📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2023
ძალის დაკარგვა 01.02.2024
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016490
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 847 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.01.2023 მიღება
01.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (9)
1 ქალაქის ცენტრალური
2 ქალაქის შუალედური
3 ქალაქის პერიფერიული
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონა
I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი I TL
II (შუალედური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი I TL
III (პერიფერიული) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულინდექსი I TL
ქ. ოზურგეთის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია 0.8
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2023 წლის 24 იანვარი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული   ფასი №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება N2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის  №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 24/01/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016452). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია დანართი №1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც: 1. CN – არის 1 მ​​2 არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2. IMG – არის ოზურგეთს მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.52 ლარს; 3.  ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი: ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში – 1.3; ბ) ქალაქი შუალედურ ზონაში – 1.0; გ) ქალაქის პერიფერიულ ზონაში – 0.8; 4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ​​2-ზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; 5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის: ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში 50-ს; ბ) ქალაქის შუალედური  ზონისათვის 30-ს; გ) ქალაქის პერიფერიული ზონისთვის 25-ს. მუხლი 2🔗 ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს  შემდეგი სახით: № ზონა IMG ITL C K CN (ლარი) 1 ქალაქის ცენტრალური 0.52 1.3 0.24 50 8.112 2 ქალაქის შუალედური 0.52 1.0 0.24 30 3.744 3 ქალაქის პერიფერიული 0.52 0.8 0.24 25 2.49 მუხლი 3🔗 ოზურგეთის მუნიცპალიტეტის სოფლებში 1მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 1.12 ლარს, ხოლო დაბისათვის ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50% და შეადგენს 1.87 ლარს.  მუხლი 4🔗 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის   არეალებში 1მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 0.936 ლარს. მუხლი 5🔗 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით  განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი ფასები. მუხლი 6🔗 ,,ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №273 დადგენილებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 6-მაგი ოდენობით და შეადგენს 22,46 ლარს. ამ შემთვევაში არ გამოიყენება მე-3 მუხლში აღნიშნული წესი. დანართი №2 ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი I TL გურამიშვილის ქუჩის ორთავე მხარე რკინიგზის ხაზამდე. რკინიგზის ხაზის მარცხენა მხარე ლალიონის ქუჩამდე. ლალიონის ქუჩა კოსტავას ქუჩის გადაკვეთამდე. კოსტავას ქუჩა (12 სართულიანი  სახლის ჩათვლით) აკაკის ქუჩის დასაწყისამდე. აკაკის ქუჩა თ. სახოკიას ქუჩის გადაკვეთამდე. თ. სახოკიას ქუჩა გურიის ქუჩამდე. გურიის ქუჩა გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთამდე. გრიბოედოვის ქუჩა სანაპიროს ქუჩამდე.სანაპიროს ქუჩა მდ. ბჟუჟჟამდე ს. მაკვანეთისკენ მიმავალ ხიდამდე. ს. ქობულაძის ქუჩა თაყაიშვილის ქუჩამდე. თაყაიშვილის ქუჩის მონაკვეთი მდ. ბჟუჟის ხიდიდან ნ. ნაკაშიძის ქუჩამდე.ნ. ნაკაშიძის ქუჩა. ნინოშვილის ქუჩა (შედის №1 საჯარო სკოლა, II საბავშვო ბაღი, საავადმყოფო „ავერსი“, ყოფილი ინტერნატის ეზოს ჩათვლით) გმირთა მოედანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა გურამიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე. - ცენტრალურ ზონას განეკუთვნება შესაბამისი კონტურის ფარგლებში მოქცეული ტერიტორია. 1.3 II (შუალედური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი I TL  მდ. ბჟუჟის ხიდიდან ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისამდე, შპს გზამშენი -18-ის, მანქანათმშენებელი და ყოფილი პურის ქარხნების მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით. ს. ჟორჟოლიანის ქუჩიდან ესაძის ქუჩის გადაკვეთამდე. ესაძის ქუჩა მალაზონიას ქუჩამდე. მალაზონიას ქუჩა დ. ბაქრაძის ქუჩამდე. დ. ბაქრაძის ქუჩა თავისუფლების ქუჩამდე. თავისუფლების ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩამდე. დავით აღმაშენებლის ქუჩიდან  ა. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩამდე. ა. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩა რკინიგზის ხაზის გადაკვეთამდე. რკინიგზის ხაზის გასწვრივ ჯავახიშვილის ქუჩის კვეთამდე. ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი იაკობ შემოქმედელის  ქუჩამდე. იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან კ. ლესელიძის ქუჩის დასაწყისამდე. კ. ლესელიძის ქუჩა ნ. დუმბაძის ქუჩის კვეთამდე. ნ. დუმბაძის ქუჩა მ. კოსტავას, ზ. დამენიას ქუჩების კვეთამდე. ზ. დამენიას ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე. ნ. ბარათაშვილის ქუჩა  ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის კვეთამდე. ა. ჯორჯიაშვილის ქუჩა  ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I შესახვევამდე. ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I შესახვევიდან მეუნარგიას ქუჩის ჩათვლით. სანაპიროს ქუჩამდე. სანაპიროს ქუჩა ა. გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე.       - შუალედურ ზონას განეკუთვნება ცენტრალური ზონის კონტურს გარეთ და შუალედური ზონის კონტურს შორის მდებარე ტერიტორია 1.0 III (პერიფერიული) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულინდექსი I TL ქ. ოზურგეთის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია 0.8