საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „ნიმუშების მიხედვით საქონლის გაყიდვის წესები“
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 19.12.1996
ძალის დაკარგვა 25.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №123/62
სარეგისტრაციო კოდი 000000160.01(2).000.000179
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 06/01/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „ნიმუშების მიხედვით საქონლის გაყიდვის წესები“
საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის
ბრძანება №123/62
1996 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „ნიმუშების მიხედვით საქონლის გაყიდვის წესები“
I.
ზოგადი
დებულებები
1.1. ნიმუშების მიხედვით საქონლის გაყიდვის წინამდებარე წესები (შემდგომში წესებად წოდებული) შემუშავებულია საქართველოს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად და არეგულირებს მყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთობებს ნიმუშების მიხედვით საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.
1.2. წესები მიმართულია მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესებისაკენ გაყიდვის პროგრესული ფორმების, მსხვილგაბარიტიანი საქონლის ადგილზე მიტანის, აწყობის, დაყენების გზით, აგრეთვე მყიდველების ინტერესების და უფლებების დაცვისაკენ.
1.3. ნიმუშების მიხედვით საქონლის გაყიდვის დროს მყიდველი დამოუკიდებლად ან გამყიდველის დახმარებით ირჩევს მისთვის საჭირო საქონელს
სადემონსტრაციო (სავაჭრო) დარბაზში გამოფენილი ნიმუშების მიხედვით.
1.4. ნიმუშების მიხედვით გაყიდვას ექვემდებარება სამამულო და საიმპორტო საქონელი, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება გამყიდველის მიერ.
1.5. გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი ფორმით ინფორმაციის მიწოდება მყიდველისთვის წინამდებარე წესების, მომსახურების გაწევის ჩამონათვალის და ტარიფების შესახებ.
1.6. ნიმუშების მიხედვით ნაწილობრივ საქონლის გაყიდვისას ურთიერთობა, რომელიც არსებული წესით არარეგლამენტირებულია, რეგულირდება ცალკეული სასურსათო და არასასურსათო საქონლის გაყიდვის წესით.
II.
ნიმუშების
მიხედვით
საქონლის
გაყიდვის
წესი
2.1. ნიმუშების მიხედვით საქონლის გაყიდვა ხდება ორი ძირითადი ფორმით:
ა). სავაჭრო დარბაზში საქონლის გაშვებით;
ბ) გადარჩეული საქონლის მყიდველის სახლში მიტანით უშუალოდ საბითუმო ან საცალო სავაჭრო საწარმოს (ორგანიზაციის) საწყობებიდან ან მწარმოებლის საწარმოდან.
2.2. სავაჭრო დარბაზიდან ნიმუშების გაყიდვა წარმოებს: ქსოვილების, სასკოლო საკანცელარიო ნივთების, კულტსაქონელის, სათამაშოების, ლითონის და ტყავის გალანტერიის, პლასტმასის ნაკეთობების, წინდების ნაწარმის, პარფიუმერია-კოსმეტიკის და სხვა საქონლის მიხედვით.
2.3. ნიმუშების მიხედვით მყიდველის სახლში მიტანით წარმოების გაყიდვა ავეჯის, მაცივრების, საკერავი და სარეცხი მანქანების, პიანინოს, ლითონის და პლასტმასის ნავების, ნავის მოტორების, საბავშვო ეტლების და სხვა მსხვილგაბარიტიანი საქონლის.
2.4. გამყიდველის სადემონსტრაციო (სავაჭრო) დარბაზში, რომელიც ახორციელებს ნიმუშების მიხედვით საქონლის გაყიდვას, წარმოდგენილი უნდა იქნეს გაყიდვაში არსებული საქონლის ყველა არტიკულის, მარკის და ნაირსახეობის, კომპლექსური ნაკეთობების და ხელსაწყოების, ფურნიტურის და სხვათა თანმხლები საქონლის ნიმუშები.
