გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016540
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2022
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის
ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური
პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის
ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2022 წლის 29 დეკემბერი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის, 25-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ქვეპროგრამები თანდართული რედაქციით:
ა) „ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 01) დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) „სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 03) დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) „ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი – 06 02 05) დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) „მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 06) დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) „დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი – 06 02 07) დანართი №5-ის შესაბამისად;
ვ) „დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 09) დანართი №6-ის შესაბამისად;
ზ) „უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 10) დანართი №7-ის შესაბამისად;
თ) „ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა“ ( პროგრამული კოდი – 06 02 11) დანართი №8-ის შესაბამისად;
ი) „უხუცეს პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 12) დანართი №9- ის შესაბამისად;
კ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 13) დანართი №10-ის შესაბამისად;
ლ) „სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 14) დანართი №11-ის შესაბამისად;
მ) „სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 15) დანართი №12-ის შესაბამისად;
ნ) „სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 16) დანართი №13-ის შესაბამისად;
ო) „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა“ ( პროგრამული კოდი – 06 02 17) დანართი №14-ის შესაბამისად;
პ) „მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 18) დანართი №15-ის შესაბამისად;
ჟ) „სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 19) დანართი №16-ის შესაბამისად;
რ) „სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 20) დანართი №17-ის შესაბამისად;
ს) „მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი – 06 02 21) დანართი №18-ის შესაბამისად;
ტ) „ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 22) დანართი №19-ის შესაბამისად“;
უ)„ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა“ ( პროგრამული კოდი – 06 02 23) დანართი №20-ის შესაბამისად;
ფ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 24) დანართი №21-ის შესაბამისად;
ქ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 26) დანართი №22 -ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ და „ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის “ ქვეპროგრამებში გადატანილ სახსრებზე.
მუხლი 3🔗
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირებისა და წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2022-2023 წლებში მიღებული გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის შესახებ დაფინანსდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ შესაბამისი ქვეპროგრამებიდან.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 01 იანვრიდან.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური
დანართი №1
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 01)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების საოპერაციო, სამკურნალო, თერაპიული და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗.
დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗.
პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗.
პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან საოპერაციო, სამკურნალო, თერაპიულ (18 წლამდე) და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების საჭიროების მქონე ბენეფიციართა ის კატეგორია, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით, ან ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილით დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
მუხლი 5🔗.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსარგებლის დაფინანსება და მისი ორგანიზება
სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო, თერაპიულ (18 წლამდე) და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა, ლაზერული კორექციისა, არჩეული ექიმის ჰონორარისა (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევისა.
3. კერძო დაზღვევის, საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების (ან/და დაფინანსებაზე უარის თქმის) გათვალისწინებით მოქალაქეთა დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის საფუძველზე: არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა; მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა და შშსმ პირის შემთხვევაში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა; თერაპიული მომსახურების საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში (მათ შორის მომლოდინეც) არა უმეტეს 1200 (ათას ორასი) ლარისა, მშობიარობის შემთხვევაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა, თვალის ინექციის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
4. მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ერთჯერადად, 30 კალენდარული დღით.
მუხლი 6🔗.
დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (შშმ პირის მომართვის შემთხვევაში);
დ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ზ) ცნობა კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და რეფერალური და სხვა სახელმწიფო პროგრამის (მომლოდინედ მყოფი) ფარგლებში დაფინანსების ოდენობის, ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი. საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას);
ი) ხელშეკრულება (შეთანხმება) დავალიანების შესახებ;
კ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;
ლ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ;
მ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში).
მუხლი 7🔗.
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ამოწმებს შემოსულ განცხადებებს და სრულყოფილ დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს მერის მიერ შექმნილ „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიას“. სამსახური სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის ოქმის საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს ან ადმინისტრაციულ დაპირებას (საჭიროების შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
განცხადებაში ან დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗.
სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი
ამ პროგრამის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისია“, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
კომისია იკრიბება არანაკლებ თვეში 2-ჯერ ან საჭიროებისამებრ.
„სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ სხდომის შემდეგ ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და კომისიის მდივანი.
„სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის სათანადო წესით შეკერვასა და შენახვას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
მუხლი 9🔗.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
დაფინანსების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული მოქალაქეთა რაოდენობა.
მუხლი 11🔗.
