საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.01.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №002
სარეგისტრაციო კოდი 270070000.70.082.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| წელთა ოდენობა | დანამატის ოდენობა (თანამდებობრივი სარგოს %) |
| 3-დან 10 წლამდე | 5% |
| 10-დან 20 წლამდე | 10% |
| 20 წელი და მეტი | 15% |
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 15.01.2026
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №002
2023 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლისა და 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა და გაცემის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა
წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა და მისი გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) თანამშრომელთა დანამატის ოდენობას და მისი გაცემის წესს.
2. ამ წესის მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის ზრდა და გამოცდილების/ნამსახურობის ადეკვატური შრომის ანაზღაურების გაცემა.
3. წელთა ნამსახურობის დანამატი გაიცემა პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებზე.
4. წელთა ნამსახურობის დანამატი არ გაიცემა პროკურატურის სტაჟიორებზე, პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე.
მუხლი 2🔗. წელთა ნამსახურობის დანამატის სისტემა
ამ წესით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დამანატის ოდენობა, მისი გაცემის წესი და პირობები ერთიანია საქართველოს გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის.
მუხლი 3🔗. წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა
1. წელთა ნამსახურობის დანამატი პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს მიეცემა შესაბამისი სტაჟის არსებობის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:
წელთა ოდენობა
დანამატის ოდენობა (თანამდებობრივი სარგოს %)
3-დან 10 წლამდე
5%
10-დან 20 წლამდე
10%
20 წელი და მეტი
15%
2. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებლს სტაჟში ეთვლება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, სტაჟიორის, პროფესიული საჯარო მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით მიღებული პირის პოზიციებზე საქმიანობა. ასევე სსრკ პროკურატურის სისტემაში საქმიანობის პერიოდი (როგორც ოპერატიულ, ისე ტექნიკურ პოზიციებზე საქმიანობა).
3. გარდა პროკურატურის სისტემაში საქმიანობისა წელთა ნამსახურობის სტაჟში ასევე ითვლება:
ა) სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მოსამართლედ, მოსამართლის თანამშემწედ ან/და სასამართლო სხდომის მდივნად მუშაობა;
ბ) შინაგან საქმეთა, იუსტიციის, (მათ შორის შრომითი საქმიანობა მანამდე არსებულ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემაში), თავდაცვის, ფინანსთა სამინისტროებში, სახელმწიფო უშიშროების/სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებით ნამსახურობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფო უწყებებში/ორგანოებში საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ცალკეულ შემთხვევებში, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია წელთა ნამსახურობის სტაჟში ასევე ჩაითვალოს უმცროსი სპეციალური წოდებით ანდა წოდების გარეშე ნამსახური.
მუხლი 4🔗. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ზოგადი წესი
1. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს წელთა ნამსახურობის დანამატი ეძლევა შესაბამისი სტაჟის შესრულების შემდეგ, ამ წესით გათვალისწინებული ოდენობით.
2. სხვა სახელმწიფო ორგანოდან/უწყებიდან გადმოსვლისას, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიერ წელთა ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში წარმოდგენის ან/და ამ დოკუმენტის სხვა სახელმწიფო ორგანოდან/უწყებიდან გამოგზავნის შემდეგ, ხდება შესაბამისი სტაჟის დათვლა და წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა. იგივე წესი მოქმედებს პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით ან კონკურსის გარეშე დანიშვნისას - სტაჟის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის ან/და გამოგზავნის შემდეგ.
3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით ან კონკურსის გარეშე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის დანიშვნისას, მას უნარჩუნდება პროკურატურაში მანამდე არსებული სტაჟი, ასევე არსებობის შემთხვევაში სტაჟში ჩაეთვლება სხვა სახელმწიფო ორგანოში/უწყებაში ნამუშევარი და მიეცემა შესაბამისი დანამატი.
4. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის სხვა პოზიციაზე გადაყვანისას/როტაციისას, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე დაწინაურებისას ან/და არამენეჯერულ პოზიციაზე დაბრუნების შემთხვევაში, თანამშრომელს უნარჩუნდება წელთა ნამსახურობის დანამატი, გადანიშვნის შესაბამისი თარიღის, ნამუშევარი კალენდარული დღეებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით.
5. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი თანამშრომლის კონკურსით ან კონკურსის გარეშე დანიშვნისას, მას მიეცემა წელთა ნამსახურობის დანამატი, დანიშვნის შესაბამისი თარიღის, ნამუშევარი კალენდარული დღეებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით.
6. პროკურორს/პროკურატურს გამომძიებლს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში (გარდა ანაზღაურების გარეშე შვებულებისა), ასევე დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში უნარჩუნდება წელთა ნამსახურობის დანამატი.
7. რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების გამო საკადრო რეზერვში ჩარიცხულ პირს წელთა ნამსახურობის დანამატი მიეცემა საკადრო რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის განმავლობაში.
8. პროკურორისათვის/პროკურატურის გამომძიებლისათვის წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა წყდება მისი დათხოვნის შემდეგ, ნამუშევარი კალენდარული დღეების შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს გაცემის შეწყვეტასთან ერთად.
მუხლი 5🔗. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ადმინისტრირება
1. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კოორდინირებას უწევს საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.
2. გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი გენერალური პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს აწვდის ინფორმაციას პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლისთვის სტაჟისა და წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესახებ.
3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ადმინისტრირება ხდება გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ.
4. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებლი უფლებამოსილია წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ან/და სტაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ იხილავს საკითხს და განმცხადებელს წერილობით აცნობებს წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან ან/და სტაჟთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. საჭიროებიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში, თანამშრომლის წელთა ნამსახურობის დანამატის საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნას ერთობლივად გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს თანამშრომლების მონაწილეობით.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე