ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის შესახებ

მიღების თარიღი 06.05.1996
გამომცემი ორგანო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 000000240.01(2).000.000097
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 06/05/1996
matsne.gov.ge 395 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №38 1996 წლის 6 მაისი ქ. თბილისი ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი და უცხოური სატრანსპორტო საშუალებების ინტენსივობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების აღკვეთისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელყოფის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 1995 წლის 5 ოქტომბერს მიიღო დადგენილება №634 „ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი მავნე აირებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 მარტის №230 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების შესაბამისად, სამინისტროს ევალება სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში, მათ შორის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „მავნე აირებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების აღკვეთის მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კონტროლისა და რეგულირების წესის“ შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოს ევალება ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი მავნე აირების აღმოფხვრის კონტროლი. საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ ზემოთ აღნიშნულ და სხვა ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ: 1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 5.11.95 წლის №634 დადგენილების („ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი მავნე აირებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“) განხორციელებისა და პერსპექტივაში ავტომობილთან დაკავშირებული სხვა ეკოლოგიური პრობლემების (მათ შორის -  ხმაური) აღმოფხვრის მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საინფორმაციო–სამეცნიერო ეკოლოგიურმა ცენტრმა და გარემოს დაბინძურების ცენტრალურმა ლაბორატორიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებით დააფუძნოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელწოდებით - ავტომობილის ეკოლოგიური კონტროლისა და ტექნიკური მომსახურების ცენტრი. 2. დაევალოს ავტომობილის ეკოლოგიური კონტროლისა და ტექნიკური მომსახურების ცენტრს, უზრუნველყოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 5. 11.95 წლის №634 დადგენილების („ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი მავნე აირებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“) განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში. 3. ავტომობილის ეკოლოგიური კონტროლისა და ტექნიკური მომსახურეობის ცენტრის, როგორც იურიდიული პირის საფინანსო, საორგანიზაციო და საკადრო საქმიანობა წარიმართოს დამფუძნებლების მიერ შინაგან საქმეთა საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წინამდებარე ბრძანების შესაბამისად. 4. ავტომობილის ეკოლოგიური კონტროლისა და ტექნიკური მომსახურების ცენტრის საკონტროლო-მარეგულირებელი პუნქტები დაკომპლექტდეს მავნე აირების საზომი იმ აპარატურით, რომელიც იმყოფება დამფუძნებლების ბალანსზე. 5. ავტომობილის ეკოლოგიური კონტროლისა და ტექნიკური მომსახურების ცენტრმა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალება და საკონტროლო-მარეგულირებელ პუნქტებში (მათ შორის, დიაგნოსტიკურ სადგურებში) წელიწადში ერთხელ ადგილობრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში მავნე აირების გაკონტროლება და გამართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტოქსიკურობის ტალონის გაცემა. 6. დამტკიცდეს ტოქსიკურობის ტალონის ნიმუში (დანართი №1). 7. განისაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვის კონტროლის ტარიფი 0,8 ლარის ოდენობით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე                                                              ზ. ტავართქილაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე                                                            ე. საბანაძე