„საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის 1994 წლის 1 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების გაეროს მოსახლეობის ფონდზე გავრცელების შესახებ"

მიღების თარიღი 26.10.2022
ძალაში შესვლა 30.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №190/7
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016711
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/01/2023
matsne.gov.ge 505 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.10.2022 მიღება
30.12.2022 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

“საქართველოსა და გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას შორის 1994 წლის 1 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გაცვლა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 31.01.2019 „საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის 1994 წლის 1 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების გაეროს მოსახლეობის ფონდზე გავრცელების თაობაზე“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 92% 14.12.2022 „საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1 ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისზე გავრცელების თაობაზე“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 85% 20.09.2019 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 06.05.2022 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 25.06.2021

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის 1994 წლის 1 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების გაეროს მოსახლეობის ფონდზე გავრცელების შესახებ" „საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის 1994 წლის 1 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების გაეროს მოსახლეობის ფონდზე გავრცელების შესახებ“ 2022 წლის 5 ოქტომბერი აღმატებულებავ, მაქვს პატივი, ვახსენო საქართველოში განთავსებული გაეროს მოსახლეობის ფონდი („UNFPA”), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამხმარე ორგანო, რომელიც დაარსდა გენერალური ასამბლეის 1972 წლის 18 დეკემბრის 3019 (XXVII) რეზოლუციის შესაბამისად. UNFPA საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობს მის მოსახლეობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიების შემუშავების, მიღებისა და შესრულების კუთხით. აგრეთვე, მაქვს პატივი, ვახსენო თბილისში, 1994 წლის 1 ივლისს დადებული „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას („UNDP”) შორის  დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება“ („UNDP ძირითადი ხელშეკრულება“), რომელიც ადგენს იმ საბაზისო პირობებს, რომელთა საფუძველზეც UNDP და მისი აღმასრულებელი ორგანოები განვითარების ღონისძიებების განხორციელებაში დახმარებას უწევენ საქართველოს მთავრობას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, შემოგთავაზოთ, UNDP ძირითადი ხელშეკრულება გავრცელდეს, mutatis mutandis, საქართველოში UNFPA-ს საქმიანობასა და პერსონალზე. აგრეთვე, გთავაზობთ, რომ ზემოაღნიშნულ წინადადებაზე თქვენი წერილობითი თანხმობის მიღებით, წინამდებარე წერილების გაცვლა წარმოადგენს შეთანხმებას საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის UNDP ძირითადი ხელშეკრულების  საქართველოში UNFPA-ზე გავრცელების შესახებ, თქვენი პასუხის თარიღით და ის ძალაში შედის UNFPA-ს მიერ იმ შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც საქართველოს მთავრობა იუწყება, რომ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია. აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა.                                                                                   [ხელმოწერა] დოქტორი ნატალია კანემ გენერალური მდივნის მოადგილე მისი აღმატებულება ბატონი ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისი 2022 წლის ------- აღმატებულებავ, მაქვს პატივი, დავადასტურო თქვენი 2022 წლის 5 ოქტომბრის წერილის მიღება, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: „აღმატებულებავ, მაქვს პატივი, ვახსენო საქართველოში განთავსებული გაეროს მოსახლეობის ფონდი („UNFPA”), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამხმარე ორგანო, რომელიც დაარსდა გენერალური ასამბლეის 1972 წლის 18 დეკემბრის 3019 (XXVII) რეზოლუციის შესაბამისად. UNFPA საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობს მის მოსახლეობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიების შემუშავების, მიღებისა და შესრულების კუთხით. აგრეთვე, მაქვს პატივი, ვახსენო თბილისში, 1994 წლის 1 ივლისს დადებული „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას (“UNDP”) შორის  დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება“ („UNDP ძირითადი ხელშეკრულება“), რომელიც ადგენს იმ საბაზისო პირობებს, რომელთა საფუძველზეც UNDP და მისი აღმასრულებელი ორგანოები განვითარების ღონისძიებების განხორციელებაში დახმარებას უწევენ საქართველოს მთავრობას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, შემოგთავაზოთ, UNDP ძირითადი ხელშეკრულება გავრცელდეს, mutatis mutandis, საქართველოში UNFPA-ს საქმიანობასა და პერსონალზე. აგრეთვე, გთავაზობთ, რომ ზემოაღნიშნულ წინადადებაზე თქვენი წერილობითი თანხმობის მიღებით, წინამდებარე წერილების გაცვლა წარმოადგენს შეთანხმებას საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის UNDP ძირითადი ხელშეკრულების  საქართველოში UNFPA-ზე გავრცელების შესახებ, თქვენი პასუხის თარიღით და ის ძალაში შედის UNFPA-ს მიერ იმ შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც საქართველოს მთავრობა იუწყება, რომ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია. აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა.“ მაქვს პატივი, დაგიდასტუროთ, რომ ზემოაღნიშნული წინადადებები საქართველოსთვის მისაღებია. აგრეთვე, მაქვს პატივი დაგიდასტუროთ, რომ თქვენი წერილი და წინამდებარე საპასუხო წერილი, წარმოადგენს შეთანხმებას საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის UNDP ძირითადი ხელშეკრულების  საქართველოში UNFPA-ზე გავრცელების შესახებ, თქვენი პასუხის თარიღით და ის ძალაში შედის UNFPA-ს მიერ იმ შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც საქართველოს მთავრობა იუწყება, რომ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია. აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა. [ხელმოწერა] ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი მისი აღმატებულება დოქტორი ნატალია კანემ გენერალური მდივნის მოადგილე ნიუ-იორკი ამერიკის შეერთებული შტატები