პროგრამის შედეგი
მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
დანართი №2
სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 03)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალური და მოწყვლადი ჯგუფების, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარების სადღესასწაულო დღეებში სასაჩუქრე ნობათით (ტკბილეული, სურსათი) დასაჩუქრების პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების მორალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
1. მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-სს და ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი);
2. სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000- სს);
3. დიდი სამამულო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
4. ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შშმ ვეტერანები;
5. შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ეტლს მიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი);
6. სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;
7. ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარები;
8. სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 5000-სს);
9. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები;
10. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეთათვის სასაჩუქრე ნობათის გაცემა
პროგრამა ითვალისწინებს პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის საჩუქრების გადაცემას სადღესასწაულო დღეებში, კერძოდ:
1. 3 მარტს (დედის დღე) - მრავალშვილიან ოჯახებს;
2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე - სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებს;
3. 9 მაისს - დიდი სამამულო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს;
4. 26 მაისს (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) - ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შშმ ვეტერანებს;
5. 1 ივნისს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე):
ა) შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (ეტლს მიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი);
ბ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს;
გ) ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარებს;
დ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებს.
6. ახალ წელს:
ა) სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
ბ) შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (ეტლს მიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი);
გ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს;
დ) ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარებს;
ე) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიან ოჯახებს;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებს.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
1. წერილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისგან პროგრამის დასახელების მითითებით (გარდა მე-4 მუხლის მე-7, მე-9 და მე-10 პუნქტის შემთხვევებისა);
2. წერილი ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ადმინისტრაციიდან პროგრამის დასახელების მითითებით (მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში);
3. წერილი ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებიდან პროგრამის დასახელების მითითებით (მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში);
4. წერილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ადმინისტრაციიდან (მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შემთხვევაში);
5. რეესტრი საჩუქრების მიმღებთა შესახებ.
მუხლი 7🔗. სასაჩუქრე ნობათის გაცემის ორგანიზება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამით მოსარგებლე პირებისთვის საჩუქრების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად;
2. პროგრამის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახური სასაჩუქრე ნობათებს მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს მოსარგებლეებზე გადასაცემად;
3. პროგრამის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური სასაჩუქრე ნობათებს მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს მოსარგებლეებზე გადასაცემად;
4. პროგრამის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახური სასაჩუქრე ნობათებს მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ადმინისტრაციას.
მუხლი 8🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგი
პროგრამის მოსარგებლეთა მორალური მხარდაჭერა.
დანართი №3
ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 05)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული პირებისათვის, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
გაჭირვებული მოსახლეობის, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების და სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული ბენეფიციარების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
ბენეფიციარი, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით ან ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილით ოჯახი საჭიროებს მატერიალურ დახმარებას.
სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული ბენეფიციარი (18+), რომელმაც ზრუნვის ორგანო დატოვა არაუმეტეს 6 თვის ვადისა (სოციალურად დაუცველის სტატუსის მიუხედავად).
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსების ორგანიზება
მატერიალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (მერის დავალებით ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) ერთჯერად მატერიალურ დახმარების გაცემას. დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსულ პირზე არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი. საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას);
დ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;
ვ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ;
ზ) საოქმო გადაწყვეტილება სახელმწიფო მზრუნველობიდან ამორიცხვის შესახებ;
თ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ამოწმებს შემოსულ განცხადებებს და სრულყოფილ დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს მერის მიერ შექმნილ „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიას“, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
სამსახური „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
მუხლი 8🔗. სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი
ამ პროგრამის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისია“, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
კომისია იკრიბება არანაკლებ თვეში 2-ჯერ ან საჭიროებისამებრ.
„სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ სხდომის შემდეგ ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და კომისიის მდივანი.
„სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის სათანადო წესით შეკერვასა და შენახვას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
მუხლი 9🔗. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
დაფინანსების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული მოსარგებლეთა რაოდენობა.
მუხლი 11🔗. პროგრამის შედეგი
დახმარების საჭიროების მქონე მოსახლეობის, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული ბენეფიციარების და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მატერიალური დახმარება.
დანართი №4
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 06)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის წევრები;
2. დამკრძალავი ბიურო (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში).
