📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.01.2023
ძალაში შესვლა 01.01.2023
ძალის დაკარგვა 02.02.2024
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016503
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,834 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2023 მიღება
01.01.2023 ძალაში შესვლა
02.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2023 წლის 23 იანვარი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20, 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად; მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური უზრუნველყოფის  პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის N 7 დადგენილება; მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით   გათვალისწინებული  ჯანმრთელობის  დაცვისა და  სოციალური  უზრუნველყოფის  პროგრამების განხორციელების  წესი ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში და პროგრამის განხორციელების პერიოდში ფაქტობრივად ცხოვრობენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის-დევნილებისათვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ მუხლში გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების პრინციპებს, სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, სოციალური დახმარების სახეობას და გასაცემი თანხის ოდენობას. მუხლი 1🔗. ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული  მომსახურების თანადაფინანსება  1. პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის დაფინანსებაში თანამონაწილეობას და გამოითვლება შემდეგი წესით: ა) თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტია, დაფინანსდება პაციენტის  გადასახდელი  თანხის ნახევარი; ბ) ხოლო თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა 70%-ზე ნაკლებია-დაფინანსდება საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხის 25%; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ  შემთხვევაში დასაფინანსებელი თანხის  ოდენობა განსაზღვრულია არანაკლებ 50 და არაუმეტეს 700 ლარის ოდენობით. პროგრამა  არ  ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევით 100%-ით დაფინანსების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობას თანადაფინანსებაში. 2. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება: ა) საგარანტიო  წერილის  გაცემით, რომელიც  დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ  მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის  შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე; ბ) სტაციონარული მომსახურების გაწევის  შემდგომ  ბენეფიციარის მომართვის შემთხვევაში. 3. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით  განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე  თანხის ჩარიცხვით; 4. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100; ბ) საყოველთაო  დაზღვევის საგარანტიო წერილის ასლი; გ) სასწრაფო  გადაუდებელ შემთხვევაში საყოველთაო  დაზღვევის კალკულაცია.  5.  პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 2🔗. ფსიქიკურ ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა 1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიკური აშლილობებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით – „მკვეთრად გამოხატული“ (პირველი ჯგუფი).  საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილიქნეს  სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100. 2. პროგრამა გათვლილია 25 ბენეფიციარზე და ითვალისწინებს  თითოეულზე ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშწორებით, 100 ლარის ჩარიცხვას (აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეიძლება ჩაერიცხოს ბენეფიციარის კანონიერ მხარდამჭერს). 3. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 3🔗. თირკმლის დიალიზზე მყოფი  პაციენტების  ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა 1. პროგრამის ბენეფიციარები  არიან პაციენტები, რომლებიც ჩართულნი  არიან თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და აღნიშნული მომსახურების მისაღებად სისტემატიურად უწევთ გადაადგილება სხვა  ქალაქში; 2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად  ანგარიშზე 150 ლარის ჩარიცხვას; 3. ბენეფიციარმა უნდა  წარმოადგინოს თირკმლის  დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის  დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100. პროგრამა  გათვლილია 20  ბენეფიციარზე.  4.  პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 4🔗. მუდმივად ან /და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე  იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა 1. პროგრამის ბენეფიციარები არიან იშვიათი დაავადების მქონე პაციენტები (გაფანტული სკლეროზი, სირინგომიელია,  მოტონეირონთა დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია, ბავშვთა ცერებრალული დამბლა , სისტემური სკლეროდერმია, აუტოიმუნური ჰეპატიტი, რეტის სინდრომი, სისტემური წითელი  მგლურა, ლეიკემია -ლეიკოზი, პარკისონის დაავადება, ცელიაკია), რომლებიც მუდმივად ან  სისტემატურად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს. 2. ბენეფიციარმა სამედიცინო კლინიკიდან უნდა წარმოადგინოს დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 საჭირო მკურნალობისა და კვლევების მითითებით. 