საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.01.2023
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-26
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა დარსალია | საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-26
2023 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილაშა დარსალია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ეროვნული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; თანამშრომლობითი უსაფრთხოების სისტემაში ქვეყნის ჩართულობის ხელშეწყობა; შეიარაღების კონტროლის, მასობრივი განადგურების იარაღის, გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიმართულებით საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინიციატივებში თანამშრომლობის უზრუნველყოფა, ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა, ჰიბრიდული საფრთხეების და გამოწვევების ანალიზი და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; კიბერუსაფრთხოების და კიბერდიპლომატიის თემატიკაზე მუშაობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მისიებთან თანამშრომლობა და ამ მიმართულებით საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) შეიარაღების კონტროლის, მასობრივი განადგურების იარაღის, გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიმართულებით საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინიციატივებში თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
გ) ჰიბრიდული საფრთხეების და გამოწვევების ანალიზი და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
დ) სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტთან კოორდინაციით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა;
ე) სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტთან კოორდინაციით, მედეგობის გაძლიერების, კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ანალიზი და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მისიებთან თანამშრომლობა და ამ მიმართულებით საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მომუშავე საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან აქტიური თანამშრომლობა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;
თ) დეპარტამენტში შემავალ თემატიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;
ი) კომპეტენციის ფარგლებში რიგი სახელმწიფო უწყებების მხრიდან, საქართველოს მიერ შესაბამისი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და შესაბამისი შეთანხმებების განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების პროცესის კოორდინირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულების განსაზღვრის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ლ) ეუთოს საინფორმაციო ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გაცვლა ,,ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ” ვენის 1999 წლის დოკუმენტის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების და ღია ცის ხელშეკრულებების შესაბამისად;
მ) შესაბამისი პროფილის საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
პ) საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადებისას დეპარტამენტში შემავალი საკითხების ასახვის უზრუნველყოფა;
ჟ) საზღვრის დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური მასალის მომზადება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთის საქართველოს საჰაერო ტრანზიტის განხორციელებისათვის საჭირო დიპლომატიური ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.
2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე;
დ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;
ე) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება დეპარტამენტის ფუნქციებსა და ამოცანებს.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;
დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ შესაბამის დოკუმენტაციას;
ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობასა და გენერალურ დირექტორს;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და გენერალური დირექტორის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობასა და გენერალურ დირექტორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და გენერალური დირექტორის ცალკეულ დავალებებს;
მ) გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას, გენერალური დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით.