დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში;

პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მატერიალურ დახმარებას სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებზე:

ა) 1000-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის შემთხვევაში - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ) 65 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის შემთხვევაში - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობი