⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.02.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2023
ძალის დაკარგვა 01.02.2024
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016401
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,887 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.01.2023 მიღება
01.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2023 წლის 24 იანვარი ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „წალკის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“ თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 02/02/2022, 010250020.35.155.016378). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა ეს წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები 1. ფულადი სოციალური დახმარება. 2. არაფულადი სოციალური დახმარება. მუხლი 2🔗. ფულადი სოციალური დახმარების სახეები 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეებია: ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება; ბ) 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება; გ) ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკი) პირთა  დახმარება; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების  (სარეიტინგო ქულით 65000-დან 90000-მდე)  დახმარება; ე) სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი  დახმარება; ვ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; ზ) მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება; თ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება; ი) იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეთა და სოციალურად დაუცველთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსება; კ) ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი  დახმარება; ლ) თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ფულადი დახმარება; მ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე  (სარეიტინგო ქულით 100000-მდე) პირის მიერ  საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება; ნ) ძალადობის მსხვერპლთა, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება; 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ხდება ერთჯერადად, გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა. მუხლი 3🔗. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები 1. წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია)  დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ  ფინანსდებიან ან არ ფინანსდებიან  სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით; 2. არ დაფინანსდება პლასტიკური ოპერაციები, სტაციონარული და მედიკამენტოზური მკურნალობა. თავი II ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 4🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 300 (სამასი)  ლარის ოდენობით. 2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ; გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 5🔗. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება 1. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი  დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 6🔗. ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა  დახმარება 1. ხანდაზმული (90 წლის და მეტი ასაკის) მოქალაქეებზე  სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2.  წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი  დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელია; დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე)  საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 7🔗. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება 1. სოციალურად დაუცველ ოჯახებს (რომელთაც აქვთ 65 000-დან 90 000-მდე სარეიტინგო ქულა) დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 8🔗. სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი  დახმარება 1. სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ  დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 5000 (ხუთიათასი) ლარისა; 2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან  (ხანძრის შემთხვევაში); ე) ცნობა მეტეოროლოგიური ბიუროდან სტიქიური მოვლენის შესახებ; ვ) ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან; ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად  მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა; 4.   წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან  (ხანძრის შემთხვევაში); ე) ცნობა მეტეოროლოგიური ბიუროდან სტიქიური მოვლენის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 9🔗. მრავალშვილიანი ოჯახების   დახმარება 1.  მრავალშვილიან ოჯახზე, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 2-დან 18 წლამდე ასაკის, დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;  2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა)  წერილობითი განცხადება; ბ)  მშობლის  პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 10🔗. მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება 1. მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში  წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობის მითითებით;  ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მარჩენალდაკარგული ოჯახის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 11🔗. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე  და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში  წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების ან  პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 12🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეთა და სოციალურად დაუცველთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსება 1. სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა: ა) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა (უპატრონო) მიცვალებულების  დაკრძალვის ხარჯებისათვის გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; დ) წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი პირების (სარეიტინგო ქულით 150000-მდე)  დაკრძალვის ხარჯებისათვის  ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2.  წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. თუ გარდაცვლილს არ ჰყავს ახლო ნათესავი, ამ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის  მოხსენებითი ბარათი გარდაცვლილი  პირის დაკრძალვის ხარჯების შესახებ. 4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს პირის გარდაცვალებიდან 10 (ათი) დღის ვადაში. მუხლი 13🔗. ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება 1. ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა. 2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი განცხადება, სადაც მითითებული იქნება ფულადი დახმარების მიზნობრიობა; ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 14🔗. თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ფულადი დახმარება 1. თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფ მოქალაქეებზე სოციალური დახმარება გაიცემა ყოველთვიურად – არაუმეტეს 350 (სამასორმოცდაათი) ლარისა ტრანსპორტირებისათვის. 2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში  წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100; ე)  საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 15🔗. სოციალურად დაუცველის  სტატუსის მქონე   (სარეიტინგო ქულით 100000-მდე) პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. სოციალურად დაუცველის  სტატუსის მქონე    (სარეიტინგო ქულით 100000-მდე)  პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2.  წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი  დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ; დ) ცნობა საჯარო სკოლიდან ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატობის შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 16🔗. ძალადობის მსხვერპლთა, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა და რეინტეგრირებულ (სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული) ბავშვთა ოჯახების დახმარება 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირს და  რეინტეგრირებულ  ბავშვთა ოჯახებს. 2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ძალადობის მსხვერპლმა – სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულმა პირმა – შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; რეინტეგრირებული ბავშვის მშობელმა – მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახში დაბრუნების თაობაზე და ბავშვის დაბადების მოწმობა. გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; თავი III არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 17🔗. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან  ან არ ფინანსდებიან ან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით 1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების  (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან  სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს დარჩენილი თანხის: ა) 700 (შვიდასი)  ლარამდე – 100 %-ით; ბ) 2000 (ორი ათასი) ლარის ჩათვლით  – 700 ლარს დამატებული დარჩენილი თანხის 20 %-ით; გ) 2000 (ორი ათასი)-ზე ზევით – 1500 ლარით. 2. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეების, სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან  სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50%-ით,  არაუმეტეს 1700 (ათას შვიდასი) ლარისა. 3. დახმარების მისაღებად სოციალური დახმარების გამცემ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და ანგარიშფაქტურა (კალკულაცია). დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე) მომართვა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტიდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ. თავი IV სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 18🔗. სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი ორგანო 1. წალკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას. 2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საკითხების განმხილველ კომისიას. 3. წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საკითხების განმხილველი კომისია პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ დამუშავებაზე. მუხლი 19🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს კომისია განიხილავს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ორჯერ. 2. საჯარო პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის მიერ სოციალური დახმარების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მუხლი 20🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვის წესი სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საკითხების განმხილველი კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. მუხლი 21🔗. დახმარების გაცემის წესი  1. სოციალური დახმარებები გაიცემა სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის  შესაბამისად. 2. ფულადი დახმარება ჩაირიცხება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო პირად ანგარიშზე. 3. არაფულადი სოციალური დახმარების შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მუხლი 22🔗. კომისიის სხდომის ოქმები 1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი  ოქმი, რომელიც ინახება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 2. კომისიის სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს ამავე კომისიის მდივანი.