⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.04.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახლმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.03.2001
ძალის დაკარგვა 10.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №81/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.119.004672
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 08/03/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,754 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2001 მიღება
10.04.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახლმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №81/ნ 2001 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახლმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს: ა) „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ“ დებულება (დანართი №1); ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება (დანართი №2). 2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ა. გამყრელიძეს. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ჯორბენაძე დანართი №1 დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა და მომსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების მოხელეთა რეზერვის ფორმირების წესს. 2. დებულება ვრცელდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატის, სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს ტერიტორიალური ორგანოების საჯარო მოხელეებსა და მოსამსახურეებზე. თავი II. კონკურსი მუხლი 2🔗. კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია საჯარო მოხელის ან მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება. მუხლი 3🔗. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი, ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით. 2. კონკურსი ცხადდება ოფიციალური ბეჭდვით ორგანოში ან ტელევიზიით. 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან. მუხლი 4🔗. საკონკურსო კომისიის სამდივნო 1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისიის სამდივნო (შემდგომში - სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადების მიღება, საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა. 3. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 5 წელი. 4. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას. მუხლი 5🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოხელის კანდიდატს 1. საჯარო მოხელის ან მოსამსახურის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მუხლი 6🔗. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ავტობიოგრაფია; გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა; დ) შრომის წიგნაკი; ე) ორი ფოტოსურათი; ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მუხლი 7🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი კანდიდატს, რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით. მუხლი 8🔗. კონკურსის პირობები 1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 2. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებულნი. მუხლი 9🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას, საჯარო მოხელის ან მოსამსახურის დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2. ტესტირებულ საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას. 3. ტესტირების ჩატარების წესს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 4. კონკურსანტმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს შეთავაზებული ტესტების 75%-ს. მუხლი 10🔗. გასაუბრება საჯარო მოხელის ან მოსამსახურის პროფესიული ჩვევების შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების გზით. მუხლი 11🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა 1. კომისია კანდიდატების ტესტირების ან გასაუბრების შესახებ საკითხს განიხილავს სხდომაზე კანდიდატის დაუსწრებლად. 2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს. მუხლი 12🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. 2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. 3. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 4. გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები. მუხლი 13🔗. კონკურსი შედეგი 1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი - კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 3. კონკურსის შედეგების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. მუხლი 14🔗. წამოყენებული კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა ან მისი რეზერვში ჩარიცხვა 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ან კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დაინიშნა თანამდებობაზე, თუ მოისურვებს, ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში. მუხლი 15🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნება წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. თავი III. მოხელის ატესტაცია მუხლი 16🔗. ატესტაციის ცნება მოხელის ატესტაცია არის მისი პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობის და პირადული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. მუხლი 17🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეები 1. ატესტირებას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. 2. ატესტირებას არ ექვემდებარება: ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. მუხლი 18🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ერთი კვირით ადრე მაინც. მუხლი 19🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის ჩასატარებლად 10 დით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე, მინისტრის იმ მოადგილის მიერ, რომელიც კურირებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. დახასიათება მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებს. 2. მოახლეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაცია ტარდება სამინისტროს სისტემისა და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს. 4. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს ტესტირებით ან გასაუბრების გზით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. ატესტაციის მიზანია დადგინდეს მოხელის ან მოსამსახურის შესაბამისობა მოცემული თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. 5. ტესტირების თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მინისტრი. 6. ტესტირებულ საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას. 7. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. 8. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას, ამოწმებს ტესტირების შედეგებს (დადებით შედეგად ჩაითვლება შეთავაზებული ტესტის 75% სწორი პასუხი). 9. მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად. 10. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას, საჯარო მოხელის ან მოსამსახურის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ან მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარდგენილ დახასიათებას, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მუხლი 20🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციისას კენჭისყრის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-12 მუხლით. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას; ბ) ნაწილობრივ შეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას; გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება; დ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. 3. კომისიას გამოაქვს მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება დაუყოვნებლივ კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით. 5. ატესტაციის შედეგები შეიტანება საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები. მუხლი 21🔗. ატესტაციის შედეგები 1. ატესტაციის შედეგები, მისი ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში მოხსენდება მინისტრს. 2. მინისტრი, საატესტაციო კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების, სპეციალური წოდების მინიჭების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ, ატესტაციის ჩატარებიდან ერი თვის ვადაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 22🔗. ატესტაციასთან დაკავშირებული დავები 1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს მინისტრი. თავი IV. მოხელეთა რეზერვი მუხლი 23🔗. მოხელეთა რეზერვის მიზანი მოხელეთა რეზერვის მიზანია: ა) საჯარო მოხელეთა კანდიდატების შერჩევა; ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში საჯარო მოხელისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა; გ) სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა. მუხლი 24🔗. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოეს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. მუხლი 25🔗. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით. დანართი №2 საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი ეს დებულება შემუშავებულია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიების საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანია დასაკვებელ თანამდებობაზე წაყენებულ მოთხოვნებთან პიროვნების ან დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ა) პიროვნების პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა; ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნების წარდგენა. მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის ბიურო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით. 3. როგორც წესი, დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება ამავე დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე. 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. 6. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები. მუხლი 4🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა 1. საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 5🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის დანიშვნის წესი კომისიის წევრს ნიშნავს თავმჯდომარე: ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და პროფესიული დონის გათვალისწინებით; ბ) ზემდგომი დაწესებულების მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი დაწესებულების ან გაერთიანების წინადადებით; გ) მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით. მუხლი 6🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მათ ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაუთმოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა. მუხლი 7🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში მოწვეულ იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და განისაზღვრება დადებული შრომითი ხელშეკრულებით.