2.5. საქონლის ნიმუშები მყიდველების მიმოხილვისათვის უნდა იქნენ განთავსებული სავაჭრო დარბაზში პოდიუმებზე, სტენდებზე, ურიკებზე და სხვა სავაჭრო მოწყობილობებზე მათი გაბარიტების გათვალისწინებით.
საქონლის ყოველ ნიმუშს უნდა გააჩნდეს მკაფიოდ გაფორმებული ფასმაჩვენებელი ან ანოტაცია მწარმოებელი ქარხნის, ტექნიკური პარამეტრების და საქონლის სხვა სამომხმარებლო თვისების მაჩვენებლების მითითებით.
2.6. გამყიდველმა, რომელიც ახორციელებს საქონლის გაყიდვას ნიმუშებით, უნდა იქონიოს კატალოგი, ალბომი გაყიდვაში არსებული საქონლის სახეების გაფორმების მიხედვით.
2.7. საქონელი, რომელიც მოითხოვს ხარისხის შემოწმებას (ჭაღები, ბრები, ელექტროგანათების არმატურისათვის საჭირო შუშის ნაწარმი და სხვა), მყიდველისათვის მათი ჩვენება ხდება კარადებში ან პულტებზე მათი ღია გამოფენის გზით და გამყიდველ-კონსულტანტის აუცილებელი დასწრებით.
2.8. რადიომიმღებების, ტელევიზორების, მაგნიტოფონების, მუსიკალური საქონლის, ფოტო-კინოაპარატურის, საათების, მტვერსასრუტების, კომბაინების და სხვა ტექნიკურად რთული საქონლის გაყიდვა ხორციელდება ნიმუშების მოქმედებაში დემონსტრირებით.
2.9. მყიდველის დასახმარებლად სადემონსტრაციო (სავაჭრო დარბაზში ავეჯით ვაჭრობისას შესაძლებელია ინტერიერის გაფორმება, რომელიც საცხოვრებელი და საძინებელი ოთახების, სამზარეულოების იმიტაციას ქმნის სხვა მოწყობილობისათვის განკუთვნილი ნივთების გამოყენებით (ხალიჩა, ბრა, ფარდა და სხვა), აგრეთვე სტენდების გაფორმება ქსოვილების ნიმუშებით, რომლებიც გამოიყენება რბილი ავეჯის ან ნაკეთობის წარმოებაში ძირითად მასალად (მერქანი, პლასტიკი და სხვა მასალები).
2.10. გამყიდველმა თვალყური უნდა ადევნოს გამოფენილი ნიმუშების პერიოდულ განახლებას მათი ხარისხის მოსალოდნელი დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით.
2.11. მყიდველის მიერ ნიმუშების მიხედვით არსებული საქონლის არჩევისას გამყიდველმა უნდა გამოწეროს სასაქონლო ქვითარი, რომელშიც მითითებულია მაღაზიის ნომერი) დასახელება, გაყიდვის თარიღი და გამყიდველის გვარი, საქონლის დასახელება, არტიკული, ფასი, ნივთების ცალ-ცალკე დასახელება და მათი რაოდენობა, რომელიც შედის ნაკეთობის კომპლექტში, კომპლექტში შემავალი ცალკეული ნივთის საერთო რაოდენობა, გადასაკრავი ქსოვილი, მოსაპირკეთებელი მასალები, ფურნიტურის კოლორისტიკა და გამოხატულება.
2.12.
მომსახურებაზე შეკვეთა (ადგილზე მიტანა, აწყობა, დაყენება და გაშვება) ფორმდება ქვითრით და ან დადგენილი ფორმის სხვა დოკუმენტით, რომელშიც ივსება მასში მითითებული ყველა რეკვიზიტი:
გამყიდველის იურიდიული მისამართი, მყიდველის გვარი და ინიციალები, მისამართი, სადაც მისატანია საქონელი;
შეკვეთის გაფორმების თარიღი;
საქონლის დასახელება, არტიკული, საგნის რაოდენობა, ღირებულება და სხვა.
მომსახურების სახეობა, დღე, მისი შესრულების დრო (დღის პირველი ან მეორე ნახევარი) და ღირებულება;
გამყიდველის და მყიდველის ხელმოწერა და სხვა რეკვიზიტები.
2.13. ნიმუშების მიხედვით გაყიდული საქონლის, აგრეთვე გაწეული მომსახურების (მიტანა, აწყობა, დაყენება) საფასურის გადახდა წარმოებს საკონტროლო საკასო მანქანების გამოყენებით.
გადახდის შემდეგ მყიდველს გადაეცემა საკასო, სასაქონლო ჩეკები და დოკუმენტები მომსახურების გაწევაზე, რომლებზეც ისმევა შტამპი „გადახდილია“.
2.14. საქონლის ადგილზე მიტანა, აწყობა ან დაყენება შეიძლება განხორციელდეს მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებისამებრ.
2.15. გაყიდვის თარიღად ითვლება დღე, როცა მყიდველს ადგილზე ჩაჰბარდება შეძენილი საქონელი.
2.16. იმ შემთხვევაში, როდესაც სტანდარტებით ან ტექნიკური პირობებით და მოხმარების წესით ცალკეული სახეობის ტექნიკურად რთული საქონლის ჩართვა და გაშვება არ არის ნებადართული თვითონ მყიდველების მიერ, ეს ოპერაციები ხორციელდება მყიდველის სახლში ან მაღაზიის დავალებით საგარანტიო მომსახურების სახელოსნოს მიერ.
დაყენება, ჩართვა და გაშვება ასეთი ნაკეთობების, აგრეთვე ინსტრუქტაჟი მოხმარების წესების შესახებ წარმოებს უფასოდ, არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში ყიდვის მომენტიდან, მყიდველის სახელოსნოსათვის ან მაღაზიისათვის მიმართვის დღიდან.
2.17. სახლში მიტანილი საქონელი გადაიცემა გამყიდველის მიერ და მიიღება მყიდველის მიერ სასაქონლო ჩეკში მითითებული მონაცემების შესაბამისად და მიტანით მომსახურების თანახმად დოკუმენტზე მყიდველის ხელმოწერის და თარიღის დასმის შემდეგ მომსახურება ითვლება შესრულებულად.
ერთდროულად მყიდველს გადაეცემა ტექნიკური დოკუმენტაცია მიტანილ საქონელზე შტამპით და გამყიდველის ხელმოწერით აგრეთვე, გაყიდვის დღის მითითებით.
2.18. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ადგილზე მიტანა განხორციელებულია მყიდველთან შეთანხმებით, მაგრამ საქონელი ვერ იქნა ჩაბარებული მყიდველის არყოფნის გამო, ხელახალი მიტანა ხორციელდება მყიდველის მიერ ადგილზე მიტანით მომსახურებაზე საფასურის ხელმეორედ გადახდის შემდეგ.
2.19. გამყიდველის მიერ საქონლის ადგილზე მიტანის, აგრეთვე აწყობის და დაყენების ვადის დარღვევის შემთხვევაში, უხდის მყიდველს პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით.
2.20. დიდგაბარიტიანი საქონლის აწყობა, დაყენება და ტექნიკურად რთული საქონლის მყიდველის ბინაზე ექსპლუატაციაში გაშვება ხდება გამყიდველის ძალისხმევით ან სხვა მესამე პირის მეშვეობით.
2.21. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ყიდვის, გაფორმების და მისი ღირებულების გადახდის დროს აღმოჩენილ იქნა ნაკლოვანებები, რომელთა არსებობის შესახებ მყიდველი წინასწარ არ იყო გაფრთხილებული გამყიდველის მიერ და ,აგრეთვე, თუ ეს ნაკლოვანებები აღმოჩენილია აწყობის ან დაყენების ექსპლუატაციის საგარანტიო ვადის განმავლობაში (თუ საგარანტიო ვადა არ არის დადგენილი 6 თვის განმავლობაში), მყიდველს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უფლება აქვს მისი შეხედულებისამებრ მითხოვოს:
ა) საქონლის ნაკლოვანებების უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად არის გაწეული მყიდველის ან მესამე პირის მიერ;
ბ) შესასყიდი ფასის შესაბამისი შემცირება;
გ) საქონლის გამოცვლა ანალოგიური მარკის მოდელის, არტიკულის საქონლით;
დ) საქონლის გამოცვლა სხვა მარკის (მოდელის, არტიკულის) ასეთივე საქონლით, შესასყიდი ფასის შესაბამისი გადაანგარიშებით;
ე) ხელშეკრულების გაუქმება და ზარალის ანაზღაურება.
