ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.10.2003
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №247/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.141
გამოქვეყნების წყარო სსმ, 122, 23/10/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.45pt 56.7pt 42.55pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.141
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №247/ნ
2003 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
“საქართველოს სანიტარიული კოდექსის” (გაზეთი ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” №14, 2003 წელი, მუხ.91) 44-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ.ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაციის წესი (დანართი №1);
ბ) ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის ფორმა (დანართი №2).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაციის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს სანიტარიული კოდექსის საფუძველზე და არეგულირებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებაში ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზების, ჩატარების და ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის პროცედურას.
მუხლი 2🔗
1. მოქმედი ობიექტი ექვემდებარება სავალდებულო ჰიგიენურ სერტიფიკაციას, გარდა:
ა) საცხოვრებელი შენობის;
ბ) ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალების, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში.
2. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი წარმოადგენს ობიექტის ექსპლუატაციისათვის (ფუნქციონირებისათვის) სავალდებულო პირობას.
3. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.
მუხლი 3🔗
1. ობიექტის ჰიგიენურ სერტიფიკაციას ახორციელებს და ობიექტის ჰიგიენურ სერტიფიკატს გასცემს:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური ინსპექცია:
ა.ა) სანიტარიული კლასიფიკაციით I, II და III კლასს მიკუთვნებულ საწარმოებზე;
ა.ბ) ბირთვულ, რადიაციულ და რადიოტექნიკურ ობიექტებზე;
ა.გ) ფიზიკური ფაქტორების წარმომქმნელ ობიექტებზე;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია - საზღვრის გამტარ პუნქტებზე, სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონაში განთავსებულ ობიექტებზე;
გ) აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციები შესაბამისად აფხაზეთის და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში განთავსებულ:
გ.ა) სანიტარიული კლასიფიკაციით III და IV კლასს მიკუთვნებულ საწარმოებზე;
გ.ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე;
გ.გ) დასახლებული ადგილისა და კურორტის ახალაშენებულ (რეკონსტრუირებულ) ცენტრალიზებულ სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებზე;
დ) ქალაქისა და რაიონის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციები:
დ.ა) სანიტარიული კლასიფიკაციით IV და V კლასს მიკუთვნებულ საწარმოებზე;
დ.ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე;
დ.გ) დასახლებული ადგილისა და კურორტის ახალაშენებულ (რეკონსტრუირებულ) ცენტრალიზებულ სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებზე.
2. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებები ობიექტის ჰიგიენურ სერტიფიკაციას ახორციელებენ შესაბამისი დარგის განყოფილების (სპეციალისტების) მონაწილეობით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კომპლექსურად.
მუხლი 4🔗
1. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაციის პროცედურა მოიცავს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას;
ბ) ობიექტის ჰიგიენურ შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული გამოცდის, ან/და კვლევის მეთოდების გამოყენებით;
გ) ობიექტის სანიტარიული ნორმების მოთხოვნებთან შესაბამისობის ან შეუსაბამისობის შესახებ დასკვნის მომზადებას;
დ) ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემას.
2. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაციისათვის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებაში ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) სანიტარიული მინიმუმის ჩაბარებას დაქვემდებარებულ მუშაკთა ჩამონათვალი ეპიდემიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტისათვის;
გ) ობიექტის პროექტი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ტექნოლოგიური პროცესის (მომსახურების) ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
ე) პროდუქციაზე ეროვნული ან მეწარმე სუბიექტის სტანდარტი;
ვ) ობიექტზე გამოყენებული ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში მასალის, ნივთიერების, ნაკეთობის, მოწყობილობის, დანადგარის, ხელსაწყოებისა და სამუშაო ინსტრუმენტების უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები (ჰიგიენური სერტიფიკატი, ჰიგიენური დასკვნა და სხვა), რომლებიც გაცემულია პროდუქციის დამამზადებელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
3. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა ობიექტის სასერტიფიკაციო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.
4. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე და დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
1. განმცხადებელი პასუხისმგებელია მის მიერ ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულესა და ობიექტურობაზე.
2. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებაში ინახება წინამდებარე წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ასევე ობიექტის შემოწმების აქტი, ჰიგიენურ შეფასების დასკვნა და ლაბორატორიულ კვლევის ოქმი.
3. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიცირების პროცესში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულება ვალდებულია დაიცვას იმ ინფორმაციის კონფიდეციალობა, რომელიც წარმოადგენს კანონმდებლობით მიკუთვნებულ საიდუმლოებას.
