შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.12.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №321/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.236
გამოქვეყნების წყარო სსმ, 146, 22/12/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:normal; font-style:italic; text-decoration:underline;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in 67.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.040.000.11.119.006.236
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№
321/ნ
2003 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
„სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ” საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის და 31-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესი”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
ა. გამყრელიძე
შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესი
I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
„სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის და 31-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ეს წესი არეგულირებს სავალდებულო სადაზღვევო პენსიების დასანიშნად საჭირო შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების პირობებსა და წესს.
II. შრომითი სტაჟი
მუხლი 2🔗. შრომითი სტაჟის დადასტურება
1. შრომითი სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიღება:
ა) შრომის წიგნაკი;
ბ) სამუშაო ადგილიდან გაცემული ცნობები, მოწმობები, წერილობითი შრომითი ხელშეკრულებები;
გ) იმ სისტემის ზემდგომ დაწესებულებათა ცნობები, რომელშიც მუშაობდა ესა თუ ის პირი;
დ) საარქივო დაწესებულებებიდან გაცემული ცნობები;
ე) შემოქმედებითი კავშირების გამგეობათა სამდივნოების დადგენილებები პირის სტაჟის დადასტურების შესახებ;
ვ) ცნობა სავალდებულო სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სხვა სამსახურში ყოფნის პერიოდზე;
ზ) ცნობა უმუშევრობის შემწეობის მიღების პერიოდზე;
თ) ცნობა დროებითი შრომისუუნარობის დროს შესაბამისი სადაზღვევო გასაცემლის მიღების შესახებ;
ი) ცნობა პირთა უსაფუძვლოდ დაპატიმრების და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უსაფუძვლოდ მიცემის პერიოდზე, ასევე ამ პირთა მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის იმ პერიოდზე, რომელიც აღემატება საქმის გადასინჯვის შედეგად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთის პერიოდს.
2. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ გააჩნია შრომითი სტაჟის დამადასტურებელი საბუთები და შეუძლებელია მათი მიღება სტიქიური უბედურების (ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა) შედეგად მათი განადგურების გამო, შრომითი სტაჟი დგინდება:
ა) ორი ან მეტი მოწმის ჩვენების საფუძველზე შემდეგი წესით:
ა.ა) მოწმეთა ჩვენებით სტაჟის დადგენისათვის მოქალაქე განცხადებით მიმართავს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პენსიის დამნიშნავ ორგანოს და მიუთითებს მოწმეების ვინაობას და მისამართს;
ა.ბ) ერთ-ერთმა მოწმემ მაინც, საბუთებით უნდა დაადასტუროს განმცხადებელთან ერთად ერთ დაწესებულებაში (წარმოებაში, კოლმეურნეობაში და ა.შ.) ერთობლივი მუშაობის ფაქტი და დრო;
ა.გ) თუ ორივე მოწმე მუშაობდა განმცხადებლის მიერ მითითებულ დაწესებულებაში (წარმოებაში, კოლმეურნეობაში და ა.შ.), საჭიროა ორივე მათგანმა დოკუმენტით დაადასტუროს თავისი მუშაობის ფაქტი და დრო;
ა.დ) თუ ერთი მოწმე დაადასტურებს განმცხადებლის მუშაობის უფრო ხანგრძლივ პერიოდს, ვიდრე მეორე, დადგენილად ჩაითვლება მხოლოდ ის პერიოდი, რომელსაც ორივე მოწმე დაადასტურებს;
ა.ე) მოწმეთა ჩვენების საფუძველზე პენსიის დანიშვნისათვის დანაკლისი შრომითი სტაჟი დგინდება იმ შემთხვევებში, როცა საჭირო სტაჟის ნახევარი მაინც დადასტურებულია დოკუმენტებით;
ბ. დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
III. სადაზღვევო სტაჟი
მუხლი 3🔗. სადაზღვევო სტაჟის დადასტურება
1. სადაზღვევო სტაჟის დადასტურება ხდება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში არსებული დაზღვეულის ინდივიდუალურ (პერსონიფიცირებულ) ანგარიშზე დაფიქსირებული მონაცემების და ფონდის მიერ გაცემული სადაზღვევო ბარათის საფუძველზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში განადგურდა მონაცემები დაზღვეულის შრომითი საქმიანობის შესახებ, მაშინ მისი სადაზღვევო სტაჟი დგინდება იმავე წესით, რაც განსაზღვრულია ამ წესის მე-2 მუხლით.