წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.01.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016662
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზი ჭეიშვილი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ა) F78.0 | სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა.ქცევის აშლილობა არ არსებობს ან მინიმალურია. |
| ბ) F78.1 | სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა.არსებობს ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და მკურნალობას; |
| გ) F78.8 | სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. სხვა ქცევითი აშლილობანი; |
| დ)F78.9 | სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. განუსაზღვრელი ქცევითი აშლილობა. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2023 წლის 11 იანვარი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №35 დადგენილების შესაბისად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესი’’ დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის 28 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი –
www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016621, 30.12.2021 წ.).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი
დანართი: 1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) დახმარების მიღების მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის, აგრეთვე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებს, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას და გაცემის პროცედურას.
მუხლი 1🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა დახმარება
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა (100 და მეტი წლის ასაკის) მატერიალური დახმარება განისაზღვრება თითოეულზე 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
3. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 2🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების მატერიალური წახალისება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მშობლები) ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება:
ა) მესამე შვილის შეძენისას – 500 ლარი;
ბ) მეოთხე შვილის შეძენისას – 700 ლარი;
გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას – 1000 ლარი;
დ) ერთი და მეტი ტყუპის შეძენისას – 500 ლარი;
2. სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან-65000 ქულის ჩათვლით რეგისტრირებული), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი გაიცეს ერთჯერადად 300 ლარი.
3. ამ სოციალური პროგრამის ა, ბ, გ, დ, ქვეპუნქტები ვრცელდება იმ ოჯახებზეც, რომელთა შვილები დაიბადა 2022 წლის დეკემბერში და არა აქვთ მიღებული ერთჯერადი დახმარება.
4. შვილის შეძენის გამო, დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) ქორწინების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
5. აღნიშნული პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში თანხა მიეცემა ოჯახს (დედას ან მამას).
6. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
7 . თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
8. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა (არასრუწლოვნის ერთერთმა მშობელმა) (სოციალური მომსახურების საგენტოს ბაზაში 0-დან -65000-მდე ქულით რეგისტრირებული), რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) ქორწინების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან
ე) არასრუწლოვანი ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
9. აღნიშნული პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში თანხა მიეცემა ოჯახს (დედას ან მამას).
10.თანხის ჩარიხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
11. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
მუხლი 3🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურებას, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურებას, უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯის ანაზღაურებას. ახალი კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილ პირთა, სოციალურად დაუცველი ოჯახების , რომელთა სარეიტონგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში განსაზღვრულია 0-დან 65 000-ის ჩათვლით, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას.
1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულზე 250 ლარის ოდენობით.
2. დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიღების მიზნით განსაზღვრული დახმარების მიღების უფლება აქვს გარდაცვლილის შვილს, მეუღლეს, მშობლებს, დას, ძმას, დისწულს, ძმისწულს ბებიას, პაპას, ბიძას, დეიდას, მამიდას, მათ შვილებს, შვილის ცოლს და შვილის ქმარს.
3. დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიღების მიზნით განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)გარდაცვლილთან განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე)დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
4. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
5. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
6. დახმარება ვრცელდება 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებზეც, რომლებსაც მიღებული არა აქვთ ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება.
7. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულზე – 250 ლარით.
8. დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიღების მიზნით განსაზღვრული დახმარების მიღების უფლება აქვს, გარდაცვლილის შვილს, მეუღლეს, მშობლებს, დას, ძმას, დისწულს, ძმისწულს, ბებიას, პაპას, ბიძას, დეიდას, მამიდას, მათ შვილებს, შვილის ცოლს და შვილის ქმარს.
9. ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) გარდაცვლილთან განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
10. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
11. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
12. დახმარება ვრცელდება 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებზეც, რომლებსაც მიღებული არა აქვთ ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება.
13. უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯი განისაზღვრება – 400 ლარით.
14. უჭირისუფლო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯის ანაზღაურებისათვის წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
ა) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის წერილი ან აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტი.
ბ) თანხის ჩარიცხვა მოხდეს იმ საწესჩვეულებო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, რომელმაც მოახდინა უჭირისუფლო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.
გ) დახმარება ვრცელდება 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გარდაცვლილი უჭირისუფლო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისთვისაც.
15. ახალი კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრაძალვის ხარჯების ანაზღაურება განისაზღვრება – 400 ლარით.
16. დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიღების მიზნით განსაზღვრული დახმარების მიღების უფლება აქვს, გარდაცვლილის შვილს, მეუღლეს, მშობლებს, დას, ძმას, დისწულს, ძმისწულს, ბებიას, პაპას, ბიძას, დეიდას, მამიდას, მათ შვილებს, შვილის ცოლს და შვილის ქმარს.
17. ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) გარდაცვლილთან განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) კორონავირუსიის ინფექციის დიაგნოზით გარდაცვალების დოკუმენტი.
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
18. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
19. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
20. დახმარება ვრცელდება 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებზეც, რომლებსაც მიღებული არა აქვთ ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება.
მუხლი 4🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე:
ა) დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება – 1000 ლარი;
ბ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება 350 ლარი;
გ) დედ–მამით ობოლი ბავშვის დახმარება –400 ლარი, კვარტალში ერთხელ.
დ) ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირის დახმარება – 500 ლარი;
ე) ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარის დახმარება სააღდგომოდ 100 ლარი და საახალწლოდ 100 ლარი;
ვ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება, რომელსაც სტატუსი მიენიჭა თვალის დაავადების დიაგნოზით, დახმარება – 400 ლარი;
ზ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე:ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება –2000 ლარი;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დახმარება, გარდა ცერებრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისა – 300 ლარი;
ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის(კონპენსაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) მიმღების დახმარება 350 ლარი;
კ) სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება თითოეულს – 350 ლარი;
ლ) 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის (ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება – 1800 ლარი;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა,დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების,უბედური შემთხვევის ან სხვა გარემოების გამო დარჩა უსახლკაროდ და არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარისა.
ნ) ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარისა.
ო) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან /და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან /და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტეს 200 ლარი.
პ) 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის დახმარება 150 ლარის ოდენობით;
ჟ) სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 0-დან 65 000 ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება – 300 ლარი.
რ) სადღესასწაულოდ (აღდგომა) სოციალურად დაუცველი ოჯახებზე, (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, დედ-მამით ობოლი ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის კვების პროდუქტებით დახმარება, თითოეულს არაუმეტეს 50 ლარის ღირებულებისა;
ს) ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვების (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი,ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება –1 500 ლარი;
ტ) ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვის დახმარება -1 500 ლარი;
უ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება -300 ლარი;
ფ) ფსორიაზით დაავადებულ პირთა დახმარება -400 ლარი;
ქ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21 წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში – ყოველთვიურად 250 ლარი.
ღ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწასებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების გარდაცვალების ან/და უგზოუკვლოდ დაკარგვის გამო. სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 2000 ლარისა.
ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები, თანადაფინანსება განისაზღვრება გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს 2000 ლარისა.
ყ) სპეციალიზირებულ დაწესებულებიდან (მათ შორის მინდობით აღზრდიდან) ბიოლოგიურ ოჯახში,მეურვესთან / მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნებულ თითოეულ ბავშვს, ოჯახის გაძლიერების მიზნით, განესაზღვროთ დახმარება წელიწადში ორჯერ, ექვს თვეში ერთხელ 250 ლარი, წელიწადში 500 ლარი.
შ) პარკინსონით დაავადებულ პირთა ერთჯერადი დახმარება -400 ლარი.
ჩ) კრიზისულ მდგომარებაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერებისა და დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და/ან საჭიროებენ დახმარებას. აღნიშნული ქვეპროგრამიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა არ აღემატება 2000 ლარს. გასაცემი თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს შემდგომში სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია.
ც) შშმ 18 წლამდე სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის სასმენი აპარატის შეძენა, თანხის ოდენობა განისაზრვრება არაუმეტეს 1500 ლარისა.
2. ამ მუხლით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებული შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების მიზნით, აღნიშნული წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
1. დიდი სამამულო ომის მონაწილეთა დახმარება განისაზღვრება – 1000 ლარით.
დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
2. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება განისაზღვრება – 350 ლარით.
დახმარების მიღების მიზნით ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ე)საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
3. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება განისაზღვრება – 400 ლარით, კვარტალში ერთხელ
დახმარების მიღების მიზნით მეურვემ /მზრუნველმა ან მახარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) დედ-მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) მეურვეობის/მზრუნველობის ან მხარდამჭერის ან დროებითი მხარდამჭერის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ზ)საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
4 . ცერებრალური დამბლით დაავადებული პირის დახმარება განისაზღვრება – 500 ლარით.
დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ (უნარშეზღუდულმა პირმა, მშობელმა ან მეურვემ ან დროებითმა მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) დაბადების მოწმობა (არასრულწოვნის შემთხვევაში);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა №100/ა);
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვ) საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვედ დანიშვნის შესახებ ან სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ;
ზ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
თ)საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
5. ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარების დახმარება განისაზღვრება სააღდგომოდ 100 ლარი და საახალწლოდ – 100 ლარით.
ბენეფიციარების დახმარების მიზნით ანაზღაურება მოხდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ მიერ მოწოდებული შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე.
ა) ბენეფიციართა სია;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
დ)საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
6. მკვეთრად
გამოხატული
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე პირის
დახმარება,რომელსაც
სტატუსი
მიენიჭა
თვალის
დაავადების
დიაგნოზით, დახმარება
განისაზღვრება – 400
ლარით.
დახმარების მიღების მიზნით პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება დახმარების მიმღების, ნათესავის (მეუღლე, შვილი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები) ან მინდობილი პირის ან მეურვის ან დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დახმარების მიმღების ნათესავის (მეუღლე, შვილი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები) განცხადების შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, დახმარების მიმღების მინდობილი პირის განცხადების შემთხვევაში მინდობილობა; ხოლო დახმარების მიმღების მეურვის ან მხარდამჭერის ან დროებითი მხარდამჭერის შემთხვევაში გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვედ დანიშვნის შესახებ ან სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ;
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ)საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
7. თირკმლის
ჩანაცვლებით
თერაპიაზე:
ჰემოდიალიზზე
და
პერიტონეულ
დიალიზზე
დამოკიდებულ
მოქალაქის
დახმარება
განისაზღვრება – 2000
ლარით.
დახმარების მიღების მიზნით პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა);
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
8. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების დახმარება, გარდა ცერემბრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისა დახმარება განისაზღვრება – 300 ლარით.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების დახმარების მიღების მიზნით ერთერთმა მშობელმა ან მეურვემ ან დროებით მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ერთ-ერთი მშობლის, მეურვის ან დროებით მხარდამჭერის ან მხარდამჭერის);
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ვ )საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის (კონპენსაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) დახმარება განისაზღვრება – 350 ლარით.
დახმარების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის და ამავე დროს კონპენსაციის ან საპენსიო პაკეტის ან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესახებ;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
10. სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება
განისაზღვრება –
350 ლარით.
დახმარების მიღების მიზნით სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლმა ომის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სხვა ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში
მონაწილეობის შესახებ ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
11. 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის (ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება განისაზღვრება-1800 ლარით.
2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ცნობა საქრთველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ოჯახის წევრის შესახებ.
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
12. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა,დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების,უბედური შემთხვევის ან სხვა გარემოების გამო დარჩა უსახლკაროდ და არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარისა.
მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის უსახლკაროდ დარჩენის შესახებ ან შესაბამისი აქტი (რომელთა, საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების გამო დარჩა უსახლკაროდ და რა გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.)
დ) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ
დამოწმებული;
ე) ბენეფიციარის საკუთრების მოწმობა საცხოვრებელ სახლზე (არსებობის შემთხვევაში);
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ყოველი თვის 25 რიცხვიდან, მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
13. ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარი.
მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის უსახლკაროდ დარჩენის შესახებ;
ე) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული;
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, 25 რიცხვიდან, მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით,,ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
14. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან /და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან /და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტეს 200 ლარი.
მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
15. 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის ფულადი დახმარება განისაზღვრება – 150 ლარის ოდენობით.
ბენეფიციარების დახმარების მიზნით ანაზღაურება მოხდება ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი,,ჩვენი სახლის“ მიერ მოწოდებული შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე.
ა) ბენეფიციართა სია;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
დ) ბენეფიციარის მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
16. სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული არიან 0-დან 65 000 -ი ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება თითოეულს- 300 ლარი.
დახმარების მიღების მიზნით ერთ-ერთმა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) ქორწინების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე)ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
17. სადღესასწაულოდ (აღდგომა) საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000 ქულის ჩათვლით რეგისტრირებული), რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, დედ-მამით ობოლი ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის კვების პროდუქტებით დახმარება განისაზღვროს თითოეულზე არაუმეტეს 50 ლარის ღირებულებისა.
მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალურად დაუცველი ოჯახის შემთხვევაში
დ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტი ომის მონაწილის შემთხვევაში.
ე) შშმ პირის დამადასტურებლი დოკუმენტი, შშმ ბავშვის შემთხვევაში
18. ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვის (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი,ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება – 1 500 ლარის ოდენობით.
დახმარების მიღების მიზნით ერთერთმა მშობელმა ან მეურვემ ან დროებით მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მშობლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
19. ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვის დახმარება – 1500 ლარის ოდენობით.
დახმარების მიღების მიზნით ერთერთმა მშობელმა ან მეურვემ ან დროებით მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მშობლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
20. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება – 300 ლარი.
დახმარების მიღების მიზნით მარტოხელა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) არასრუწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
21. ფსორიაზით დაავადებულ პირთა დახმარება –
400 ლარი.
დახმარების მიღების მიზნით ფსორიაზით დაავადებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
22. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში- ყოველთვიურად 250 ლარი.
დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან საკუთარი ან მშობლის სახელზე უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;
დ) ცნობა წარსულში სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ცხოვრების შესახებ;
ე) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული;
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ყოველი თვის 25 რიცხვიდან, მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
23. წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
რეგისტრირებული
სტუდენტების
სწავლის
საფასურის
თანადაფინანსება, რომლებიც
სწავლობენ
ავტორიზებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწასებულებებში
და
მათი
სოციალური
მდგომარეობა
მძიმეა
მშობლების
გარდაცვალების ან/და უგზოუკვლოდ
დაკარგვის
გამო. სტუდენტების
თანადაფინანსება
განისაზღვროს
გადასახდელი
თანხის 50% არაუმეტეს 2000 ლარისა.
ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები, თანადაფინანსება განისაზღვრება გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს 2000 ლარისა.
დახმარების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დოკუმენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადასახდელი თანხის მითითებით.
დ) სტუდენტის მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში, შშმ -ს დამადასტურებელი დოკუმენტი.
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხა ჩაირიცხება სტუდენტის მიერ წარმოდგენილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
24. სეციალიზირებულ დაწესებულებიდან (მათ შორის მინდობით აღზრდიდან) ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნებულ თითოეულ ბავშვს, ოჯახის გაძლიერების მიზნით განესაზღვროთ დახმარება წელიწადში ორჯერ, ექვს თვეში ერთხელ 250 ლარი, წელიწადში 500 ლარი.
დახმარების მიღების მიზნით რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია.
ა) განცხადება;
ბ) საოქმო გადაწყვეტილება რეინტეგრაციის ინდივიდუალი განვითარების გეგმის გადასინჯვის შესახებ
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
25. პარკინსონით დაავადებულ
პირთა
დახმარება –
400 ლარი.
დახმარების მიღების მიზნით პარკინსონით დაავადებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
26. კრიზისულ მდგომარებაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერებისა და დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და/ან საჭიროებენ დახმარებას. აღნიშნული ქვეპროგრამიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა არ აღემატება 2000 ლარს. გასაცემი თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს შემდგომში „სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია.“
საკითხს კომისია განიხილავს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინალური განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ბავშვის და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე
რომელიც გათვალისწინებული იქნება ძირითადად პირველადი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, საკვები პროდუქტებით, ( მათ შორის ხელოვნური კვების პროდუქტები) საყოფაცხოვრებო საქონელი,საყოფაცხოვრებო ტექნიკა, და სხვა ოჯახისათვის აუცილებელი და საჭირო პროდუქტებით დაკმააყოფილების და ოჯახის გაძლიერების მიზნით. ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.
27. შშმ 18 წლამდე სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის სასმენი აპარატის შეძენა, თანხის ოდენობა განისაზრვრება არაუმეტეს 1500 ლარისა.
დახმარების მიღების მიზნით ერთერთმა მშობელმა ან მეურვემ ან დროებით მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;
დ) ანგარიშფაქტურა დაწესებულებიდან სადაც ბენეფიციარი შეიძენს სმენის აპარატს;
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით ორგანიზაციის ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება
1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის თვალის კოსმეტიკური სახის ან ცხვირის რინოპლასტიკის რეკონსტრუქციული ფორმის ოპერაციები, (სამედიცინო ჩვენებით), სხვა სამედიცინო მომსახურება-იოდოთერაპია, რადიოსიხშირული აბლაცია, ლითოტრიფსია, ქიმიო, ჰორმონო, სხივური თერაპია და სხვა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული და სხვა სახის კვლევები, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სამედიცინო მომსახურების ღირებულება თანადაფინანსების წესით, დაფინანსდება წელიწადში ერთხელ, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს – 1000 ლარისა.
