საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.240.020.11.117.006.161
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №551
2003 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შედეგი ცვლილება და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს (გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და ოპერატიული სამსახურის უფროსისა) და მის ოპერატიულ მართვას დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წახალისებასა და დისციპლინურ ზემოქმედებას. საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.10.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.10.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №551. სარეგისტრაციო კოდი — 200.240.020.11.117.006.161.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №551, 30.10.2003, სარეგისტრაციო კოდი 200.240.020.11.117.006.161 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56782/