სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე
მიღების თარიღი 23.01.2023
ძალის დაკარგვა 30.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №11/04
სარეგისტრაციო კოდი 200020000.18.011.016674
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| კრიტერიუმი | ინდიკატორი |
| ზომა (55%) | რისკის მთლიანი პოზიცია |
| კლიენტების დეპოზიტები | 20% |
| მთლიანი შემოსავალი | 15% |
| ურთიერთკავშირი (15%) | ბანკთაშორისი სისტემის აქტივები |
| ბანკთაშორისი სისტემის ვალდებულებები | 5% |
| საბითუმო დაფინანსება | 5% |
| ჩანაცვლებადობა (25%) | ფილიალების რაოდენობა |
| დეპოზიტარების რაოდენობა | 7.5% |
| მსესხებელთა რაოდენობა | 7.5% |
| კომპლექსურობა (5%) | ინვესტიციები კაპიტალში |
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 18.12.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№11/04
2023 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 83 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
კომერციული ბანკის სისტემურობის ბუფერის განსაზღვრის მიზნით დადგინდეს სისტემური მნიშვნელობის ქულები შემდეგი ინდიკატორებითა და წონებით:
კრიტერიუმი
ინდიკატორი
წონა
ზომა (55%)
რისკის მთლიანი პოზიცია
20%
კლიენტების დეპოზიტები
20%
მთლიანი შემოსავალი
15%
ურთიერთკავშირი (15%)
ბანკთაშორისი სისტემის აქტივები
5%
ბანკთაშორისი სისტემის ვალდებულებები
5%
საბითუმო დაფინანსება
5%
ჩანაცვლებადობა (25%)
ფილიალების რაოდენობა
10%
დეპოზიტარების რაოდენობა
7.5%
მსესხებელთა რაოდენობა
7.5%
კომპლექსურობა (5%)
ინვესტიციები კაპიტალში
5%
მუხლი 2🔗
სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკად მიიჩნევა კომერციული ბანკი, რომლის სისტემური მნიშვნელობის ქულა ტოლია ან აღემატება სისტემური მნიშვნელობის ქულის ზღვარს –
8%-ს.
მუხლი 3🔗
სისტემურობის ბუფერის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება უკუგება რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებზე (RORWA) ზარალების ზღვარი –
1%.
მუხლი 4🔗
სისტემურობის ბუფერისთვის ბიჯი განისაზღვროს 0.5%-ით.
მუხლი 5🔗
ამ ბრძანებით დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკებად განისაზღვროს შემდეგი კომერციული ბანკები და მათ სისტემურობის ბუფერი დაუწესდეთ შემდეგი განაკვეთებით:
ა) სს „თიბისი ბანკი“ – 2.5%;
ბ) სს „საქართველოს ბანკი“ – 2.5%;
გ) სს „ლიბერთი ბანკი“ – 1%.
მუხლი 6🔗
თუ კომერციული ბანკის არასაბანკო დეპოზიტების (გარდა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან მიღებული უზრუნველყოფილი დეპოზიტებისა) საბალანსო ღირებულების წილი მთლიან ასეთ დეპოზიტებში წინა 3 თანმიმდევრული თვის (T-1, T-2, T-3) საშუალო მონაცემის მიხედვით გაუტოლდება ან გადააჭარბებს 40%-ს, შესაბამისი კომერციული ბანკის სისტემურობის ბუფერის ზედა ზღვარი მომდევნო თვიდან (T-0) გაიზარდოს 3%-მდე, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება 12 თვის შემდეგ (T+12). ხოლო, მას შემდეგ, რაც გაზრდილი ზედა ზღვრის დაცვა გახდება სავალდებულო (T+12 და შემდეგ), თუ ამავე ბანკის წინა 12 თანმიმდევრული თვის არასაბანკო დეპოზიტების (გარდა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან მიღებული უზრუნველყოფილი დეპოზიტებისა) წილის საშუალო მაჩვენებელი (T-0 დან T+11 ჩათვლით და ა.შ.) შემცირდება 40%-იანი ნიშნულის ქვემოთ, მომდევნო თვიდან მისი ბუფერის ზედა ზღვარი შემცირდეს 2.5%-მდე.
მუხლი 7🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №174/04 ბრძანება.
მუხლი 8🔗
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-6 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების მე-6 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე