„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-20 |
|
2023 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/05/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.023.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყებების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების (შემდგომში – სტრატეგია და სამოქმედო გეგმა), ასევე გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების კოორდინაცია;
ბ) სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, შეფასება და შესრულების თაობაზე ანგარიშის მომზადება;
გ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ან/და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციების ინტეგრაცია და სამინისტროს მასშტაბით საერთო ანგარიშის მომზადება და, შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის წარდგენა;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ასევე ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და დადგენილი წესით შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა;
ე) დარგში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ვ) აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ექსპორტ-იმპორტის, მოხმარების, სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სავაჭრო/ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღება შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ან/და უწყებებთან თანამშრომლობით;
თ) პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მომზადება ან/და კოორდინაცია;
ი) სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სახელმწიფო მხარდამჭერი პროექტების/პროგრამების ინიციირების ან/და არსებულის განახლების მიზნით, შიდაუწყებრივი პროცესის წარმართვა და კოორდინაცია;
კ) სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, კომუნიკაცია და კოორდინაცია;
ლ) სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში, კომუნიკაციის საერთო ხედვისა და ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.01.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.01.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-20. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.023.016760.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-20, 27.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016760 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5694242/