„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 729
2002 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის № 357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
I. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის სიტყვები: „კოორდინაციასა და კონტროლს უწევს შესაბამისი დანაყოფების საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“.
2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსი 41 მუხლი:
„მუხლი 41. პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების სპეციალური დანაყოფი
1. პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების სპეციალური დანაყოფის დანიშნულებას წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოებში პატიმართა ბადრაგირების ღონისძიებების განხორციელება. აგრეთვე მსჯავრდებულთა ბადრაგირების განხორციელება სასამართლოებიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
2. პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების სპეციალური დანაყოფებია:
ა) ქ. თბილისის პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების სპეციალური დანაყოფი;
ბ) ქ. წყალტუბოს პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების სპეციალური დანაყოფი.
3. პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების სპეციალურ დანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს დაცვისა და ბადრაგირების დარგში და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.“.
3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 მუხლი:
„მუხლი 42 . პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების სპეციალური დანაყოფის შემადგენლობა
1. ქ. თბილისის პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების სპეციალური დანაყოფის შემადგენლობაში შედიან:
ა) დანაყოფის უფროსი;
ბ) დანაყოფის უფროსის მოადგილე;
გ) შტაბის უფროსი;
დ) სამორიგეო ნაწილის უფროსი;
ე) სამორიგეო ნაწილის ინსპექტორი;
ვ) სამორიგეო ნაწილის ინსპექტორის თანაშემწე;
ზ) ასეულის მეთაური;
თ) ასეულის მეთაურის მოადგილე;
ი) ოცეულის მეთაური;
კ) ყარაულის უფროსი;
ლ) რიგითი.
2. ქ. წყალტუბოს პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების სპეციალური დანაყოფის შემადგენლობაში შედიან:
ა) დანაყოფის ასეულის მეთაური;
ბ) დანაყოფის ასეულის მეთაურის მოადგილე;
გ) ოცეულის მეთაური;
დ) ყარაულის უფროსი;
ე) რიგითი.“.
II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი რ ოლანდ გილიგაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.08.2002.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 22.08.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №729. სარეგისტრაციო კოდი — 100020010.11(1).060.005474.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ, №729, 22.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 100020010.11(1).060.005474 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5687563/