საკრედიტო დაწესებულებებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის №66ა ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№280
სარეგისტრაციო კოდი
220090000.10.008.005554
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 110, 06/11/2002

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება 280

2002 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საკრედიტო დაწესებულებებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის 66ა ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საბანკო სისტემაში ნაღდი ფულით წარმოებული ოპერაციების აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და ამ საქმიანობის კონტროლის ეფექტიანობის ამაღლების, აგრეთვე, ფასეულობის ინკასაციის საქმიანობის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, „საკრედიტო დაწესებულებებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის №66ა ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულებაში სიტყვები „საკრედიტო დაწესებულებები“ შეცვალოს სიტყვებით „კომერციული ბანკები“.

2. 1-ლი მუხლის მე-10 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა "შენობაში".

3. 1-ლ მუხლში მე-10 პუნქტის შემდეგ ჩაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. კომერციულ ბანკის დაცვის პირობები განისაზღვრება ბანკსა და დაცვის მომსახურების განხორციელების უფლების მქონე იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით".

4. 1-ლი მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„ბანკომატების დადგმის შესახებ კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, სადაც უნდა აისახოს ბანკომატის ტიპი, რაოდენობა, მათი განლაგების ადგილი, ბანკომატის ფუნქციების ჩამონათვალი. განცხადების თან უნდა ერთვოდეს ბანკომატის ტექნიკური პასპორტი. სალაროს ოპერაციების საწარმოებლად ბანკომატის პასპორტს (დანართი №36) გასცმეს ეროვნულ ბანკი ან ადგილმდებარეობის მიხედვით ეროვნული ბანკის შესაბამისი ფილიალი. ბანკომატებით წარმოებული ოპერაციების აღრიცხვა უნდა შეესაბამებოდეს ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს".

5.  1-ლი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„კომერციულ ბანკს შეუძლია განახორციელოს საკუთარი და ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტურის ფულადი სახსრებისა და ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციები საინკასაციო მომსახურებაზე ეროვნული ბანკის თანხმობის (დანართი №37) მქონე საკუთარი ან სხვა სპეციალიზებული საინკასაციო სამსახურების საშუალებით (შემდგომში - ინკასაციის ქვედანაყოფი). საინსაკაციო მომსახურებისათვის თანხმობის მისაღებად ეროვნულ ბანკს წარედგინება განცხადება N38 დანართში მითითებულ დოკუმენტებთან ერთად“.

6. 1-ლი მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

"ინკასაციის ქვედანაყოფში სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ჯანმრთელობა, გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური, შემოწმება საქართველოს შსს-ს ორგანოებში, სპეცმომზადების კურსი შსს-სა და ეროვნულ ბანკში".

7. 1-ლი მუხლის 32-ე პუნქტში ფრჩხილებში ჩაწერილი სიტყვების „ფულის ჩეკის“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „და სხვა მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ....“.

8. 1-ლ მუხლში 32-ე პუნქტის შემდეგ ჩაემატოს შემდეგი შინაარსის 321 პუნქტი:

„321. კომერციული ბანკი ვალდებულია მოახდინოს გაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების წიგნაკების რეგისტრაცია სპეციალურ დავთარში თითოეული ფილიალის (კვანძგარეთა სალაროს), ბლანკების სახეობების, ნომრების, რაოდენობისა და გაცემის თარიღების მიხედვით“.

9. 1-ლი მუხლის 34-ე პუნქტში 1-ლი წინადადების შემდეგ ჩაემატოს ახალი წინადადება: „სალაროს მუშაკებს უნდა ჰქონდეთ ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №39)“.

10. მე-2 მუხლის 30-ე პუნქტში სიტყვები „შინაგან საქმეთა ორგანოს სამორიგეო ნაწილში ან ცდპ-ზე“ შეიცვალოს სიტყვებით „შესაბამისი დაცვის სამსახურში“.

11. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვები „ცდპ-ში ან შს ორგანოს სამორიგეო ნაწილში“ შეიცვალოს სიტყვებით „შესაბამისი დაცვის სამსახურში“.

12. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „კლიენტებისაგან“.

13. მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ბოლოს დაემატოს სიტყვა: „(დანართი №40)“, ხოლო მე-13 მუხლის 1-ლ პუნქტში 1-ლი წინადადების ბოლოს დაემატოს სიტყვები: („დანართები №41,42)“

14. მე-13 მუხლის მე-11 პუნქტში 1-ლი წინადადების ბოლოს დაესვას მძიმე და დაემატოს სიტყვები: "როგორც ავანსად გაცემული თანხა", ხოლო მეორე წინადადება ამოღებულ იქნეს.

15. მე-14 მუხლის მე-2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კვანძგარეთა სალაროს ნაღდი ფულის (ფასეულობით) ნაშთის ლიმიტს განსაზღვრავს კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა მეორე სამუშაო დღის დილით ოპერაციების შეუფერხებლად განხორციელებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობის გათვალისწინებით. კვანძგარეთა სალაროში არასამუშაო საათებში ლიმიტი ფარგლებში ნაღდი ფულის (ფასეულობის შენახვის საკითხი რეგულირდება კომერციულ ბანკსა და შესაბამის დაცვის სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულებით. ბანკი ვალდებულია კვანძგარეთა სალაროს მუშაობის დამთავრების შემდეგ უზრუნველყოს ლიმიტს ზევით არსებული თანხების ინკასირება. ლიმიტის არარსებობის შემთხვევაში, კვანძგარეთა სალაროში არსებული ნაღდი ფული (ფასეულობა) ბანკის მიერ ყოველდღიურად ინკასირდება სამუშაო საათების დამთავრებისთანავე.

3. კომერციული ბანკის კვანძგარეთა სალაროს გამაგრება ნაღდი ფულით ხორციელდება ამ სალაროს მუშაკის წერილობითი განაცხადის საფუძველზე“.

16. მე-14 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს ციფრები:"N033" და „№064“.

17. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „გასავალის ორდერით“ შეიცვალოს სიტყვებით „შიდასაბანკო გასვლის ორდერით (დანართი №43)“, ხოლო მე-6 პუნქტში სიტყვები „შემოსავლის ორდერი“ შეიცვალოს სიტყვებით "შიდა საბანკო შემოსავლის ორდერი (დანართი №44)“.

18. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„5. სალაროს ან ინკასაციის მუშაკი იღებს ამონაბეჭდს ბარათების საფუძველზე გაცემული (შესრულებული ოპერაციების მიხედვით) და გახსნისას არსებული ნაღდი ფულის ოდენობის შესახებ, აგრეთვე კასეტებს ბანკომატიდან, ტვირთავს მასში მომზადებულ კასეტებს და ბანკომატიდან იღებს ფულის ჩადების დამადასტურებელ ამონაბეჭდს“.

19. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ციფრები: "N036", ხოლო მე - 9 პუნქტიდან - „№063“.

20. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„5. დღიური საკასო ბრუნვების შემოწმების შემდეგ, სალაროს გამგე ატარებს ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის აღრიცხვის წიგნში (დანართი №20) ფულის შემოსავლისა და გასავლის თანხას და გამოჰყავს ნაღდი ფულის, აგრეთვე სხვა ფასეულობის ნაშთი მეორე დღისათვის, ნაღდი ფულის საერთო თანხა კუპიურების მიხედვით შეჰყავს კუპიურული აღრიცხვის წიგნში (დანართი №45). ორივე წიგნი დასტურდება ფასეულობის შენახვისათვის პასუხისმგებელი პირების ხელმოწერებით“.

21. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბანკნოტებისა და მონეტების დახარისხება ხდება ღირებულებების მიხედვით. დახარისხებული ბანკნოტები და მონეტები ფორმდება მოლარეების (ბრიგადული სისტემის შემთხვევაში - ბრიგადების) მიერ ცალ-ცალკე.

22. დებულებაში მე-17 მუხლის შემდეგ ჩაემატოს 171 მუხლი:

„მუხლი 171. ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და პლომბები

1. კომერციულ ბანკებს უნდა ჰქონდეს ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები, პლომბის ბჯენები და ლუქის ლითონის ბეჭდები.

2. ნაღდი ფულის ფორმებისა და ფულადი საბუთების გასაფორმებლად, აგრეთვე ფულის საცავების დასალუქავად საჭირო დასამზადებელი ბეჭდებისა და შტამპების ესკიზები უნდა დაამოწმოს საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველომ.

3. ნაღდი ფულის ფორმირებისათვის საჭირო შტამპზე უნდა აღინიშნებოდეს საკრედიტო დაწესებულების (ფილიალის) დასახელება, კოდი, კომბინირებულ შტამპებზე - ბანკის დასახელება, კოდი, მოლარის გვარი და ინიციალები (ბრიგადის ნომერი).

4. პლომბის ბჯენებზე (10 მმ დიამეტრის) უნდა იკითხებოდეს ბანკის კოდი და პლომბის რიგითი ნომერი.

5. ფულადი საბუთების გასაფორმებელ შტამპებზე (ზომით 50X15მმ - 60X20მმ) უნდა იკითხებოდეს ბანკის დასახელება, კოდი, ხოლო ბეჭდებზე ბანკის დასახელება, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, სალაროს ტიპი.

6. ლუქის ლითონის ბეჭდებზე უნდა იკითხებოდეს ბანკის დასახელება, კოდი, რიგითი ნომერი.

7. ბანკებს შეუძლიათ ეროვნულ ბანკთან შეთანხმების გარეშე დაამზადონ შტამპები წარწერით: „მოძველებული“, „ნაკრები“, „საკონტროლო გადათვლა“, თარიღი და სხვ.

8. ბეჭდებისა და შტამპების დაკარგვისას ბანკი დაუყოვნებლივ უგზავნის შეტყობინებას საქართველოს ეროვნულ ბანკს და სამართალდამცავ ორგანოს.

9. ბეჭდები და შტამპები უნდა ინახებოდეს ლითონის კარადებში და აღირიცხებოდეს სპეციალურ დავთრებში (დანართი №46)“.

23. მე-18 მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით „დანაკლისი საკრედიტო დაწესებულებას უნაზღაურდება, მეტობის თანხა ირიცხება ეროვნული ბანკის შემოსავლებში“.

24. მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტიდან და მე -3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს ციფრი „№678“.

25. მე-19 მუხლის მე -3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი.

26. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „გასავლის ორდერი“ შეიცვალოს სიტყვებით „შიდასაბანკო გასავლის ორდერი 2 ცალად, რომლის პირველი პირი რჩება ადგილზე, ხოლო მეორე - ეძლევა ინკასატორებს ბანკი - მიმღებისათვის გადასაცემად“.

27. 21-ე მუხლის მე-15 პუნქტში სიტყვების „შემოსავლის ორდერი“ წინ ჩაემატოს სიტყვები "შიდასაბანკო".

28. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები "გასავლის ორდერში" შეიცვალოს სიტყვებით „მიღებული და გაცემული ფულის (ფასეულობის) აღრიცხვის წიგნში“.

29. 26-ე მუხლის მე-14 პუნქტში ციფრი „№904“ შეიცვალოს სიტყვებით „დებიტორების“, ხოლო მე-15 პუნქტში სიტყვები „№960 ანგარიშზე „საოპერაციო და სხვადასხვა შემოსავლები“ შეიცვალოს სიტყვებით „ეროვნული ბანკის შემოსავლებში ანგარიშზე „სალაროს ზედმეტობა“.

30. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

„19. საკასო ოპერაციების წარმოების წესების დარღვევებისა და დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები“.

31. 27-ე მუხლის მე-4 პუნქტში მეორე წინადადებაში ამოღებულ იქნეს სიტყვა „შაბერი“ და მის ნაცვლად დაემატოს“ „ლუპით (10 - ჯერ გამადიდებელი; სპეციალიზებული დღის სინათლის ნათურით; ბრილიანტის ტესტერით; სასინჯი ქვა-კიდონტით; ლევერიჯით (კარატმზომი)“.

32. 28-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები №151 საბალანსო ანგარიშის მიხედვით“.

33. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები "N9960 ანგარიშზე" შეიცვალოს სიტყვებით „ანგარიშზე "შესანახად განთავსებულ ქონებაზე“, ხოლო მე-3 პუნქტში ციფრი „№9960“ შეიცვალოს სიტყვით „ნომერი“.

34. დებულებაში დანართების ჩამონათვალს დაემატოს ბანკომატით სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ პასპორტის (დანართი №36),  საინკასაციო მომსახურებისათვის ეროვნული ბანკის თანხმობის (დანართი №37) ფორმები, ნებართვის მისაღებად ეროვნული ბანკისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (დანართი №38), ინკასატორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (დანართი №381), ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (დანართი №39), საფულე ჩეკის (დანართი №40), შემოსავლისა და გასავლის ორდერების (დანართები №№41,42), შიდასაბანკო გასავლისა და შიდასაბანკო შემოსავლის ორდერების (დანართები №№43,44), კუპიუტერული აღრიცხვის წიგნის (დანართი №45), ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვის დავთრის (დანართი №46) ფორმები.

35. დებულების მე-20 დანართის თავში დაემატოს შემდეგი წინადადება: "მკაცრი აღრიცხვის ბლანკი".

36. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 დეკემბრიდან.

                                                                                                                                                           ი. მანაგაძე

 

 დანართი  36

მკაცრი აღრიცხვის ბლანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

N000000

"ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ"
ვიცე-პრეზიდენტი

-----------------------------------

ბ. ა.

სარეგისტრაციო №

------- ----------------200 --- წელი

პ ა ს პ ო რ ტ ი

ბანკომატით სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ

1. -------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბანკის (ფილიალის, კვანძგარეთა სალაროს) დასახელება და კოდი

2. ---------------------------------------------------------------------------------------------------------

ბანკომატის დადგმის ადგილი (ქალაქი, დაბა) მისამართი

3. ---------------------------------------------------------------------------------------------------------

ბანკომატის ტიპი (ტექნიკური პასპორტის მონაცემები)

4. ---------------------------------------------------------------------------------------------------------

ბანკომატის მიერ განსახორციელებელი ოპერაციები

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

კომერციული ბანკის

ხელმძღვანელი

(გვარი, სახელი)                               --------------------------------

                                                                               ხელმოწერა

მთავარი ბუღალტერი

(გვარი, სახელი)                                     -----------------------------------

                                                                                  ხელმოწერა                 

სალაროს გამგე

(გვარი, სახელი)                                          -----------------------------------

                                                                                     ხელმოწერა

ბანკომატი ტექნიკურად გამართულია და მზადაა ფუნქციონირების დასაწყებად.

საკასო ოპერაციებისა და ნაღდი

ფულის მიმოქცევის სამმართველოს

-------------------------------------------                                 ---------------------

თანამდებობა, სახელი, გვარი                                         ხელმოწერა

 

დ ა ს კ ვ ნ ა

ბანკს შეუძლია ბანკომატის გამოყენებით განახორციელოს სალაროს შემდეგი ოპერაციები:

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------

საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის

მიმოქცევის სამმართველოს უფროსი

(სახელი, გვარი)                                                                   ---------------------

                                                                                                ხელმოწერა

 

დანართი  N37

     

მკაცრი აღრიცხვის ბლანკი

 

 

 


საქართველოს ეროვნული ბანკი

N000000

   


"ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ"

ვიცე-პრეზიდენტი

     

 


     

ბ. ა.

