საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუვალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 19.10.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №33/2003
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.146
გამოქვეყნების წყარო სსმ, 121, 20/10/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუვალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPParliament;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:1.4pt; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPParliament","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:normal;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:normal;} h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:normal;} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.MsoHeading9, li.MsoHeading9, div.MsoHeading9 {margin-top:2.0pt; margin-right:0in; margin-bottom:2.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:45.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.DefinitionTerm, li.DefinitionTerm, div.DefinitionTerm {mso-style-name:"Definition Term"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; layout-grid-mode:line;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 56.7pt 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.146
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №33/2003
2003 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე.
მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი
კომისიის მდივანი გ. მიქანაძე
ინსტრუქცია
(ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე)
1. ცსკო-ს მიერ დამტკიცებული ამომრჩევლის მოწმობის ფორმები ცესკო-ს მიერ ამ ინსტრუქციის მიღებიდან 2 დღის ვადაში გადაეცემათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. იმის გამო, რომ საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიას სპეციალური ბეჭდის გამოყენების უფლება ენიჭება მხოლოდ კენჭისყრის დღეს, რაც შეუძლებელს ხდის ამომრჩევლის მოწმობის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით დამოწმებას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკო-დან მიღებულ ფორმებს ადასტურებენ საოლქო კომისიის ბეჭდით, რის შემდეგაც, ცესკო-დან ფორმების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საოლქო კომისიები ამომრჩევლის მოწმობის ფორმებს ანაწილებენ საუბნო საარჩევნო კომისიებზე.
2. ამომრჩეველთა მოწმობების ნუმერაციას დაბეჭდვის პროცესში ახდენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. მოწმობები ინომრება თანამიმდევრობით, შემდეგი წესით: 01/0001, 02/0002, 75/0003 და ა.შ. პირველი 2 ციფრი აღნიშნავს ოლქის ნომერს, ხოლო უკანასკნელი 4 ციფრი შეესაბამება ოლქში გაცემული ამომრჩევლების მოწმობის რაოდენობას.
3. ამომრჩევლის მოწმობა გაიცემა მხოლოდ იმ ამომრჩეველზე, რომელიც ცხოვრობს სოფელში, თემსა თუ დაბაში და არ გააჩნია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 1288 მუხლის პირველი ნაწილის „ა”-„გ” ქვეპუნქტებით დადგენილი რომელიმე დოკუმენტი. სოფლის, თემის ან დაბის ტერიტორიაზე ამომრჩევლის ცხოვრების ფაქტი დადასტურებული უნდა იყოს საკომლო წიგნიდან აღებული ამონაწერით, რომელიც დამოწმდება ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ბეჭდით. თუკი სოფლის, თემის ან დაბის ტერიტორიაზე გახსნილია ერთზე მეტი საარჩევნო უბანი, მაშინ ზემოთ აღნიშნულ ცნობაში (ამონაწერში) მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ცხოვრობს ამომრჩეველი.
4. საუბნო საარჩევნო კომისია ამოწმებს არის თუ არა შეტანილი ამომრჩევლის მოწმობის მომთხოვნი ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში. თუკი ამომრჩეველი შეყვანილია საარჩევნო სიაში, მაგრამ არ არის მითითებული მისი პირადო-ბის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა ან/და ნომერი, საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველზე გასცემს ამომრჩევლის მოწმობას, ხოლო საარჩევნო სიის იმ გრაფაში, სადაც მიეთითება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა და ნომერი, აკეთებს აღნიშვნას “ამომრჩევლის მოწმობა” და უთითებს ამომრჩევლის მოწმობის ნომერს.
5. იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი არ არის შეყვანილი ამომრჩეველთა სიაში, საუბნო საარჩევნო კომისია გასცემს ამომრჩეველზე ამომრჩევლის მოწმობას, რის შემდეგაც ახდენს მის სიაში შეყვანას ამ ინსტრუქციის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით.
6. თუკი ამომრჩეველი შეყვანილია ერთ-ერთ სიაში და ასევე, სიაში მისი ვინაობის გასწვრივ მითითებულია საარჩევნო კოდექსის 1288 მუხლის პირველი ნაწილის „ა”_„გ” ქვეპუნქტებით დადგენილი რომელიმე დოკუმენტის ნომერი, ამომრჩევლის მოწმობის გაცემის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია ახდენს შესწორებას ამომრჩეველთა სიაში, სადაც ნაცვლად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომრისა, უთითებს, რომ გაცემულია ამომრჩევლის მოწმობა და ასევე, უთითებს გაცემული ამომრჩევლის მოწმობის ნომერს.
7. საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩევლის მოწმობის გაცემის ფაქტს ასახავს საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც მიუთითებს იმ დოკუმენტის სახეობასა და ნომერს, რომლის საფუძველზეც მოხდა ამომრჩევლის მოწმობის გაცემა. დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც გაიცემა ამომრჩევლის მოწმობა, ინახება ამ ინსტრუქციის მე-10 პუნქტით დადგენილი ვადით.
8. ამომრჩევლის მოწმობის გაცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვა დასაშვებია წერილობით, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა. კომისია ასეთ განცხადებას განიხილავს იმავე დღეს, საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით (საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული წესით, ღია სხდომაზე) და პასუხს აცნობებს განმცხადებელს. ზემოთ აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიები დაუყოვნებლივ აცნობებენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებზეც გაცემულია ამომრჩევლის მოწმობა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის ცესკო-ს. ასევე, ცესკოს დაუყოვნებლივ ეგზავნება გამოუყენებელი და დაზიანებული (გაფუჭებული) ამომრჩევლის მოწმობის ფორმები.
9. კენჭისყრის დღეს, საუბნო კომისია, ბიულეტენების გაცემისას, იმ ამომრჩეველს, რომელზეც გაიცემა ბიულეტენი, ჩამოართმევს ამომრჩევლის მოწმობას. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისია ერთმანეთს ადარებს ამომრჩევლის მოწმობის საფუძველზე გაცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩევლებისათვის ჩამორთმეული ამომრჩევლის მოწმობათა რაოდენობას და შედარების შედეგებს ასახავს ჩანაწერთა წიგნში.
10. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ამომრჩევლის მოწმობები ითვლება, ილუქება დადგენილი წესით და სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
11. ამომრჩეველთა მოწმობები საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ინახება არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან (გასაჩივრების ვადებისა და სასამართლო პროცესების დასრულების ჩათვლით) 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ხდება მათი განადგურება.