„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის 2022 წლის 16 მარტის Nს-23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№ს-4
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის

ბრძანება №ს-4

2023 წლის 25 იანვარი

ქ.თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2022 წლის 16 მარტის №ს-23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2022 წლის 16 მარტის № ს-23 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 2).

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის 

შემსრულებელი  თორნიკე ზირაქიშვილი


 დანართი  

 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები

  

№  

განსახორციელებელი ეტაპების  (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი  

ღონისძიებების /აქტივობების  განხორციელების ვადები  

1  

განაცხადების (ბიზნესიდეები) მიღება  

21.03.2022-11.04.2022

2  

განაცხადების (ბიზნესიდეები) გადარჩევა   

04.04.2022- 06.05.2022

3  

განაცხადების  (ბიზნესიდეები) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა  

06.05.2022-16.05.2022

4  

ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში  

23.05.2022-22.06.2022

5  

პროექტების (ბიზნესგეგმები) მიღება  

26.05.2022-27.06.2022

6  

პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასება  

26.05.2022-15.07.2022

7  

გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან  

02.06.2022-21.07.2022

8  

დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან  

28.07.2022-19.08.2022

9  

გამარჯვებულების გამოვლენა

19.08.2022-29.08.2022

10

პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების გასაჩივრება  

29.08.2022-31.08.2022

11  

პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების საჩივრების განხილვა  

31.08.2022-14.09.2022

12  

ბენეფიციარებთან  ხელშეკრულების გაფორმება  

29.08.2022-30.09.2022

13  

ბენეფიციარების მიერ თანამონაწილეობის თანხის ხარჯვა

29.08.2022-03.11.2022

14

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი (მონიტორინგი №1)

29.08.2022-22.11.2022

15  

ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა  

29.08.2022-30.11.2022

16   

ბენეფიციარების მხრიდან თანადაფინანსების თანხის ხარჯვა

29.08.2022-17.02.2023

17  

თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი  (მონიტორინგი №2)

29.08.2022-28.02.2023

18

დამატებითი ტრენინგები  

29.08.2022-19.01.2023

19

ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი  (მონიტორინგი № 3)

18.02.2023-19.05.2023

20

ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი  

28.07.2022-07.06.2023

21  

სააგენტოს მხრიდან დაფინანსებული პროექტების  მონიტორინგი  

19.05.2023-19.06.2023