ონკოლოგიური დავადების მქონე პირებს მკურნალობა-ოპერაციების,სამედიცინო კვლევების, ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიის და სხვა. პროცედურების თანადაფინანსება გაეწევათ წელიწადში ორჯერ ზემოთ აღნიშნული თანადაფინანსების წესით.
2. მოქალაქემ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საჭიროების შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი) ან ანგარიშ-ფაქტურა (სამედიცინო დაწესებულებიდან).
ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
3. მოქალაქის მიერ დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას უგზავნის წერილს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადით.
4. წერილი გაიცემა ბენეფიციარზე წინასწარ ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდში.
5. ანგარიშსწორება მოხდება წერილის გაცემის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული, გაწეული მომსახურებისა და ფაქტობრივი ხარჯის (არაუმეტეს სტანდარტისა) დამადასტურებელი დოკუმენტების (წერილი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა da/ ან კვლევის შედეგი, ანგარიშ-ფაქტურა (სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული იქნეს მკურნალობის მთლიანი ხარჯი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, სადაზღვევო პროგრამებით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული მკურნალობის თანადაფინანსება და პაციენტის გადასახდელი წილი, კალკულაცია) წარმოდგენის შემდეგ (მოწოდების ვადა განისაზღვროს სამედიცინო მომსახურების დასრულებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის ჩარიცხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სამედიცინო დაწესებულებიდან გაწეული მომსახურებისა და ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მერია უფლებამოსილია წერილობით განუსაზღვროს სამედიცინო დაწესებულებას დამატებით გონივრული ვადა დოკუმენტების წარმოსადგენად. ვადის დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიას აცნობოს ვადის გადაცილების დადასტურებული მიზეზი შესაბამისი დოკუმენტაციით. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სამედიცინო დახმარების თანხა არ ანაზღაურდება.
7. სამედიცინო დაწესებულებიდან გაწეული მომსახურებისა და ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში მერია უფლებამოსილია წერილობით განუსაზღვროს სამედიცინო დაწესებულებას გონივრული ვადა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოსადგენად.აღნიშნული ვადის დადგენის შემთხვევაში ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმას.
8. სუბიექტებს შორის ურთიერთობისას ვადები განისაზღვრება კალენდარული დღეებით.
9. ამ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება:
ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
ბ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;
დ) მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები (საკეისრო კვეთა ან პირადი ექიმის აყვანასთან დაკავშირებული ხარჯები);
ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
10. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია სტაციონალიდან გამოწერამდე და დამადასტურებელ დოკუმენტად წარმოადგენს სტაციონალში დავალიანების დამადასტურებელ დოკუმენტს, თანხა ანაზღაურებდა იგივე წესით, საგარანტიო წერილის გაცემის გარეშე, სტაციონალიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე:(ეს ჩანაწერი გავრცელდეს ასევე 2022 წლის 1 ნოემბრიდან წარმოდგენილ მოთხოვნებზე)
დავალიანების შემთხვევაში პაციენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა)განცხადება.
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული გაწეული მომსახურებისა და ფაქტობრივი ხარჯის (არაუმეტეს სტანდარტისა) დამადასტურებელი დოკუმენტები: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა, კალკულაცია.
დ) სტაციონალში არსებული ვალის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დოკუმენტის წარმოდგენის ვადად პაციენტს განესაზღვროს არაუმეტეს 10 დღე
11. ამავე ქვეპროგრამით დაფინანსდებიან სხვადასხვა დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვები, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურეობა ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში ან/და ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი პროგრამებით. მუნიციპალიტეტის მხრიდან მატერიალური დახმარების სახით გაიცემა თანხა 5000 ლარის ოდენობით.
დახმარების მიღების მიზნით18 წლამდე ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა;
ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული )
ვ) გადაწყვეტილება საქართველოს, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ მიღებული დაფინანსების შესახებ, ან შესაბამისი სპეციალისტის/ ექსპერტის დასკვნა აუცილებელი სამედიცინო დახმარების საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში ვერ ჩატარების შესახებ“.