მუხლი 6🔗
1. ობიექტის ჰიგიენური შეფასებისას სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, განმცხადებლის თანდასწრებით ადგილზე შეისწავლოს სანიტარიული ნორმების მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობა და გააფორმოს შემოწმების აქტი.
2. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკაციის მიზნით ობიექტში შესვლა და შესწავლა არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს.
მუხლი 7🔗
1. გადაწყვეტილებას ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე იღებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი.
2. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის, აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ ჩატარებული კვლევების (საჭიროების შემთხვევაში) შედეგებისა და ჰიგიენური შეფასების დადებითი დასკვნის საფუძველზე, ლაბორატორიული კვლევების მოცულობას, ფარგლებსა და პარამეტრებს განსაზღვრავს შესაბამისი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულება.
3. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა (ან გაცემაზე უარი ითქმება) მისი მფლობელის (მესაკუთრის) მიერ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებაში განცხადების წარდგენიდან 15 დღეში, ხოლო თუ ობიექტის შესწავლა საჭიროებს ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მეთოდების გამოყენებას – 30 დღეში.
4. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებებში სანიტარიულ-პროფილაქტიკური სამუშაოსა და ლაბორატორიული გამოცდის კვლევის ტარიფები განისაზღვრება ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით ,,სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებებში სანიტარიულ_პროფილაქტიკური სამუშაოებისა და ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის ტარიფების დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 8🔗
1. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის საფუძველს წარმოადგენს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;
ბ) ობიექტის შესწავლით გამოვლენილი ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის შეუსაბამობა წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან;
გ) ობიექტის ჰიგიენური შეფასებით დადგენილი შეუსაბამობა სანიტარიული ნორმების მოთხოვნებთან;
დ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულების მიერ დასახული სანიტარიულ-ტექნიკური, პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შეუსრულებლობა.
2. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულება ვალდებულია ობიექტის მფლობელს (მესაკუთრეს) წერილობით აცნობოს:
ა) სანიტარიული ნორმებითა და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისიწნებული მოთხოვნები, რომლებსაც არ აკმაყოფილებს ობიექტი;
ბ) სანიტარიული ნორმებითა და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემდეგ შესაძლებელია განმეორებით დადგეს ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის საკითხი.
მუხლი 9🔗
1. ობიექტის მფლობელი (მესაკუთრე) ვალდებულია დაიცვას ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატით ობიექტისათვის დადგენილი საქმიანობის პროფილი და სიმძლავრე, პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა (მოცულობა).
2. ობიექტის მფლობელის (მესაკუთრის) მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან შეცვლის შემთხვევაში ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი ექვემდებარება შეჩერებას.
3. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის შეჩერება იწვევს ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერებას.
4. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გამცემი ან ,,საქართველოს სანიტარიული კოდექსით” განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო.
5. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის შეჩერების ვადა განისაზღვრება სანიტარიული ნორმებითა და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას.
6. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი განმეორებით გაიცემა, თუ:
ა) გათვალისწინებულია ობიექტის საქმიანობის პროფილის ან/და გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტის შეცვლა;
ბ) გათვალისწინებულია ობიექტის სიმძლავრის ან/და გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის (მოცულობის) გაზრდა;
გ) განხორციელდა ობიექტის რეკონსტრუქცია (ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება);
დ) ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაუქმების შემდეგ შესრულდა სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულების მიერ დასახული სანიტარიულ-ტექნიკური, პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.
მუხლი 10🔗
1. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი მოწმდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის ბეჭდითა და ინსპექციის უფროსის ხელისმოწერით.
2. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი ობიექტში უნდა განთავსდეს თვალსაჩინო ადგილას.
3. ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და სხვა დამცავი ნიშნები.
მუხლი 11🔗
ობიექტის ჰიგიენური შეფასების შედეგები, ან/და გადაწყვეტილება ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის, ან შეჩერების, ან გაუქმების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი № 2
სახელმწიფო გერბი
ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი
№
„ “ 200
წ.
გამცემი
დაწესებულება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულების დასახელება, მისამართი
განმცხადებელი
სახელი, გვარი, თანამდებობა, იურიდიული მისამართი
ობიექტი
დასახელება, სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, ფაქტობრივი მისამართი
საქმიანობის პროფილი, სიმძლავრე
წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი, რაოდენობა
ობიექტი
აკმაყოფილებს
მიეთითოს სანიტარიული წესები, სანიტარიული ნორმები, ჰიგიენური ნორმატივები, სანიტარიული წესები და ნორმები
სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი
ხელმოწერა
ბ.ა.
დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანებით