მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 000004100.12.003.000992
გამოქვეყნების წყარო სსმ, 70(77), 28/12/1999
matsne.gov.ge 2,473 სიტყვა · ~12 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
პროდუქტის დასახელება რ-ბა გრ.
ცხოვ. მცენ.
ჭვავის და ხორბლის შერეული ფქვილის პური 800
ხორბლის II ხარისხის ფქვილი 10
სხვადასხვა ბურღული 120
მაკარონის ნაწარმი 20
ხორცი 200
თევზი 80
ქონი, ცხოველური ცხიმები, საკვები ან კალორიული მარგარინი 45
მცენარეული ზეთი 15
შაქარი 100
ჩაი 1
მარილი 10
კარტოფილი 100
ბოსტნეული 100
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობისა და   სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №5/500/ო 1999 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შესახებ „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის 97-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების შემდეგი ნომრები: ა) საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულთა კვების ნორმები (დანართი №1); ბ) მძიმე და მავნე პირობებში მომუშავე მსჯავრდებულთა კვების ნორმები (დანართი №2); გ) საპყრობელეში მყოფ პირთა კვების ნორმები (დანართი №3) დ) არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა კვების ნორმები (დანართი №4) ე) სასჯელაღსრულებითი სისტემის სამედიცინო სამსხურის დაწესებულებებში სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ პირთა კვების ნორმები (დანართი №5); ვ) სასჯელაღსრულებითი სისტემის სამედიცინო სამსახურის დაწესებულებებში სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ ტუბერკულიოზით, დისტროფიით, წყლულოვანი ავიტამინოზით და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა კვების ნორმები (დანართი №6); ზ) კვების ნორმები მსჯავრდებულთა გადაყვანისას (დანართ №7); თ) სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ ორსული და მეძუძური დედების კვების ნორმები (დანართი №8); ი) სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ ჩვილ ბავშვთა კვების ნორმები (დანართი №9); კ) სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ პირთა იძულებითი კვების ნორმები (დანართი №10); 2. დებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებების ზოგადი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შესახებ (დანართი №11). 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაამტკიცოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო დაცვის წესები და ნორმები. 4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2000 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრი                          საქართველოს ჯანმრთელობისა და ჯ. ხეცურიანი                                                                      სოციალური დაცვის მინისტრი ა. ჯორბენაძე დანართი №1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა კვების ნორმები პროდუქტის დასახელება რ-ბა გრ. ცილა, გრ ცხიმი, გრ. ნახშირწყლები, გრ ენერგეტიკული კ/კალორიულობა ცხოვ. მცენ. ცხოვ. მცენ. ჭვავის და ხორბლის შერეული ფქვილის პური 550 - 42,3 - 7,7 206,8 1065,7 ხორბლის II ხარისხის ფქვილი 10 - 1,2 - 0,18 6,3 31,6 სხვადასხვა ბურღული 120 - 12,2 - 2,76 76,4 379,4 მაკარონის ნაწარმი 20 - 2,3 - 0,32 13,2 64,4 ხორცი 50 10 - 5,3 - - 86,0 თევზი 60 6,2 - 4,1 - 0,1 62,1 ქონი, ცხოველური ცხიმები, საკვები ან კალორიული მარგარინი 45 0,04 - 41,9 - 0,2 378,0 მცენარეული ზეთი 20 0 - - 19,9 - 179,8 შაქარი 30 - - - - 29,9 119,7 ჩაი 1 - 0,2 - 0,05 0,04 1,4 მარილი 12 - - - - - - კარტოფილი 500 - 7,2 - 1,45 58,5 275,8 ბოსტნეული 300 - 5,4 - 0,6 15,3 88,2 დაფნის ფოთოლი 0,1 - - - - - - ტომატის პასტა 3 - 0,2 - - 0,6 3,2 ჯამი 16,2 71,0 51,3 32,9 407,3 2735,3 სულ 87,2 84,2 407,3 2735,3 დანართი №2 მძიმე და მავნე პირობებში მომუშავე მსჯავრდებულთა კვების ნორმები პროდუქტის დასახელება რ-ბა გრ. ცილა, გრ ცხიმი, გრ. ნახშირწყლები, გრ ენერგეტიკული კ/კალორიულობა ცხოვ. მცენ. ცხოვ. მცენ. ჭვავის და ხორბლის შერეული ფქვილის პური 550 - 42,3 - 7,7 206,8 1065,7 ხორბლის II ხარისხის ფქვილი 10 - 1,2 - 0,18 6,3 31,6 სხვადასხვა ბურღული 120 - 12,2 - 2,76 76,4 379,4 მაკარონის ნაწარმი 40 - 4,3 - 0,64 26,4 128,7 ხორცი 80 10,6 - 8,4 - 1,7 125,0 თევზი 60 6,2 - 4,1 - 0,1 62,1 ქონი, ცხოველური ცხიმი 45 0,04 - 41,9 - 0,2 378,0 მცენარეული ზეთი 20 0 - - 19,9 - 179,8 შაქარი 30 - - - - 29,9 119,7 ჩაი 1 - 0,2 - 0,05 0,04 1,4 მარილი 12 - - - - - - კარტოფილი 500 - 7,2 - 1,45 58,5 275,8 ბოსტნეული 400 - 7,2 - 0,8 20,4 117,6 დაფნის ფოთოლი 0,1 - - - - - - ტომატის პასტა 3 - 0,2 - 0 0,6 3,2 ჯამი 16,8 75,8 54,4 33,5 420,1 2879,0 სულ 102,1 87,9 420,1 2879,0 დანართი №3 საპყრობილეში მყოფ პირთა კვების ნორმები პროდუქტის დასახელება რ-ბა გრ. ცილა, გრ ცხიმი, გრ. ნახშირწყლები, გრ ენერგეტიკული კ/კალორიულობა ცხოვ. მცენ. ცხოვ. მცენ. ჭვავის და ხორბლის შერეული ფქვილის პური I ხარისხი 550 - 42,3 - 7,7 206,8 1065,7 ხორბლის II ხარისხის ფქვილი 30 - 3,6 - 0,5 18,9 94,5 ბურღული 80 - 8,2 - 1,8 50,9 252,8 მაკარონის ნაწარმი 40 - 4,3 - 0,6 27,5 132,7 ხორცი 60 7,0 - 10,4 - - 121,4 თევზი 80 8,2 - 5,4 - 0,1 62,1 ცხოველური ცხიმი 20 0,14 - 15,2 - 0,6 139,7 მცენარეული ზეთი 15 - - - 14,9 - 134,8 შაქარი 40 - - - - 39,9 159,8 ჩაი 1 - 0,2 - 0,05 0,04 1,4 მარილი 6 - - - - - - კარტოფილი 400 - 5,6 - 0,1 46,8 210,5 ბოსტნეული 300 - 5,4 - 0,6 15,3 88,2 დაფნის ფოთოლი 0,2 - - - - - - ტომატის პასტა 3 - 0,2 - - 0,6 3,2 ჯამი 15,2 69,8 31,0 26,2 407,3 2486,1 სულ 85 57,2 407,3 2486,1 დანართი №4 არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა კვების ნორმები პროდუქტის დასახელება რ-ბა გრ. ცილა, გრ ცხიმი, გრ. ნახშირწყლები, გრ ენერგეტიკული კ/კალორიულობა ცხოვ. მცენ. ცხოვ. მცენ. ჭვავის და ხორბლის შერეული ფქვილის პური I ხარისხი 550 - 42,3 - 7,7 206,8 1065,7 ხორბლის II ხარისხის ფქვილი 30 - 3,6 - 0,5 18,9 94,5 ბურღული 80 - 8,2 - 1,8 50,9 252,8 მაკარონის ნაწარმი 40 - 4,3 - 0,6 27,5 132,7 ხორცი 60 7,0 - 10,4 - - 121,4 თევზი 80 8,2 - 5,4 - - 81,4 ცხოველური ცხიმი 20 0,14 - 15,2 - 0,6 139,7 მცენარეული ზეთი 15 - - - 14,9 - 134,8 შაქარი 40 - - - - 39,9 159,8 ჩაი 1 - 0,2 - 0,05 0,04 1,4 მარილი 6 - - - - - - კარტოფილი 400 - 5,6 - 0,1 46,8 210,5 ბოსტნეული 300 - 5,4 - 0,6 15,3 88,2 დაფნის ფოთოლი 0,2 - - - - - - ტომატის პასტა 3 - 0,2 - - 0,6 3,2 ჯამი 15,2 69,8 31,0 26,2 407,3 2486,1 სულ 85 57,2 407,3 2486,1 დანართი №5 სასჯელაღსრულებითი სისტემის სამედიცინო სამსახურის დაწესებულებებში სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ პირთა კვების ნორმები პროდუქტის დასახელება რ-ბა გრ. ცილა, გრ ცხიმი, გრ. ნახშირწყლები, გრ ენერგეტიკული კ/კალორიულობა ცხოვ. მცენ. ცხოვ. მცენ. ჭვავის და ხორბლის ფქვილი 250 - 19,1 - 3,5 94 483,9 ხორბლის II ხარისხის ფქვილის პური 250 - 20,2 - 3,5 90,2 31,6 ხორბლის II ხარისხის ფქვილი 10 - 1 - 0,1 6,8 38,1 ბურღული 120 - 12,2 - 2,7 76,4 378,8 მაკარონის ნაწარმი 15 - 1,6 - 0,2 10,3 49,7 ხორცი 100 18,6 - 16,4 - - 218 თევზი 70 6,7 - 4,4 - - 66,5 ცხოველური ცხიმი 40 0,2 - 30,4 - 1,2 279,4 მცენარეული ზეთი 20 - - - 19,6 - 176,4 კომბინირებული ცხიმი 10 - - 9,2 - 39,8 159,4 შაქარი 40 - - - - 39,9 159,8 ჩაი 1 - 0,2 - 0,05 0,04 1,4 მარილი 6 - - - - - - კარტოფილი 400 - 5,6 - 0,1 46,8 210,5 ბოსტნეული 300 - 5,4 - 0,6 15,3 88,2 დაფნის ფოთოლი 0,1 - - - - - - ტომატის პასტა 5 - 0,3 - - 1,1 5,0 ხაჭო 10 1,5 - 0,9 - 0,4 17,1 ჯამი 32,5 67,8 52,7 16,1 389,5 2577,8 სულ 100,3 68,8 389,5 2577,8 შ ენიშვნა: ავადმყოფებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დიეტას ექიმის დასკვნით შეიძლება შეეცვალოს ერთი სახის პროდუქტი მეორეთი, თუ მათი ღირებულება არ აღემატება ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულს. დანართი №6 სასჯელაღსრულებითი სისტემის სამედიცინო სამსახურის დაწესებულებებში სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ ტუბერკულიოზით, დისტროფიით, წყლულოვანი ავიტამინოზით და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა კვების ნორმები პროდუქტის დასახელება რ-ბა გრ. ცილა, გრ ცხიმი, გრ. ნახშირწყლები, გრ ენერგეტიკული კ/კალორიულობა ცხოვ. მცენ. ცხოვ. მცენ. ჭვავის და ხორბლის ფქვილის პური 300 - 23,0 - 4,2 112,8 581 ხორბლის II ხარისხის ფქვილის პური 250 - 20,5 - 3,5 90,2 474,5 ხორბლის II ხარისხის ფქვილი 10 - 1,0 - 0,1 6,8 38,1 ბურღული 100 - 12,2 - 2,7 76,4 378,8 მაკარონის ნაწარმი 15 - 1,6 - 0,2 10,3 49,7 ხორცი 100 18,6 - 16,4 - - 218 თევზი 70 6,7 - 4,4 - - 66,5 ცხოველური ცხიმი 20 0,14 - 15,2 - 0,6 139,7 მცენარეული ზეთი 5 - - - 4,9 - 44,1 კომბინირებული ცხიმი 10 - - 9,2 - - 82,8 შაქარი 30 - - - - 29,9 119,7 ჩაი 1 - 0,2 - 0,05 0,04 1,4 მარილი 10 - - - - - - კარტოფილი 400 - 5,6 - 0,1 46,8 210,5 ბოსტნეული 300 - 5,4 - 0,6 15,3 88,2 დაფნის ფოთოლი 0,1 - - - - - - ტომატის პასტა 5 - 0,3 - - 1,1 5,0 კარტოფილის ფქვილი 3 - - - - 2,38 9,5 რძე 200 5,6 - 6,6 - 9,2 117,0 კარტოფილის ფქვილი 5 - - - - 3,9 15,8 რძე 350 9,8 - 11,5 - 16,1 207,2 ხაჭო 20 3,0 - 1,8 - 0,8 31,4 ჯამი 38,4 65,9 73,7 30,3 402,7 2966,8 104,3 104,0 402,7 2964 შ ენიშვნა: ავადმყოფებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დიეტას ექიმის დასკვნით შეიძლება შეეცვალოს ერთი სახის პროდუქტი მეორეთი, თუ მათი ღირებულება არ აღემატება ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულს. დანართი №7 კვების ნორმები მსჯავრდებულთა გადაყვანისას პროდუქტის დასახელება რ-ბა გრ. ცილა, გრ ცხიმი, გრ. ნახშირწყლები, გრ ენერგეტიკული კ/კალორიულობა ცხოვ. მცენ. ცხოვ. მცენ. ჭვავის და ხორბლის შერეული ფქვილის პური 800 - 61,6 - 11,2 300,8 1550,4 ხორცის კონსერვები 150 20,3 - 28,4 - 6 360,8 შაქარი 25 - - - - 24,9 99,8 ჩაი 1 - 0,2 - 0,05 0,04 1,4 ჯამი 20,3 61,8 28,4 11,25 331,7 2012,4 სულ 82,1 39,6 331,7 2012,4 დანართი №8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ ორსული და მეძუძური დედების კვების ნორმები პროდუქტის დასახელება რ-ბა გრ. ცილა, გრ ცხიმი, გრ. ნახშირწყლები, გრ ენერგეტიკული კ/კალორიულობა ცხოვ. მცენ. ცხოვ. მცენ. ჭვავის პური 96- პროცენტიანი 400 - 26,4 - 4,8 136,8 696,0 ხორბლის ფქვილი 85-პროცენტიანი 10 - 1,0 - 0,1 6,8 32,1 ბურღული 80 - 8,1 - 1,8 50,9 252,8 მაკარონის ნაწარმი 20 - 2,2 - 0,3 13,7 65,3 ხორცი 100 20,0 - 9,8 - - 168,0 თევზი 80 8,2 - 5,4 - - 81,4 ქონი ცხოველური ან კალორიული 50 0,3 - 38,3 - 0,5 347,9 მცენარეული ზეთი 15 - - - 14,9 - 134,8 შაქარი 50 - - - - 49,9 199,8 ჩაი 1 - 0,2 - 0,05 0,04 1,4 მარილი 6 - - - - - - კარტოფილი 400 - 5,76 - 1,16 46,8 220,6 ბოსტნეული 400 - 7,2 - 0,8 20,4 117,6 დაფნის ფოთოლი 0,1 - - - - - - ტომატის პასტა 5 - 0,3 - - 1,0 5,2 რძე 350 9,8 - 11,5 - 16,1 207,1 ხაჭო 50 7,8 - 4,7 - 2,3 80,9 არაჟანი 20 0,5 - 4,2 - 0,6 42,2 ხმელი ჩაი 15 - 0,4 - - 7,6 32,0 კვერცხი 1ც 11,1 - 10 - 0,61 136,6 კარტოფილის ფხვნილი 3 - - - - 2,38 9,5 ჯამი 57,7 5,5 84,2 23,9 380,3 295,9 სულ 116,2 111,1 380,3 295,9 დანართი №9 სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ ჩვილ ბავშვთა კვების ნორმები პროდუქტის დასახელება რ-ბა გრ. ცილა, გრ ცხიმი, გრ. ნახშირწყლები, გრ ენერგეტიკული კ/კალორიულობა ცხოვ. მცენ. ცხოვ. მცენ. პური 100 - 8,2 - 1,4 36,1 195,0 ფქვილი I ხარისხი 15 - 1,6 - 0,2 10,1 46,2 კარტოფილის ფქვილი 8 - - - - 6,3 25,4 სხვადასხვა ბურღული და მაკარონის ნაწარმი 60 - 6,3 - 0,9 39,3 190,5 კარტოფილი 100 - 1,4 - 0,03 11,7 52,6 ბოსტნეული 100 - 1,8 - 0,2 5,1 29,7 ხილი ახალი 100 - 0,6 - 0,6 7,8 40,4 მშრალი ხილი 15 - 0,4 - - 7,6 32,0 შაქარი 30 - - - - 29,8 119,6  ჩაი 1 - 0,2 - 0,0 0,04 1,4 მარილი 6 - - - - - - ხორცი 60 11,0 - 9,8 - - 130,8 რძე 350 9,8 - 11,5 - 16,1 207,1 ხაჭო 50 7,8 - 4,8 - 2,3 85,9 კარაქი 20 0,12 - 15,2 - 0,6 138,7 კვერცხი 0,5ც 5,6 - 5 - 0,31 68,3 ჯამი 23,4 20,5 46,3 3,4 173,2 1315,6 სულ 43,9 46,68 173,2 1315,6 დანართი №10 სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ პირთა იძულებითი კვების ნორმები პროდუქტის დასახელება რ-ბა გრ. ცილა, გრ ცხიმი, გრ. ნახშირწყლები, გრ ენერგეტიკული კ/კალორიულობა ცხოვ. მცენ. ცხოვ. მცენ. ბურღული მანის ან ქერის 50 - 5,1 - 0,5 33,7 159,7 კვერცხი 2ც 22,1 - 20 - 1,2 273,2 ხორცი 200 37,2 - 32,8 - - 444,0 კარაქი 30 0,2 - 22,8 - 0,3 207,0 შაქარი 100 - - - - 99,8 379,0 რძე 800 22,4 - 26,4 - 36,8 474,4 მარილი 10 - - - - - - ასკორბინის მჟავა 100მგ - - - - - - ჯამი 81,9 5,1 10,2 0,5 171,8 1957,7 სულ 87 105,5 171,8 1957,7 დანართი №11 დებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებით დაწესებულების ზოგადი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს სასჯელაღსრულებით დაწესებულებების ზოგად სანიტარულ-ჰიგიენური პირობებს. 2. სასჯელაღსრულებით დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს, საქართველოს იუსტიციისა და ჯანმრთელობის მინისტრის ბრძანებებსა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თავი II სასჯელაღსრულებით დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე კონტროლი 1. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს სასჯელაღსრულებით დაწესებულებების სამედიცინო სამსახურის ან ექიმი. 2. სასჯელაღსრულებით დაწესებულების სამედიცინო სამსახური ან ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს: ა) მსჯავრდებულთათვის მიცემული საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარულ-ჰიგიენური პირობები; ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; გ) მსჯავრდებულთა ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან შესაბამისობის დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას. 3. თუ დაწესებულების ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ სამედიცინო სამსახურის ან ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მოხსენებითი ბარათით მიმართოს დეპარტამენტის ადმინისტრაციას. მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს სამედიცინო სამსახურის ან ექიმის წერილი. თავი III სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობები 1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირთათვის გამოყოფილი საცხოვრებელი სადგომი, სამშენებლო-ტექნიკური და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ ნორმებს და უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. 2. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვანებს, ავადმყოფებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს სხვა პირებთან შედარებით უნდა შეექმნათ გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობები. 3. საცხოვრებელ სადგომს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და ვენტილაციას. თავი IV სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ პირთა პირადი ჰიგიენა 1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად. 2. კვირაში ერთხელ მაინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირი უზრუნველყოფილ უნდა იყოს სუფთა თეთრეულით და საპარიკმახერო მომსახურებით. ადმინისტრაციას ეკრძალება მოითხოვოს მსჯავრდებულისგან თმების მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა. თავი V სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ პირთა ტანსაცმელი და თეთრეული 1. თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირს არ აქვს პირადი ტანსაცმელი, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მისცეს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი. 2. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. თეთრეულის გამოცვლის პერიოდი უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის მოთხოვნებს. თავი VI სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირთა კვების ორგანიზაცია 1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს მოსახლეობის კვების ტრადიციებს და შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება. 2. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირს უფლება აქვს დამატებით კვების პროდუქტი მიიღოს ამანათები, სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში შეიძინოს კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში ან მის ანგარიშზე ჩარიცხეს სხვა პირებმა ან ორგანიზაციებმა. პროდუქტების შესაძენად პირადი თანხის გამოყენება დაიშვება მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ნებართვით, უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სასმელი წყალი. თავი VII დასკვნითი დებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფ პირთა ტანსაცმლისა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შესახებ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, აგრეთვე გაუქმება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრის ერთობლივი ბრძანების ფორმით.