12. ქვეპროგრამით
მოსარგებლეები
არიან ასევე 2 წლიდან 15
წლის
ასაკის
ჩათვლით
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები,
რომლებსაც
გააჩნიათ
დაავადებათა
საერთაშორისო
კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების
ზოგადი
აშლილობების (F84.0 –
F84.9) ჯგუფის
დიაგნოზი
ძირითად
დიაგნოზად:
ა) F84.0 ბავშვთა აუტიზმი;
ბ) F84.1 ატიპიური აუტიზმი;
გ) F84.2 რეტის სინდრომი;
დ) F84.3 ბავშვთა სხვა დეზინტეგრაციული აშლილობა;
ე) F84.4 ჰიპერაქტიური აშლილობა თანმხლები გონებრივი ჩამორჩენილობით და სტერეოტიპული მოძრაობებით;
ვ) F84.5 ასპერგერის სინდრომი;
ზ) F84.8 განვითარების სხვა ზოგადი აშლილობანი;
თ) F84.9 განვითარების ზოგადი აშლილობა დაუზუსტებელი.
13. ასევე დაფინანსდებიან 2-15 წლამდე ასაკის ბავშვები სხვა გონებრივი ჩამორჩენილობით (F-78.0-78.9) რომელთაც ძირითად დიაგნოზად განესაზღვრათ:
ა) F78.0
სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა.ქცევის აშლილობა არ არსებობს ან მინიმალურია.
ბ) F78.1
სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა.არსებობს ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და მკურნალობას;
გ) F78.8
სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. სხვა ქცევითი აშლილობანი;
დ)F78.9
სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. განუსაზღვრელი ქცევითი აშლილობა.
14. 2-დან 15 წლის ჩათვლით ბავშების რომელთა ძირითადი დიაგნოზია (ICD-10) კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0 – F84.9), სარეაბილიტაციო მომსახურების პროგრამაში პირველადი ჩართვის შემთხვევაში ბენეფიციარის დიაგნოზი განსაზღვრული უნდა იყოს „ADOS“ ტესტირების შედეგების საფუძველზე. ტესტირების შედეგს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (მოსარგებლის მშობლის ან მისი კანონიერი წარმომადგენელის);
ბ) მოსარგებლის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) კანონიერი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტრურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, იმ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელი ორგანიზაციის სარეაბილიტაციო მომსახურებაშია ჩართულია ბენეფიციარი. ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს თვეში 420 ლარისა.
წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს:
1. მოსარგებლის და მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი,პირადი ნომერი,დაბადების თარიღი.
2. ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ (სეანსების რაოდენობისა და ასანაზღაურებელი თანხის თაობაზე).
3. ანგარიშფაქტურა.
15. 2-15 წლამდე ასაკის ძირითადი დიაგნოზის (F-78.0-78.9) მატარებელი ბავშვების სხვა გონებრივი ჩამორჩენილობით დაფინანსების შემთხვევაში მოსარგებლის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წამოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მოსარგებლის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) კანონიერი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე იმ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელი ორგანიზაციის სარეაბილიტაციო მომსახურებაშია ჩართულია ბენეფიციარი. ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს თვეში 420 ლარისა.
წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს:
მოსარგებლის და მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი,პირადი ნომერი,დაბადების თარიღი.
ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ სეანსების რაოდენობისა და ასანაზღაურებელი თანხის თაობაზე) .
ანგარიშფაქტურა.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
16. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე მედიკამენტების შესაძენად დაფინანსდებიან განსაკუთრებით მძიმე და საშიში დაავადების მქონე პირები. თანხის ოდენობას განსაზღვრავს შემდგომში ამ კუთხით შექმნილი ,,სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია“.
მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საჭიროების შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი სააფთიაქო ქსელიდან, დანიშნული მედიკამენტების ღირებულების მითითებით.
ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია
17. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სტაციონლური მკურნალობის თანადაფინანსება,რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებულიდაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს 200 ლარისა.
18. არასრუწლოვანის ერთ-ერთმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა და საჭიროების შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი) ან ანგარიშ-ფაქტურა (სამედიცინო დაწესებულებიდან).
ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
19. მოქალაქის მიერ დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას უგზავნის წერილს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადით.
20. წერილი გაიცემა ბენეფიციარზე წინასწარ ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდში.
21. ანგარიშსწორება მოხდება წერილის გაცემის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული, გაწეული მომსახურებისა და ფაქტობრივი ხარჯის (არაუმეტეს სტანდარტისა) დამადასტურებელი დოკუმენტების (წერილი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა ანგარიშ-ფაქტურა (სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული იქნეს მკურნალობის მთლიანი ხარჯი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, სადაზღვევო პროგრამებით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული მკურნალობის თანადაფინანსება და პაციენტის გადასახდელი წილი, კალკულაცია) წარმოდგენის შემდეგ (მოწოდების ვადა განისაზღვროს სამედიცინო მომსახურების დასრულებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის ჩარიცხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
22. სამედიცინო დაწესებულებიდან გაწეული მომსახურებისა და ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მერია უფლებამოსილია წერილობით განუსაზღვროს სამედიცინო დაწესებულებას დამატებით გონივრული ვადა დოკუმენტების წარმოსადგენად. ვადის დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიას აცნობოს ვადის გადაცილების დადასტურებული მიზეზი შესაბამისი დოკუმენტაციით. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სამედიცინო დახმარების თანხა არ ანაზღაურდება.
23. სამედიცინო დაწესებულებიდან გაწეული მომსახურებისა და ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში მერია უფლებამოსილია წერილობით განუსაზღვროს სამედიცინო დაწესებულებას გონივრული ვადა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოსადგენად.აღნიშნული ვადის დადგენის შემთხვევაში ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმას.
მუხლი 6🔗.
სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა დახმარება
1. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2023 წელს მომხდარი ხანძრის,სტიქიის – მიწისძვრის, მეწყრის, ჩამოცვენის, ჩამოშლის, ქვათა ცვენის, კარსტული ჩამოქცევის, ღვარცოფის, წყალდიდობის, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნის, ქარიშხლის, ძლიერი ქარის, გრიგალის, ძლიერი ქარბუქის, დიდთოვლობის, ძლიერი გაყინვის, მსხვილი სეტყვის, ძლიერი წვიმების, ხანგრძლივი წვიმების, კოკისპირული წვიმების, გვალვის, ზვავის, ხანძრის და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენების შედეგად დაზარალებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად არაუმეტეს – 5000 ლარი.
დახმარება ვრცელდება 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულებზეც, რომელთაც მიღებული არ აქვთ – ,,სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქების დახმარება“ 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება. მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (მესაკუთრის შემთხვევაში მესაკუთრის განცხადება, თანასაკუთრების შემთხვევაში თანამესაკუთრეთა განცხადება, კომლის წევრობის შემთხვევაში კომლის წევრების განცხადება);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მესაკუთრის შემთხვევაში მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თანასაკუთრების შემთხვევაში თანამესაკუთრეთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, კომლის წევრობის შემთხვევაში კომლის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები);
გ) ხანძრის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებიდან ხანძრის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საკუთრების უფლების დამდგენი ერთ-ერთი დოკუმენტი: უძრავი ქონების შესახებ ცნობა დახასიათება გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საარქივო ცნობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გაცემული საქართველოს ეროვნული არქივიდან ან სხვა დოკუმენტი;
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის საცხოვრებელი სახლის (ბინის) სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.
2. 2022 წლის 1 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ჩათვლით საცხოვრებელი სახლის (ბინის) მესაკუთრის სტიქიის, ხანძრის გამო გარდაცვალების შემთხვევაში, დახმარება გაიცემა გარდაცვლილი მესაკუთრის ოჯახის წევრზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: მეუღლე, დედა, მამა, შვილი, შვილიშვილი, და ან ძმა და სხვა).
3. თანხის ჩარიცხვას უზრუნველყოფს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მომზადებული ბრძანების პროექტისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილიკომისიის ოქმის საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირი
დახმარების მიმღებმა ბენეფიციარმა პირადად უნდა წარმოადგინოს განცხადება, ბენეფიციარის მიერ განცხადების წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადების დაწერაზე უფლებამოსილია ბენეფიციარის მეუღლე, შვილი, დედა, მამა,შვილიშვილი და მის მიერ მინდობილი პირი.
მუხლი 8🔗.
სოციალური დახმარების გაცემის პროცედურა
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, ამზადებს ბრძანების პროექტს თანხის გადარიცხვის თაობაზე.
3. მერის ბრძანების თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უნაღდო ანგარიშწორების ფორმით აწარმოებს თანხის ჩარიცხვას წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით.
მუხლი 9🔗.
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებაზე.