ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის ,,წინანდლის პრემიის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 440.010.000.12.201.006.138
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარის ბრძანება №36
2003 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის „წინანდლის პრემიის” მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ახალგაზრდა შემოქმედთათვის პრემიების დაწესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №999 განკარგულების თანახმად:
1. დამტკიცდეს ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათათვის „წინანდლის პრემიის” მინიჭების შესახებ თანდართული დებულება;
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. გაიპარაშვილი
დებულება
ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის „წინანდლის პრემიის” მინიჭების შესახებ
I. ზოგადი დებულებები
1. დებულება განსაზღვრავს ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის წ ი ნანდლის პრემიის მინიჭების პირობებსა და წესს;
2. „წინანდლის პრემიის” ლაურეატების გამოვლენა ხდება საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით;
3. ლაურეატს გადაეცემა ფულადი პრემია 3000 ლარის ოდენობით, ლაურეატის მოწმობა და სპეციალური პრიზი;
4. „წინანდლის პრემიაზე” ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა წარდგენა ხდება განვლილი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მათ საკონკურსო ნაწარმოებსა თუ ნაშრომს სრულად გაეცნობა საზოგადოება.
II. კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები
5. „წინანდლის პრემიის” მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებს და შემოქმედებს;
6. კანდიდატურები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყვნენ განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით.
III. “წინანდლის პრემიის” კანდიდატთა შემრჩევი კომისიებისა და ჟიურის შექმნა და მუშაობის წესი
7. „წინანდლის პრემიის” მოსაპოვებლად კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ დარგების მიხედვით “წინანდლის პრემიის” ნომინანტთა წარმდგენ კომისიებს (შემდგომში კომისიები);
8. კომისიების მიერ წარდგენილ ნომინანტებს განიხილავს ჟიური და გამოავლენს თითო ე ულ სფეროში ერთ გამარჯვებულს;
9. კომისიებისა და ჟიურის რიცხობრივ და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
10. „წინანდლის პრემიის” ლაურეატის გამოვლენა ხდება ორ ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი ითვალისწინებს „წინანდლის პრემიის” სამი ნომინანტის წარდგენას თითოეულ სფეროში;
ბ) მეორე ეტაპი ითვალისწინებს დასახელებული ნომინანტებიდან ლაურეატის შერჩევას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის ,,წინანდლის პრემიის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის ,,წინანდლის პრემიის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.10.2003.
- როდის იქნა მიღებული „ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის ,,წინანდლის პრემიის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის ,,წინანდლის პრემიის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 10.10.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 440.010.000.12.201.006.138.
- სად არის „ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის ,,წინანდლის პრემიის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის ,,წინანდლის პრემიის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“, №36, 10.10.2003, სარეგისტრაციო კოდი 440.010.000.12.201.006.138 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56698/