1. ანაზღაურების მისაღებად მოქალაქე წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა  და მხარდაჭერის განყოფილება  წერილობით მიმართავს სამსახურს.

2. პროგრამა ითვალისწინებს გარდაცვლილი ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების და უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო თანხის ანაზღაურებას. თანხა ანაზღაურდება:

ა) გარდაცვლილი ვეტერანების სარიტუალო მომსახურება -250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

გ) კრიზისული ბავშვიანი ოჯახის წევრის გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ) უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო მომსახურება 400 (ოთხასი) ლარის ფარგლებში.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკრძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის, ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოსარგებლეთა მიერ განცხადების წარდგენის ვადად  განისაზღვროს გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღ