საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №10 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალური ინსპექციის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.118.006.214
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №421
2003 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №10 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულების შესაბამისად და შესასრულებლად, ვბრძანებ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №10 ბრძანებით (სსმ III, №7 2002. მუხ.52) დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების”:
ა) მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტში ამოღებულ იქნას სიტყვა „იურიდიული” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გენერალური ინსპექციის დაკომპლექტება ხდება, როგორც წესი, უმაღლესი განათლების, კვალიფიციური და მაღალი მორალური თვისებების მქონე კადრებით”.
ბ) მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” ქვეპუნქტში სიტყვები „გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობის დავალებით” შეიცვალოს სიტყვებით „გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება პოლიციის შენობა-ნაგებობებზე, პოლიციის მუშაკებზე თავდასხმის ფაქტებზე, ასევე შს მინისტრის და გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით სხვა მნიშვნელოვან შემთხვევებზე”.
გ) მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ” ქვეპუნქტში სიტყვები „გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით” შეიცვალოს სიტყვებით „გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების პროცესში გენერალური ინსპექციის თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიძახოს შინაგან საქმეთა ორგანოების ნებისმიერი მუშაკი და თანამდებობის პირი, გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით დაუბრკოლებლად შევიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ნებისმიერ დანაყოფში”.
დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. სამსახურებრივი შემოწმების სრულყოფილად და ობიექტურად ჩატარების მიზნით, კანონის სრული დაცვით, გენერალური ინსპექციის უფროსს უფლება აქვს შს მინისტრთან შეთანხმებით შემოწმებაში ჩააბას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი სხვა სამსახური”.
ე) მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნას სიტყვები “და შინაგან საქმეთა სამინისტროს მისაღებში გენერალური ინსპექციის სპეციალური ყუთის” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უზრუნველყოს „ცხელი ხაზის” ფუნქციონირება”;
ვ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „თანამდებობის პირთა” შეიცვალოს სიტყვით „თანამშრომელთა” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა კანონიერი მითითებები მათი კომპეტენციის ფარგლებში სავალდებულოა შესასრულებლად შინაგან საქმეთა ორგანოების ყველა მუშაკისათვის”.
ზ) მე-9 მუხლს „ა” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა.ა” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნარკომანიის წანააღმდეგ ბრძოლის განყოფილება”.
თ) მე-9 მუხლის „გ” ქვეპუნქტში სიტყვა „პროფილაქტიკისა” შეიცვალოს სიტყვებით ”შიდა აუდიტის” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ანალიზის, შიდა აუდიტის და რეგიონალური კონტროლის სამსახური”.
ი) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ბ) ახორციელებს შს სამინისტროს სისტემაში კორუფციული ფაქტების გამოვლენას და მათზე რეაგირებას”.
კ) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტიდან ამოღებულ იქნას „გ” და „ე” ქვეპუნქტები.
ლ) მე-10 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „თ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„თ) ადგენს შს ორგანოს თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მართლზომიერებას ან კანონსაწინააღმდეგო ხასიათს”.
მ) მე-10 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნარკომანიის წანააღმდეგ ბრძოლის განყოფილება:
ავლენს შს ორგანოების თანამშრომლებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ნივთიერებათა მოხმარებაში ან სხვა სამართალდარღვევაში”
ნ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნას „ვ” ქვეპუნქტი.
ო) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „პროფილაქტიკისა” შეიცვალოს სიტყვებით ”შიდა აუდიტის” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ანალიზის, შიდა აუდიტის და რეგიონალური კონტროლის სამსახური:”
პ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ი” და „კ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ი) ახდენს შს სამინისტროს სისტემის საფინანსო და სამეურნეო სფეროში დარღვევების გამოვლენას და მათზე რეაგირებას;
კ) ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას იარაღის, საბრძოლო მასალების, ტექნიკის ან სხვა ქონების განადგურების და სხვა ფაქტებზე”.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.
გ. ბარამიძე