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. ანაზღაურების მისაღებად მოქალაქე წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს გარდაცვლილი ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების და უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო თანხის ანაზღაურებას. თანხა ანაზღაურდება:
ა) გარდაცვლილი ვეტერანების სარიტუალო მომსახურება -250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
გ) კრიზისული ბავშვიანი ოჯახის წევრის გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
დ) უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო მომსახურება 400 (ოთხასი) ლარის ფარგლებში.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკრძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის, ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოსარგებლეთა მიერ განცხადების წარდგენის ვადად განისაზღვროს გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღე.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
ე) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
ვ) ინფორმაცია/წერილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისაგან, შს სამინისტროდან ან სხვა დაწესებულებიდან (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);
ზ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
თ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ;
ი) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში შემოსული დოკუმენტაცია თუ სრულყოფილია, ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში/წერილში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს/დაწესებულებას, მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში;
2. დაფინანსების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას);
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების წევრების და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯებით მატერიალური დახმარება.
დანართი №5
დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 07)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზზე, დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან დიალიზზე დამოკიდებული, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
2. პროგრამა ითვალისწინებს დიალიზზე დამოკიდებული სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას. თანხა გაიცემა ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა);
ვ) საბანკო რეკვიზიტი (ყოველთვიურად).
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) .
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
დიალიზის სახელმწიფო პროგრამის სერვისის მიღების ხელშეწყობა.
დანართი №6
დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 09)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები;
ბ)კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსების ორგანიზება:
დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლი ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერას, კერძოდ, დედ-მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, დახმარება გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში ორჯერ (1 ივნისს და ახალ წელს).
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) მეურვის/მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეურეობის/მზრუნველობის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);
ზ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ;
თ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება:
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში:
დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას);
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული დედ-მამით ობოლი ბავშვების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
დედ-მამით ობოლი ბავშვების მატერიალური დახმარება.
დანართი №7
უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 10)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებისთვის, ხანძრის/სტიქიის შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
უსახლკაროდ დარჩენილი, დაზარალებული ოჯახების და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75 000-სს);
ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვიანი ოჯახები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსების ორგანიზება
სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს:
ა) სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების დახმარებას, ბინის ქირით თვეში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა;
ბ) ხანძრის (ან სტიქიის) შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი დაზარალებული ოჯახების დახმარებას, ბინის ქირით თვეში არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა;
გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა თვეში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და გამქირავებლის);
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ხელშეკრულების ასლი ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული) სადაც მითითებული იქნება ქირავნობის თანხის ოდენობა;
ვ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან, რომელშიც დადასტურებული იქნება, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი;
ზ) გამქირავებლის ამონაწერი ბინის საკუთრების შესახებ;
თ) დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ სხვა უძრავი ქონება;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ;
კ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
უსახლკაროდ დარჩენილი, ხანძრის/სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მატერიალური დახმარება და ხელშეწყობა.
დანართი №8
ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 11)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების მატერიალური დახმარება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
2. პროგრამა ითვალისწინებს დახმარების გაცემას:
ა) დიდი სამამულო ომის მონაწილეებზე - 1000 (ათასი) ლარის და მათთან გათანაბრებულ პირებზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შშმ ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებზე (მშობელი, შვილი, ქორწინებაში მყოფი მეუღლე) 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - 17 ოქტომბერს ვეტერანთა დღის აღსანიშნავად;
გ) სოციალურად დაუცველ (1000-დან 65 000 ქულის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
დ) სოციალურად დაუცველ (65 001-დან 100 000 ქულის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ქორწინების მოწმობის ასლი ან/და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (ომში დაღუპულთა ოჯახის წევრის დახმარების შემთხვევაში);
დ) ვეტერანის მოწმობა;
ე) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების მატერიალური დახმარება.
დანართი №9
უხუცეს პირთა სოციალური დაცვის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი - 06 02 12)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან 100 (ასი) და ას წელს გადაცილებული უხუცესები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
პროგრამა ითვალისწინებს ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალურ დახმარებას:
ა) 1 ოქტომბერს - უხუცესთა საერთაშორისო დღის ღონისძიებასთან დაკავშირებით 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
ბ) 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალური დახმარება.
დანართი №10
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 13)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბენეფიციარების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის წევრების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები:
დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, ლეიკემიით, მხედველობით, ეტლსმიჯაჭვულ, სმენადაქვეითებულ, მეტყველებაშეზღუდულ მდგომარეობაში მყოფი 18 წლამდე ასაკის ბავშვები;
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვები (განურჩევლად დიაგნოზისა);
ეტლსმიჯაჭვული, მხედველობა, მეტყველება და სმენადაქვეითებულ შეზღუდულ მდგომარეობაში მყოფი პირები;
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების შშ სტატუსის მქონე წევრი, რომელიც არის ბავშვის მშობელი.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსების ორგანიზება
სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ შშს მქონე ბავშვების (18 წლამდე) მატერიალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით:
ა) შშსმ ბავშვები (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა) - 21 მარტი;
ბ) შშსმ ბავშვები (აუტიზმი) - 2 აპრილი;
გ) შშსმ ბავშვები (ლეიკემია, ეტლსმიჯაჭვული, მხედველობა, მეტყველება და სმენადაქვეითებული) და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის შშსმ ბავშვები (18წლამდე ) - 1 ივნისი.
პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (3 დეკემბერი) შშმ პირების (18 წლის ზემოთ) მატერიალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით:
ა) შშმ პირი (ეტლს მიჯაჭვული, მხედველობა, მეტყველება და სმენადაქვეითებული);
ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების შშმ მშობელი.
მუხლი 6🔗 მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) შშსმ ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (მეურვე/მზრუნველი/ მხარდამჭერი) განცხადება;
გ) განმცხადებლის (შშმ პირის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) შშმ პირის კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;
ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა #IV-100/ა);
თ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ;
კ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული მოსარგებლეთა რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბენეფიციარის მატერიალური დახმარება.
დანართი №11
სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 14)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების მატერიალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსების ორგანიზება
სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ცნობა ან/და ხელშეკრულება ბავშვის რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართვის შესახებ;
ვ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ;
ზ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული რეინტეგრირებული ბავშვების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების მატერიალური დახმარება.
დანართი №12
სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 15)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუდენტების სწავლის საფასურის, მატერიალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
წარჩინებული, დედ-მამით ობოლი, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 25 წლამდე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები:
ა) რომლებიც სწავლობენ საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე, არიან დედ-მამით ობოლი, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ან/და სოციალურად დაუცველი (100 000 ქულის ჩათვლით) ოჯახებიდან,;
ბ) რომლებიც სწავლობენ საბაკალავრო საფეხურზე და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (მთლიანი სარეიტინგო 90 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით).
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსების ორგანიზება
1.სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
2.პროგრამა ითვალისწინებს:
ა) მე-4 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტების სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით, ყოველთვიურად აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში;
ბ) მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ წინა სემესტრის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას 500 (ხუთასი) ლარის ფარგლებში. შესაძლებელია ერთი სტუდენტი დაფინანსდეს წელიწადში ორჯერ. პროგრამა ითვალისწინებს წლის მანძილზე პირველი 60 (სამოცი) განცხადების თანხის დაფარვას. განცხადება საჭიროა წარმოდგენილ იქნას პირველი სემესტრის შემთხევაში 15 სექტემბრამდე, ხოლო მეორე სემესტრის - 15 მარტამდე, გადასახადის დაფარვის საბოლოო ვადის მითითებით;
გ) სწავლის საფასურის თანადაფინანსების მიღება არ გამორიცხავს ყოველთვიური სტუდენტის სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას.
მუხლი 6🔗 დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ცნობა იუსტისიის სამინისტროდან „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ“ ან განმცხადებლის და მისი დედმამიშვილის დაბადების მოწმობების ასლები (მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში);
ვ) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედ-მამით ობოლი სტუდენტის შემთხვევაში);
ზ) ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის დადასტურების შესახებ (ცნობა საჭიროა წარმოდგენილ იქნას ყოველი თვის 15-დან 25 რიცხვამდე მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);
თ) საბანკო რეკვიზიტი (მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);
ი) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აქტიური სტუდენტის აკადემიური მოსწრების (ქულების შეფასების), გადასახადის რაოდენობისა და მისი დაფარვის ვადის შესახებ (მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში);
კ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) საბანკო რეკვიზიტების მითითებით აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან (მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში).
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3.საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული სტუდენტების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
სტუდენტების მატერიალური დახმარება
დანართი №13
სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 16)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო, სამკურნალო, თერაპიული (18 წლამდე) და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საოპერაციო, სამკურნალო, თერაპიული (18 წლამდე) და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახის წევრები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-სს.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო, თერაპიული (18 წლამდე) და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა, ლაზერული კორექციისა, არჩეული ექიმის ჰონორარისა (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევისა, თუ:
ა) მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამით დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
ა.ა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);
ა.ბ. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).
