საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობისათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.12.2003
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №310/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.160.010.11.119.006.215
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 10/12/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობისათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:LitMtavrPS; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.05pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-.5in; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.215
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №310/ნ
2003 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის” დამტკიცების შესახებ
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №472 ბრძანებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესი”
მუხლი 1🔗.ზოგადი დებულებები
ეს წესი შემუშავებულია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №472 ბრძანებულების საფუძველზე და აწესრიგებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროზე ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. აჭარის ავტონომიური რესპულიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზიის გაცემა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ლიცენზიას გასცემს იმ ლიცენზიის მაძიებელზე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ლიცენზირებას დაქვემდებარებულ საქმიანობას ახორციელებს აღნიშნულ ტერიტორიაზე.
მუხლი 3🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზიის გაცემის წესი
1. ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობას ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, წერილობით განცხადებას ლიცენზიის მისაღებად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს.
2. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მაძიებლის განცხადება წარდგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია სამ დღეში განცხადება თანდართული დოკუმენტებით გადაუგზავნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, რის თაობაზეც უნდა ეცნობოს განმცხადებელს შესაბამისი დასაბუთებით გადაგზავნიდან 2 დღეში.
მუხლი 4🔗. შეტყობინება ლიცენზიის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის განცხადების მიღებიდან სამ დღეში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობით აცნობებს მის მიერ ლიცენზიის გასაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და წარუდგენს მას ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებულ ასლებს.
მუხლი 5🔗. ლიცენზიის გაცემის, შეჩერების, განახლებისა და გაუქმების პროცედურა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს, შეაჩერებს, განაახლებს და გააუქმებს
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ’’ და
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ’’ საქართველოს კანონებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 6🔗. სალიცენზიო მოწმობის ფორმა
1. სალიცენზიო მოწმობა არის ერთიანი და მისი ფორმა განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. სალიცენზიო მოწმობის ფორმები მისი დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში წინამდებარე წესის შესაბამისად, მიეწოდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს.
2. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, სალიცენზიო მოწმობის ფორმებით.
3. სალიცენზიო მოწმობის ფორმის მიწოდების ორგანიზებას უზრუნველყოფს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი), რომელიც ვალდებულია ლიცენზიის მოწმობის ფორმა მიაწოდოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფორმის მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენიდან ორ დღეში.
განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) სალიცენზიო მოწმობის ფორმების საჭირო რაოდენობის შესახებ;
ბ) ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განაცხადს ლიცენზიის მოწმობის ფორმის მიღების თაობაზე წარადგენს ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
6. სალიცენზიო მოწმობის ფორმების გადაცემისას უნდა შედგეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები.
7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია გაცემული ლიცენზიის ოდენობის შესახებ.
მუხლი 7🔗. სალიცენზიო და სანებართვო რეესტრების წარმოება
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის VIII თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ვალდებულია მონაცემების რეესტრში შეტანიდან 10 დღეში აცნობოს ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს – იუსტიციის სამინისტროს, ასევე, უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის VIII თავით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების ჩამორთმევის საფუძველი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით ჩამოერთმევა, თუ იგი ლიცენზიის გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გაუქმებას ახორციელებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების და ამ წესის დარღვევით.
მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებანი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №472 ბრძანებულების საფუძველზე გადაეცემა 2005 წლის 1 იანვრიდან.