სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.006.200
გამოქვეყნების წყარო სსმ, 140, 05/12/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2003 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | 2 |
| № | მაჩვენებლების დასახელება |
| I. | მიწოდებ. საწვავის რ-ბა (ტ) |
| II. | ფიქსირებული ფასი |
| III. | ექვემდებარება გადარიცხვას (სტრ.I X სტრ.II) |
| IV. | ფაქტიურად გადარიცხულია |
| V. | გადასახდელი თანხა (სტრIII-სტრIV) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoPageNumber {font-family:"SPDumbadze","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:99.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:99.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-27.75pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.006.200
საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამოქალაქო ავიაციის
ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №1
2003 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასურის დებულება”.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.
თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე
სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასურის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასური შემუშავებულია საქართველოს კანონების „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” მე-7 მუხლის შესაბამისად.
2. სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასური (შემდგომში – რეგულირების საფასური) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაციის) ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციისათვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციის შესრულებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.
მუხლი 2🔗. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
საანგარიშო პერიოდი – კალენდარული თვე;
ავიასაწარმო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის რეგულირების სუბიექტი. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებადი ეროვნული და უცხო ქვეყნის საწარმო;
შემოსავალი – ავიასაწარმოს მიერ საანგარიშო პერიოდში სამოქალაქო ავიაციის დარგში საქმიანობიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი (დღგ-ს გარეშე);
დ) საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა – საჰაერო ხომალდის სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასა;
ფიქსირებული ფასი – მგზავრობის (ტვირთის გადაზიდვის) გადასახდელი თანხის შემადგენელი ნაწილი (ტაქსა), რომლის ოდენობა განსაზღვრულია ამ დებულებით. ოდენობის აღნიშვნა ხდება სამგზავრო ბილეთის სპეციალურ გრაფაში.
მუხლი 3🔗. რეგულირების სუბიექტები
რეგულირების სუბიექტებია:
ა) „საქაერონავიგაცია”;
ბ) სამოქალაქო აეროპორტები;
გ) საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში რეგულარული და/ან არარეგულარული სამგზავრო და/ან სატვირთო რეისების განმხორციელებელი ეროვნული და უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველები;
დ) საავიაციო საწვავ-საცხებით საჰაერო ხომალდის გამმართველი საწარმოები;
ე) საჰაერო ხომალდების სამგზავრო და/ან სატვირთო ტევადობის რეალიზატორები (სააგენტოები);
ვ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოები;
ზ) საბორტო კვების უზრუნველყოფის საწარმოები;
თ) საავიაციო-სატვირთო ტერმინალები;
ი) საავიაციო სპეციალიზებული სასწავლო დაწესებულებები;
კ) მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების მწარმოებელი ეროვნული და უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველები;
ლ) მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გარეთ, როგორც გადაყვანა-გადაზიდვის, ასევე საავიაციო სამუშაოების განმხორციელებელი საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველები;
მ) სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი სხვა საწარმოები.
მუხლი 4🔗. რეგულირების საფასურის ოდენობა
1. ავიასაწარმოების რეგულირების საფასურის ოდენობა განისაზღვრება:
ა) წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის ა), ბ), ვ) – მ) პუნქტებით გათვალისწინებული ავიასაწარმოებისათვის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ მიღებული შემოსავლისა და დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტი შეადგენს:
ა.ა) „საქაერონავიგაციისათვის” – 0.035;
ა.ბ) აეროპორტებისათვის – 0,025;
ა.გ) მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გარეთ, როგორც გადაყვანა-გადაზიდვის, ასევე საავიაციო სამუშაოების განმხორციელებელი საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველებისათვის, აგრეთვე მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების მწარმოებელი ეროვნული და უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველებისათვის – 0.015;
ა.დ) საბორტო კვების უზრუნველყოფის საწარმოებისათვის – 0,005.
ა.ე) სხვა ავიასაწარმოებისათვის – 0,01;
ბ) რეგულარული და არარეგულარული საერთაშორისო სამგზავრო რეისების განმხორციელებელი ავიაგადამზიდველებისათვის საანგარიშო პერიოდში:
ბ.ა) თბილისის აეროპორტიდან გაყვანილ ყოველ მგზავრზე დაწესებული ფიქსირებული ფასით – 5 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
ბ.ბ) საქართველოს სხვა აეროპორტებიდან (ბათუმი, ქუთაისი, სენაკი, ფოთი, თელავი) გაყვანილ ყოველ მგზავრზე – 4 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით;
გ) რეგულარული და/ან არარეგულარული საერთაშორისო სატვირთო რეისების განმხორციელებელი ავიაგადამზიდველებისათვის – საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის თითოეულ ტონაზე დაწესებული ფიქსირებული ფასით – 3 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით;
დ) საავიაციო საწვავ-საცხებით საჰაერო ხომალდის გამმართველი ავიასაწარმოებისათვის – საჰაერო ხომალდზე მიწოდებული საწვავის თითოეულ ტონაზე – 4 ლარის ოდენობით;
საჰაერო ხომალდის სამგზავრო და სატვირთო ტევადობის რეალიზატორებისათვის (სააგენტოებისათვის):
ე.ა) ქ. თბილისის ტერიტორიაზე განლაგების (რეგისტრაციის) შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით;
ე.ბ) საქართველოს სხვა დასახლებულ პუნქტებში განლაგების (რეგისტრაციის) შემთხვევაში – 400 ლარის ოდენობით;
ე.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო ხომალდის სამგზავრო და სატვირთო ტევადობის რეალიზატორების (სააგენტოების) წლიური შემოსავალი 50 000 ლარზე ნაკლებია – 300 ლარი.