ბ) მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
ბ.ა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);
ბ.ბ. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).
3.მომსახურება ფინანსდება:
ა) არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;
ბ) მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა და შშმ პირის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
გ) თერაპიული მომსახურების საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში (მათ შორის მომლოდინეც) არა უმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
დ) მშობიარობის შემთხვევაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;
ე) თვალის ინექციის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
4.მერიის მიერ მოქალაქისათვის გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ერთჯერადად 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა #IV-100/ა);
ზ) ცნობა კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და რეფერალური ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (მომლოდინედ მყოფი) დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ხელშეკრულება (შეთანხმება) დავალიანების შესახებ;
ი)აქტი (განმეორებით მომართვის შემთხვევაში), სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი);
კ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ლ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ;
მ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში).
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ადმინისტრაციულ დაპირებას (საჭიროების შემთხვევაში) ან ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
განცხადებაში ან დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
დანართი №14
ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 17 )
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ონკოლოგიურ დაავადების მქონე პირთა სამედიცინო, სამკურნალო მომსახურების დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის წევრები.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
1. სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მხრიდან წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ):
ა) ონკოლოგიური დიაგნოსტიკის დაფინანსებას არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
ბ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას (კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით):
ბ.ა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 80%-ით;
ბ.ბ. სოციალურად დაუცველი (150 000 ქულის ჩათვლით) ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 100%-ით.
3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დახმარება გაიცემა სამედიცინო კლასიფიკატორის დაავადების კოდის (C, D00-დან D09-ის ჩათვლით) გათვალისწინებით 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში.
4. არ ფინანსდება არჩეული ექიმის ჰონორარი (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევა.
5. მერიის მიერ მოქალაქისათვის გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ერთჯერადად, 30 კალენდარული დღით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა #IV-100/ა);
ვ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ცნობა კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ხელშეკრულება (შეთანხმება) დავალიანების შესახებ;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ;
კ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში).
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
1. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ადმინისტრაციულ დაპირებას (საჭიროების შემთხვევაში) ან ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
2. განცხადებაში ან დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
დანართი №15
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 18)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
ა) პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-სს;
ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ერთჯერად მატერიალური დახმარების გაწევას მრავალშვილიან ოჯახებზე თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ვ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ;
ზ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება.
დანართი №16
სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 19)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების მატერიალური დახმარება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში;
პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მატერიალურ დახმარებას სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებზე:
ა) 1000-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის შემთხვევაში - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) 65 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის შემთხვევაში - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ განმცხადებელი არის მარტოხელა, არ ჰყავს შვილი და მარჩენალი (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი);
დ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების მატერიალური დახმარება.
დანართი №17
სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების დახმარების
პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 20)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახები და იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალურ დახმარებას:
ა) 1 000 ქულიდან 65 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) 65 001 ქულიდან 100 000 ქულის ჩათვლით - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული;
ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ;
ვ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალური დახმარება.
დანართი №18
მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 21)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მარტოხელა მშობლების მატერიალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
მარტოხელა მშობლების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მშობლები.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
1.დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2.პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მარტოხელა მშობლების მატერიალურ დახმარების გაცემას:
ა)სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობელზე, რომლის სარეიტინგო ქულაა 1000-დან 120 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) მარტოხელა მშობელზე, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსი 11911 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის ცნობის წარმოდგენისას);
ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ;
ვ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1.გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2.დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3.საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული მარტოხელა მშობლების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
მარტოხელა მშობლების მატერიალური დახმარება.
დანართი №19
ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 22)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველსაყოფად დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვების უზრუნველყოფისათვის მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (65 000 ქულის ჩათვლით), ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვები.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
პროგრამა ითვალისწინებს ერთ წლამდე ბავშვთა ხელოვნური საკვების დაფინანსებას თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით.
მერიის მიერ მოქალაქისათვის გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა #IV-100/ა), სადაც მითითებული იქნება, რომ ბავშვი საჭიროებს ხელოვნურ კვებას (საკვების მითითებით);
ვ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ადმინისტრაციულ დაპირებას, ხოლო შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
განცხადებაში ან დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ჩვილ ბავშვთა რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვებით უზრუნველყოფა.
