ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2023
გამომცემი ორგანო 1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შესახებ
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016365
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2023
matsne.gov.ge 1,123 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ინფორმაციის დასახელება
1.1 მუნციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
1.2 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების  საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, წესდება, შინაგანაწესი)
1.3 მუნიციპალიტეტის    საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
1.4 მუნიციპალიტეტის  მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომრები
2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
2.3 ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
2.4 მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
2.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
3.1 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა
3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში კონკურსის ჩატარების წესს
3.3 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მიხედვით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში
4.1 სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.02.2018 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 15.02.2018 საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 20.01.2016 წალკის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.03.2016 ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.03.2016

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2023 წლის 26 იანვარი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 85​1 მუხლის შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების წესი დანართი N1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗  დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების   მიერ პროაქტიულად  გამოსაქვეყნებელი  საჯარო  ინფორმაციის ნუსხა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი დანართი №1 ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ონის  მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით. 3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი 1. მუნიციპალიტეტი ვალდებულია  უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე (www.oni.gov.ge). 2. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს ონის მუნიციპალიტეტს კანონმდებლობით განსაზღვრული  სხვა  საჯარო  ინფორმაციის  პროაქტიულად  გამოქვეყნების ვალდებულებისაგან. 3. ამ დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. 4. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებულია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და სხვა ნებისმიერი შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5.  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან. 6. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი 1.  მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა  და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. 2.  საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. დანართი №2 ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების   მიერ პროაქტიულად  გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა 1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შესახებ № ინფორმაციის დასახელება განახლების ვადები 1.1 მუნციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა განახლებადი  ცვლილების შემთხვევაში 1.2 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების  საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, წესდება, შინაგანაწესი) განახლებადი ცვლილების შემთხვევაში 1.3 მუნიციპალიტეტის    საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 1.4 მუნიციპალიტეტის  მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები განახლებადი           ცვლილების შემთხვევაში 1.5 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციულ ერთეულებში  მერის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.6 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების   და მისი სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2. საჯარო ინფორმაციის გვერდი 2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომრები განახლებადია  ცვლილების შემთხვევაში 2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში  2.3 ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.4 მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 2.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა          ქვეყნდება კვარტალურად    3. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ 3.1 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში კონკურსის ჩატარების წესს განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.3 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მიხედვით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში ქვეყნდება კვარტალურად 4. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ 4.1 სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა ქვეყნდება კვარტალურად 4.2 მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვების ობიექტის, შესყიდვების საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით ქვეყნდება კვარტალურად 4.3 ინფორმაცია მუნიციპალური ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ ქვეყნდება კვარტალურად 4.4 რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები ქვეყნდება კვარტალურად 5. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ 5.1 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი  მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში 5.2 მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები ქვეყნდება კვარტალურად 5.3 ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით) ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად 5.4 ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) ქვეყნდება კვარტალურად 5.5 საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში 5.6 ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) ქვეყნდება კვარტალურად 5.7 მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით ქვეყნდება ყოველწლიურად 5.8 ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად   ქვეყნდება ყოველწლიურად 5.9 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად   ქვეყნდება ყოველწლიურად 5.10 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი   ქვეყნდება ყოველწლიურად 5.11 უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია   ქვეყნდება ყოველწლიურად 5.12 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის, მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა   ქვეყნდება ყოველწლიურად 5.13 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისათვის  გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალურად 5.14 სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში 6. სამართლებრივი აქტები 6.1 ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან ქვეყნდება ძალაში შესვლი-დან 10 დღეში 6.2 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია ქვეყნდება ძალაში შესვლი-დან 10 დღეში 7. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია 7.1 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ოქმები ქვეყნდება შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში 7.2 დასახლების საერთო კრების ოქმები ქვეყნდება შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში 7.3 მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები ქვეყნდება შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში 7.4 პეტიცია მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში 8. სხვა საჯარო ინფორმაცია 8.1 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 8.2 ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის მიერ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში შენიშვნა 1. ნუსხის მიზნებისთვის „თანამდებობის პირი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირებს. შენიშნვა 2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.