თ ა ნ ხ მ ო ბ ა

საინკასაციო მომსახურების შესახებ

     


სარეგისტრაციო N

     

___ _____________ 200 ____ წელი


1.

 


 
 

ბანკის (ფილიალის)/არასაბანკო იურიდიული პირის დასახელება

 


2.

 


 
 

საინკასაციო სამსახურის მისამართი

 
   


დ ა ს კ ვ ნ ა

   




საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის

მიმოქცევის სამმართველოს უფროსი

   
 


(სახელი, გვარი)

 

 


 
     

ხელმოწერა

 


შენიშვნა: გაუქმების შემთხვევაში თანხმობა ბარდება საქართველოს ეროვნულ ბანკს.

 

დანართი  N38

კომერციული ბანკების მიერ საინკასაციო მომსახურებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი

 

საინკასაციო მომსახურებისათვის თანხმობით მისაღებად კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

- განცხადება საინკასაციო მომსახურებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ;

- ბრძანება (დადგენილება, განკარგულება, საოქმო გადაწყვეტილება) საინკასაციო სამსახურის შექმნის შესახებ და დამტკიცებული შიდაგანაწესი საინკასაციო სამსახურის საქმიანობის შესახებ;

- საინკასაციო ოპერაციების წარმოებისათვის კვალიფიკაციის გავლის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გაცემული მოწმობა (დანართი N38');

- შსს-ს მიერ გაცემული ცნობა შემოწმებისა და სპეცმომზადების შესახებ;

- შსს-ს ნებართვა იარაღის ტარების შესახებ;

- შსს-ს ცნობა იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვის პირობების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

 

არასაბანკო საინკასაციო სამსახურის მიერ საინკასაციო მომსახურებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი

 

საინკასაციო მომსახურებისათვის თანხმობის მისაღებად არასაბანკო საინკასაციო სამსახური ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

- განცხადება საინკასაციო მომსახურებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ;

- სასამართლოს დადგენილება და წესდება;

- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშის შესახებ;

- ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან საიდენტიფიკაციო კოდის შესახებ;

- ნოტარიულად დამოწმებული საიჯარო ხელშეკრულება ან საკუთრების დამადასტურებელი ცნობა დაკავებული ფართობის შესახებ;

 

- აუდიტორული დასკვნა იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ;

- სადაზღვევო კომპანიის საგარანტიო წერილი განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის შესახებ;

 

- ბრძანება (დადგენილება, განკარგულება, საოქმო გადაწყვეტილება) საინკასაციო სამსახურის შექმნის შესახებ და დამტკიცებული შიდაგანაწესი საინკასაციო სამსახურის საქმიანობის შესახებ;

- საინკასაციო ოპერაციების წარმოებისათვის კვალიფიკაციის გავლის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გაცემული მოწმობა (დანართი N38');

- შსს -ს მიერ გაცემული ცნობა შემოწმებისა და სპეცმომზადების შესახებ;

- შსს-ს ნებართვა იარაღის ტარების შესახებ;

- შსს-ს ცნობა იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვის პირობების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

 

შენიშვნა: საინკასაციო მომსახურებისათვის თანხმობის გაცემის შემდეგ რაიმე ცვლილების შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად.

 

დანართი  N381

     

მკაცრი აღრიცხვის ბლანკი

     


საქართველოს ეროვნული ბანკი

N000000

   


ვიცე-პრეზიდენტი

     

 


     

ბ. ა.

     


სარეგისტრაციო N

     

___ _____________ 200 ____ წელი


მოწმობა
ინკასატორის კვალიფიკაციის შესახებ

ეძლევა

მოქ.


 

მცხ.


 


მასზედ, რომ მან საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიარა სწავლების კურსი ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციის საკითხებთან დაკავშირებით და შეუძლია შეასრულოს აღნიშნული ოპერაციები.


საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის

მიმოქცევის სამმართველოს უფროსი

   
 


(სახელი, გვარი)

 

 


 
     

ხელმოწერა (ა.მაის)

 


საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის

მიმოქცევის სამმართველოს

   

 


 

 


 

თანამდებობა, გვარი, სახელი

 

ხელმოწერა

 

 

დანართი  N39

 

     

მკაცრი აღრიცხვის ბლანკი

     


საქართველოს ეროვნული ბანკი

N000000

   


ვიცე-პრეზიდენტი

     

 


     

ბ. ა.

     


სარეგისტრაციო N

     

___ _____________ 200 ____ წელი


მოწმობა
ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის შესახებ


მოქ.

 


 

მცხ.


 


საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი შემდეგ საკითხებზე:

1. ფულის ნიშნების ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისიანობის და დადგენის შესახებ;
2. საეჭვო და ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირებისა და პასუხისმგებლობის შესახებ;

3. სალაროს ოპერაციების წარმოების წესები

(


)


დასკვნა


ამ მოწმობის მფლობელის კვალიფიკაციის დონე აკმაყოფილებს სალაროში ნაღდ ფულთან მუშაობისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს.


საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის
მიმოქცევის სამმართველოს უფროსი

   

(ეროვნული ბანკის


     

ფილიალის ხელმძღვანელი)

     

(

 

)


 
     

ხელმოწერა

 


საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის

მიმოქცევის სამმართველოს

   

 


 

 


 

თანამდებობა, გვარი, სახელი

 

ხელმოწერა

 

 


 

 


 

თანამდებობა, გვარი, სახელი

 

ხელმოწერა

 

 

დანართი  N40

 

     

მკაცრი აღრიცხვის ბლანკი

საფულე ჩეკი

ჩეკს წინა მხარე

     

 

ჩეკის ყუა

"აბ" N000000

     

ჩეკი მიეცა


 
     

ჩეკის თანხა ციფრებით

 ხელმოწერები: 1. ______________________ 2. ________________ 200 ___ წლის ___

 ჩეკი მივიღე:


200 ______ წლის ______ ___________________

 

ხელმოწერა

     

მოჭრის ხაზი

 


 


სალაროს

"აბ" N000000

საკონტროლო მარკა

ჩეკის გამცემი

ჩეკის გამცემის ანგარიშის N

ჩეკის "აბ" N000000

საკონტროლო მარკის დაწებების ადგილი

 
 

თანხა ციფრებით

____________ _________ ___________ 200 ____ წელი

   

გაცემის ადგილი რიცხვი თვე (სიტყვით)

   

   

ბანკის დასახელება

       

ჩეკის გამცემის

 

გადაუხადეთ


ბეჭდის ადგილი

 

 

ვის

 
   
   

 თანხა სიტყვებით


   
   

 ხელმოწერები :

1.

2.

 

 

ჩეკის უკანა მხარე

   

 

გატარდა სალაროს შემოსავალში


 სალაროს ორდერი N___________


200 ___ წლის

___________________

 

 მთავარი ბუღალტერი

ხელმოწერა


 

მოჭრის     ხაზი

   

სიმბ.
N

მიზნობრიობა

თანხა




 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერები:

1.

2.

 

ამ ჩეკში აღნიშნული თანხა მივიღე:

ხელმოწერა


თანხის მიმღების პირადობის დამადასტურებელი საბუთი:

საბუთის დასახელება .................................. N..................................

გაცემული ............................................... _____ წ. ______ __________________

დაწესებულების დასახელება

     

გაცემის ადგილი ............................................................................


შევამოწმე:
კონტროლიორი

 

გადაუხადეთ:
პასუხისმგებელი შემსრულებელი

გადახდილია:
მოლარე


 

ბუღალტერი



     


200 _____ წლის _____ ____________

 

 

 

ჩეკების შევსებისა და გამოყენების წესი

 

1. ჩეკში რეკვიზიტების შევსება და ხელმოწერები სრულდება მელნიანი ან ბურთულიანი კალმით;

2. რეკვიზიტში "თანხა ციფრებით" ჩაწერილი ციფრების წინ და შემდეგ არსებული თავისუფალი ადგილები იხაზება ორი ხაზით;

3. სიტყვის "გადაუხადეთ" შემდეგ იწერება ფულის მიღებისათვის უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

4. თანხა სიტყვებით იწერება სტრიქონის დასაწყისში, ხოლო სიტყვებით მითითებული თანხის შემდეგ თავისუფალი ადგილის დაუტოვებლად მიეთითება ფულის ერთეულის აღმნიშვნელი სიტყვა;

5. ჩეკის გამცემი ჩეკს ხელს აწერს ყველა მისი რეკვიზიტის შევსების შემდეგ;

6. ჩეკის არასწორად შევსების ან ჩეკის ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანის შემთხვევაში ჩეკი ითვლება ძალადაკარგულად;

7. საკრედიტო დაწესებულება ბეჭდის ანაბეჭდით დამოწმების გარეშე ჩეკს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მფლობელის მიერ საკრედიტო დაწესებულებისათვის წარდგენილ ხელმოწერათა ნიმუშებიან ბარათში არის აღნიშვნა ბეჭდის არარსებობის შესახებ;

8. ჩეკში აღნიშნული თანხის მიღება დასტურდება ჩეკის უკანა მხარეს ხელმოწერით;

9. ჩეკის ძირითად ნაწილთან ერთად ივსება ჩეკის ყუის ყველა რეკვიზიტი;

10. ანგარიშის მფლობელის მიერ ფულის მიღებისათვის უფლებამოსილი პირისათვის ჩეკის მიცემა დასტურდება ყუაზე ხელმოწერებით;

11. გადახდილი და ძალადაკარგული ჩეკების ყუები, აგრეთვე ძალადაკარგული ჩეკები იახება არანაკლებ 3 წლის განმავლობაში დადგენილი წესების შესაბამისად;

12. ანგარიშის მფლობელი ვალდებულია ანგარიშის დახურვისას ბანკს განცხადებით დაუბრუნოს ჩეკის წიგნაკები დარჩენილი გამოუყენებელი ყუებითა და ჩეკებით, ნომრების აღნიშვნით.

13. ჩეკის წიგნაკი ინახება ანგარიშის განმკარგულებლთან ან მთავარ (უფროს) ბუღალტერთან.

 

დანართი  N41

 

სალაროს გასავლის ორდერი N




200  წ
 

 

შემომტანი

დებეტი
ანგ.N


 

კრედიტი
ანგ.N
 


მიმღები ბანკი

კოდი

   

თანხა ციფრებით

მიმღები

 

თანხა სიტყვიერად



ლარი


თეთრი

გადახდის დანიშნულება


   

თანხა მივიღე:

კონტროლიორი:

კონტროლიორი:

ბუღალტერი:

მოლარე:

 

 

დანართი  N42

 

სალაროს გასავლის ორდერი N




200  წ
 

 

ბანკის დასახელება

დებეტი
ანგ.N



მიმღები პირი

კრედიტი
ანგ.N


პირადობის დამადასტურებელი

 

თანხა (ციფრებით)

საბუთი:


N


 

გაცემული



   
   

თანხა სიტყვიერად



ლარი


თეთრი

 
გატანის დანიშნულება

გაცემულია:


N


 

200 წ

   

თანხა გავეცი:

კონტროლიორი:

 

ბუღალტერი:

მოლარე:


თანხა მივიღე


 

მიმღების ხელმოწერა

   
 

 

დანართი  N43

 

 

მკაცრი აღრიცხვის ბლანკი

 

შიდა საბანკო შემოსავლის ორდერი N00000000



200  წ
 

 
   

დებეტი
ანგ. N


ბანკის დასახელება

 

კრედიტი
აგ.N


 
მიმღები


 
მიმღები პირი


 
პირადობის დამადასტურებელი

       

თანხა (ციფრებით)

საბუთი:


N


 

გაცემული




 


 

 

თანხა სიტყვებით



ლარი


თეთრი

სალაროს გამაგრებისათვის

კონტროლიორი:

ბუღალტერი:

მოლარე:

 
თანხა მივიღე:


 მიმღების ხელმოწერა

   
 

 

შიდა საბანკო გასავლის ორდერი N00000000

გაეცით



200  წ

   

დებეტი
ანგ. N


ბანკის დასახელება

 

კრედიტი
აგ.N


 
მიმღები


 
მიმღები პირი


პირადობის დამადასტურებელი

       

თანხა (ციფრებით)

საბუთი:


N


 

გაცემული



 

თანხა სიტყვებით



ლარი


თეთრი

სალაროს გამაგრებისათვის

კონტროლიორი:

ბუღალტერი:

მოლარე:

 

 

დანართი  N44

 

 

მკაცრი აღრიცხვის ბლანკი

 

შიდა საბანკო შემოსავლის ორდერი N00000000
 



200  წ
 

 
   

დებეტი ანგ. N

შემომტანი


   

კრედიტი აგ.N
 

მიმღები

 

 

 
თანხა (ციფრებით)

თანხა სიტყვიერად



ლარი


თეთრი

 
სალაროს გამაგრებისათვის

ხელმოწერები:
 

     

თანხა მივიღე

შემომტანი პირი:

კონტროლიორი:

ბუღალტერი:

მოლარე:

 

 

დანართი  N45

 

მკაცრი აღრიცხვის ბლანკი

ნაღდი ფულის კუპიურული აღრიცხვის წიგნი

 

ფულის ნიშნები

ნაშთი " ___" თვის

ნაშთი " ___" თვის

ნაშთი " ___" თვის

ნაშთი " ___" თვის

ნაშთი " ___" თვის

ვარგისი ბანკნოტი

 

 

 

 

 

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

20

 

 

 

 

 

50

 

 

 

 

 

100

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

მოძვ. ბანკნოტი

 

 

 

 

 

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

20

 

 

 

 

 

50

 

 

 

 

 

100

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

ვარგისი მონეტა

 

 

 

 

 

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

20

 

 

 

 

 

50

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

მოძვ. მონეტა

 

 

 

 

 

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

20

 

 

 

 

 

50

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

10-ლარიანი მონეტა

 

 

 

 

 

მთლიანად

 

 

 

 

 

საიუბილეო მონეტები

 

 

 

 

 

ბელმძღვანელი

 

 

 

 

 

მთ. ბუღალტერი

 

 

 

 

 

სალაროს უფროსი

 

 

 

 

 

 

დანართი  N46

კომერციული ბანკის დასახელება

 

ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვის

დავთარი

 

შენიშვნა: დავთარი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ხელმოწერილი, გერბიანი ბეჭდით დამოწმებული და ინახებოდეს ლითონის კარადაში ბანკის ხელმძღვანელთან ან შესაბამის პასუხისმგებელ მუშაკთან.

 

რიგითი N

ბეჭდის, შტამპისა და პლომბის ბჯენის ნაბეჭდი

დამზადების თარიღი

ბეჭდის, შტამპისა და პლომბის ბჯენის მიმღები შენახვი სათვის პასუხის მგებელი პირის თანამდებობა, გვარი, ინიციალები

ბეჭდის, შტამპისა და პლომბის ბჯენის მიმღები შენახვი სათვის პასუხის მგებელი პირის ხელმოწერა, მიღების თარიღი

პასუხისმგებელი პირის აღნიშვნა ბეჭდის, შტამპისა და პლომბის ბჯენის გადაცემის ან მათი განადგურების შესახებ საბუთის, თარიღისა და ნომრის მითითებით

შენიშვნა