⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.06.2012)
გაუქმებულია:

საკვები პროდუქციის გადასაზიდი საერთაშორისო მიმოსვლისა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებეისათვის სანიტარული პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.10.2003
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №249/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.140
გამოქვეყნების წყარო სსმ, 122, 23/10/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,095 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2003 მიღება
13.06.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საკვები პროდუქციის გადასაზიდი საერთაშორისო მიმოსვლისა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებეისათვის სანიტარული პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 51.05pt 56.7pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.140 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №249/ნ 2003 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი საკვები პროდუქციის გადასაზიდი საერთაშორისო მიმოსვლისა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებისათვის სანიტარიული პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს სანიტარიული კოდექსის” (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” №14, 2003 წელი, მუხ.91) 44-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ.ო” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) საკვები პროდუქციის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებისათვის სანიტარიული პასპორტის გაცემის წესი (დანართი №1); ბ) სატრანსპორტო საშუალების სანიტარიული პასპორტის ფორმა (დანართი №2). 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. გამყრელიძე საკვები პროდუქციის გადასაზიდი საერთაშორისო მიმოსვლისა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებისათვის სანიტარიული პასპორტის გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს სანიტარიული კოდექსის საფუძველზე და განსაზღვრავს საკვები პროდუქციის გადასაზიდი საერთაშორისო მიმოსვლისა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული სპეციალური ან/და სპეციალურად მოწყობილ სატრანსპორტო საშუალებისათვის სანიტარიული პასპორტის (შემდგომ – სანიტარიული პასპორტი) გაცემის პროცედურას და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. 1. ქვეყანაში საკვები პროდუქციის ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულების მიერ გაცემული სანიტარიული პასპორტი. 2. ჰიგიენურ შეფასებას ექვემდებარება და სანიტარიული პასპორტი გაიცემა მხოლოდ საკვები პროდუქციის გადასაზიდ სპეციალურ ან/და სპეციალურად მოწყობილ სატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა საავტომობილო ტრანსპორტისა, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში.     მუხლი 3🔗. 1. სანიტარიულ პასპორტს გასცემს: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია საერთაშორისო მიმოსვლის  საჰაერო და სანაოსნო სატრანსპორტო საშუალებაზე. ბ) აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციები; გ) ქალაქისა და რაიონის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციები. 2. სანიტარიული პასპორტის გაცემის პროცედურა მოიცავს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას; ბ) სატრანსპორტო საშუალების ჰიგიენურ შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევის (გამოცდის) მეთოდების გამოყენებით; გ) სანიტარიული პასპორტის გაცემას. 3. სანიტარიული პასპორტის გასაცემად წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა; გ) გადასაზიდი საკვები პროდუქციის ჩამონათვალი, დამოწმებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ. 4. სანიტარიული პასპორტი გაიცემა სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ. 5. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე) პასუხისმგებელია მის მიერ სანიტარიული პასპორტის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულესა და ობიექტურობაზე. 6. სანიტარიული პასპორტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. 7. სანიტარიული პასპორტი მოწმდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის ბეჭდითა და ინსპექციის უფროსის ხელისმოწერით. 8. სანიტარიული პასპორტი გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის, სატრანსპორტო საშუალების შემოწმების აქტის განხილვის, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების (საჭიროების შემთხვევაში) შედეგებისა და ჰიგიენური შეფასების დადებითი დასკვნის საფუძველზე ლაბორატორიული კვლევების მოცულობას, ფარგლებსა და პარამეტრებს განსაზღვრავს შესაბამისი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულება.  9. სანიტარიული პასპორტი გაიცემა (ან გაცემაზე უარი ითქმება) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებაში განცხადების წარდგენიდან 3 დღეში საავტომობილო ტრანსპორტზე, ხოლო – 7 დღეში სხვა სატრანსპოტო საშუალებაზე. ამასთან, თუ სატრანსპოტო საშუალების შესწავლა საჭიროებს ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებას - 15 დღეში. 10. სანიტარიული პასპორტის შევსების, აღრიცხვისა და გაცემის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებას. 11. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებებში სანიტარიულ-პროფილაქტიკურ სამუშაოსა და ლაბორატორიული გამოცდის კვლევის ტარიფები განისაზღვრება ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით ,,სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებებში სანიტარიულ-პროფილაქტიკური სამუშაოებისა და ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის ტარიფების დამტკიცების შესახებ”.     მუხლი 4🔗. 1. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე) ვალდებულია დაიცვას სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი დანიშნულების პროფილი, გადასაზიდი საკვები პროდუქციის ასორტიმენტი და მათი ტრანსპორტირების ჰიგიენური პირობები. 2. სატრანსპორტო საშუალების ძარის შიდა ზედაპირი და საკვებ პროდუქციასთან შეხებაში მყოფი მასალები და საგნები უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარიული ნორმების მოთხოვნებს. 3. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ან შეცვლის შემთხვევაში სანიტარიული პასპორტი ექვემდებარება გაუქმებას. 4. სანიტარიული პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულება ვალდებულია  სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მესაკუთრეს) წერილობით აცნობოს: ა) სანიტარიული ნორმებითა და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებსაც არ აკმაყოფილებს სატრანსპორტო საშუალება; ბ) სანიტარიულ-ტექნიკური, პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემდეგ შესაძლებელია განმეორებით დადგეს სანიტარიული პასპორტის გაცემის საკითხი. 5. სანიტარიული პასპორტი განმეორებით გაიცემა, თუ: ა) გასულია სანიტარიული პასპორტის მოქმედების ვადა; ბ) გათვალისწინებულია გადასაზიდი საკვები პროდუქციის ასორტიმენტის შეცვლა; გ) განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება; დ) სანიტარიული პასპორტის გაუქმების შემდეგ შესრულდა სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულების მიერ დასახული სანიტარიულ-ტექნიკური, პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.     მუხლი 5🔗. სანიტარიული პასპორტი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და სხვა დამცავი ნიშნები.     მუხლი 6🔗. სატრანსპორტო საშუალების ჰიგიენური შეფასების შედეგები ან/და გადაწყვეტილება სანიტარიული პასპორტის გაცემაზე უარისთქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია State Senitary Surveillence Inspection მისამართი Address სატრანსპორტო საშუალების სანიტარიული პასპორტი SANITARY PASSPORT OF THE VEHICLE ------------- № --------- გაიცა TO მფლობელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი Name of the Owner Physical or Yuridical Person სატრანსპორტო საშუალების სახეობა, მოდელი Type, model of the vehicle სახ. ნომერი State number ნება ეძლევა გადაიტანოს Is allowes to convery                ბ.ა. საკვები პროდუქციის დასახელება Name of the  foodstuff სახელმწიფო სანიტარიული  ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი Head of the State Sanitary Surveillance Inspection ძალაშია Validity დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2003 წლის №   ბრძანებით Approved by the MInister of Labour, Health and Social Affairs of Ceorgia with an order # of 03 yr.