საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.01.2023
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-23
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016258
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა დარსალია | საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.01.2006
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №01-23
2023 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 7 სექტემბრის №01-164 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილაშა დარსალია
დანართი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომში – ნატო) ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პოლიტიკის ჩამოყალიბება და წარმართვა; სტრატეგიულ-კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი, მათთან მჭიდრო თანამშრომლობით; საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავება და მისი იმპლემენტაციის კოორდინაცია და მონიტორინგი; ნატოში საქართველოს წარმომადგენლობასთან, ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსა და საქართველოში ნატოს წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობა; ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის კოორდინირება; უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტთან კოორდინაციით, მედეგობის გაძლიერების, კიბერუსაფრთხოების და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა; საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პოლიტიკის დაგეგმვა და წარმართვა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და კოორდინირება;
გ) სამინისტროში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოში საქართველოს წარმომადგენლობასთან, ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსა და საქართველოში ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი, მათთან მჭიდრო თანამშრომლობით;
ვ) ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის წარმართვა და კოორდინაცია;
ზ) საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაცია და მონიტორინგი;
თ) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება;
ი) ნატო-საქართველოს ერთობლივი პროგრამების/პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
კ) ნატოს წევრი სახელმწიფოების ინფორმირება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ;
ლ) ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა;
მ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ნ) უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტთან კოორდინაციით, მედეგობის გაძლიერების, კიბერუსაფრთხოების და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა.
2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე;
დ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;
ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება დეპარტამენტის ფუნქციებსა და ამოცანებს;
ვ) განახორციელოს ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის კოორდინაცია;
ზ) განახორციელოს საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაცია და მონიტორინგი;
თ) სხვადასხვა ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა და მისი გამოყენებისათვის წინადადებების შემუშავება;
ი) ხელი შეუწყოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დიალოგს და ცნობიერების ამაღლებას;
კ) ითანამშრომლოს საქართველოში ნატოს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) წარმართოს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;
დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ შესაბამის დოკუმენტაციას;
ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობასა და გენერალურ დირექტორს;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და გენერალური დირექტორის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობასა და გენერალურ დირექტორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და გენერალური დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
მ) გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს მის მოვალეობას, გენერალური დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, გენერალური დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, გენერალური დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, გენერალურ დირექტორთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ნატოს სამმართველო;
ბ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სამმართველო.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. ნატოს სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
ბ) ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრისათვის წინადადებების შემუშავება;
გ) ნატოში ინტეგრაციის შესახებ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
დ) ნატოში მიმდინარე პროცესების ანალიზი;
ე) ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
ვ) ნატოში საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა;
ზ) ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ნატოს სამეკავშირეო ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსთან და საქართველოში ნატოს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოსთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
ი) სპეციალური დიპლომატიური ნებართვის გაცემის კოორდინაცია ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილე უცხო ქვეყნების სამხედრო გემებისთვის, თვითმფრინავებისთვის და შეიარაღებული ძალების და ტვირთების საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით გადაადგილებისათვის;
კ) საქართველოს თავდაცვის ძალების, ნატოს და სხვა მრავალეროვნულ სწავლებებსა და ვარჯიშებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვებით უზრუნველყოფის კოორდინაცია;
ლ) ნატოს სამიტებისა და საგარეო საქმეთა მინისტერიალებისთვის საქართველოს დელეგაციისთვის შინაარსობრივი პაკეტების მომზადება და ორგანიზაციული ხელშეწყობა;
მ) ნატოს შტაბბინასა და საქართველოში მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების კოორდინაცია;
ნ) უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტთან კოორდინაციით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა;
ო) სხვადასხვა ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებში ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების ასახვა და წინადადებების შემუშავება.
2. ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის პროცესის ხელშეწყობა;
ბ) ნატოში საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძღოლა და წლის მანძილზე განსახორციელები სხდომების დაგეგმვა;
გ) საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაციისა და მონიტორინგის განხორციელება;
დ) საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის პროექტის განხილვის მიზნით, ყოველწლიური საერთაშორისო სემინარის ორგანიზება;
ე) საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტების შემუშავება;
ვ) ნატოს შემფასებელ ჯგუფთან წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების პროცესში სამუშაოების განხორციელება;
ზ) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომების უწყებათაშორისი კოორდინაცია;
თ) შესაბამის სტრატეგიულ-კონცეპტუალურ დოკუმენტებში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხების ასახვა;
ი) ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და ნატოს საკონტაქტო საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის საკითხებზე;
კ) ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოში ნატოს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის საკითხებთან დაკავშირებით;
ლ) უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
მ) უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტთან კოორდინაციით, მედეგობის გაძლიერებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური მასალის მომზადება.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით (კურატორ მინიტრის მოადგილესა და გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია გენერალური დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ანაწილებს სამმართველოში შესასრულებლად და გასაცნობად შემოსულ დოკუმენტაციას;
ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს;
ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, გენერალური დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.