3. პროგრამა ითვალისწინებს  თითოეულ  ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად  ანგარიშზე 100 ლარის  ჩარიცხვას. პროგრამა  გათვლილია 50 ბენეფიციარზე. 4.პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 5🔗. აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა 1. პროგრამის ბენეფიციარები არიან (ბავშთა აუტიზმი, ატიპური აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი და განვითარების დაუზუსტებელი ზოგადი აშლილობა ) ასა-ს მქონე 2 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა მშობლები წარმოადგენენ ნეიროგანვითარების ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“, რეგისტრირებული კავშირის „საქართველოს ბავშვები“, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის და სხვა სპეციალიზირებული ლიცენზირებული დაწესებულებების ბენეფიციარისთვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100-ს, ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს და ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს. 2. მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბენეფიციარზე გაიცემა საგარანტიო წერილი ჩასატარებელი ღონისძიებების ღირებულების 70%- ის ოდენობით დაფინანსებაზე, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ. 3.პროგრამა გათვლილია სავარაუდოდ 10 ბენეფიციარზე. 4.პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 6🔗. 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება 1.პროგრამა ითვალისწინებს 0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების ( კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, სომატური, ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური, სეროლოგიური, იმუნოლოგიური, ციტოლოგიური, მორფოლოგიური, ციტოგენეტიკური ) ღირებულების სრულ ან  ნაწილობრივ დაფინანსებას არაუმეტეს 700 ლარისა. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) ჯანმრთელობის ცნობა ფ N100 საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევის მითითებით; ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი ანგარიშფაქტურა; გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ან სხვა დოკუმენტი,      რითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. 3. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე გაიცემა საგარანტიო წერილი, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 4.პროგრამა გათვლილია სავარაუდოდ 15 ბენეფიციარზე. 5.  პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 7🔗. ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა ტრანსპორტირების  ფინანსური უზრუნველყოფა. 1.  პროგრამის ბენეფიციარები არიან 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ჩართულები არიან  აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში და შესაბამისი მომსახურების მისაღებად სისტემატიურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში, თითოეული ბენეფიციარი თვეში გადის 8-10 სეანსს. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას ( პროგრამაში ჩართვის პერიოდისთვის) 100 ლარის ოდენობით, ბენეფიციარის, ან მისი მშობლის პირად ანგარიშზე უნაღდო ანგარიშწროებით თანხის ჩარიცხვას. 2.  პროგრამა გათვილილია 15 ბენეფიციარზე.   3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) ფორმა N100 ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მითითებით; ბ) როგრამის მიმწოდებლის მიერ გაცემული ცნობა ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის ხანგრძლივობის შესახებ ( ყოველთვიურად, ან სრული კურსის პერიოდის მითითებით ); გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 8🔗. მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1.პროგრამა გათვლილია მოქალაქეებზე(ოჯახებზე) , რომლებიც ვერ ფინანსდებიან სხვა ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით და აქვთ მძიმე ყოფითი პრობლემები, რომელიც დადასტურებულია ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამავე ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის  შუამდგომლობით. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ფულადი დახმარების გაცემას 100-დან 200 ლარამდე ოდენობით ადმინისტრაციული ერთეულებისათვის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული აქტით დადგენილი თვიური ლიმიტის ფარგლებში. 2. შესაბამის დოკუმენტაციას ყოველთვიურად მერის წარმომადგენლები განსახილველად წარადგენენ მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სოციალურ კომისია“-ზე  (შემდგომში „სოციალურ კომისია)“. 3. იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  მიერ ბენეფიციარზე გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობა არარის შესაბამისი, ის დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს ბენეფიციარისთვის  ფულადი დახმარების თაობაზე. მერი ინდივიდუალურად განსაზღვრავს  ბენეფიციარზე ფულადი დახმარების ოდენობას 200- დან 1000- ლარამდე ფარგლებში. (აღნიშნული მიმართულებით თანხების წლიური ოდენობა განისაზღვრება პროგრამის ბიუჯეტის 15%-ის ფარგლებში). 4. გასაცემი თანხის ოდენობას და დახმარების გაწევაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი „სოციალური კომისია“. 5.  დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. მუხლი 9🔗. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 1.პროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლად შობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 400   ლარის ოდენობით .(ტყუპების შეძენისას ყოველ ცოცხლადშობილ თითოეულ ბავშვზე გაიცემა 400  ლარი); 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; ბ) ერთერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ახალშობილის რიგითობის  შესახებ .  3.  დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 4. პროგრამა გათვლილია სავარაუდოდ 130 ბენეფიციარზე  5. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 10🔗. საზეიმო და ღირსშესანიშნავ  დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები (ომისა და შრომის ვეტერანები, პენსიონერები, 100 წელს გადაცილებული პირები და ა.შ.), აფხაზეთისა და 8 აგვისტოს საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულთა, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების  დროს დაღუპული საჯარო და ძალოვანი სტრუქტურის წარმოადგენელთა ოჯახები, რომელთაც საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით გაეწევათ ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება. 2. ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან. 3. სოციალური ჯგუფების შერჩევა და ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა ან/და მატერიალური დახმარების ჩამონათვალი განისაზღვრება შესაბამისი „სოციალური კომისიის“ მიერ. მუხლი 11🔗. მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა ყოველთვიური ფულადი დახმარება 1.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან  მეტი   18 წლამდე ასაკის შვილი.  2.წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) არასრულწლოვანი შვილების დაბადების  მოწმობის  ასლები; ბ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი. (ასეთის  არსებობის შემთხვევაში); გ) ერთერთი მშობლის  პირადობის  მოწმობის  ასლი. 3.მრავალშვილიანი  ოჯახის თითოეულ არასრულწლოვან შვილზე ყოველთვიურად  გაიცემა თანხა 50  ლარის  ოდენობით. 4.დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.  5. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 12🔗. შშმ პირთა და მოვლის  საჭიროების  მქონე ავადმყოფთა ფინანსური  მხარდაჭერა 1.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც  არიან არასაპენსიო ასაკის შშმ პირები. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით-მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) და არიან ეტლით  მოსარგებლე, ან საწოლს მიჯაჭვული მწოლიარე და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს; ბ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 მუდმივად  მოვლის საჭიროების მითითებით; გ) პირადობის მოწმობის  ასლი; დ) სარეიტინგო  ქულის დამადასტურებელ  დოკუმენტი. 3.დაფინანსება  მოხდება ყოველთვიურად თითოეული ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. პროგრამა  გათვლილია 25 ბენეფიციარზე. 4.პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 13🔗. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება 1. პროგრამის ბენეფიციარები  არიან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვები. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) სოციალური  მომსახურების სააგენტოდან  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) დაბადების  მოწმობის ასლი; გ) პირადობის მოწმობის  ასლი. (არსებობის  შემთხვევაში); დ) მეურვეობის დამადასტურებელი  დოკუმენტი, მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; ე) პირადი საბანკო ანგარიში. 3. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად თითოეული ბენეფიციარზე 300  ლარის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორებით მეურვის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.  4. პროგრამა  გათვლილია 6  ბენეფიციარზე. 5.  პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 14🔗. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა 1. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან     მერიის მიერ მიზნობრივად გამოსახლებულ პირთა დროებით საცხოვრისით უზრუნველყოფა, კერძო სექტორში მათთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავებით (არაუმეტეს 200 ლარისა თვეში).  2.  დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით თითოეული ბენეფიციარის პირად  ანგარიშზე თანხის  ჩარიცხვით. პროგრამა გათვლილია სავარაუდოდ 5 ბენეფიციარზე.  3. ბენეფიციარის იდენტიფიცირება და ქირავნობის თანხის ოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი „სოციალური კომისიის“ მიერ. მუხლი 15🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური  მხარდაჭერა 1.  პროგრამით სარგებლობა  შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. 2.  წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) საქართველოს შსს შესაბამისი სამსახურის, ან /და სასამართლო ორგანოს ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ  სხვა დოკუმენტი; ბ) პირადობის მოწმობის ასლი. 3.  ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით,  ბენეფიციარის პირად  ანგარიშზე წელიწადში  ერთხელ 500 ლარის  ჩარიცხვით. პროგრამა  გათვლილია 6 ბენეფიციარზე. 4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 16🔗. სტაციონარული მკურნალობის შემდგომ ბინაზე, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახების, ყოველთვიური  ფინანსური მხარდაჭერა 1. პროგრამა ითვალისწინებს არასაპენსიო  ასაკის სტაციონარული მკურნალობის  შემდგომ კომატოზურ  მდგომარეობაში მყოფი  პაციენტების ოჯახების ფულად მხარდაჭერას, რომლებსაც მკურნალობა უგრძელდებათ ბინაზე და ხანგრძლივად საჭიროებენ ზრუნვასა და მეთვალყურეობას.  