სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №141
სარეგისტრაციო კოდი 130070000.22.034.017326
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.07.2019
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ პროფესიული განათლების შესახებ პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№141
2022 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №58 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 03/07/2019, 130070000.22.034.016885).
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
დანართი
სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მოსამსახურეთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ძირითად პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 2🔗. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტები
1. სამსახური სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით მეხანძრე-მაშველთა მომზადება/გადამზადებას ახორციელებს სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მეშვეობით.
2. სამსახურმა მოსამსახურეთა, მათ შორის, მეხანძრე-მაშველთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია აგრეთვე უზრუნველყოს საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით. გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის პირობები და პროცედურები განისაზღვრება სამსახურსა და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 3🔗. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სამსახურის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა, მეხანძრე-მაშველების მიერ პროფესიული მოვალეობის ჯეროვანი შესრულებისთვის აუცილებელი უნარების/კომპეტენციების განვითარება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
2. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შედგება თეორიული და პრაქტიკული კომპონენტისგან.
3. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მიმართულებებით:
ა) საბაზისო სპეციალური პროფესიული მომზადება;
ბ) გადამზადება;
გ) კვალიფიკაციის ამაღლება.
4. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, ასევე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სპეციალურ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების მიზნით.
5. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს:
ა) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სათაურს (დასახელებას);
ბ) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების თარიღსა და ადგილს;
გ) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობას;
დ) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობასა და მიზანს;
ე) სასწავლო მოდულების/საგნების ჩამონათვალსა და მათი სწავლების ხანგრძლივობას;
ვ) სალექციო თემების მიხედვით სწავლების შედეგების აღწერას;
ზ) გამოცდის ხანგრძლივობას, შეფასების მეთოდს, წესებსა და კრიტერიუმებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, პროფესიული პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს სააგენტოს უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა დამატებით მოთხოვნებს.
7. სამსახური მეხანძრე-მაშველთა პერიოდულ გადამზადებას უზრუნველყოფს წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად.
8. სამსახურის მეხანძრე-მაშველთა პერიოდული გადამზადების გეგმას შეიმუშავებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტთან და სააგენტოსთან კოორდინაციით.
მუხლი 4🔗. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა
1. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სიას, სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, ადგენს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სააგენტოსთან კოორდინაციით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატთა სიას, სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს წარუდგენს სამსახურის უფროსი.
3. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატთა სააგენტოში მსმენელებად ჩარიცხვა ხდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
მუხლი 5🔗. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლა და შეფასება
1. მეხანძრე-მაშველი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში იგზავნება სააგენტოში საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად. იგი ვალდებულია სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის პერიოდში დაემორჩილოს სპეციალური პროფესიული განათლების მიღების მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს.
2. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მეხანძრე-მაშველის საბოლოო შეფასება ხდება თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმებით.
3. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მეხანძრე-მაშველის შეფასების წესი და კრიტერიუმები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანებით.
4. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მეხანძრე-მაშველს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
5. საბოლოო შეფასების ეტაპზე მეხანძრე-მაშველის მიერ უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში, იგი სარგებლობს გადაბარების უფლებით შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. სამსახურში გამოსაცდელი ვადით დანიშნული მეხანძრე-მაშველი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გადაბარების უფლებით სარგებლობს მხოლოდ გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
7. მეხანძრე-მაშველის მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგები სამსახურს ეცნობება სააგენტოს მიერ.
8. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სააგენტოში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად ხელახლა წარადგინოს მეხანძრე-მაშველი, რომელმაც სააგენტოში დადგენილი წესის შესაბამისად საპატიო მიზეზის გამო ვერ გაიარა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
9. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში მეხანძრე-მაშველი თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.