„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
ძალის დაკარგვა 06.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №139
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017324
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №139
2022 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 491 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს, შესაბამისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემის, ასევე შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმ პირთა ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაბარების უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობები ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარმოიშვა.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
დანართი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესი
მუხლი 1🔗
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტის (შემდგომ − დეპარტამენტი) მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
მუხლი 2🔗
1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება თავშესაფრის მაძიებელთან, უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან (შემდგომ − დაინტერესებული პირი) დაკავშირებული შემდეგი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება:
ა) ანკეტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განმეორებითი ანკეტირების დროის ჩანიშვნის შესახებ შეტყობინება;
ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების/განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან დაკავშირებული გასაუბრების დროის ჩანიშვნის შესახებ შეტყობინება;
გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ შეტყობინება;
დ) პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება;
ე) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული შეტყობინება და გადაწყვეტილება.
2. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია დეპარტამენტმა შესაძლებელია დამატებით განახორციელოს ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
მუხლი 3🔗
1. დაინტერესებული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის გადაცემის მიზნით, შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე – „www.migration.police.ge“.
2. შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.
3. დაინტერესებულ პირს სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების გაცნობის შესაძლებლობა აქვს მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით.
მუხლი 4🔗
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელს/უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ბეჭდური სახით გადაეცემა განცხადების რეგისტრაციის შედეგად შექმნილი/გენერირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.
2. დაინტერესებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობით გადაეცემა ინფორმაცია შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების წესის შესახებ, რასაც ხელს აწერენ დაინტერესებული პირი და დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, ხოლო აღნიშნული კომუნიკაციის თარჯიმნის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში – აგრეთვე თარჯიმანი.
3. დაინტერესებულ პირს მომხმარებლის სახელი და პაროლი, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ასევე ეგზავნება მის მიერ მიწოდებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.
4. დანტერესებული პირი ვალდებულია:
ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი;
ბ) მომხმარებლის სახელისა და პაროლის დაკარგვის ან სამინისტროს ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს დეპარტამენტს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღდგენის მიზნით;
გ) შეტყობინების ან გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, გაეცნოს შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას.
მუხლი 5🔗
1. შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებისთანავე, დაინტერესებულ პირს, მის მიერ დეპარტამენტისთვის მიწოდებული მობილური ტელეფონის ნომერზე მისთვის გასაგებ ენაზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია.
2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სამინისტროს ვებგვერდზე მასთან დაკავშირებით განთავსებულ შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას გაეცნოს დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში (განყოფილება) ან თავშესაფრის მაძიებელთა მისაღებ სივრცეში, ამისთვის სპეციალურად მოწყობილ ადგილას.
მუხლი 6🔗
1. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები, შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა პენიტენციურ დაწესებულებაში. ასეთ შემთხვევაში, შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ეგზავნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.
2. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია განცხადების რეგისტრაციის შემდეგ პირს ეგზავნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში ან გადაეცემა პენიტენციურ დაწესებულებაში ანკეტირების პროცედურის განხორციელების დროს.