დანართი №20
ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 23)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველსაყოფად ოჯახების დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამით მოსარგებლე ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 5 000 -სს;
ბ) დედ-მამით ობოლი (18 წლამდე) ბავშვები;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, ეტლს მიჯაჭვული, მხედველობაშეზღუდული) (18 წლამდე) ასაკის ბავშვები;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანები (კოდი-311, 312, 313);
ე) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვები;
ვ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით (იანვარი, თებერვალი, ნოემბერი, დეკემბერი) გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსურ დახმარებას, თვეში 50 ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის ან/და მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტის შემთხვევაში);
დ) ბავშვის(ების) დაბადების მოწმობა (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობები (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში);
ვ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შშმ სტატუსის შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის შემთხვევაში);
ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV/100) (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის შემთხვევაში);
თ) ვეტერანის მოწმობა (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის შემთხვევაში);
ი) წერილი ან/და ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის შემთხვევაში);
კ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტის შემთხვევაში);
ლ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორები
პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ოჯახების მატერიალური დახმარება.
დანართი №21
სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 24)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (100 000 ქულის ჩათვლით) და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მატერიალური დახმარების გაცემას სოციალურად დაუცველი ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არის:
ა) 1 000 ქულიდან 65 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) 65 001 ქულიდან 100 000 ქულის ჩათვლით - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელისაგან;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ;
დ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორები
პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება.
დანართი №22
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 26)
პროგრამა განსაზღვრავს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების შესწავლის და მხარდაჭერის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების გაცემის პირობებს, კოორდინაციას საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების და ზიანის რისკების იდენტიფიცირება, რომელიც საფრთხეს უქმნიან ან შეიძლება შეუქმნან ბავშვების სრულფასოვან განვითარებას და კეთილდღეობას. სოციალურ მუშაობაზე დაყრდნობით ბავშვების უფლებების დაცვა და მხარდაჭერა. პრევენციული ღონისძიებების გატარება. მათი ოჯახების გაძლიერება მატერიალური და არამატერიალური (სოციალური, იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვა) დახმარების გზით.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები (რეგისტრაციის მიუხედავად).
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების მომსახურება
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალური მუშაობის საჭიროების მქონე მოსარგებლეს მომსახურება გაეწევა სოციალური მუშაკის მიერ შემუშავებული მხარდაჭერის გეგმის პროექტის და მულტიდისციპლინური გუნდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით.
მუხლი 6🔗. პროგრამით მოსარგებლე ბავშვისა და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ორგანიზება
1. ადმინისტრაციული წარმოება იწყება ბენეფიციარის მომართვის, მესამე პირის მხრიდან განხორციელებული შეტყობინების, ანონიმური, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/რეფერირებული საქმის და მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილი შემთხვევების საფუძველზე.
2. განცხადება/შეტყობინება/ინფორმაცია/საქმე ეწერება კონფიდენციალობის დაცვისა და სწრაფი რეაგირების მიზნით უშუალოდ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას.
3. მიღებული ინფორმაციით:
ა) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ზიანის რისკის დონის დადგენის, განყოფილების სპეციალისტთა შეფასებებისა და საჭიროებათა შესწავლის შემდგომ საქმე გადაინაცვლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული მულტიდისციპლინური გუნდის სხდომაზე. მულტიდისციპლინური გუნდი ინდივიდუალურად განიხილავს სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილ მხარდაჭერის გეგმის პროექტებს, იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს ოქმს. მიღებულ ოქმს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ამტკიცებს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება). განყოფილება უზრუნველყოფს დამტკიცებული მხარდაჭერის გეგმის შესრულებასა და მონიტორინგს;
ბ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ თუ დადგინდა ზიანის რისკის არ არსებობა სამსახური გასცემს უარის წერილს.
4. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ოჯახს მიენიჭება „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის“ სტატუსი.
მუხლი 7🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფლებამოსილება
განყოფილება უფლებამოსილია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერისათვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე აწარმოოს ბიო-ფსიქო-სოციალური მუშაობა, დაეხმაროს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს მუნიციპალური პროგრამებისა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. განახორციელოს კოორდინირებული მუშაობა ბავშვზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო იურიდიულ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამიდან დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
2. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის მიერ თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ბიო-ფსიქო-სოციალური დახმარებით, დროული ინტერვენციით, პრევენციული ღონისძიებების გატარებით ზიანის რისკების დაძლევა და ოჯახების გაძლიერება