„კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2144.0 ათასი ლარი.
„კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის“ პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
პროგრამის კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2023 წლის პროგნოზი
05 00
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
2,144.0
05 01
სპორტის სფეროს განვითარება
631.3
05 01 01
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა ააიპ"კულტურისა და სპორტის ცენტი"
631.3
05 02
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
1,407.7
05 02 01
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა; ააიპ"კულტურისა და სპორტის ცენტი"
1,407.7
05 03
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
105.0
05 03 01
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
105.0
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
სპორტის სფეროს განვითარება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
05 01 01
ქვეპროგრამის დასახელება:
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა 'ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი"
არის ქვეპროგრამა ახალი?
კი
არა
თუ ქვეპროგრამა ახალია, ვინ წარმოადგინა?
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი"
დაფინანსების წყარო
2023 წელი
2024 წელი
2025 წელი
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
631.300
650,000
700,000
800.000
სახელმწიფო ბიუჯეტი
სხვა ......
სულ ქვეპროგრამა
325,600
200,000
200,000
200,000
მ.შ. კაპიტალური პროექტები
მიზანი და აღწერა
ა.ა.ი.პ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი“ აერთიანებს 10 სპორტულ მიმართელებას, ესენია: ფეხბურთი (59 ბავშვი, მათ შორის 14 გოგო და 45 ვაჟი); კრივი (36 ბავშვი, მათ შორის: 36 ვაჟი); რაგბი (25 ბავშვი, მათ შორის: 25 ვაჟი); მკლავჭიდი (20 ბავშვი, მათ შორის 20ვაჟი); სამბო (10 ბავშვი, მათ შორის 10 ვაჟი); კარატე (40 ბავშვი, მათ შორის: 5 გოგონა 35 ვაჟი); ძიუდო (138 ბავშვი, მათ შორის: 11 გოგონა 127 ვაჟი ); ფრენბურთი (25 ბავშვი, 15 გოგო, 10 ვაჟი) . კალათბურთი (45 ბავშვი, 10 გოგო, 35 ვაჟი) სულ ცენტრში სპორტის სახეობებს ეუფლება 398 ბავშვი, რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-ჯერ. სპორტის სამსახურში დასაქმებულია ჯამში 33 ადამიანი, ცენტრის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ.
ქვეპროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;- მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, რათა ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისათვის;
- მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.
ქვეპროგრამა ხელს უწყობს სპორტულ აქტივობებში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელებას და სპორტული წრეების საქმიანობაში გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას.
ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება
2023 წელი
2024 წელი
2025 წელი
2026 წელი
05 01 01
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობაb 'ააიპ „ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი"
631.300
650.000
700.000
800.000
631.300
650.000
700.000
800.000
ქვეპროგრამის განხორციელების დროითი გეგმა
ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება
1 კვარტალი
2 კვარტალი
3 კვარტალი
4 კვარტალი
05 01 01
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობაb ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი"
X
X
X
X
მოსალოდნელი შედეგი (2023 წელი)
ხელშეწყობილია ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა და შექმნილია თანაბარი პირობები გოგონებისა და ბიჭებისთვის სპორტული წრეებით სარგებლობისთვის;
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი 5 - გენდერული თანასწორობა
გათვალისწინებულია თუ არა გენდერული ასპექტები
დიახ
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
05 02 01
ქვეპროგრამის დასახელება:
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი"
არის ქვეპროგრამა ახალი?
კი
არა
თუ ქვეპროგრამა ახალია, ვინ წარმოადგინა?
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი"
დაფინანსების წყარო
2023 წელი
2024 წელი
2025 წელი
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
1407700
1400000
1500000
1500000
სახელმწიფო ბიუჯეტი
სხვა ......
სულ ქვეპროგრამა
1407700
1400000
1500000
1500000
მ.შ. კაპიტალური პროექტები
მიზანი და აღწერა
ა.ა.ი.პ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრში“ გაერთიანებულია 8 სხვადასხვა მიმართულებები,3 ქორეოგრაფიული წრე (სულ 191 ბავშვი, მათ შორის 124 გოგო და 61 ვაჟი), 2 ფოლკლორული ანსამბლი (17 წევრი), თეატრალური საბავშო სტუდია (სულ 15 ბავშვი 8 გოგონა 7 ვაჟი). ბავშვთა საესტრადო წრე (სულ 10 გოგონა). ქართული ხალხური საკრავები (სულ 70 ბავშვი, მათ შორის 49 გოგონა,და 21 ვაჟი); გიტარის წრე (სულ 10 ბავშვი 4 გოგონა და 6 ვაჟი); კლასიკური მუსიკის სკოლაში ფორტეპიანოს ეუფლება (183 მოსწავლე, მათ შორის 135 გოგო და 48 ვაჟი); ამ წრეების სწავლების პროგრამებში მონაწილეობს 496 აღსაზრდელი.
