⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.12.2022
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-499
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 825 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2022 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-499 2022 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 ივნისის N01-132 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროკავშირის გენერალური დირექტორატი (შემდგომში – დირექტორატი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ა) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროკავშირის დახმარების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების დაგეგმვის, მონიტორინგისა და განხორციელების კოორდინაცია და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობა; ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის კოორდინაცია; ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციის შესრულება; ბ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თაობაზე პოლიტიკის ანალიზი და დაგეგმვა; ევროკავშირთან საქართველოს ღრმა პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა; ევროკავშირში ინტეგრაციის გაღრმავებისათვის ახალი პლატფორმების ძიება; ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; საქართველო- ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის განვითარება; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტის სამდივნოს ფუნქციის შესრულება. მუხლი 2🔗. დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი. ასევე, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის კოორდინაცია და აღნიშნული დღის წესრიგის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიული დოკუმენტების და მათი განხორციელების სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა/კოორდინაცია; გ) ევროკავშირთან თანამშრომლობის პოლიტიკური პრიორიტეტების ჩამოყალიბების და საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამის მოლაპარაკებებში მონაწილეობა; დ) ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობაში მონაწილეობა და ამ თანამშრომლობის განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება; ე) „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან და მონაწილე პარტნიორ ქვეყნებთან, თანამშრომლობის ხელშეწყობა და ამ მიზნით, საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია; ვ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტების (საბჭო, კომიტეტი, ქვეკომიტეტი) სხდომების მომზადება და წარმართვა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა; ზ) ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; თ) საქართველოში ევროკავშირის დახმარების ფარგლებში არსებული პროექტების/პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია; ი) ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტებისა და ორმხრივი ვალდებულებების განმსაზღვრელი სამართლებრივი დოკუმენტების (ყოველწლიური სამოქმედო გეგმების, საფინანსო შეთანხმებების, მემორანდუმების) შეთანხმებისა და ხელმოსაწერად მომზადების პროცესის კოორდინაცია; კ) ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ- მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების საქართველოში ოფიციალური ვიზიტების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება (ანალიტიკური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები); ლ) ხელმძღვანელობის მითითებათა შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება; მ) ევროკავშირთან/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შეუფერხებლად ფუნქციონირების ხელშეწყობა; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კოორდინაცია; ნ) რეგულარული პირდაპირი კონტაქტები ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობასთან, აგრეთვე ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებთან თანამშრომლობა; ო) ევროკავშირის ინსტიტუტებთან (ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახური და სხვა) და ევროკავშირის წევრ და კანდიდატ, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოებთან თანამშრომლობაში მონაწილეობა; პ) ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. მუხლი 3🔗. დირექტორატის ხელმძღვანელობა 1. დირექტორატს ხელმძღვანელობს დირექტორატის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. გენერალური დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. გენერალური დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დირექტორატისა და მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დირექტორატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დირექტორატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების დირექტორებსა და მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობას უწევს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ასრულებს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მდივნის ფუნქციებს; ვ) ხელს აწერს მის შემადგენლობაში შემავალ დეპარტამენტებში მომზადებულ წერილებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს დირექტორატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დირექტორატისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტების მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) მონაწილეობას იღებს საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ვიზიტებში, ასევე პოლიტიკურ კონსულტაციებში; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დირექტორატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; მ) დირექტორატის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ნ) შუამდგომლობს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ო) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 4. გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება დირექტორატში შემავალი დეპარტამენტების ერთ-ერთ დირექტორს, გენერალური დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით.