„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის 2022 წლის 16 მარტის Nს-23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანება №ს-4 |
|
2023 წლის 25 იანვარი ქ.თბილისი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2022 წლის 16 მარტის № ს-23 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს. 3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 2). სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე ზირაქიშვილი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები
|