სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს:
ა) სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების დახმარებას, ბინის ქირით თვეში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა;
ბ) ხანძრის (ან სტიქიის) შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი დაზარალებული ოჯახების დახმარებას, ბინის ქირით თვეში არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა;
გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა თვეში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის