონ 2023 წლის 1 აპრილამდე. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტიდან გამონაკლისი დაიშვება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი ინიციატივას   თანადაფინანსება ხორციელდება საკუთარი სახსრებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით და მისი წარმოდგენა 2023 წლის 1 აპრილამდე შეუძლებელი იყო. მუხლი 5🔗. ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის მიერ წინადადების განხილვის შედეგად, წინადადების შესახებ დადებითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების მიზნით,  კომისია ამზადებს   რეკომენდაციას.  2. ამ მუხლის 1- ლი პუნქტით განსაზღვრული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი,  ადგილობრივი  ბიუჯეტის პროგრამის შესაბამისად,   ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, პროგრამის კრიტერიუმების გათვალისწინებით, გამოყოფს საჭირო ფინანსურ რესურსს. 3. ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სახსრების კანონიერად, მიზნობრივად და რაციონალურად განკარგვაზე პასუხისმგებელნი არიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ის სტრუქტურული ერთეულები, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, მათი კომპეტენციის გათვალისწინებით დაევალებათ პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა. 4. ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად,  თანხის გადაცემა, საპროექტო განაცხადის  წარმდგენილი სუბიექტებისთვის დაუშვებელია. მუხლი 6🔗.  ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობაზე კონტროლი ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ის სტრუქტურული ერთეული ან მერიაში საამისოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, დაევალება აღნიშნული პასუხისმგებლობა.   დანართი №2 საპროექტო განაცხადის ფორმა 1. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ განმცხადებლის რეკვიზიტები პროექტის ხელმძღვანელის სახელი/გვარი ჯგუფის წევრების სახელი/გვარი (საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ წარმოადგინოთ დანართის სახით) მისამართი (ფაქტობრივი) ტელეფონი ელ. ფოსტა 2. ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ 2.1 პროექტის სახელწოდება 2.2   კონკურსის თემატური მიმართულება/ები 2.3 პროექტის განხორციელების ადგილი ( მუნიციპალიტეტი, სოფელი, საჭიროებისამებრ)  2.4 პროექტის განხორციელების პერიოდი: ________________ თვე 2.5 პროექტის ბიუჯეტი:  (პროექტის დეტალური ბიუჯეტიდან (ფორმა 2) გადმოიტანეთ ჯამური მონაცემი) პროექტის საერთო ღირებულება (ლარი) განმცხადებლის თანამონაწილეობა (არსებობის შემთხვევაში) (ლარი) 3. არსებული პრობლემის/გამოწვევის აღწერა (მაქსიმუმ 1 გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ არსებული პრობლემა/გამოწვევა, რომლის მოგვარებას/შემსუბუქებასაც საპროექტო იდეით შეძლებთ. რა ფაქტორები განაპირობებს პროექტით წარმოდგენილი იდეის განხორციელების საჭიროებას). 4. პროექტის  აღწერა (მაქსიმუმ 1 გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის არსი). 5. პროექტის მიზანი(ები) (მაქსიმუმ ნახევარი გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის მიზანი/მიზნები). 6. ამოცანები (მაქსიმუმ 1 გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის განხორციელებისათვის რა კონკრეტული ამოცანებია გადასაჭრელი). 7. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები. რამდენიმე ამოცანის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, საქმიანობები დააჯგუფეთ ამოცანების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ საქმიანობის გრაფა. იხილეთ ნიმუში ქვემოთ).   ამოცანა 1 – (ამოცანის დასახელება) საქმიანობა 1 საქმიანობა 2 ამოცანა 2 – (ამოცანის დასახელება) საქმიანობა 1 საქმიანობა 2 8. სამოქმედო დროითი გეგმა (1-2 გვერდი) (პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი უნდა მიყვებოდეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობათა ჩამონათვალს). ცხრილი N1 - პროექტის საქმიანობების გეგმა-გრაფიკი საქმიანობა პასუხისმგებელი პირი                                                             1 2 3 საქმიანობა 1   საქმიანობა 2 საქმიანობა 3 ა.შ. შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ სტრიქონები 9. განმცხადებლის გამოცდილება (გთხოვთ, აღწეროთ პროექტით წარმოდგენილი საქმიანობების განხორციელების მიმართულებით თქვენი გამოცდილება ასეთის არსებობის შემთხვევაში)  10. პროექტის მოსალოდნელი შედეგები (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის განხორცილების მოსალოდნელი შედეგები რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით). 11. პროექტის მდგრადობა (განმარტეთ, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება პროექტის შედეგები) 12. პროექტის განმახორციელებელი გუნდი (პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირთა რაოდენობა და მათი როლი პროექტის განხორციელებაში).  № სახელი/ ასაკი როლი პროექტში 1 2 3 13. პროექტის ბიუჯეტი (ბიუჯეტი უნდა იყოს ლოგიკურ კავშირში პროექტის  მითითებულ აქტივობებთან. ბიუჯეტი წარმოადგინეთ ლარში) № ხარჯის დასახელება ერთეულის ღირებულება რაოდენობა ორგანიზაციიდან მოთხოვნილი თანხა თანადაფინანსება სულ ბიუჯეტი 1 2 3 4 5 6 7 შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ სტრიქონები