⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016471
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,983 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2022 მიღება
01.01.2023 ძალაში შესვლა
01.01.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2022 წლის 30 დეკემბერი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 61-ე  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  24-ე მუხლის  მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა  და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესები“, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის №1 დადგენილება – „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის  2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ” (matsne.gov.ge,18/01/2022, ს/კ 010250050.35.152.016442). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური    დანართი დუშეთის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  მოქალაქეების სოციალური დახმარებისა  და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესები მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. ეს პროგრამები განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. 2. პროგრამების მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური პირობების გაუმჯობესებაში. მუხლი 2🔗. სამედიცინო და სოციალური  პროგრამების  დასახელება 1. სამედიცინო და სოციალური  პროგრამების  დასახელება ა) სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება; ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა ოპერაციებისა და მკურნალობის დაფინანსება;    გ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დ) სარიტუალო მომსახურების დაფინანსება; ე) უფასო სასადილოს დაფინანსება; ვ) ერთჯერადი სოციალური დახმარება; ზ)სტიქიური  უბედურებებისა და ხანძრის შედეგად  დაზარალებული მოსახლეობის  დახმარება;   თ) დევნილთა სოციალური დახმარება; ი) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება; კ) შინ მოვლის პროგრამა; ლ) საქართველოს წითელი ჯვრის ხელშეწყობის პროგრამა; მ) თბობის სეზონზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ფულადი დახმარებით უზრუნველყობა;   ნ) დღის ცენტრით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2. პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებით მოსარგებლე პირები არიან:  დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები  და იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომელთა დევნილის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული რეგისტრაციის მისამართი არის დუშეთის მუნიციპალიტეტი. მუხლი 3🔗. პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამსახური 1. საორგანიზაციო ნაწილში – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“). 2. საფინანსო ნაწილში – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური. მუხლი 4🔗. დახმარების  გაცემის  პერიოდულობა მოქალაქეებს დახმარება   გაეწევათ თითოეული პროგრამის ფარგლებში წელიწადში ერთხელ, თუ წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული არ არის დახმარების გაცემის სხვა პერიოდულობა. მუხლი 5🔗. ანგარიშსწორების  ფორმა  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების  ფორმით,  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗. პროგრამების  საჯაროობა  ინფორმაცია პროგრამებისა და მათი განხორციელების შესახებ  ხელმისაწვდომია ყველასათვის, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ინფორმაცია ასევე განთავსდება  დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. მუხლი 7🔗. მომსახურების დაფინანსების  წესი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის დახმარების ეფექტიანად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით იქმნება შესაბამისი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობას უწევს მერი. კომისია იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობის განსაზღვრაზე მე-8, მე-9, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. კომისიის წევრები უნდა იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, ასევე, შეიძლება მოწვეულნი იქნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, სამედიცინო სფეროს სპეციალისტები, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება მერის წარმომადგენელი ან მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, საიდანაც  წარდგენილია განცხადება დახმარების თხოვნის თაობაზე. 4.  კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს,  ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მერის მოვალეობის შემსრულებელი. 5. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც. 6. წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  განხილვის  შედეგად,  კომისია  იღებს  გადაწყვეტილებას მოქალაქეებისათვის  საჭირო  დახმარების ან დახმარებაზე უარის თქმის თაობაზე. 7.  კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 8. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 9. კომისიის სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, სადაც აისახება მიღებული გადაწყვეტილებები. ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. 10. კომისიის ყველა ოქმი საბოლოო სახით ინომრება და იკინძება. მის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის მდივანს. 11. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) საფუძველზე, მერი გამოსცემს ბრძანებას ბენეფიციარისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე,  რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად გადაეგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. 12. კომისიურ განხილვას არ ექვემდებარება მე-10, მე-11, მე-12, მე-13 მუხლი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტისა), მე-15, მე-16, მე-17, მე-18 , მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები, რომელთა მიხედვით სოციალური დახმარების გაცემა ხდება დადგენილი  თანხებისა და  ზუსტად  განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. მუხლი 8🔗. სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება 1. სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევები (მათ შორის ექიმის კონსულტაცია) დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება: ა) ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეებისათვის, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ პირთათვის, რომელთაც  მინიჭებული აქვთ  0-დან   100 00-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ასევე იმ პირთათვის, რომლებსაც წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ესაჭიროებათ შშმ პირის სტატუსის დასადგენი დიაგნოსტირება - არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა; ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქისათვის - არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. 2. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს სამკურნალო   დაწესებულებაში. 3. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ სამედიცინო დაწესებულება ბენეფიციარის მომსახურების გაწევას  დაიწყებს დოკუმენტის შედგენიდან  60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება. 4. მოქალაქეს, რომელსაც სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში  თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე.    5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ბენეფიციარის და/ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ / ID ბარათი / დაბადების მოწმობა / პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა № IV-100/ა; ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;  საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მიმართვის  ასლი დაფინანსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);   დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისთვის საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ,  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთათვის ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ, ხოლო მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირისთვის  - სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ დავალიანების მითითებით. 6. დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევა პირის გარდაცვალება, ასევე, თუ განცხადების შესწავლისას დადგინდება, რომ პირს უკვე გადახდილი აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულება. მუხლი 9🔗. დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა ოპერაციებისა და მკურნალობის დაფინანსება 1. ამ მუხლით დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების შემდეგი სახეები: ა)  გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურება; ბ) ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა; გ)18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან შშმ ბავშვთა სანატორიულ-კურორტული სარეაბილიტაციო  მომსახურება. 2. გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურების, ასევე ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის ღირებულება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება: ა) 500 ლარის ჩათვლით – 100% -მდე; ბ) 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით – 70%-მდე; გ) 1001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით – 55%-მდე; დ) 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით - 35%-მდე; ე) 5001 ლარიდან ზემოთ 25%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 3000  ლარისა. 3. დაუნის სინდრომით,  ცერებრალური დამბლით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნების სარეაბილიტაციო მკურნალობა, ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაცია  დაფინანსდეს 100 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა, ხოლო სტაციონარული მკურნალობა და ქირურგიული მომსახურება მათ დაუფინანსდებათ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით. 4. 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან შშმ ბავშვთა სანატორიულ-კურორტული რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯები ანაზღაურდება ერთჯერადად მაქსიმუმ  1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად მათ მიერ არჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ შესაბამისი პროფილის დაწესებულებებში.  5. 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს ოპერაციები და ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა შეიძლება აუნაზღაურდეთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარისა. 6. წარმოდგენილი ანგარიშ/ფაქტურის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მიმართვის  ასლის დაფინანსების შესახებ  (არსებობის შემთხვევაში) ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის (არსებობის შემთხვევაში)  შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე დაუფინანსებელი ნაწილიდან განისაზღვრება  გადასარიცხი   თანხის ოდენობა. 7. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს სამკურნალო   დაწესებულებაში. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა  ბენეფიციარის სტაციონარში ყოფნის პერიოდშიც. 8. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ სამედიცინო დაწესებულება ბენეფიციარის მომსახურების გაწევას  დაიწყებს დოკუმენტის შედგენიდან  60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება. სტაციონარში ყოფნის პერიოდში გაცემული ადმინისტრაციული დაპირებით ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ პირობით, რომ კლინიკა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში. 9. მოქალაქეს,  რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო  მომსახურება  მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების გარეშე და არ შეუძლია დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში  თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე. 10. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე; ბ) ეთეტიკურ ქირურგიაზე, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებულ მკურნალობაზე; გ) სანატორიულ-კურორტულ მკურნალობაზე, გარდა მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; დ) ორგანოების ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროტეზირების ხარჯებზე; ე)სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობაზე. 11.წარსადგენი დოკუმენტები: ა) ბენეფიციარის და/ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ / ID ბარათი/დაბადების მოწმობა/პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა № IV-100/ა; ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;   საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მიმართვის  ასლი დაფინანსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);  კალკულაცია;  დ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ, ფორმა № IV-100/ა,  საკურორტო-სანატორიული მკურნალობის ჩასატარებლად შესაბამისი დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ/ფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტაცია. თანხის გადარიცხვა მოხდება დაწესებულებიდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტიური ხარჯთაღრიცხვის მიხედვით; ე)  მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ დავალიანების მითითებით. 12. დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველად მიიჩნევა პირის გარდაცვალება, ასევე, თუ განცხადების შესწავლისას დადგინდება, რომ პირს უკვე გადახდილი აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულება. მუხლი 10🔗. მოსახლეობის მედიკამენტებით   უზრუნველყოფა 1. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი)  ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთაც  მინიჭებული აქვთ  0-დან   120 000-მდე სარეიტინგო ქულა. 2.მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 1000 (ათასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეები - ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის, იმუნოთერაპიისა და ტარგეტული თერაპიისათვის საჭირო წამლების შესაძენად. 3. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი)  ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან ვეტერანის მოწმობის მიხედვით დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (კოდი–417) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, სამხედრო ძალების ვეტერანები, უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების  შემდგომ  დაღუპულ  მებრძოლთა  ოჯახები. 4. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) ბენეფიციარის და/ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ / ID ბარათი / დაბადების მოწმობა / პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) აფთიაქიდან ანგარიშ/ფაქტურა (სასაქონლო ზედნადები); ე) მე-10 მუხლის მე-1 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით –  ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ვ)  მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ვეტერანის მოწმობის ასლი; ზ) მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს სააფთიაქო დაწესებულებაში. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ აფთიაქი ბენეფიციარს მომსახურებას გაუწევს დოკუმენტის შედგენიდან მაქსიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მედიკამენტების გაცემიდან მაქსიმუმ 1 (ერთი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება. მუხლი 11🔗. სარიტუალო მომსახურების დაფინანსება 1. ვეტერანის მოწმობის მიხედვით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (კოდი–417) გარდაცვლილი მებრძოლის  სარიტუალო მომსახურება ანაზღაურდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; გ) გარდაცვლილი ვეტერანის  გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ)  საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. მუხლი 12🔗. უფასო  სასადილოს დაფინანსება 1. უფასო სასადილოს ფუნქციონირებას ახორციელებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“. 2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 130 (ასოცდათი) პირის დღეში ერთხელ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას. 3. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვრონ პირები, რომლებიც 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სარგებლობენ უფასო სასადილოს მომსახურებით. ახალი ბენეფიციარების დამატება  მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ყავს შვილები და/ან მარჩენალი); ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებსაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება და  რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 120 000-ის ჩათვლით მოქმედი სარეიტინგო ქულით; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; დ) პირები, რომლებსაც წერილობით რეკომენდაციას გაუწევენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკები სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ. სოც. მუშაკები  კალენდარული წლის ბოლოს წარმოადგენენ დასკვნას ბენეფიციარისათვის მომსახურების გაგრძელების საჭიროების ან შეწყვეტის შესახებ. 4.უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 5. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; გ) დაბადების მოწმობის ასლი არასრულწლოვანის შემთხვევაში; დ)ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში; ე) მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ, ასევე ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დამატებით მისი მოხსენებითი ბარათი პენსიონერის მარტოხელობის შესახებ; ვ) ამ მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისთვის საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ; ზ) სოციალური მუშაკის წერილობითი რეკომენდაცია ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ. 6. უფასო სასადილოთი მიმსახურების უფლება შეუწყდება ბენეფიციარს: ა) გარდაცვალების შემთხვევაში; ბ) რეგისტრაციის ადგილის შეცვლის (სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის) შემთხვევაში; გ) პირადი განცხადებით; დ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში  სასადილოში გამოუცხადებლობისას იმ შემთხვევაში, თუ უფასო სასადილოს ხელმძღვანელის შეტყობინების საფუძველზე სოციალური მუშაკი ბენეფიციართან ვიზიტის შემდეგ დაადგენს აღნიშნული ფაქტის მიზეზს და გასცემს წერილობით თანხმობას მისთვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე. 7. ა(ა)იპ-ის „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ხელმძღვანელი ბენეფიციარისათვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე წერილობით აცნობებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 13🔗. ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. ერთჯერადი სოციალური  დახმარება გაეწევათ: ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 65001-დან 120 001-მდე სარეიტინგო ქულა წელიწადში ერთხელ 50-დან 100 ლარის ფარგლებში; ბ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სრულწლოვან პირებს 200 (ორასი) ლარის ოდენობით; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (მათ შორის მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები) - 300 (სამასი) ლარის ოდენობით; დ) მოქალაქეებს, რომლებმაც ითავეს მარტოხელა გარდაცვლილის  დაკრძალვა – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი  –  500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით; ვ)  ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ პირველი  და მეორე შვილი (შეძენიდან ორი თვის ვადაში) – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, პირველი მშობიარობიდან ტყუპების შეძენის შემთხვევაში თითოეულ შვილზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს -  400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; თ)  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების  დროს   დაღუპულ  მებრძოლთა  ოჯახებს (აფხაზეთი), ასევე საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრების ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მარჩენალდაკარგულის სტატუსი - 100  (ასი)   ლარის ოდენობით  - (2 ივლისი);   კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო   მოქმედების   ვეტერანებსა  და  მათთან გათანაბრებულ  პირებს -100  (ასი)  ლარის ოდენობით - (8 აგვისტოს); ლ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და სამხედრო ძალების ვეტერანებს -100  (ასი)  ლარის ოდენობით - (სააღდგომოდ); მ) ჰიპერფენილალანემიით (ცელიაკია), ფენილკეტონურიითა  და მუკოვისციდოზით  დაავადებულ პირებს ერთჯერადად წელიწადში ერთხელ - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; ნ) ახალდაქორწინებულ წყვილებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 120 000 და  ნაკლები სარეიტინგო ქულა და რეგისტრირებულნი არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში - 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ო) სტუდენტებს, რომელთაც გარდაცვლილი ყავთ ერთ-ერთი ან ორივე მშობელი, ან რომელიმე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან ფლობს მარტოხელა მშობლის სტატუსს და ამავდროულად მინიჭებული აქვთ 120 000 და  ნაკლები სარეიტინგო ქულა, აუნაზღაურდებათ საქართველოში სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასური 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. შენიშვნა: სტუდენტი დაფინანსდება იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან მისი სრული დაფინანსება.  პ) საქართველოს სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო პროგრამების წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში. ისინი  კრედიტქულების მიხედვით დაფინანსდებიან შემდეგი სქემით:  (პ.ა) 81- 90 - ის ჩათვლით  600 (ექვსასი) ლარით;  ( პ.ბ ) 91-100 ქულის ჩათვლით - 1000 (ათასი) ლარით. შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა დუშეთის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს შეფასებიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში; ჟ) ჟანგბადის აპატარით (კონცენტრატორით) მოსარგებლე პირებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ფორმა N100/ა-ს საფუძველზე საჭიროებენ ოქსიგენო თერაპიას,  წელიწადში  ერთხელ  300 (სამასი) ლარის ოდენობით ; რ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულ ბავშვიან ოჯახებს - 300 (სამასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ; ს) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც ყავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი  - 300 (სამასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ; ტ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მსხვერპლს  - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარები, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ რამდენიმე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ  მოთხოვნებს, დახმარებას მიიღებენ მაქსიმუმ ორი კატეგორიიდან. 3.  მერიაში წარსადგენი დოკუმენტები: ა) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“, „ი“, „კ“  და „ლ“ ქვეპუნქტების გარდა, ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ / ID ბარათი / დაბადების მოწმობა / პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქემ  სოციალური მომსახურების სააგენტოდან უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ; ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მოქალაქემ, რომელმაც ითავა მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა,  მერიაში დამატებით უნდა წარადგინოს – გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომელსაც დაერთვება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან  ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ; ზ)  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში –  ყველა შვილის დაბადების მოწმობის  ასლი ან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის “მ“ და „ჟ“  ქვეპუნქტების შემთხვევაში, ასევე  ფორმა № IV-100/ა; ი) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე - ქორწინების მოწმობა; კ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე, მშობლის ან/და მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლ(ებ)ი, მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი  ან მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება, ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ ბენეფიციარი ნამდვილად არის მოქმედი სტუდენტი, სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაფინანსების შედეგების შესახებ; ლ) ამ  მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე ცნობა სასწავლებლიდან და სტუდენტის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი; მ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ, „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ასევე საოქმო გადაწყვეტილება ბავშვის მინდობით აღზრდაში ყოფნის შესახებ; ნ) ამ  მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ასევე  მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ო) ამ  მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ასევე   მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; პ) ამ  მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ქსეროასლი. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის პირად საბანკო ანგარიშზე. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 14🔗. სტიქიური  უბედურებებისა და ხანძრის შედეგად  დაზარალებული მოსახლეობის  დახმარება 1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადად არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში (საცხოვრებელის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას) კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა, მაგრამ არაუმეტეს  10 000  (ათი ათასი) ლარისა. 3. სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ და თავშესაფრის არმქონე პირებს დაუფინანსდეთ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი კომისიის მიერ დადგენილი ვადით არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა და ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 300 (სამასი) ლარით თვეში. 4. დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით უნდა დაადასტუროს ხანძრის ან სტიქიის შედეგად საცხოვრებელის დაზიანების ფაქტი, რომლის საფუძველზეც  „სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის“ ინფრასტრუქტურის განვითარების, რეაბილიტაციის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება შეაფასებს ბენეფიციარისათვის მიყენებულ ზარალს და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს წარუდგენს კალკულაციას და დასკვნას  ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი ფოტო ან ვიდეომასალით. 5. ამ მუხლის ფარგლებში დახმარება შეიძლება გაეწიოთ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს, რეგისტრირებული მისამართის არარსებობისას ან სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის შემთხვევაშიც, თუ ოჯახის მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი დუშეთის მუნიციპალიტეტია. ოჯახის დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი უნდა დასტურდებოდეს მერის წარმომადგენლის მიერ. 6. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ;  ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; გ) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის არქონის შემთხვევაში შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  მოხსენებითი ბარათი იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი ნამდვილად წლების განმავლობაში სარგებლობს აღნიშნული ფართით; დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; ე) ხანძრის შემთხვევაში დამატებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის“ მიერ შედგენილი აქტი/ცნობა (არსებობის შემთხვევაში); ვ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შემთხვევაში დამატებით საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება. ზ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შემთხვევაში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი,  ოჯახის დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად. თ) დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს სტიქიიდან არაუგვიანეს ერთი წლისა. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება შეიძლება გაეწიოთ სტიქიით წინა წლებში დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არჩეული საკრებულოს წევრის და მერის წარმომადგენლის ერთობლივი შუამდგომლობით დასტურდება მათი მძიმე სოციალური პირობები. ასეთ შემთხვევაში დახმარების ოდენობა შეადგენს 1000 (ერთიათასი) ლარს. 8. მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის მიუხედავად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობითა და წესით დახმარება შეიძლება გაეწიოთ სტიქიური  უბედურებებისა და ხანძრის შედეგად წინა წლებში დაზარალებულ იმ ოჯახებსაც, რომლებმაც განცხადება დახმარების თაობაზე მერიაში წარმოადგინეს 2022 წლის 1 ნოემბრამდე. მუხლი 15🔗. დევნილთა სოციალური დახმარება ამ მუხლის შესაბამისად სოციალური დახმარება გაეწევათ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს (დევნილები) წელიწადში ერთხელ  100 (ასი) ლარის ოდენობით. მუხლი 16🔗. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება 1. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც ჩართულნი არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში,  მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას. 2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით. 3. ამ  მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით  მერიაში უნდა წარადგინოს: ა)  წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ)  განმცხადებლის პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ;  ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; გ)  ბენეფიციარის პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ;  ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება; ე)  საბანკო ანგარიშის ნომერი. 4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. 5. ამ  მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის საფუძველია ქრონიკული დიალიზის გაგრძელების არარსებობის დადასტურება. მუხლი 17🔗. შინ მოვლის პროგრამა 1. პროგრამის ფარგლებში    მუნიციპალიტეტი განახორციელებს ა(ა)იპ „დიაკვნის ევანგელიურ-ლუთერული საზოგადოება საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობას და თანადაფინანსებას დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ბენეფიციარების დახმარების მიზნით. 2.პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ მარტოხელა, ხანდაზმულ  ავადმყოფებს.   ბენეფიციართა რაოდენობა და ვინაობა განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის და ა(ა)იპ „დიაკვნის ევანგელიურ - ლუთერული საზოგადოება საქართველოში“ უფლებამოსილ წარმომადგენელთა მიერ ერთობლივად. 3. ამ პროგრამის მიზნებისათვის „შინ მოვლა“ გულისხმობს შერჩეული ბენეფიციარის დახმარებას მის საცხოვრებელ ადგილზე მისვლით, სამედიცინო დაწესებულების (ექიმის) მიერ განსაზღვრული მკურნალობის კურსის, სამკურნალო და სანიტარიულ-ჰიგიენური პროცედურების სრულად და დროულად ჩატარებას. მუხლი 18🔗. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელშეწყობის პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობის ხელშეწყობას დუშეთის მუნიციპალიტეტში,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველთა და სხვა სამიზნე ჯგუფების ერთობლივად დახმარების მიზნით.    2. ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა აღწერა განისაზღვრება    დუშეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის დადებული შეთანხმებით. მუხლი 19🔗. თბობის სეზონზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ფულადი დახმარებით უზრუნველყობა 1) გათბობის სეზონის დასაწყისში, ერთჯერადად, ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით გაეწევათ: ა) სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა  65 000-ს  არ აღემატება; ბ) მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს; გ) მარტოხელა პენსიონერებს (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ყავს შვილები და/ან მარჩენალი). 2) ამ მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მისაღებად მერიაში 1 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ;  ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ;  ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; დ) ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან (პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის); ე)  მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შვილების დაბადების მოწმობების ასლები (პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის); ვ) მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი პენსიონერის მარტოხელობის დასადასტურებლად (პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის); ზ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. 3. იმ ბენეფიციარებზე, ვინც  ამ მუხლით განსაზღვრულ მიზნობრივ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან იღებენ სხვა წყარობიდან, მათ შორის დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებზე და მაღალმთიანი სტატუსის მქონე გაზიფიცირებული დასახლებების მაცხოვრებლებზე, პროგრამით განსაზღვრული დახმარება არ გაიცემა. მუხლი 20🔗. დღის ცენტრით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა ამ პროგრამით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რეგისტრირებულები არიან საგურამოს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში  - ე.წ. დღის ცენტრში. მათ პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ცენტრში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფინანსდებათ ტანსპორტირების ხარჯები.