2. რეგულირების საფასური შეიტანება გადამხდელის მომსახურების ტარიფში, რითაც ავიასაწარმოს საშუალება ეძლევა დაფაროს ეკონომიკურად გამართლებული ხარჯები.
მუხლი 5🔗. რეგულირების საფასურის გადამხდელთა მოვალეობა და პასუხისმგებლობა
1. სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასურის გადამხდელები მოვალენი არიან:
ა) რეგულირების საფასური ჩარიცხონ ადმინისტრაციის ანგარიშზე ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის ე) პუნქტით გათვალისწინებული ავიასაწარმოებისა; აღნიშნული ავიასაწარმოები (სააგენტოები) რეგულირების საფასურის გადახდას აწარმოებენ წელიწადში ერთხელ, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე;
ბ) ყოველთვიურად წარუდგინონ ადმინისტრაციას ინფორმაცია რეგულირების საფასურის ჩარიცხვის შესახებ თანდართული ფორმების შესაბამისად (დანართი 1, 2, 3) არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა. გარდა, ამ დებულების მე-3 მუხლის ე) პუნქტით გათვალისწინებული ავიასაწარმოებისა. აღნიშნული ავიასაწარმოები ინფორმაციას წარადგენენ ყოველი წლის 10 ნოემბრამდე;
2. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ბალანსში ასახული წლიური შემოსავლების დაზუსტების შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება რეგულირების საფასურიც.
მუხლი 6🔗. რეგულირების სუბიექტის ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, პროფილის შეცვლა და/ან საქმიანობის შეწყვეტა
რეგულირების სუბიექტის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შეთხვევაში, რეგულირების სუბიექტი, გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას წარუდგენს ინფორმაციას გადახდილი და გადასახდელი რეგულირების საფასურის ოდენობის შესახებ;
საქმიანობის პროფილის შეცვლის ან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, რეგულირების საფასურის გადამხდელი მოვალეა გადაიხადოს პროფილის შეცვლამდე ან საქმიანობის შეწყვეტამდე წარმოქმნილი რეგულირების საფასურის დავალიანება.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანებით.
დანართი №1
ყოველთვიურად წარედგინება საქართველოს
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას
საანგარიშო პერიოდის მომდევნო
თვის 20 რიცხვამდე
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
“–––––––––––––––––––––––––––––––––––”-ის მიერ
(ავიასაწარმოს დასახელება)
რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობის გაანგარიშებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ
200–– წლის –––––––––– თვისათვის
(გადახდის დღისათვის დადგენილი კურსით)
№
მაჩვენებლების დასახელება
საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ თვეში)
გასული წლის შესაბამის პერიოდში
საანგარიშო წლის დასაწყისი-დან
გასული წლის შესაბამის პერიოდში
1
2
3
4
5
6
I.
გაყვანილი მგზავრების რ-ბა
II.
ფიქსირებული ფასი
III.
ექვემდებარება გადარიცხვას (სტრ.I X სტრ.II)
IV.
ფაქტიურად გადარიცხულია
V.
გადასახდელი თანხა (სტრIII-სტრIV)
ხელმძღვანელი ––––––––––––––––– –––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
შემსრულებელი ––––––––––––––––– –––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
მთ. ბუღალტერი ––––––––––––––––– ––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
“––––”––––––––––––––– 200 წ.
დანართი №2
ყოველთვიურად წარედგინება საქართველოს
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას
საანგარიშო პერიოდის მომდევნო
თვის 20 რიცხვამდე
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
“–––––––––––––––––––––––––––––––––––”-ის მიერ
(ავიასაწარმოს დასახელება)
რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობის გაანგარიშებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ
200–– წლის –––––––––– თვისათვის
(ლარი)
№
მაჩვენებლების დასახელება
საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ თვეში)
გასული წლის შესაბამის პერიოდში
საანგარიშო წლის დასაწყისი-დან
გასული წლის შესაბამის პერიოდში
1
2
3
4
5
6
I.
შემოსავალი
II.
დადგენილი კოეფიციენტი
III.
ექვემდებარება გადარიცხვას (სტრ.I X სტრ.II)
IV.
ფაქტიურად გადარიცხულია
V.
გადასახდელი თანხა (სტრIII-სტრIV)
ხელმძღვანელი ––––––––––––––––– –––––––––––––––––––––
ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
შემსრულებელი ––––––––––––––––– –––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
მთ. ბუღალტერი ––––––––––––––––– ––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
“––––”––––––––––––––– 200 წ.
დანართი №3
ყოველთვიურად წარედგინება საქართველოს
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას
საანგარიშო პერიოდის მომდევნო
თვის 20 რიცხვამდე
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
“–––––––––––––––––––––––––––––––––––”-ის მიერ
(ავიასაწარმოს დასახელება)
რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობის გაანგარიშებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ
200–– წლის –––––––––– თვისათვის
(ლარი)
№
მაჩვენებლების დასახელება
საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ თვეში)
გასული წლის შესაბამის პერიოდში
საანგარიშო წლის დასაწყისი-დან
გასული წლის შესაბამის პერიოდში
1
2
3
4
5
6
I.
მიწოდებ. საწვავის რ-ბა (ტ)
II.
ფიქსირებული ფასი
III.
ექვემდებარება გადარიცხვას (სტრ.I X სტრ.II)
IV.
ფაქტიურად გადარიცხულია
V.
გადასახდელი თანხა (სტრIII-სტრIV)
ხელმძღვანელი ––––––––––––––––– –––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
შემსრულებელი ––––––––––––––––– –––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
მთ. ბუღალტერი ––––––––––––––––– ––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
“––––”––––––––––––––– 200 წ