⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.10.2025)
გაუქმებულია:

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ

მიღების თარიღი 03.08.2005
ძალის დაკარგვა 30.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 110060010.39.036.007591
გამოქვეყნების წყარო სსმ, 91, 03/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 971 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2005 მიღება
30.10.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №13 2005 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურის მუშაკთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის IX თავისა და "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის "ა" და "ო" ქვეპუნქტების საფუძველზე, პროკურატურის მუშაკთათვის გადაცემული ქონების დაცვის მიზნით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს საქართველოს პროკურატურის ქონების ადმინისტრირებაზე საერთო ზედამხედველობის განხორციელება. 2. გენერალური პროკურატურის თითოეული სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელმა, აგრეთვე ქ. თბილისის, საოლქო და რაიონულმა პროკურორებმა და ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებმა: ა) განახორციელონ კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ დანაყოფს ან პროკურატურის ორგანოს; ბ) ჩაატარონ ქონების პერიოდული შემოწმება, რათა დადგინდეს, რომ ქონება იმყოფება სათანადო მდგომარეობაში, პროკურატურის მუშაკის ფაქტობრივ მფლობელობაში და იგი იყენებს ამ ქონებას მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის; გ) გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს დაუყოვნებლივ შეატყობინონ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დანაკარგის თაობაზე; დ) სტრუქტურული დანაყოფის ან პროკურატურის ორგანოს ქონება პროკურატურის ერთი მუშაკიდან მეორეს გადასცენ მხოლოდ ეკონომიკური დეპარტამენტისათვის სათანადო შეტყობინების შემდეგ; ე) წარმოადგინონ ქონების დაზიანების გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელი ყველა სახის დოკუმენტაცია. 3. პროკურატურის თითოეული მუშაკი პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია: ა) აღნიშნული ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის; ბ) ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების (სათანადო გამოყენების შედეგად ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით), განადგურებისა თუ დანაკარგის შესახებ აცნობოს მის უშუალო ხელმძღვანელს; გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა პირს, თუ არ ექნება ხელმძღვანელის თანხმობა მიღებული ეკონომიკური დეპარტამენტიდან. 4. სამსახურებრივი მოძიების შედეგად თუ გამოვლინდება პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობის საფუძველი, ამ უკანასკნელმა აანაზღაუროს პროკურატურისათვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. გაუფორმდეთ ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ №1 დანართით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად პროკურატურის იმ მუშაკებს, რომელთაც უშუალოდ (საპასუხისმგებლო შენახვით) გადაცემული აქვთ ქონება გამოსაყენებლად, შესანახად, დასამუშავებლად ან გადასაზიდად. 6. გაუფორმდეთ ხელშეკრულება კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ №2 დანართით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად პროკურატურის იმ მუშაკებს, რომელთაც გადაცემული აქვთ ქონება ერთობლივი სარგებლობისათვის და როდესაც შეუძლებელია თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის გამიჯვნა. 7. დაევალოს საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს ამ ბრძანების მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებების დადების უზრუნველყოფა და მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებათა რეგისტრაციის ჟურნალის წარმოება №4 დანართით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით. 8. დაევალოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს რეგულარულად (არანაკლებ წელიწადში ორჯერ) ჩაატაროს პროკურატურის კუთვნილი ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან, აგრეთვე ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული და ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან თანამშრომლობით და მათი უშუალო მონაწილეობით და შეადგინოს ქონების აღწერის ოქმი №3 დანართით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით. 9. დაევალოს საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს, მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებელი პირის შეცვლისას, ასევე მატერიალური ფასეულობის გადაადგილებისას ჩაატაროს აღნიშნული ქონების ინვენტარიზაცია და შეადგინოს მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო მატერიალური ფასეულობის სხვა პირზე გადაცემის შემთხვევაში უზრუნველყოს ახალი ხელშეკრულების გაფორმება. 10. დაევალოთ ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული და ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ყოველი წლის მაისისა და დეკემბრის თვეში უზრუნველყონ იმ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, რომელიც გადაცემული აქვს მათდამი დაქვემდებარებულ პროკურატურის ორგანოს. 11. პროკურატურის კუთვნილი ქონების აღწერა-ინვენტარიზაციის ჩატარებისას და მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებათა გაფორმებისას გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და პროკურატურის ორგანოების ხელმძღვანელთა მიერ უზრუნველყოფილ იქნეს ბრძანების მე-7-მე-8 პუნქტებით უფლებამოსილი დანაყოფის შეუფერხებელი მუშაობა. 12. დაევალოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს პროკურატურის მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების გაფორმება მოახდინოს მხოლოდ გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტიდან მიღებული სათანადო დასკვნის შემდეგ. 13. პროკურატურის ორგანოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში საკითხი გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 14. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზურაბ ადეიშვილი დანართი  №1 „დამტკიცებულია“ საქართველოს გენერალური პროკურორის 200 წლის ------- № ------------ ბრძანებით ხელშეკრულება №-------- (მიეთითება ბრძანების №4 დანართით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ქ. თბილისი                       ------- ---------------- 200 წელი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 121-ე მუხლის თანახმად და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (გვარი, სახელი, მამის სახელი, დაკავებული თანამდებობა) ვკისრულობ პასუხისმგებლობას ჩემთვის გადმოცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. ვაცნობიერებ, რომ ვალდებული ვარ აღნიშნული ქონება გამოვიყენო მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და ნებისმიერი სახის დაზიანების (სათანადო გამოყენების შედეგად ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით), აგრეთვე განადგურებისა თუ დაკარგვის შემთხვევაში ვაცნობო ჩემს უშუალო ხელმძღვანელს; არ გადავცე ჩემს მფლობელობაში არსებული ქონება სხვა პირს, თუ არ მექნება მიღებული გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის თანხმობა და სრული ოდენობით ავანაზღაურო ჩემზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობასთან (დანართი №3 - მატერიალური ფასეულობის მითითებით) დაკავშირებით პროკურატურისათვის მიყენებული ზიანი. მატერიალურად პასუხისმგებელი პირი -----------------------------------------------                     (ხელმოწერა) გენერალური პროკურორის მოადგილე ------------------------------------------------                         (ხელმოწერა) შენიშვნა: ქონების აღწერის ოქმი (დანართი №3) წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დანართი  №2 „დამტკიცებულია“ საქართველოს გენერალური პროკურორის 200 წლის ------- № ------------ ბრძანებით ხელშეკრულება № -------- (მიეთითება ბრძანების №4 დანართით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი კოლექტიური  მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ქ. თბილისი                       ------- ---------------- 200 წელი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 121​2 მუხლის თანახმად და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილი მუშაკები -------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ვკისრულობთ სოლიდარულ პასუხისმგებლობას ჩვენთვის გადმოცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. ვაცნობიერებთ, რომ ვალდებული ვართ აღნიშნული ქონება გამოვიყენოთ მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და ნებისმიერი სახის დაზიანების (სათანადო გამოყენების შედეგად ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით), აგრეთვე განადგურებისა თუ დაკარგვის შემთხვევაში ვაცნობოთ ჩვენს უშუალო ხელმძღვანელს; არ გადავცეთ ჩვენს მფლობელობაში არსებული ქონება ნებისმიერ სხვა პირს, თუ არ გვექნება მიღებული გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის თანხმობა და სრული ოდენობით ავანაზღაუროთ ჩვენზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობასთან (დანართი №3 - მატერიალური ფასეულობის მითითებით) დაკავშირებით პროკურატურისათვის მიყენებული ზიანი. მატერიალურად პასუხისმგებელი პირი -----------------------------------------------                     (ხელმოწერა) გენერალური პროკურორის მოადგილე ------------------------------------------------                         (ხელმოწერა) შენიშვნა: ქონების აღწერის ოქმი (დანართი №3) წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დანართი  №3 „დამტკიცებულია“ საქართველოს გენერალური პროკურორის 200 წლის ------- № ------------ ბრძანებით ქონების აღწერის ოქმი მე,-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------              (აღწერის პროცესის მონაწილის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაკავებული თანამდებობა) მივიღე მონაწილეობა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------   (გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის ან  პროკურატურის ორგანოს დასახელება) ქონების აღწერაში და დავადგინე, რომ იგი მოიცავს შემდეგ მატერიალურ ფასეულობებს: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მატერიალურ ფასეულობათა ჩამონათვალი მათი საინვენტარიზაციო ნომრების, ქონების მდგომარეობისა და პროკურატურის იმ მუშაკის მითითებით, რომელსაც გადაცემული აქვს აღნიშნული ქონება სამსახურებრივი მიზნებისათვის) აღწერის პროცესის მონაწილე ------------------------------------                (ხელმოწერა) ----------------------------------------- მატერიალურად პასუხისმგებელი პირი -----------------------------------------------                        (ხელმოწერა) დანართი  №4 „დამტკიცებულია“ საქართველოს გენერალური პროკურორის 200 წლის ------- №------------ ბრძანებით მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებათა რეგისტრაციის ფორმა 1 2 3 4 5 6 № მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი მატერიალური პასუხის მგებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების სახე (სრული ან კოლექტიური) პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი, რომლის თანამშრომელთან გაფორმდა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება მატერიალურად პასუხის მგებელი პირი  (სრული მატერიალური პასუხისმგებლობისას სახელის, გვარის და თანამდებობის მითითებით, ხოლო კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობისას - შესაბამასი დანაყოფის მითითებით) შენიშვნა