მყიდველის მიერ უარის თქმა უხარისხო საქონლის მიღებაზე ფორმდება წერილობით.
მყიდველის მოთხოვნები, რომლებიც მოცემულია წინამდებარე პუნქტში, განიხილება გამყიდველის მიერ მყიდველის წერილობითი განცხადების საფუძველზე საქონლის (საკასო) ქვითრის წარდგენისას, ხოლო საქონელზე, რომლისთვისაც დადგენილია საგარანტიო ვადა, ტექნიკური პასპორტით ან სხვა მისი შემცვლელი დოკუმენტებით.
წუნდებულ საქონელზე მოთხოვნის წარდგენის ვადა იანგარიშება მომხმარებლისათვის მიწოდების დღიდან; თუ საქონელი საჭიროებს სპეციალურ დაყენებას (ჩართვას) ან აწყობას, ამ მომსახურების გაწევის დღიდან; თუ მიწოდების დაყენების (ჩართვის) ან აწყობის დღის დადგენა ვერ ხერხდება, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან.
2.22. საქონლის მიწოდების, აწყობის დაყენების) ვადის დარღვევის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს საკუთარი არჩევანით:
დაუნიშნოს გამყიდველს ახალი ვადა, რომლის განმავლობაშიც გამყიდველმა უნდა ხელმეორედ უზრუნველყოს საქონლის მიწოდება, აწყობა და დაყენება;
დაავალოს მომსახურების გაწევა სხვა შემსრულებელს გამყიდველის ხარჯზე;
მოითხოვოს გაწეული მომსახურების საფასურის შემცირება;
გააუქმოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.
2.23. საქონლის უხარისხოდ აწყობის ან დაყენების შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს თავისი არჩევანის მიხედვით მოითხოვოს:
გაწეული მომსახურებაში ნაკლოვანებების უსასყიდლოდ აღმოფხვრა მყიდველის მიერ დანიშნულ ვადაში;
გაწეული მომსახურებისათვის გადასახადის შესაბამისი შემცირება;
იმ ხარჯების ანაზღაურება ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რომელიც გაწეულია თავისი სახსრებით ან მესამე პირის მიერ.
მომხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, თუ დადგენილ ვადაში ნაკლოვანებები გაწეული მომსახურებაში არ იქნა აღმოფხვრილი გამყიდველის მიერ, მომხმარებელს აგრეთვე უფლება აქვს გააუქმოს ხელშეკრულება, თუ მის
მიერ აღმოჩენილ იქნა არსებითი ნაკლოვანებები შესრულებულ სამუშაოში (გაწეულ მომსახურებაში) ან სხვა არსებითი გადახრები ხელშეკრულების პირობებიდან.
აწყობისას ან დაყენებისას აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისას მყიდველის მიერ გათვალისწინებული ვადის დარღვევისათვის, გამყიდველი ვალდებულია გადაუხადოს მყიდველს პირგასამტეხლო - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
III.
კონტროლი
წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. წინამდებარე წესების შესრულების შესამოწმებლად შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები და აგრეთვე მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გამყიდველი ვალდებულია დახმარება გაუწიოს მიმდინარე შემოწმებას და მიიღოს ზომები ნაკლოვანებების და დარღვევების აღმოსაფხვრელად.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.
საქართველოს
ეკონომიკის მინისტრი
ვ. პაპავა
საქართველოს
ვაჭრობისა
და
საგარეო
ეკონომიკური
ურთიერთობების
მინისტრი
კ. ზალდასტანიშვილი