2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:  ა) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100; ბ) სსე დასკვნა ჯანრმთელობის მდგომარეობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში); გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ოჯახის წევრის, ან/და მეურვის პირადობის მოწმობის ასლი. 3.  განმცხადებელს (ბენეფიციარის ოჯახს) ჩაერიცხება უნაღდო  ანგარიშსწორებით, ყოველთვიურად 200 ლარი. 4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 17🔗. დიდი სამამულო  ომის მონაწილე  მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს დიდი სამამულო ომის მონაწილეთათვის კომუნალური მომსახურების გადასახადის ( დენი, წყალი, გაზი ) სუფსიდირების მიზნით ფინანსურ მხარდაჭერას ყოველთვიურად წარმოდგენილი ქვითრების შესაბამისად, არაუმეტეს 300 ლარისა. 2. ბენეფიციარის დაფინანსება  მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 3.პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 18🔗. წარჩინებულ  სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსება 1.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: ა) მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი) ოჯახების შვილებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს  აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ოჯახის სარეიტინგო ქულა აქვთ 120 000-ზე ნაკლები და არ არიან ჩართული დაფინანსების არცერთ სახელმწიფო პროგრამაში. პრიორიტეტი ენიჭება, პირველ რიგში, სტუდენტის მაღალ აკადემიურ მოსწრებას შეფასების სისტემით 91 ქულიდან  100 ქულის ჩათვლით (GPA 3-4), შემდეგ ოჯახის შედარებით დაბალ სარეიტინგო ქულას;  ბ) საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სახელოვნებო სფეროს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებიც წარჩინებული არიან თავიანთი პროფილით (მაგალითად, პერსონალური გამოფენა, წიგნის გამოცემა, მთავარი როლი თეატრალურ წარმოდგენაში, მთავარი პარტია საოპერო დადგმაში და ა.შ).  2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) სტუდენტის აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) დახასიათება უმაღლესი სასწავლებლიდან შესაბამისი პროფილით სტუდენტის  წარჩინების თაობაზე; გ) უმაღლესი სასწავლებლის მოთხოვნა სწავლის დაფინანსების თაობაზე; დ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 3 დაფინანსდება  მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ნახევარი, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარისა, დარჩენილი თანხის დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.  4. დაფინანსება განხორციელდება  უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამის სასწავლებელში თანხის ჩარიცხვით.  5. ბენეფიციართა თანადაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი „სოციალური კომისიის“ მიერ. მუხლი 19🔗. სოციალურად დაუცველთა ბინით უზრუნველყოფა 1. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, (რომელთა საცხოვრებელი სახლი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას) ინდივიდუალური საცხოვრისით (მათ შორის, მსუბუქი ასაწყობი კონსტრუქციით) უზრუნველყოფას, არაუმეტეს 25 000 ლარის ფარგლებში, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის, რომლის საცხოვრებელი სახლი ექვემდებარება რეაბილიტაციას, მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, "ერთი ოთახის" მოწყობას, თითოეულ ოჯახზე 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში.  2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) ბენეფიციარის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა); ბ) ცნობა ბენეფიციარის ოჯახის სრული შემადგენლობის შესახებ; გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე ან/და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა  განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით; დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან  განმცხადებლის  და მის ოჯახის წევრებზე  სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ. ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა. 3.ბენეფიციარის ინდივიდუალური საცხოვრისით უზრუნველყოფის თაობაზე, ან მისთვის „ერთი ოთახის“ მოწყობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი „სოციალური კომისია“. მუხლი 20🔗. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა. 1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური  მოვლენების (ძირითადად  ხანძარი, გამონაკლისის შემთხვევაში სხვა მიზეზები) შედეგად დაზარალებული ოჯახების  ფულად  დახმარებას განიხილება მხოლოდ საცხოვრებელი ფართის დაზიანება ან განადგურება, რომელიც პირობითად იყოფა სამ კატეგორიად:  ა) ორსართულიანი  კაპიტალური  სახლის სრული  დაზიანება -დაფინანსება 10 000 დან -15 000 ლარამდე; ბ) ერთსართულიანი კაპიტალური ან ხის სახლის არასრული დაზიანება-დაფინანსება 5000-დან 10 000-ლარამდე; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კატეგორიების შედარებით მსუბუქი დაზიანება – 3000 ლარამდე. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:  ა) სახანძრო-სამაშველო  სამსახურის დასკვნა ხანძრით  მიყენებული ზარალის  შესახებ; ბ) შესაბამისი ფაქტის ამსახველი  ფოტო-მასალა ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის მიერ  დამოწმებული და მისივე  შუამდგომლობა; გ) საჭიროების  შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურის მიერ შედგენილი დეფექტური  აქტი. 3. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით დაზარალებულის პირად ანგარიშზე თანხის  ჩარიცხვით. დაფინანსებას ექვემდებარება მიმდინარე საბიუჯეტო  წელს მომხდარი  შემთხვევა. 4. დაზარალებულთა განცხადების განიხილვას და შესაბამის გადაწყვეტილებას ღებულობს  „სოციალური კომისია“. მუხლი 21🔗. სარიტუალო მომსახურება 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) გარდაცვლილი დიდი სამამულო ომის  მონაწილეების, მასთან გათანაბრებული პირების, ტერიტორიული  მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა ოჯახებისთვის სარიტუალო ხარჯების 250 ლარის ოდენობით დაფინანსებას. ბ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისთვის სარიტუალო ხარჯების 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) ცნობა  გარდაცვალების შესახებ; ბ) გარდაცვლილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის (ოჯახის წევრი)   დამადასტურებელი  დოკუმენტი; დ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 3.დაფინანსება მოხდება უნაღდო  ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 4.პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 22🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა 1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად,  იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბენეფიციარი  უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 120 000-ს. 2. ბენეფიციართა შერჩევისას თანაბარი ქულის ქონის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება: ა) საპენსიო ასაკს; ბ) ოჯახის შრომისუუნარო წევრ(ებ)ის(შშმ პირი) ყოლას; გ) დედ-მამით ობოლ ბავშვებს; დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ოჯახების წევრებს; ე) გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს; ვ) იშვიათი გამონაკლისის (სოციალურ სააგენტოში არ უფიქსირდება სარეიტინგო ქულა ან 120 000 ქულაზე მეტია) შემთხვევაში, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის“ განმახორციელებელი ა(ა)იპ ,,წალენჯიხის სათნოების სახლის“ დირექტორი გადაწყვეტს მოქალაქის ბენეფიციარად დარეგისტირებას, მერიის წარმომადგენლის (შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში)   წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ამ პროგრამით მოსარგებლეთა საერთო რაოდენობის 10%-ს. 3. პროგრამის განხორციელებას (განცხადების მიღება, ბენეფიციართა შერჩევა და სხვა) სამოქმედო ტერიტორიაზე (ქ.ჯვარი, ქ.წალენჯიხა) უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,წალენჯიხის სათნოების სახლი“. მუხლი 23🔗. ბენეფიციართა განცხადებისა და დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენის წესი 1. განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. 2. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას, რომლის თანამშრომელი  დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე. 3. მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებმა (თუ ისინი იგივე  პროგრამით სარგებლობდნენ წინა წლებში) უნდა განაახლონ შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 4. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს ერთდროულად ორ პროგრამაში . 5.ადმინისტრაციულ ერთეულში  მუნიციპალიტეტის მერის  წარმომადგენელი ვალდებულია მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის შესაბამის განყოფილებას ყოველთვიურად წარმოუდგინოს თავის  ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციართა შესახებ  ინფორმაცია მათი პროგრამიდან შესაძლო მოხსნის თაობაზე (იურიდული ფაქტი: ბენეფიციარის საცხოვრებელი  ადგილის შეცვლა, გარდაცვალება და სხვა). 6. მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვის თაობაზე მიღებული დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. 7. მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის შესაბამისი განყოფილება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელებასა და მიმდინარეობაზე ინფორმაციას ყოველთვიურად აწვდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 24🔗. გადაწყვეტილების მომზადება 1. ამ წესით განსაზღვრული პროგრამების საკითხთა სოციალურ  კომისიაზე განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული  მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 2. საკითხის  განხილვა და  გადაწყვეტა  ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ  შესწავლის საფუძველზე, ამ წესით გაუთვალისწინებელი სამართლებრივი ურთიერთობის გადაწყვეტა ხდება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით. 3. სოციალური კომისიის   სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ დროში შეუზღუდავად.  4. სოციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 25🔗. გარდამავალი და  დასკვნითი დებულებები 1.პროგრამებით გათვალისწინებულ დაფინანსებას ექვემდებარება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დამდგარი იურიდიული ფაქტი. 2. დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების  შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით.