საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე
მიღების თარიღი 22.12.2003
ძალის დაკარგვა 04.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010220020.17.010.006260
გამოქვეყნების წყარო სსმ, 148, 25/12/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 04.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №35
2003 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:
1. მოწონებულ იქნეს და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებულად იქნეს აღიარებული:
ა) „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის“ პროექტი;
ბ) „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის“ პროექტი.
2. წინამდებარე დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული წესების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ნორმატიულ აქტებად გამოცემის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულმა კომისიამ განახორციელოს საზედამხედველო ფუნქციები საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების მიერ ამ წესების მოთხოვნათა დაცვაზე.
3. აღნიშნული ეცნობოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ჯიბუტი