ხელოვნების განყოფილებაში გაერთიანებულია 12 წრე: ხატვის წრე 35 ბავშვი (24 გოგონა, 12 ვაჟი); თექის წრე 25 ბავშვი (12 გოგონა, 13 ვაჟი), კერამიკის წრე 6 ბავშვი (5 გოგონა 1 ვაჟი), ხალიჩების ქსოვა (18 გოგონა), ქარგვა-ქსოვა (8 გოგონა), ქსოვის წრე( 5 გოგონა), ქარგვა-თექა (8 გოგონა), მინანქარი 4 (2გოგონა და 2 ვაჟი), ხეზე კვეთა (6 ვაჟი), ქვილთი (6 გოგონა), ქარგვა (10 გოგო), ჭრა კერვა (2 გოგონა). ამ წრეების სწავლების პროგრამებში მონაწილეობს 133 აღსაზრდელი.
მუნიციპალურ მუზეუმში დღეის მდგომარეობით განთავსებულია 11000 ექსპონატი. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 500-ს.
მუნიციპალიტეტის 10 ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეადგენს 69 658 ერთეულს. ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლობით 1532 მოსახლე.
მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრის ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა
ქვეპროგრამის დაგეგმვის დროს გათვალისწინებულია გენდერული ასპექტები, ცენტრი კულტურის წრეების საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებებს. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.
ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება
2023 წელი
2024 წელი
2025 წელი
2026 წელი
05 02 01
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი"
1.407.700
1.400.000
1.500.000
1.500.000
1.407.700
1.400.000
1.500.000
1.500.000
ქვეპროგრამის განხორციელების დროითი გეგმა
ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება
1 კვარტალი
2 კვარტალი
3 კვარტალი
4 კვარტალი
05 02 01
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი"
X
X
X
X
მოსალოდნელი შედეგი (2023 წელი)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებები წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. კულტურის ცენტრის მიერ სრულად არის დაკმაყოფილებული ქორეოგრაფიულ, ფოლკლორულ,სამუსიკო და საესტრადო წრეებზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. თეატრ- სტუდიაში იდგმება სპექტაკლები. ბიბლიოთეკები და მუზეუმი საკუთარი მომსახურებას სთავაზობენ მსურველებს. ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციული პერსონალი უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით, სამუშაო მასალებით, ტრენინგებით.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი 5 - გენდერული თანასწორობა
გათვალისწინებულია თუ არა გენდერული ასპექტები
დიახ
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
05 03 01
ქვეპროგრამის დასახელება:
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
არის ქვეპროგრამა ახალი?
კი
არა
თუ ქვეპროგრამა ახალია, ვინ წარმოადგინა?
ჯანდაცვის და სოც.უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ჯანდაცვის და სოც.უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
დაფინანსების წყარო
2023 წელი
2024 წელი
2025 წელი
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
105.000
124.000
154.000
124.000
სახელმწიფო ბიუჯეტი
სხვა ......
სულ ქვეპროგრამა
105.000
124.000
154.000
124.000
მ.შ. კაპიტალური პროექტები
მიზანი და აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე 15 სტუდენტზე, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად. ამასთან, აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა თუ სხვა საგანმანათლებლო პროექტებში. ასევე, ერთჯერადი ფულადი პრემიის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ამავე მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შეძლეს წარმატებით ჩარიცხვა და მოიპოვეს 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტი. ქვეპროგრამა ასევე, ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი ფულადი პრემიის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ამავე მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე, რომელთაც სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციურობაზე ორიენტირებულ კონკურსებში (ეტალონი, დიდგორელი, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) და სხვ. ), მიმდინარე სასაწავლო წლის განმავლობაში, მიაღწიეს წარმატებას მინიმუმ მუნიციპალიტეტის დონეზე.
სტუდენტთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით, ხოლო აბიტურიენტებზე და მოსწავლეებზე პრემიის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
ვაჟა-ფაშაველას სახელობის პრემია სტუდენტებზე სემესტრულად შეადგენს 500 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალსიწინებული გადასახადების ჩათვლით, ხოლო ვაჟა-ფაშაველას სახელობის პრემია მოსწავლეთათვის ერთჯერადად შეადგენს 200 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. პრემია 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე - 1000 ლარს, 70%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე - 700 ლარს, 50%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე - 500 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
სტუდენტთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით ხოლო მოსწავლეებზე და აბიტურიენტებზე პრემიის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
ქვეპროგრამის განხორციელების პროცესში გათვალისწინებულია გენდერული ასპექტები და შექმნილია თანაბარი პირობები წარმატებული სტუდენტი გოგონებისა და ბიჭების მხარდაჭერისთვის.
მიზანი და აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებლებში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებიც სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და განეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებიდან ერთ-ერთს, კერძოდ:
ა) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 100001-მდე სარეიტინგო ქულა;
ბ) არის დედ-მამით ან დედით ან მამით ობოლი;
გ) არის მრავალშვილიანი ოჯახიდან (4 და მეტი შვილი).
ასევე, ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეზე, რომელმაც თავის საქმიანობაში მიაღწია წარმატებას და მოიპოვა აღიარება.
პროფესიული წარმატების მქონე მოქალაქეებზე ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო ფულადი მხარდაჭერის მისაღებად პროფესიული სასწავლებლის სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის და სპეციალობი მითითებით;
დ) ცნობა ან ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერა პროფესიული პროგრამის სტუდენტზე, სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერადად, შეადგენს 300 ლარს, ხოლო წარმატებულ მოქალაქეზე ერთჯერადად 500 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალსიწინებული გადასახადების ჩათვლით.
მიზანი და აღწერა
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსების ფორმით განახორციელებს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების ინიციატივების მხარდაჭერას ორიძირითადიმიზნისმისაღწევად.
1. მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების და მექანიზმების, ასევე გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოაყალიბების ხელშეწყობა;
2. თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და სტიმულირება თემში სერვისებზე ხელმიუწვდომლობის აღმოფხვრის, ასევე მოხალისეობრივი საქმიანობის გაძლერების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების მიზნით.
3. ინიციატივა, რომელიც ემსახურება ზემოაღნიშნულ მიზნებს და ასევე გულისხმობს თემში მოხალისეობრივი საქმიანობის გაძლერებას და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარებას, იქნება მხარდაჭერილი, რაც გულისხმობს როგორც ფინანსური, ასევე სხვა მატერიალური (შენობა-ნაგებობის დროებით უსასყიდლოდ სარგებლობა) რესურსის გაცემას. პროგრამით სარგებლობა (განაცხადების მიღება) შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში. სოციალურ ინიციატივებს განიხილავს შესაბამისი კომისია, დადებითი შეფასების შემდგომ გაიცემა საგარანტიო წერილი, ხოლო დაფინანსების მოპოვების შემთვევაში ფორმდება ხელშეკრულება თანადაფინანსებაზე. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება მერის სახელზე, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას სოციალური ინიციატივის/პროექტის შესახებ (პრობლემა, გადაწყვეტის გზა, მიზანი, მოსალოდნელი შედეგები, მდგრადობა და სხვ.)და სრულად ან ნაწილობრივ უგვარებდეს პრობლემას მინიმუმ ერთ თემს, პრიორიტეტი მიენიჭება ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ადგილების ან თვითდასაქმებულების გაჩენას;
2. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: საპროექტო განაცხადის და ბიუჯეტის ფორმა;
3. სათემო ჯგუფის წარმომადგენელთა პირადობის მოწმობის ასლები (შემდგომში ამხანაგობა ან ააიპ), ხოლო ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
4. საბანკო რეკვიზიტები;
მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს გენდერულად მგრძნობიარე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას და გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას.
ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება
2023 წელი
2024 წელი
2025 წელი
2026 წელი
05 03 01
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
17.000
20.000
30.000
20.000
05 03 01
პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
9.000
12.000
22.000
12.000
05 03 01
ბასილ მელიქიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია
2.500
2.500
2.500
2.500
05 03 01
პრემია წარმატებულ აბიტურიენტებზე
22.500
25.500
30.500
25.500
05 03 01
ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა;
50.000
60.000
65.000
60.000
05 03 01
ეტალონი
4,000
4,000
4,000
4,000
105.000
124,000
154,000
124,000
ქვეპროგრამის განხორციელების დროითი გეგმა
ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება
1 კვარტალი
2 კვარტალი
3 კვარტალი
4 კვარტალი
05 03 01
ახალგაზრდობის მხარდაჭერა (ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა )
X
X
X
X
მოსალოდნელი შედეგი:
ახალგაზრდების თანაბარი ჩართულობა, მათი ინიციატივებისა და იდეების განხორციელება, გენდერულად მგრძნობიარე ახალგაზრდული პოლიტიკის გატარება
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი 5 - გენდერული თანასწორობა
მიზანი 10 - შემცირებული უთანასწორობა
გენდერული
დი