რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება მოქმედი საერთაშორისო სამართალი
მიღების თარიღი 11.01.2023
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №02-რს
სარეგისტრაციო კოდი 480140030.31.060.016030
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/01/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და ისლანდიის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება №02-რს
2023 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ
მუხლი 1🔗
რუსეთის ფედერაციის მხრიდან ხანგრძლივი და ამასთანავე უხეში ზეწოლის შედეგად 2022 წლის 27 სექტემბერს მოსკოვსა და სოხუმს შორის დაიდო ე.წ. შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ. 2022 წლის 29 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მისი „რატიფიცირება“ მოახდინა.
„შეთანხმების“ მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს პირველად ეძლევათ აფხაზეთის დე ფაქტო მოქალაქეობის მიღების უფლება. აღნიშნული უფლების თანდათანობითი რეალიზაცია არცთუ ისე შორეულ მომავალში გამოიწვევს აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაციის ოკუპანტი სახელმწიფოს – ეთნიკური რუსების, ე.წ. რუსული სამყაროს წარმომადგენლების სასარგებლოდ შეცვლას. მათ მიეცემათ უძრავი ქონების, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკუთრების დაუბრკოლებლად შეძენის, დე ფაქტო არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის მიღებისა და უპირატესობის მოპოვების, შესაბამისად, აფხაზეთის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
სრულიად აშკარაა, რომ „შეთანხმება“ ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ მთლიანად ჯდება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკის ჩარჩოებში. იგი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ტოტალური დარღვევის მორიგ გამოვლინებას, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არაერთგზის აღიარებული და დაგმობილი ეთნიკური წმენდის, გენოციდის უმძიმესი შედეგების დაკანონების მცდელობას.
დასახელებული „შეთანხმება“ მთელი თავისი სულისკვეთებით ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას, ისე საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, აგრეთვე საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო ადგენს:
უკანონოდ იქნეს ცნობილი ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმება“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილება.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია